Thoughts About Death, Life and Humanity

კამერაში თორმეტი კაცი იყო, ყველა მუსულმანი, მე მეცამეტე და ქრისტიანი. «ვერ შევეწყობით ვფიქრობ, მთლად უცხო ვარ მე აქ..» თვალებში ვუყურებ და ვხედავ, სულაც არ ვარ უცხო მათთვის. ისინი ყველანი ისეთივე სიკვდილმისჯილები არიან როგორც მე. ხოლო სიკვდილის წინაშე, ხომ იცით, ყველა თანაბრდება. და კიდევ შევამჩნიე რომ მათ შორის არცერთი არაა ნაძირალა. ყველას ღია, ნათელი თვალები აქვს. მართლაც ჩვეულებრივი ციხე არ არის ეს, უშიშროების სამმართველოს ეკუთვნის… ასე ვუყურებდით ერთმანეთს სადღაც ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ვიგრძენი რომ მიმიღეს მომაკვდავთა გუნდში, თაცვისიანად მაღიარეს…
ერთი პატიმარი ოდესღაც ამერიკის საჰაერო ძალებში მუშაობდა, ამის გამო დაიჭირეს სწორედ.. ამ ადამიანმა კარგად იცოდა ინგლისური და მისი მეშვეობით ვესაუბრებოდი სხვებსაც. დაკითხვებს შორის დრო უამრავი გვქონდა, ასე რომ არამხოლოდ გავიცანით არამედ დავუმეგობრდით კიდევაც ერთმანეთს. ყველა ყვებოდა თავის ცხოვრებაზე. რატომ და როგორ მოხვდა აქ. ფაქტიურად ეს აღსარება იყო. ადამიანები ერთმანეთს აბარაბდნენ აღსარებებს, არაც მეჩეთი იყო არც ეკლესია, არც მოლა და არც მამაო.. ღმერთთან ურთიერთობის ყოველგვარი «ოფიციალური» არხების გარეშე.. ასე რომ სხვა არაფერი გვრჩებოდა გარდა გულიდან გულში გადაგვეცა ჩვენი აღსარებები. სხვათაშორის ესეც არანაკლებ პირდაპირი გზაა უფალთან ურთიერთობისა…
ვუსმენდი მათ და ვხვდებოდი, თითოეული მოყოლილი ამბავი ცალკე წიგნია.. ერთს ავადმყოფი მამა ჰყავს ავღანეთში, გადაწყვიტა საზღვარი გადაეკვეთა და მკურნალობისთვის ეშოვა ფული. მეორეს ავადმყოფი ცოლი ჰყავს, შვიდი შვილის დედაა, ესევე გადმოვიდა საზღვარს ფულის საშოვნელად. იყვნენ ისეთებიც რომელთაც ნარკოტიკები გადაჰქონდათ. ზოგი უბრალოდ გააბითურეს, ჩუმად ჩაუდეს … სხვები გაცნობიერებულად წავიდნენ დანაშაულზე, მაგრამ ისევ და ისევ გამოუვალობის გამო. მაგალითად იმისთვის რომ ფული ეშოვნათ სოფელში პროდუქტების მოსამარაგებლად. სხვები იარაღის შენახვისთვის დაიჭირეს. ვიღაცეები ემუქრებოდნენ, ოჯახს ამოგიწყვიტავთო. ისიც ადგა და იარაღი იყიდა, მაგ იარაღითვე დააკავეს. ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა რომ თავბედს არავინ იწყევლიდა. საკუთარ თავზე არ ფიქრობდნენ, იმაზე ღელავდნენ ახლობლებს რა დღე დაადგებოდათ მათი სიკვდილის შემდეგ. «რა ეშველება მამაჩემს? მას ხომ ჩემს გარდა არავინა ჰყავს?!..» «როგორ იქნება ჩემი ოჯახი ? ჩემს გარეშე ვერ გაიტანენ თავს..» ვიჯექით და ვლოცულობდით ცოდვების მოტევებისთვის, რადგან გადარჩენის იმედი აღარავის გვქონდა..
ისინი მუსულმანურად ლოცულობდნენ, მე ქრისტიანულად. ზოგჯერ თავს უხერხულადაც ვგრძნობდი. ისინი ღამის პირველ საათზე დილის ოთხ საათზე დგებოდნენ სალოცავად. მე როგორც ქრისტიანს ხომ მაგ დროს უფლება მაქვს მეძინოს. მათთან კი ყველაფერი სერიოზულადაა! ერთხელ ჩხუბიც კი ატყდა.. ვიღაცამ ყურანიდან არასწორად წარმოთქვა ფრაზა და დანარჩენები დაესივნენ. გაშველება მომიწია. მეუბნებიან: «გოლტის, მან ყურანის ტექსტი გადაასხვაფერა..» საპასუხოდ მთელი ლექცია წავუკითხე. ტექსტი რათქმაუნდა მნიშვნელოვანია მეთქი, მაგრამ მთავარია რომ ადამიანი ღმერთს გულით მიმართავდეს… «ის ხომ თქვენი ძმაა», ვეუბნები. «მერე რა რომ რაღაც ისე ვერ წარმოთქვა, ყველაზე მთავარს ხომ სწორად აკეთებს, ალაჰს მიმართავს თავისი გულის სიღრმიდან». ამან იმოქმედა მათზე, პატიება სთხოვეს მას…. და მეც მადლობას მიხდიდნენ რომ ჩავერიე და არ მივეცი საშუალება ადამიანური სახე დაეკარგათ.    
ერთი სიტყვით ყველაფერი კარგად იყო. გვაჭმევდნენ მსუყედ. კამერა სავსე იყო ჩირით, ნიგვზით, თხილით. ჭამე რამდენიც გინდა. პატივს სცემენ მათთან სიკვდილმისჯილებს. ალბათ ყველა კულტურაში ასეა. სიკვდილმისჯილი მაინც სიკვდილმისჯილია.

