Thoughts About Death, Life and Humanity

Archive for January, 2010

Jisus Christ Superstar: გაცოხლებული და გაადამიანურებული რელიგია

საღამოს “პოპულში” მომიწია შესვლა. როგორც წესი სულ აქვთ ჩართული მუსიკა. ამჯერად ივონ ელiმენის (Yvonne Elliman) არია I Don’t Know How To Love Him უკრავდა როკ-ოპერა Jisus Christ Superstar-იდან. მოვედი სახლში და Youtube-ზე ჩავუჯექი მთლიანად ოპერას 🙂

ცნობილი რუსი მამაო ალექსანდრე მენი (о. Александр Мень) წერდა ერთერთ თავის წიგნში: “მკვდარია ის რელიგია რომელიც მხოლოდ ფორმას ეყრდნობა და არა შინაარსს.” ჩემი აზრით Jisus Christ Superstar სწორედ ქრისტიანობის შინაარს და მასთან დაკავშირებულ განცდებს გამოხატავს.

ვეცდები გამოვთქვა იმას რასაც ვგულისხმობ:

1. ოპერის უვერტიურა: თანამედროვეობის და ანტიკურობის ეფექტური სინთეზი. განსაკუთრებით ემოციურად მოქმედებს ჩემზე ავტობუსიდან ჯვრის გადმოზიდვის სცენა და ამ დროს შემოსული მუსიკალური თემა.

2. იუდას საოცრად ადამიანური განცდები. მას ეჭვი შეაქვს იესოში, მაგრამ ამავე დროს ჩანს რომ გულით სურს მასთან ყოფნა. სწორედ ეს მწვალებლობა და შინაგანი კონფლიქტი იქცცევა მისი ცოდვილობის და დემონურობის საფუძველი. ნეტავ რატომ აქვს ეშმაკს ორი რქა? და არა სამი, ოთხი ან ხუთი? იმიტომ რომ დემონურობა და ეშმაკისეულობა სწორედ  გაორებულობიდან მომდინარეობს, როდესაც ადამიანი არც საკუთარ თავთან და არც გარშემომყოფებთან არაა გულწრფელი. ამაზე არიის ბოლოს იუდას სასოწარკვეთილი ძახილიც მოწმობს, როდესაც ის თხოვს იესოს დაუგდოს მას ყური და “გონს მოეგოს.”

3. ხალხის ბრბომ გაიგო რა რომ იესო თავს მეფედ და მესიად აცხადებს დასდევს მას და სთხოვს უფრო გაბედულ მოქმედებას, ეკითხება როდის დალაშქრავენ ისინი იერუსალიმს და დაამხობენ კეისრის რეჟიმს. იესო კი პასუხობს მათ: “რად დაეძებთ მომავალს და რად ხართ მოცულნი სისხლისღვრის ჟინით?” მარიამ მაგდალინელი ცდილობს დაამშვიდოს იგი. მაშინ იუდა, რომლსაც ოპერაში ცალსახად აქვს გამოყოფილი მაცდუნებელი ეშმაკის როლი, ეუბნება იესოს: “მიკვირს, რომ შენნაირმა კაცმა, ამგვარ ქალთან დაიჭირა საქმე.” იესო კი მტკიცედ პასუხობს: “ვინ ხარ შენ რომ ეს ქალი განიკითხო?”

4. მარიამ მაგდალინელი ფეხს ბანს იესოს. ამას სწორედ იმ ზრუნვით აკეთებს, რომელიც მხოლოდ ქალისთვისაა დამახასიათებელი. ეს წმინდა ქაკლურობაა, სწედარებით იმ ეშმაკეულთან და სექსუალურთან რომელსაც შემდგომში ფინალურ სცენაში ვიხილავთ. აქ კვლავ მაცდუნებელი ეშმაკი იუდას სახით იჭრება და გაკიცხავს იესოსა და მარიამს იმის გამო რომ ისინი აქ ფეხის ბანვით და ნელსაცხებლის ცხებით არიან დაკავებულნი, ხალხი კი შიმშილით კვდება. იესო კვლავ ღირსეულად პასუხობს და უწინასწარმეტყველებს, რომ ის ძალზე დათრგუნული იქნება როდესაც ის (იესო) ამ ქვეყანას დატოვებს. სწორედ ამგვარ სიმტკიცეში და შინაგან ერთიანობაშია იესოს, ისევე როგორც საერთოდ ქრისტიანთა, სულიერი ძალა. ფსიქოლოგიურად ის საკმაოდ აუთენტური და სრული პიროვნერბაა. ამიტომ შეუუძლია თავს უფლება მისცეს მეძავ ქალს დააბანინოს ფეხი. ეს მასში არანაირ ზედმეტ და ხელისშემშლელ აზრს და გრძნობას არ წარმოშობს. ის სრულებით ობიექტურად აფასებს რეალობას და არ ჰყვება თავის ვნებებს. ეს მას უბრალოდ არ ჭირდება.