მაგრამ მე არ ვჭამდი. ორმოდან კამერაში რომ გადამიყვანეს, მივხვდი სიკვდილი აღარ ამცდებოდა და «მშრალად» დავიწყე შიმშილობა. მეტისმეტად მეშინოდა წამების. ასე კი სამი კვირა და შემდეგ კარგად იყავი.. ჩემი მეგობრები თავდაპირველად ძალიან შეწუხდნენ, მეხვეწებოდნენ მეჭამა. გოლტის, რატომ არ ჭამ, მოდი, ჭამეჩვენთან ერთად. გული გვტკივა ასეთს რომ გიყურებთ. მაგრამ მე მოუდრეკელი ვიყავი. «ძმანო» ვეუბნები. «მე მთიელი ვარ. ციხეში, ჩაკეტილობაში ვერ ვიცოცხლებ და არც არავის მივცემ უფლებას მტანჯოს, ნუ მეხვეწებით მაინც არაფერს შევჭამ და დავლევ, ჩაკეტილობაში ვერ ვძლებ. თუ კი სიკვდილი მიწერია, დაე თავისით, ბუნებრივად მოხდეს ეს, ჯალათის ცარევის გარეშე.. ამ მხრივ მაინც მინდა ვიყო თავისუფალი…» მათ ყველაფერი გაიგეს და აღარ მეხვეწებოდნენ ხოლმე.
როდესაც ვინმე გაჰყავდათ დაკითხვაზე, დანარჩენები ლოცულობდნენ, რომ მას შესძლებოდა წამების გადატანა.. თითოეულს შეეძლო მოეყოლა გულწრფელად თავისი ისტორია, მაგრამ ვინც ჰკითხავდა არ სჯეროდა მათი და ცდლობდნენ გაეგოთ «სიმართლე» – სახელები, შეხვედრის ადგილები, პაროლები.. საკუთარი გამოცდილებით ვიცოდი ეს, არც ჩემი არ სჯეროდათ.. ეტყობა ასე ფიქრობდნენ: «მოკვლით ყოველთვის მოვასწრებთ მათ მოკვლას, მაგრამ სანამ ცოცხლები არიან მაქსიმალურად უნდა გამოვწოვოთ ინფორმაცია…» და გვკითხავდნენ კიდეც.. იქედან ისეთ მდგომარეობაში ბრუნდებოდნენ, გული გვტკიოდა. მეც ისევე როგორც სხვები მძიმედ განვიცდიდი მეგობრის ტანჯვას და მეც ვლოცულობდი.. მაგრამ ჩემი ლოცვები ძნელად აღწევდა ღმერთამდე. ძალიან ძლიერნალოცი მუსულმანური ეგრეგორია იმ ადგილებში.. ქრისტიანული ლოცვა ძალიან რთულად აღწევს მასში.
ამისდამიუხედავად მაინც ვგრძნობდი სადღაც ზევიდან მოისწრაფოდა ჩემსკენ დამხმარე ძალა. და აი რაღაც მომენტში ვიგრძენი ეს ძალა – ფაქტიურად დავინახე ჩემი მფარველი ანგელოსის ხელი, რომელმაც გამოაღწია ჩემთან ისლამურ ეგრეგორში.. უცნაური შეგრძნება დამეუფლა. ვგრძნობდი ღვთის შეწევნას და მესმოდა როგორ მეჩურჩულებოდა ანგელოზი: «გოლტის, მშვიდად იყავი, ყველაფერი მაგრად იქნება..» მღელი ჩემი ცხოვრება გავიხსენე, ვუყვებოდი ბიჭებს ჩენი მოგზაურობების შესახებ, კარპატების, უკრაინის შესახებ, და იმ სულიერი გმირობების შესახებ, რომელთა მომსწრეც თავად გავხდი. პირდაღებულები მისმერნდნენ და მეუბნებოდნენ რომ არ სჯერათ ჩემი სიტუაციის გამოუვალობისა. «შეუძლებელია გოლტის რომღმერთმა ამ სიტუიაციაში მიგატოვოს, როდესაც მთელი შენი ცხოვრება ხელშიაყვანილი მოჰყავდი…» და მართლაც ჩემში რაღაც შეიცვალა..
დაღამდა და დავიძინე..

– და რათქმაუნდა შენი სიზმარი, ამჯერადაც ცხადი და წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.
– სწორედ რომ ასე იყო. ასე ვეურთიერთები მე სამყაროს, სიზმრისეული მდგომარეობის მეშვეობით.

– და რა დაგესიზმრა ამჯერად ?
– რომ ყველაფრის და მიუხედავად, ყოველგვარი ლოღიკის საომარი ვითარების მიუხედავადაც კი, ყველაფერი შეიცვლება.. და ჩემი გადარჩენის ნიშნი იქნება ფრინველი..

– რა ფრინველი? შენ ამბობ რომ იქ, კამერაში პატარა ფანჯარაც კი არ გქონდათ, საიდან მოხვდებოდა იქ ფრინველი?
– როგორ და, მომისმინეთ, გაიამბობთ..
ერთ დღესაც რატომღაც გადაწყვიტეს სასეირნოდ გავეყვანეთ ციხის მომცრო ეზოში. ალბათ იმისათვის რომ მორიგი დაკითხვების სერიის წინ აზრზე მოვსულიყავით, სუფთა ჰაერი ჩაგვეყლაპადა გავძლიერებულიყავით.. იმიტომ რომ თუ ადამიანი დასუსტებულია, მისი წამება მოუხერხებელი ხდება – წამდაუწუმ კარგავს გონებას. კორიდორში თვალახვეული მივყავდით, გარეთ რომ გავედით მოგვხსნეს სახევევები. დავინახე ციხის კედლებს მიღმა ხეების ტოტები, ლურჯი ცის ნაგლეჯი, მზის სხივები. ვერც კი აგღიწერთ რა ვიგრძენი იმ მომენტში. მე ხომ ისედაც სიგიჟემდე მიყვარს ბუნება, მზე, ცა, თავისუფლება… ახლა კი ორმოს და იმ სოროს შემდგომ წარმოიდგინეთ.. სიმშვიდემ დაისადგურა ჩემს სულში, სრული შინაგანი სიჩუმე და თანაბვრი უშფოთველობა. ეს ნებისმიერ სიხარულზე უფრო მეტია.
წრეზე დავდივარ და ჩემთვის ჩუმად ვლოცულობ. ვმადლობ ღმერთს რომ სიკვდილის წინ მაინც მანახა იმ სამყაროს ნაგლეჯი, რომელიც მე ასე მიყვარს.. და უცებ ვხედავ მოფრინავს ველური მტრედი, დაგვტრიალებს თავზე და ღუღუნებს, თითქოს რაღაცას გვეუბნება.. იქავე გამახსენდა ჩემი სიზმარი და მივხვდი, ეს რომ ნიშანი იყო.. და უცებ დიდმა სიხარულმა მომიცვა!.. მე ხომ ძალიან მიყვარს ველური მტრედები, კარგი ფრინველებია, კეთილი. კარპატებში ხშირად მოფრინავდნენ ჩემთან და მეღუღუნებოდნენ. ჩვენ ხომ ძელი მეგობრები ვართ… მომზადება დავიწყე, მივხვდი რომ სიტუაცია მალე შეიცვლება და ეს დემონის მორიგი ხრიკები კი არა, არამედ უკვე ღვთის ჭეშმარიტი შეწევნა იქნება. ჩემთვის უკვე სულერთი გახდა რა მელოდა წინ, სიკვდილი თუ სულიერი და ხორციელი ტანჯვა, ამას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა…
იმავე ღამეს მეორე ცადი სიზმარი ვნახე, რომელიც საერთოდ მთელი ამ ირანული ეპოპეის კულმინაცია გახდა. მესიზმრება პატარა ნათელი ღრუბელი. სწორედ ის რომელიც ბავშვობაში მოდიოდა ხოლმე ჩემთან და მეუბნება: „გოლტის, დღეს მოხდება სასწაული, მაგრამ შენ უნდა წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც დამარხული გაქვს შენს გულში. შენ უნდა გახსნა გული და დაკითხვაზე თქვა ყველაფერი რასაც ფიქრობ და გრძნობ ამ ადამიანების, მათი ქვეყნისა და რელიგიის მიმართ, უბრალოდ გახსენი გული და ისაუბრე შენი გულიდან წამოსული ხმით.“ ცოტახანში მოდის ჩემთან ტექსტი, მთელი ორმოცწუთიანი სიტყვა, რომრლიც უნდა წარმოვთქვა. მაგრამ ვხვდები ასევე, რომ ეს ტექსტი უბრალო სიტყვებისგან არ შედგება და თვითოეული ფრაზა მასში წარმოადგენს მაგიურ ფორმულას. და იმისათვის რომ ეს ფრაზები აღიქვან აუცილებელია ძალზე სწორი და უშვალო თარგმანი, რათა გადმოიცეს ის ინფორმაცია რომელიც „ჩაკერებულია“ ინტონაციასა და განწყობაში. ვეუბნები ჩემი მფარველი ანგელოსის ღრუბელს: „იმისთვის რომ ეს ყველაფერი გადავცე საჭიროა ძალზე ზუსტი თარგმანი. მე კი ისეთები მკითხავენ ხოლმე, რომლებსაც რუსულად ორი სიტყვის ერთმანეთზე მიბმა არ შეუძლიათ..“ საპასუხოდ მომივიდა ინფორმაცია რომ თარგმანთან დაკავშირებით ყველაფერი საუკეთესოდ აეწყობა, რომ იქნება გოგონა, რომელიც ყველაფერს ზუსტად და რაც მთავარია მთელი გულით გადათარგმნის. მთავარია რომ გავხსნა გული და იქედან ამოვიღო ტექსტი…