5. ხალხი ადიდებს იესოს. ადიდებს მის სიძალიერეს. მაგრამ იესო ეუბნებათ მათ: “არ იცით თქვენ რა არის ძალა და რა არის ტანჯვა.” ის წინასწარმეტყველებს იერუსალიმის დანგრევას. აქვე დასძენს, რომ ხალხმაც იცის ეს სიმართლე მაგრამ თვალს ხუჭავს. მართლაც მხოლოდ ჭეშმარიტ მეომარს, როგორიც იესოა ძალუძს მწარე სიმართლისთვის თვალის გასწორება და ღვთის ნებისადმი მინდობა.

6. ტაძრის დარბევისა და კეთროვანთა კურნების სცენა. ტაზარი დგევანდელ ჩენს ყოფას გავს ძალიან. რასაც ხაზს სტრიპტიზორი ქალები და თანამედროვე ვალუტა (დოლარი და ა.შ.) ისვამს ხაზს.
კეთროვანთა კურნებისას კი იესო ადამიანურ სისუსტეს აჩენს. ერთისმხრივ მისთვის ნუგეშია ის რომ ამდენმა ადამიანმა იწამა მისი, მაგრამ მეორესმხრიბ, როგორც თავდაც ადამიანისთვის ძნელია ამდენის ატანა. ძალა და უნებურად მამა ფილარეტი გამხსენდა, 85 წელს გადაცილებული წმინდა მამა, რომელთანაც შაბათ კვირაობით ათეულობით ხალხი მიდის და ყველა ერთმანეთს თავზე ახტება. მამაოს კი ასაკისა და ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ერთბაშად ამდენის მიღება.

7. მარიამ მაგდალინელის (ივონ ელიმენი) საოცრად ქალური განცდები. აქ არის ქალური სიკეკლუცეც და სათნოებაც ერთდროულად. მეძავმა, რომელსაც არასდროს ყვარებია, პირველად იგრძნო სულიერი სიახლოვე და სიყვარული. ელიმენის შესანიშნავი ხმა ძალიან კარგად გადმოსცემს ყველა ამ, და არამხოლოდ ამ, ემოციას. ჩემი უსაყვარლესი არია ამ ოპერიდფან. სწორედ ის რომელიც “პოპულში” მოვისმინე. აღსანიშნჰავია რომ იგივეს მღერის იუდაც ბოლოს, თითმკვლელობის წინ. ოღონდ რამდენადმე გადასხვაფერებული ტექსტით, მამაკაცის პირიდან ასე რომ შეიძლება ითქვას ეს არის ღმერთის სიყვარულით დაზაფრული სულის სიმღერა. ძალიან მაღალფარდოვნად გამოვიდა მაგრამ.. 🙂

8. იუდას მიერ იესოს გაცვემის სცენა. საყურადღებოა როგორ აცდუნებენ მას ფარისევლები და მის ამპარტავნებაზე თამაშობენ. ბოლოს კი ქისას იატაკზე უგდებენ, საიდანაც მან თავისი ხელით უნდა აიღოს ის. ამითი თითქოს მოწმდება გადაწყვეტილების სიმტკიცვე. და მით უფრო მძიმე იქნება იუდას ბრალეულობის განცდა. რათგან მიხვდება რომ შეეძლო სხვანაირი გადაწყვეტილებაც მიიღო. არავინ არ აძალებდა მასს. ამგვარ განცდას ფსიქოლოგიაში ექზისტენციალურ ბრალს უწეოდებენ, როდესაც ადამიანზე ყველაფერი დამოკიდებული ის კი თავისი ნებით არასწორ არჩევანს აკეთებს. ღმერთი ყოველთვის ტოვებს არჩევან და არ გვზღუდავს ამაში. ამ სცენაში ეს გარემოება კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს.