დილით ვიღვიძებ და ვუყვები ჩემს სიკვდილმისჯილებს სიზმარს. ისინი ერთიანად აღმფრთოვანდნენ, მეუბნებიან: „გოლტის, ეხლავე, სწრაფად ჩეიწერე ის სიტყვები!“ კარზე კაკუნი ატეხეს, თხოვენ მცველს რომ ფურცელი და კალამი მოიტანოს. ის სადღაც გაიქცა და მოიტანა ფანქარი და ფურცლის ნაგლეჯი. ვუყურებ ამ ნაგლეჯს და ვხვდები რომ ამაზე შემოკლებული თეზისების სახითაც კი ვერაფერს ჩავიწერ. ვგრძნობ თანდათან მავიწყდება სიზმარში მოსული სიტყვები, ვერაფერს ვუხერხებ თავს, წყდება ჩემს სიტყვასთან დამაკავშირებელი ძაფი. ამ დროს იღება კარი და დაკითხვაზე მიძახებენ…
– ეს კულმინაციის დასაწყისაია ხო?
– ჯერ არა,.. გავყავარ კორიდორში, დასაკითხ ოთახში მუხლებზე მაყენებენ სახით კედლისკენ. ყველაფერი ეს სტანდარტული პოცედურებია და უცებ მესმის ჩემს უკან უცხო ადამიანების ხმები. სამი მამაკაცი საუბრობს, არცერთ მათგანს მე არასდროს დავუკითხივარ. ხმის ტემბრი ვაჟკაცური აქვთ და თუ გამოთქმით ვიმსჯელებთ გაცილებით უფრო ინტელიგენტი ხალხი ჩანან ვიდრე ის ოპფიცრები, რომლებთანაც აქამდე მქონია შეხება. ენა არ ვიცი და ამიტომ არ მესმის რაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ძალზე „ნამდვილი“ ხმები აქვვთ, ეს ჭეშმარიტი მეომრების ხმებია, რომლებთანაც შესაძლებელია „გულიდან გულში“ საუბარი. მომეწონენ ისინი მე, პირველივე გაგონილი ბგერიდანვე. მაგრამ ურთიერთობის აწყობამდე ჯერ კიდევ შორია, მე ხომ მათთვის ამერიკელ;ი ჯაშუში, მტერი ვარ. ხოლო ასეთი ადამიანები მტერს არ ინდობენ და არანაირ კომპრომისზე მასთან არ წავლენ. ამავე დროს მივხვდი რომ სწორედ ესაა ის „სამეული“ რომელიც აქ სასამართლოს ცვლის, მათ უნდა გამოიტანონ საბოლოო განაჩენი, რომელიც შემდგომში აღარ გასაჩივრდება. უნდა როგორღაც ვაიძულო რომ მომისმინონ, მაგრამ როგორ?.. და ამ მომენტში ისინი თარჯიმნის მეშვეობით მომმართავენ. მესმის ახალგაზრდა ქალის სასიამოვნო ხმა, სუფთა რუსული გამოთქმით.. უცებ გული გამიშეშდა. გოგონა-თარიმანი! სწორედ ის რომელზედაც მეუბნებოდა ჩემი მფარველი ანგელოზი! ვეუბნები „გოგონა, შენი თავი უფალმა გამომიგზავნა, სიზმარი ვნახე – აუცილებლად უნდა წარმოვთქვა ჩემი გადამწყვეტი სიტყვა, რომრლიც დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდება, ამათმა უნდა მომისმინონ. მე ჩემი გულის სიღრმიდან ვილაპარაკებ და მივმართავ მათ გულებს. მე ხომ მათი მტერი არ ვარ, გინდაც ისინი მე მტრად მიმიჩნევდნენ.“ ამ დროს ირანელები ჩაერიენ, გაღიზიანებულები ითხოვდნენ რომ შეეწყვიტა ჩემთან რუსულად საუბარი და მხოლოდ მათი კითხვები და ჩემი პასუხები გადაეთარგმნა. მან გადაუთარგმნა მათ ჩემი ნათქვამი. ვიგრძენი როგორ მოიმათა მათამა გაღიზიანებამ. „რა სიტყვის წარმოთქმა? რა ორმოცი წეუთი? ჩვენ კითხვებს ვსვამთ ის კვპასუხობს, მორჩა და გათავდა!“ მაშინ ვუთხარი რომ ძალიან კარგად მესმის მათი. რომ დავარღვიე კანონი და მზადვარ ამისათვის დავისაჯო. ვთქვი რომ მზად ვარ სიკვდილისათვის, თვითონ სიკვდილისა არ მეშინია. მაგრამ არსებობს უმაღლესი კანონი, რომელიც ყველგან და ყოველთვის მოქმედებს პოლიტიკური შეხედულებების, რელიგიის თუ ეროვნების და მიუხედავად. ეს კანონი, გულის კანონია.. ეს არ იქნება ჩემი პირადი მიმართვა მათთადმი. მე სწორედ ამ უმაღლესი კანონის სახელით ვისაუბრებ. ამიტომ ვთხოვ რომ მომისმინონ. არ აქვს მნიშვნელობა რა განაჩენს გამომიტანენ მე პირადად, მაგრამ ჩემს ადგილას შეიძლება აღმოჩნდნენ ადამიანები რომლებიც ჩემს მსგავსად არაფარცუდს არ უსურვებენ ირანელ ხალხს. ისინი ვინც ადამიანებს ძმებად და დებად მიიჩნევს და უსურვებს მათ ქვეყანას აყვავებასა და ძლიერებას. და თუ ისინი ახლა მომისმენენ, შესაძლოა მომავალში უკეთ შეძლონ მტრებისა და პატიოსანი ადამიანმების გარჩევა ერთმანეთისაგან.
და მე დავიწყე საუბარი, სიტყვები რომლებიც თითქოს და დამვიწყებოდა თავისთავად მოედინებოდნენ ჩემი გულიდან. მსაჯულები დუმდნენ, ეს იყო მონოლოგი. მე ვსაუბრობდი, გოგონა თარჯიმანი კი თარგმნიდა..
დაახლოებით ორმოცი წუთი გავიდა. ყველაფერი რომ ამოვთქვი გავჩუმდი. ისინიც არ იღებდნენ ხმას. რამდენიმე წუთმა სრულ სიჩუმეში განვლო.. შემდეგ ერთმანეთში დაიწყეს მსჯელობა. ვიგრძენი რომ ხმებმა დაკარგეს უწინდელი სიმკაცრე, და თითქოს კიდევაც… გოგონა საეტრთოდ ატირდა და ტირილით მითხრა: „გოლტის, მგონი ყველაფერი კარგადაა..“
სადღაც ხუთი წუთი თათბირობდნენ. შემდეგ ერთერთმა, როგორც ჩანს უფროსმა, მომმართა. გოგონამ გადამითარგმნა: „იცი გოლტის, სასწაული მოხდა. შენმა სიტყვებმა საოცრად იმოქმედეს ჩვენს სულებსა და გულებზე. ბევრს არაფერს გეტყვით. შენ თავისუფალი ხარ.“ გოგონამ ეს რომ გადათარგმნა აქვითინდა. ისინი კი მეუბნებიან: „გოლტის, მიდი საკანში, წამიოიღე შენი ბარგი, დაემშვიდობე მეგობრებს. ჩვენ დაგელოდებით საბოლოო სიტყვისათვის.“ და ვგრძნობ რომ მხოლოდ გოგონა არ ტირის. ამ ვაჟკაც ხალხსაც უკანკალებდათ ხმები.