იუდა აცნობიერებს რაც გააკეთა. ხვდება რომ ისტორიაში როგორც ღმერთის გამცემი შევა და რომ ასე უნდოდა ღმერთს, მაგრამ ამას ვერ იტანს და თავს იკლავს. მძიმეა როდესაც ყველაფერი შენს მხრებზე ეშვება.

10. იესოს ცათამაღლების სცენა. იუდა იმ ქვეყნადაც განსჯის იესოს და მოცულია ვნებით. გარშემო ვნებიან ქწალები ახვევია. ჯოჯოხეთიც ხომ ესაა და ცოდვაც მომაკვდინებელი ამიტომაა, ადამიანი იმდენად ეჯაჭვება გარემოს და თავის გრძნობებს, რომ ეს შემდეგ იმ ქვეყნადაც გასდევს მას და ის მუდმივად ამ განცდების ტყვეობაში რჩება. სწორედ ესაა ფსიქოთერაპიული ენით რომ ვთქვათ ნევროზი. ხოლო რა შეიძლება იქცეს ცოდვის და ტანჯვის საგნად? ის რაც განდევნილი და უარყოფილია. ის რაც არასწორად და ჭუჭყიანად მიიჩნევა. უფრო სწორედ ის რაც ჩვენი გონება ჭუჭყიანად და ამორალურად აქცევს. ყველაფერი ეს მართლაც ბინძურდება. ასეთი კი ჩვენს საზოგადოებაში სექსუალურობა და აგრესიაა. სწორედ ამგვარი დაყოფა და გაორება იქცევა ცოდვის სათავედ. იუდასთან მყოფი ეშხიანი ქალბატონების საპირისპიროდ, სამოთხეში სრულიად სათნო, სექსუალურობას და ვნებას მოკლებული ანგელოზები არიან. თუ არაა ვნება არც ცოდვაა, აღარც არაფერს არ ეჯაჭვები და ხარ სრულებით თავისუფალი!

გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს! 🙂

იუმორისტული გადახვევა ანუ ქართული და ამერიკული მენტალიტეტის შედარებითი ანალიზი :D

რამდენიმე ხნის წინ ჩემმა მეგობარმა ამერიკიდან შემდეგი ტექსტი გამომიგზავნა. მე პირადად ძალიან ბევრი ვიცინე 😀 მგონი თქვენც გაგახალისებთ 😀

ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს პრობლემები ტრადიციულ ფასეულობებთან კავკასიელ მიგრანტთა მენტალური კონფლიქტის ჭრილში

ამონარიდი აშშ სენატში სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით წაკითხული მოხსენებიდან

მაგალითისთვის მოვიყვან დალასის საოლქო სასამართლოში წარმოებულ პროცესს “აშშ ჯიქი მარსაგიშვილისა და გურგენ ნავერიანის წინააღმდეგ”.
ზემოთ აღნიშნული პიროვნებები დაკავებულ იქნენ ლუდის ბარში წამოწყებული დებოშის გამო. აღსანიშნავია, რომ დაკავების პროცესში კონფლიქტურმა მხარეებმა ორგანიზებული წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას და ამ დროს მოქმედებდნენ საოცრად შეთანხმებულად, რის გამოც საჭირო გახდა საგანგებო რეაგირების რაზმის გამოძახება.
თვით პროცესზე კიდევ უფრო გართულდა საქმის ვითარება, რაც გამოიწვია მოწმეთა მიერ ერთხმად მიცემულმა ჩვენებებმა, რომელთა თანახმადაც, კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ნავერიანმა აღმართა ლუდით სავსე კათხა და დალოცა მარსაგიშვილის ახლობლები.
საპასუხო მადლობის მაგიერ, მარსაგიშვილმა საკუთარი კათხა თავზე გადააფშვნა ნავერიანს და გამოთქვა სურვილი, რომ ამ უკანასკნელის დედა ეხილა შიშველ მდგომარეობაში…
პროცესზე წარმოდგენილი იქნა ძიების მიერ მოპოვებული ნავერიანის დედის სურათი, რომელმაც საგონებელში ჩააგდო მოსამართლე პარსონსი.
აღნიშნული ქალბატონის შიშვლად ხილვის სურვილის მოტივის ანალიზისთვის საგანგებოდ იქნა მოწვეული კომისია შემდეგი შემადგენლობით:
დოქტორი იან გარბარეკი, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის გამგე;
დოქტორი კლოდ რენიე, არკანზასის იურიდიული კოლეჯის სამართლის ისტორიის კათედრის გამგე;
დოქტორი ენდრიუ ჯეიმსი, კოლორადოს უნივერსიტეტის ანტიკური ესთეტიკის კათედრის პროფესორი;
დოქტორი არნო კიაინენი, აიდაჰოს უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის ხელმძღვანელი;
სკოტ გოლდბერგი, პრეზიდენტ კარტერის მრჩეველი აღმოსავლეთ ევროპის მოქალქის ბიჰევიორისტიკის საკითხებში;
სექსოპათოლოგი სიგიზმუნდ კემულარია, ზიგმუნდ ფროიდის სახელობის ფონდის გამგეობის წევრი.
ორთვიანი მუშაობის შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ ქალბატონის ფიზიკური კონდიციიდან გამომდინარე, მისი შიშველი სხეულის ხილვის სურვილი შესაძლოა განპირობებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ მარსაგიშვილის ქვეცნობიერით, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება მისი ტომის რთულ გენეტიკურ ისტორიას და, შესაბამისად, სამეცნიერო ანალიტიკას არ ექვემდებარება.
ამდენად, კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ მსგავს შემთხვევებში, გამონაკლისის სახით, პოლიციას უფლება მიეცეს… წაუყრუოს… (?)