– შენ დაბრუნდი საკანში, უთხარი შენი გათავისუფლების ამბავი იქ მყოფებს. ალბათ ძალიან მძიმე იყო ამის გაგება მათთვის. შენ კი გიშვებენ, მაგრამ ისინი ხომ რჩებიან. ზოგი ალბათ დეპრესიაში ცავარდა, ვიღაც გაბოროთდებოდა, ვიღაცას შეშურდებოდა ალბათ.. არა?
– ო, აი ახლა კი მართლა კულმინაცია მოდის.
ესე იგი, გავყავარ კორიდორებით, იღება საკნის კარები… სწორედ ის ნანატრი წამი დადგა, რომლის გამოც ეს ყველაფერი შემემთხვა. ყველაზე მძაფრი განცდა ჩემს ცხოვრებაში.. ვიხსნი თვალებიდან სახვევს და ვხედავ თორმეტი კაცის გაბრწინებულ თვალებს,.. ისინი ყველაფერს მიხვდნენ, რომ მე გავიხსენენ ჩემი ტექსტი, რომ მე მომისმინეს და რომ მსაჯულებმა არამხოლოდ არ გამომიტანეს სასიკვდუილო განაჩენი, არამედ სრულებით უდანაშაულოდაც კი მცნეს.. ხუთი წუთი ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში. თვითოეულის სულში ჩავიხედე და ვერაფრი ამოვიკითხე უსაზღვრო სიხარულის გარდა ჩემი გათავისუფლების გამო.. არცერთს ოდნავადაც არ გაუვლია გულში ბოტოება ან შური ტუ დეპრესია. წარმოგიდგენიათ, ყველა მათგანს წამებით სიკვდილი ელოდა ხვალ, ზეგ, ერთ კვირაში თუ ერთ თვეში, ყოველ მათგანს ჟალათის დაუნდობელი ხელი ელოდათ… იცოდნენ რომ არავინ დაინდობდათ და ამის და მიუხედავად უხაროდად სრულიად უცხო ადამიანის, უცხო სჯულის აღმსარებლის გადარჩენა! შური კი არა გულისდაწყვეტის ნატამალიც კი არ ეტყობადო არცერთმათგანს! მე ამას თვალნათლივ ვხედავდი – აი რისთვის ვწირავმადლობას უფალს. სწორედ იმ წუთას მივხვდი რაშიცაა სიცოცხლის ჭეშმარიტება, გულის გზის ჭეშმარიტება. თავდადებული სიყვარულის ჭეშმარიტება, რომელსაც ელის ჩვენგან ღმერთი. თავი ვერ შევიკავე და თვალებიდან ცრემლი გადმომცვივდა… მათ კი იფიქრეს რომ ყველაფერი მოეჩვენათ და სინამდვილეში მე ისევ ისეთი სიკვდილმისჯილი ვარ როგორც თვითოეული მათგანი… თორმეტივეს სახეზე საოცარი გულაცრუება და შიში აღიბეჭდა. ერთმანეთში დაიწყეს რაღაცაზე ლაპარაკი, შემდეგ კი ჰკითხეს იმას რომელმაც ინგლისური კარგად იცოდა გოლტისმა რა ვერ გაიხსენა ტექსტი?! არ გაათავისუფლეს?! რატომ ტირის?“ მან გადმომითარგმნა, მე კი ვუპასუხე: „მე ყველაფერი კარგად მაქვს ძმებო, მაგრამ როგორ შემიძლია მიხაროდეს, როდესაც თქვენ აქ რჩებით? თქვენს სულებში ამოვიკითხე სიცოცხლის ჭეშმარიტება – სიხარული უცხო ტომის ადამიანის გადარჩენის გამო, მაშინ როდესაც თითოეული თქვენგანი განწირულია. აი რა ფარავს ჩემი გათავისუფლებით გამოწვეულ სიხარულს..“ უცებ იფეთქა კვლავ სიხარულის ტალღამ. მომცვივდნენ და მეხვეოდნენ, მექაჩებოდნენ. დაბალი ჭერი რომ არ ყოფილიყო ალბათ ხელში ამიყვანდნენ კიდეც. ეს საოცარი სულიერი სასწაული იყო. თვითოეული მათგანს საკუთარი გათავისუფლება არ გაახარებდა ასე! იქვე გამოიტანეს გადამალული საჭმელი, მთხოვდნენ მეჭამა მათთან ერთად, ასე ვთქვათ აღგვენიშნა ჩემი გადარჩენა. მაგრამ ვუხსნი რომ „მშრალი“ შიმშილობის მეცხრე დღეზე ლუკმა რომ ჩავიდო პირში თავისუფლება საერთოდ აღარ დამჭირდედება სავარაუდოდ. მხოლოდ რომელიღაცა ჩირი დავღეჭე და იქავე გადმოვაფურთხე. .. დამეთანხმნენ რომ მართლაც არ შეიძლება ჩემთვის ჭამა. ნუთუ იმისთვის გამათავისუფლეს რომ ნაწლავების გადახლართვით მოვკვდე. დავიწყეთ დამშვიდობება და ამ დროს გავიგონე სიტყვები რომელიც არასოდეს დამავიწყდება: „გოლტის შენი ღმერთი ჩვწენსაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ილოცე მის წინაშე ჩვენი სულების გადასარჩენად.“ მე მათ შევპირდი ამას. კარზე დავაკაკუნე, თვალახვეული გამიყვანეს კორიდორში. ოთახში რომ შევედით, მომხსნეს სახვევი, ვხედავ მაგიდაზე ფული დევს. მეუბნებიან: „აი გოლტის შენი ფუი, რაც დაკავებისას აღმოგაჩნდა, გადაითვალე და ჩაიბარე.“ მე ვეუბნები: „ფული იქეთ იყოს, თქვენ მე სიცოცხლე და თავისუფლება მაჩუქეთ.“ არაო, არ გამოვა ასეო, გადაითვალე და წაიღეო, ცვენ შენი ფული არ გვჭირდებაო. მოკლედ ძალით გადამათვლევინეს ფული, არცერთი დოლარი არ იყო დაკარგული, ყველაფერი დამიბრუნეს. მეუბნებიან: „მანქანა მთლიანად დავშალეთ გასაჩხრეკად მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ საეჭვო. აი ჩაიბარე გასაღები და გადაამოწმე ყველა საჩუქარი ადგილზეა თუ არა“ არადა ასამდე საჩუქარი მქონდა მანქანაში. არაფერი დაკარგულა. „ესეც შენი კამერა და ფოტოაპარატიო“ მეუბნებიან. ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა რომ ამოღებული ფირის ნაცვლად ზუსტად ისეთივე ცარიელი კასეტა მომცეს. სპეციალურად მაშხედში მაღაზიაში უყიდიათ. აი ასე..
არადა ხომ შეეძლოთ ყველაფერითავისთვის დაეტოვებინათ, მე კედელთან მივეცხრილე. მაგისთვის კიდევაც პრემიებს მიიღებდნენ. ესეც თქვენი მუსულმანები.. გახსნეს გულები უცხო სჯულის ადამიანის წინაშე, დაიჯერეს და პატიოსნად მოიქცნენ.. დამშვიდობებისას მივუტრიალდი და ვეუბნები: „ბიჭებო, კიდევ ორიოდე სიტყვა მინდა გითხრათ, ბევრ დროს არ წაგართმევთ ოღონდ უნდა ვთქვა.. მთელი გულით გეუბნებით და დამიჯერეთ როგორც ორიოდე საათიოს წინ დამიჯერეთ.“ და მოკლედ „კონსპექტურად“ მოვუყევი თორმეტივე ჩემი თანამეინახის ამბავი. სადღაც ოცი წუთი ვყვებოდი. მომისმინეს, მოითათბირეს და მეუბნებიან: „იცი, დღეს სასწაულების დღეა, მეორე სასწაული მოხდა – გაძლევთ შარიატის სიტყვას, რომ არცერთს არ დავსჯით სიკვდილის, ყველას საქმეს გასდავხედავთ, ზოგს გავუშვებთ, ზოგს მოუწევს პატიმრობის მოხდა, მაგრამ ყველანი ცოცხლები დარჩებიან.“ მე მჯეროდა მათი, გულწრფელად ამბობდნენამას. ასეთი ადამიანები ფუჭ სიტყვებს არ ისვრიან.. მე ვხედავდი მათ თვალებს. სამწუხაროდ ის ვეღარ ვნახე რა ამბავი ატყდა საკანში, როდესაც შეწყალება გამოაცხადეს…