Long Live America !!!… 😀  :user:

ღატაკის სიმდაბლე და თავისუფლება

რამდენიმე დღიანი, მიჯაჭვულობასთან დაკავშირებული შინაგანი კომფლიქტი საბოლოოდ უსაზღვრო თავისუფლების განცდით დასრულდა. კვლავ, უკვე მერამდენედ 😀  არაფერი აღარ მაქვს, სრულიად ღატაკი ვარ და ამავე დროს სრულიად ბედნიერი. ყველა სტერეოტიპი და დამღა ჩამომცილდა, აღარავის და აღარაფერს ვეკონწიალები და სრულიად თავისუფალი ვარ. ადგილი მხოლოდ სიყვარულისა და თვითრეალიზაციისთვის დარჩა.

How does it feel
How does it feel
To be on your own
With no direction home
Like a complete unknown
Like a rolling stone?

საახალწლო განცდები ექზისტენციალურ თემებზე

ახალი წელი ყოველთვის სავსეა განცდებით. რაღაც მიდის სამუდამოდ, რაღაც კი მოდის, ვიღაც დაკარგე ამ წელს, ვიღაც იპოვნე, სადღაც გაგიმართლა ცხოვრებაში, სადღაც არა. ერთი სიტყვით რაღაც იცვლება მუდმივად იცვლება და ახალი წელი აჯამებს და თვალნათლივ განახებს ამ ცვლილებებს. ალბათ ნებისმიერი ვინც კი დაფიქრებულა დამეთანხმება, რომ არსებობს აგრეთვე ე.წ. “წლისთავის რეაქცია” – როგორ შევხვდი მე ახალწელს შარშან?.. და იმის წინ?.. და კიდევ 7-8 წლის წინ?…

მახსოვს როგორ დარბოდა წინ და უკან დედაჩემი, რათა საახალწლო სუფრაზე დროულად მოეთავსებინა საცივი და ოლივიე. შემდეგ ყველანი შემოუსხდებოდით ძველებურ, შავად შეღებილ ბანქოს მაგიდას (რომელიც საგანგებოდ საახალწლოდ იშლებოდა ხოლმე), მამა კანფეტებსა და კაპიკიან, მოგვიანებით კი თეთრიან მონტებს დაგვირიგებდა , და ამბობდა “ასე ტკბილად დამიბერდით”-ო. ისინი დაბერდნენ და გარდაიცვალნენ კიდევაც. მე კი დავრჩი. ეს ნამდვილად ტალღისებური ეფექტია – ერთი ფრაზა ან აზრი ან განცდა გადადის ერთი თაობიდან მეორეზე, ისევ და ისევ მეორდება.

ახალ წელს მარტოობაც ახლავს აუცილებლად. უცებ ხვდები, რომ ყველაფრის და მიუხედავად მარტო ხარ და მარტოვე გიწევს გადაწყვეტილებების მიღება. ამგვარ სიმარტოვეს შემდგომ თავისუფლების შეგრძნებაც მოაქვს. ხვდები რომ აღარაფერია რასაც გინდა ან უნდა მოეჭიდო. აღარაფერი გავალდებულებს იყო ისეთი, როგორც შენგან მოელიან. უბრალოდ მიყვები დინებას.

და კიდევ გრძნობ რომ გაიზარდე. სწორედ ახალი წლის ღამეს ჩემსა და ჩემს ბავშვობის მეგობარს შორის (რომელიც ამჟამად ჰოლანდიაშია მეუღლესთან ერთად) საუბარი შედგა, რომლის დროსაც ორივენი მივხვდით, რომ ძალიან შევიცვალეთ: აღარ გვაინტერესებს ის რაც ადრე გვაინტერესებდა, ყველანი თავისთვის ვცხოვრობთ ვიღაც ოჯახთან, ერთად ზოგიც მარტო. აღარ გვინდა გიჟობა და საახალწლო ფართების მოწყობა. გვირჩევნია მყუდროდ ვიჯდეთ სახლში და მომავალ კარიერაზე, თუ რაიმე მნიშვნელოვნის გაკეთებაზე, ერთი სიტყვით თვითრეალიზაციაზე ვიფიქროთ. ჩვენ ერთი საფეხურით ზევით ავიწიეთ, გავიზარდეთ – Level Up… თუ Down?… ჩვენ ხომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით სიკვდილისაკენ, მაგრამ ამის გაცნობიერება ჩვენ კიდევ უფრო გვათავისუფლებს – აღარ გვრჩება დრო სისულელეებისთვის და დღევანდელი დღით ვცხოვრობთ.

ახალმა წელმა ასევე ცხოვრების საზრისზე დამაფიქრა. რისთვის ვცხოვრობ, რა დანიშნულება მაქვს ამ ქვეყნად რომ მოვედი? რომ არ ვიყო რა შეიცვლებოდა? რისთვის ვარ და რა მჭირდება მე ბედნიერებისთვის? ამ კითხვებზე სხვადახსხვა დროს სხვადასხვა პასუხი მქონდა ხოლმე. მაგრამ საბოლოოდ დღეს მივედი აზრამდე, რომ ჩემი ცხოვრების მიზანი უბრალოდ ჩემს არსებობაშია. ანუ საჭიროა უბრალოდ ვიარსებო ხოლო რისთვის ეს უკვე თავისთავად გამოჩნდება. საზრისსზე ფიქრი საკმაოდ გვაფერხებს – ჩვენ ჩვენი შეხედულებები გვაქვს რა და როგორ უნდა იყოს, ამ დროს კი ცხოვრება სულ სხვა რამეს გვთავაზობს. ჩვენ უბრალოდ გარკვეულ მოცემულობებში ვცხოვრობთ, რომელთაც უნდა რაიმე მოვუხერხოთ, რაღაცნაირად შევცვალოთ. და ყველა ჩვენთაგანს აქვს ამგვარი ცხოვრებისეული ბრძოლის ასპარეზი. მაგალითად, ვინაა უფრო ბედნიერი  და თვითრეალიზებული, ჩემი თანაკურსელი, რომელიც ეხლა ამერიკაში სწავლობს კარდიოქირურგიას და დღეში 18 საათი უწევს მუშაობა და ამასობაში სრულიად მარტო და გარიყულია, აღარაფრის თავი აღარ აქვს დღის ბოლოს, მოწყვეტილია ოჯახს და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას. თუ მე ნახევრად მომუშავე, ნახევრად უმუშაევარი, რომელმაც აქ ვიპოვე ჩემი სიყვარული და მისთვის მიწევს ბრძოლა? მიწევს ვიმუშაო სრულიად გაურკვეველ და არასტაბილურ პირობებში? არასოდეს  ვარ დარწმუნებული ხვალინდელ დღეში. მაგრამ დაზუსტებით ვიცი რომ დღეს ან გუშინ მე კიდევ ერთ ადამიანს შევუმსუბუქე სულიერი ტანჯვა, იმედი მივეცი ან საკუთარი თავი ვაპოვნინე მას. ვფიქრობ თვითოეულ ჩვენთაგანს საკუთარი ასპარეზი გვაქვს. ცხოვრება ბევრ ადამიანს მახვედრებს. ზოგზე მე ვმოქმედებ, ზოგიც ჩემზე და ამგვარი ურთიერთქმედებით ჩვენ ვიცვლებით და ვვითარდებით. სწორედ ამაში ვხედავ მე ადამიანის და კერძოდ ჩემს დანიშნულებას. ვიყოთ ისეთები როგორებიც ვართ…