– ეს იყო და ეს?
– თითქმის. ჩავჯექი „ჯიპში“ და კომპასით ვიკვლევ გზას, რადგან მათი საგზაო ნიშნებით ორიენტირება შეუძლებელია, მივიკვლევ გზას სირაქსისკენ. უკან გავიხედე და მანქანა მომდევს კუდში. გასაგებია გადაწყვიტეს „გავეცილებინე.“ უცებ ვხედავ ბენზინი არ მყოფნის. ადგილობრივი ფული არ მაქვს, ვერც ბანკში გადავახურდავებ დოლარებს, ვალუტუიით რომ ვიყიდო ბრნზინი დიდი შანსია ისევფ იქ მოვხვდე საიდანაც გამოვედი. „კუდი“ კი არ მცილდება. ბანკები უკვე დაკეტილია. ვხვდები რომ მაშხედში მომიწევს ღამის გატევა, რომ ფული კანონიერად გადავცვალო ხვალ დილით. რა აბსურდია! როგორ მოვითმინო ასეთი რამ ყველაფერი იმს შემდეგ რაც თავს გადამხდა? ვერაფრით მოვითმენ..
გავჩერდი ბენზინგასამართ სადგურთან გადავუხადე ათი დოლატი, თან ისე რომ არ ვუმუხთლო ადამიანს, ვეუბნები: „უკან მომდეენ სწრაფადვე დამალე ფული.‘ იმანაც დამალა. ჩაჯექი მანაქნაში და გავაგრძელე გზა.
ქალაქს რომ გავცდი ვხედავ მომცილდა თვალთვალი. ქალაქის საზღვრამდე მიმიყვანეს და უკან გაბრუნდნენ. მზის ჩასვლისას გავჩერდი იმ ადგილზე სადაც დამაკავეს, მზეს ავხედე, ჩავჯექი მანქანაში და გავემართე შირაქისკენ.  
– ბიჭები იქ ჯერ კიდევ გელოდებოდნენ?
– რათქმაუნდა. რახან თქვეს რომ დამიცდიდნენ, დამიოცადეს. ისეთი ადამიანები არ არიან რომ თქვან და არ გააკეთონ. შირაქში სასტუმროსთან მათი მანქანები ეყენა. ვკითხე მოსამსახურეს რომელ ნომერში იყვნენ გაჩერებულები. მივედი კართან, იქედან კი – „ბუ ბუ ბუ,“ რაღაცაზე საუბრობენ. ხმები ძალიან მოწყენილი აქვთ. ვაღებ კარს, შევდივარ და აქ ეს ამბავიც მთავრდება…

 

Comments on: "გოლტისი – ადამიანი გახსნილი გულით (დასასრული)" (2)

  1. anna said:

    რა მაგარი რამე იყო, დიდი პაუზა კი გამოგივიდა DrJohn, მაგრამ ამად ღირდა 🙂 იცი რაზე გავამახვილე ყურადღება, მაშხეთისკენ რომ მიდიან გზაზე, გოლტისი არა ინსტიქტებით, არამედ გულის კარნახით რომ მოქმედებს.
    ყველა ადამიანშია ის ღვთიური ენერგია, რომელიც, თუ გულისხმით მოვეკიდებით, სწორ და მართალ გზაზე გაგვიყვანს, განსაცდელები კი უბრალოდ საჭიროა, საკვებია ჩვენი სულისთვის, რომ მივაღწიოთ სრულყოფილებას.
    ასე არ არის? 😉

  2. ana o said:

    მთავარია რომ ადამიანი ღმერთს გულით მიმართავდეს 🙂

    ძალიან მაგარია მართლაც 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: