Thoughts About Death, Life and Humanity

ბორანი ბანდრაბასში მიცურავდა, ეს ირანული საპოტო ქალაქია სპარსეთის ყურეში. ირკვევეა რომ ირანული კანონმდებლობით აუცილებელია მთელი ვიდეო და ფოტოაპარატურის დეკლარაციაში გატარება. ავსებ დეკლარაციას, გაძლევენ შესაბამის საბუთს, მთელს შენს ვიდეო და ფოტოაპარატურას ათავსებენ ყუთში და ლუქავენ, ქვეყნიდან გასვლისას კი, საზღვარზე უნდა წარუდგინო ეს ყუთი საბუთით. თუ ლუქი დაზიანებულია ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა. თუ მხოლოდ ფოტოაპარატურა გაქვს შვიდი წელი. და თუ გადაღებული მასალა გიპოვნეეს დაუყოვნებლივ დაგაკავებენ. ხოლო თუ ფირზე აღმოჩნდება ერთი სამხედრო ობიექტი მაინც – სიკვდილით გსჯიან. სამხედრო ობიექტად კი ირანში ითვლება ნებისმიერი „ხელთქმნილი“ სამეურნეო დანიშნულების ობიექტი. მოგიხვდა კადრში გადამცემი ხაზის საყრდენი, ნება იბოზე და დადექი კედელთან დასახვრეტად. შემთხვევით პეიზაჟის გადაღებისას მოგიხვდა ლიანდაგების მონაკვეთი? კეთილი ინებე და ყულფში გაყავი თავი.. აი ასეთი უკომპრომისო ბიჭები არიან.
მაგრამ ეს დეტალები ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ. მაშინ ბაბრდაბასში კი გადავწყვიტე ჩემი ვიდეოაპარატუირა დეკლარაციაში არ გამეტარებინა და ზურგჩანთის ფსკერზე დავმალე კამერა და ფოტოაპარატი. მებაჟეებს კი ვუთხარი რომ აპარატურა არ გაგვაჩნია. აი ასე, მოვიტყუე.. არადა როგორ შემეძლო არ გადამეღო ირანი? ეს ხომ ძველი სპარსეთია, ისეთი უნიკალური ხედები როგორიც იქაა საერთოდ არსად არ არის.. დეგენერატი კი არ ვიყავი ქალაქებში გადამეღო, სადაც შესაძლოა პოლიციას წავწყდომოდი. გადავწყვიტე გადაღება მხოლოდ მაშინ დამეწყო, ველურ ბუნებაში რომ გავიდოდით. სანამ ჩვენი მანქანები განბაჟებას გადიოდნენ იძულებულები ვიყავით ბანდრაბასის სატუმროში ვმსხდარიყავით. ჩვენ დაგვარიგეს რომ სასტუმროდან გასვლის ნება არ გვაქვს და ამის პირობა წერილობითაც ჩამოგვართვეს. იმ დროს ირანში მართლაც ძალიზე მკაცრი კანონები იყო. მაგალითად ქუჩაში შორტებით და მაისურით რომ გაგევლო სამ წელს მიგისჯიდნენ.. როგორც იქნა მოგვცეს ჩვენი „ჯიპები“ არცერთს ნაკაწრიც კი არ ჰქონდა. ამან გაგვკვირვა, ჩვენ ხომ ვნახეთ როგორ აჰქონდათ მანქანები ბორანზე. მათთვის ერთი-ორი ნაკაწრი არაფერია და ჩვენთვის კი ეს იშვნელოვანია, ერთი ნაკაწრიც კი და მერე ძვირად უნდა გადაგვეხადა დამკვეთებისათვის. ჩვეულებრივი „ჯიპები“ კი არ იყო, „მაზდა მარვი“-ს ექსპერიმენტალური მოდელები, სპეციალურად შემუშავებული ზეშორი უგზოო ტრასებისთვის. თითო მანქანა 70 ათასი ღირდა.
რახან მანქანები წესრიგშია ესე იგი ღმერთი არ გვტოვებს და ყველაფერი კარგად იქნება. წინასწარმეტყველება უკანა პლანზე გადავიდა..
წინ კიდევ ერთი გამოცდა გველოდა, უნდა გაგვევლო ბანდრაბასის ცენტრალურ ქუჩაზე, რადგან შემოვლითი გზა არ არსებობდა. ეს ყველაზე მაგარი საავტომობილო თავგადასავალი იყო ჩემს ცხოვრებაში. შუქნიშნები არაა. ყველა მანქანა დაჭეჭყილია, ერთმანეთს გვერდებით და ბამპერებით ურტყამენ, და ეს ნორმად ითვლება.. ჩვენ კიდევ ერთი ნაკაწრი და ბევრი ფულის გადახდაც მოგვიწევს, მაგრამ არაფერია, გადავრჩით..
და აი ბოლოსდაბოლოს გავედით ბუნებაში. დაუვიწყარი მომენტი იყო მომაბეზრებელი ირანული ცივილიზაცია უკან მოვიტოვეთ, წინ კი საოცარი ველური ლანდშაფტებია. მზის ჩასვლა, სისხლისფრად შეღებილი სალი კლდები..

ახლოს რომ მივედით აღმოჩნდა მართლაც წითელი კლდეებია, მზის ჩასვლის გამო არა.. პირდაპირ მარსული პეიზაჟია, თაღები, სვეტები, რაღაც უცნაური ფიგურები. ზურგჩანთიდან ვიდეოკამერა ამოვიღე და გადაღება დავიწყე. მთებში შემოგვაღამდა. დილით რიჟრაჟი ფანტასტიური იყო: იასამნისფერი, მოშორებით კი შავი, თეთრი კლდეები. არსად მენახა ასეთი რამ..
ასე დაიწყო ჩვენი მოგზაურობა ამ საოცარ ქვეყანაში. მარშრუტი იმგვარად დავგეგმეთ რომ ნაკლებად შევხებიოდით ცივილიზაციას. შედეგად ჩვენი გზა გადიოდა სრულიად ველურ ადგილებში, სადაც გონიერ ცივილიზებულ ადამიანს ძალით ვერ შეაგდებ, სადაც სპეციალური აღჭურვილობისა და უნარების ფლობის გარეშე ვერც კი იმოზრავებ. იქ ისეთი რამეები ვნახეთ! წარმოუდგენელი პეიზაჟები იყო. ქარს კლდეები ნამდვილ ქანდაკებებად ექცია. წარმოუდგენელი სილამაზე იყო. და მეც ვიღებდი და ვიღებდი. ისეთი კინო გამოგვივიდა რომ..  ყველაფერი მკვდარი იყო. მხოლოდ მოშორებით დავინახეთ ჩიტები და მივხვდით რომ იქ ოაზისია. მოგზაურობის ბოლოს კი, შირაქის გზაზე, ნამდვილ ტორნადოს შევხვდით. მზის ჩასვლით განათბული უზარმაზარი ქარბორბალა – საოცარი სანახაობაა! თავიდან „ჯიპით“ დავსდევდი, მერე გადმოვხტი მანქანიდან. ისეთი კადრები იყო რომ!.. ერთი სიტყვით საფრთხეც კი დამავიწყდა. ბოლოს ესეთი დევნის ორი საათის შემდეგ ბიჭებმა მითხრეს, რომ ასე არ შეიძლება, რომ ეს სახიფათოა და რომ მე სრული შეშლილი ვარ. იმიტომ რომ ქარბორბალა საკმაოდ მოზრდილი იყო, შიგ უზარმახარი ქვები ჩიტებივით დაფრინავდნენ. ისეთი გუგუნი იდგა, უჰ!
მოკლედ როგორც იქნა შევწყვიტეთ ტორნადოსთან კატა-თაგვობანას თამაში და განვაგრძეთ გზა. გავიარეთ მაშხედი, უკანასკნელი მსხვილი ქალაქი, მოსაზღვრე შირაქამდე და უღელტეხილზე შევჩერდით.საღვრამდე 70 კილომეტრია დარჩენილი. „აი ხომ ხედავთ,“ ვეუბნები ბიჭებს. „სულ ცოტა დაგვრჩა, მე კიდე არ დამიჭირეს…“ ბიჭები წინ წავიდნენ მე კი დავრჩი უკანასკნელი კადრების გადასაღებათ. მზე ჩადიოდა უკვე. მანქანიდან გადმოვედი და ცხენების ჯოგს დავუწყწე გადაღება. უეცრად საიდანღაც პოლიციის მანქანა გამოჩნდა, შიგ ორნი ისხდნენ.. ამ უღელტეხილზე ალბათ ათ წელიწადში ერთხელ თუ შეხვდები ვინმეს, ახლა კი ჩემი „ჯიპთან“ ერთად კიდევ პოლიციის მანქანაც გამოჩნდა. დამინახეს და გაჩერდნენ. გადმოვიდა ერთი, იარაღი აქვს მომარჯვებული. „ვიდეო, ვიდეო“-ს გაიძახის. ავფუსფუსდი, ვიდეოკამერა ფოტოაპარატით შევცვალე. ვეუბნები ვიდეო-ვიდეო კი არა ფოტო-ფოტო მეთქი. არაფერი არ ჭრის. „ვიდეო“-ო, მორჩა და გათავდა. მივხვდი რომ ცუდ დღეში ვარ. რუსულად, ინგლისურად ვეუბნები: გთხოვ, მშვიდობით გამიშვი-თქო. ფული დავაძრე. ერთდოლარიენების შეკვრა მქონდა რესტორანში ჩაის ფულად დასატოვებელი. იმას ვუწვდი. თავიდან გაუბრწყინდა თვალები. ვიფიქრე გაჭრა მეთქი, მაგრამ შეკვრას რომ გადახედა და მიხვდა რაც იყო, გადაწყვიტა ეტყობა რომ ორდენი მეტი ღირს. თანაც მის თვალებს ვაკვირდებოდი გამუდმებით. მივხვდი რომ არც ფული და არც ორდენი არ აინტერესებდა. მთავარი იყო პროფესიული ვალი პირნათლად მოეხადა. ჯაშუში სამშობლოს მტერია, ამიტომაც უნდა დავაკავოთ..
ერთი სიტყვით დამაპატიმრა. ჩამიჯდა მანქანაში, იარაღი დამადო და წავედითო მეუბნება. ასე დაიწყო ახდენა ჩემმა ცხადმა კოშმარმა. მთლად წავხდი…

უღელტეხილზე ჩავდივართ, ვხედავ ბიჭები დგანან თავიანთ „ჯიპებთან,“ მელოდებიან. დამუხრუჭება დავაპირე, მაგრამ პოლიციელმა ამიკრძალა გაჩერება. იმის თქმა მაინც მოვასწარი რომ მიხდება-მეთქი სიზმარი. ისინიც ჩასხდნენ მანქანებში და გამოგვყვნენ. მივედით უახლოეს საჯარო ნაწეილში, იქ კი ეგრევე უშიშროების სამმართველოს დაუკავშირდნენ. დამიწყეს დაკითხვა, საიდან ჩამოხვდიო. თვალები ახვეული მქონდა. როგორც კი ნაწილის ტერიტორიაზე შედიხარ შავ სახვევს გიკეთებენ თვალზე. ასე რომ ვინ მიტარებდა დაკითხვას ვერ ვხედავდი. მაგრამ ხმაზე შევატყვე – პატრიოტია და ამერიკელ ჯაშუშს არ გაახარებს. უხეში დაკითხვა იყო, ზეწოლით, პროვოკაციებით.. რუსული კარგად იცოდა. მივხვდი ვერაფრით მოვრიგდებოდით.. გახსენი-მეთქი გული, ვეუბნები, დაინახე რომ არანაირი ჯაშუში არ ვარ და თქვენს ხალხისთვის ბოროტი არ მინდა. არაფერმა გაჭრა. „გარდა იმისა რომ ამერიკის დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოზე მუშაობ, მთელი მანქანა ნარკოტიკებით გაქვს გატენილიო“. ეს პროვოკაცია იყო. მე ხომ ვიციოდი რომ არანაირი ნარკოტიკი არ მქონდა მანქანაში, უბრალოდ მამოწმებდა. მხოლოდ ვიდეოკამერისთვის უკვე ცხრა წელი ზედ მქონდა. რა ნარკოტიკები?.. ეგ უკვე მეტისმეტია. მინიმუმ ოცი წელი. მე კი ექვსი თვეც მეყოფა ფეხების გასაფშეკად, სუფთა ჰაერის გარეშე ვერ ვცოცხლობ საერთოდ. თუმცა იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ არ აუხსნიათ რომ პრინციპში არც ისე და არც ასე არ მაცოცხლებდნენ. რადგანაც ჯაშუშად მივაჩნდი, თანაც ამერიკელად.. ხოლო ამერიკელ ჯაშუშს იმ წლებში პრინციპულად არ აცოცხლებდნენ. ვეუბნები რომ არა მაქვს არანაირი ნარკოტიკები. რომ არაა მართალი და ჯობია გული გასნას და დაინახოს რომ მე არ.. მართალია კინოს ვიღებდი, მაგრამ ეს ფირი მათ საოცარ ქვეყანაზე და საოცარ ადამიანებზეა. ნახე მეთქი ფირები და შენ თვითონაც ყველაფერს მიხვდები. არ შეიძლება ჩემი დაჭერა მხოლოდ იმიტომ რომ შენი სამშობლოს სილამაზის ფირზე აღბეჭდვა გადავწყვიტე. ბოლოს და ბოლოს დამიჯერა. დავინახე რომ გული გაეხსნა. მითხრა: „მჯერა შენი. ვხედავ რომ მართალი კაცი ხარ, პირადად მე მზად ვარ ეხლავე გაგიშვა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ინფორმაცია შენი დაკავების შესახებ უკვე გადავეცით ცენტრს და ახლა უნდა გადაგიყვანო მაშხედის ციხეში. იქ შენი საქმით ზემდგომი ინსტანციები დაკავდებიან. ამიტომაც არ შემიძლია შენი გაშვება. მეტისმეტად ძვირად დამიჯდება. ვნახე შენი ფირები, იქ მართლაც ბუნებაა აღბეჭდილი, მაგრამ ასევე არის სამი სამხედრო ობიექტი…“ ჩავფიქრდი, რა ობიექტები შეიძლებოდა ყოფილიყო.. იყო მომენტი როდესაც ავღანეთსა და ირანს შორის საზღვრის ახლოს გავდიოდით, საომარი მოქმედებების არეში. მაშინ დემონი მეჩურჩულებოდა: „შეხედე გოლტის, როგორი კადრებია, მიდი, გადაიღე..“ მაგრამ არ დავუჯერე და სწორიც ვქენი. ის რომ გადამეღო, ნამდვილად აღარაფერი მიშველიდა. კიდევ დავძაბე გონება, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ. არანაირი ობიექტები არ გადამიღია, არც საომარი და არც არასაომარი. იქნებ თვითონვე ჩაამატეს მეთქი რაღაც ობიექტები რომ თავის დაძვრებნა ვერ შევძლო?.. ის კი მეუბნება: „აი ლიანდაგის მონაკვეთი, აქ კიდე მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი ჩანს.“ „ჰმ“, მეთქი გამეცინა. „ეგ რანაირი ობიექტებია? ისე უბრალოდ პანორამულად მოხვდნენ კადრში. საერთო პეიზაჟის ანტროპოგენული დანამატებია..„ აი სწორედ მაშინ ამიხსნა, რომ საომარი ვითარებისას, ხოლო ირანში თითქმის მუდმივად საომარი ვითარებაა, ნებისმიერი სამეურნეო დანიშნულების ობიექტი იქცევა საომარ ობიექტთან, განსაკუტრებით კი ანტროპოგენული წარმოშობის. ამ ყველაფრის მიუხედავად გაგიშვებდიო, მეუბნება, მაგრამ ახალა უკანდასახევი გზა აღარ არისო, ბრძანება ბრძანებაა… მითუმეტეს საომარ ვითარებაში. „ერთადეერთი რაც შემიძლია შენთვის გავაკეთო, ესაა რომ ვთხოვო მძიმედ არ გაწამონ და სწაფადვე მოგკლან..“ აი ესა თქვა და მაშინ მივხვდი რომ მართლა ცუდათაა ჩემი საქმე. ციხეში ყოფნის არანაირ ვადებზე არ იყო საუბარი. ერთადერთი წყალობა იყო რომ არც ისე მძიმედ ვეწამებინე დაკითხვებისას და არც ისე მძიმე ხერხით მოვეკალი არსებული თორმეტი ნაირსახეობიდან, რომლითაც სიკვდილით სჯიდნენ ირანში. აი ასე.. და ამაში შემპირდა ის კაცი დახმარებას. თუმცა დანამდვილებით გარანტიებსაც ვერ მაძლევდა.. ეს პირდაპირვე ამიხსნა. მართლა ძალიან  შემეშინდა. „მადლობთ ძამაო“-მეთქი, აბა სხვა რა უნდა მეთქვა მისთვის?
ჭიშკარში რომ გამიყვანეს მცველმა ნება დამრთო, ორიოდე სიტყვით გამოვლაპარაკებოდი მეგობრებს და ახლობლებისთვის გადამეცა რამდენიმე სიტყვა. ამისთვის თხუთმეტი წუთი მომცეს. ვხედავდი, რომ ისიც ცუდად გრძნობდა თავს. აშკარად ნანობდა რომ ყველაფერი ასე სულელურად გამოვიდა..
სამი საათის განავლობაში სანამ მკითხავდნენ, ჩემს მეგობრებს მოესწროთ ადგილობრივ სამხედროებთან გამოლაპარაკება და უკვერ იცოდნენ რომ ჩემი ბედი გადაწყვეტილია. სიკვდილით დასჯის გარდა მსგავს სიტუაციაში სხვა არჩევანი არ იყო.. ეს მათ ენობრივი ბარიერის და მიუხედავად ერთმნიშნელოვნად და გასაგებად აუხსნეს..
მივედი ბიჭებთან, ირანელები შორიახლოს დგანან, ხელს არ გვიშლიან.. ბიჭები მეუბნებიან: „გოლტის, ვიცით ახლა რასაც გვიპასუხებ, მაგრამ ფეხებზე გვკიდია. ან დაგვეხმარები ან ნაბიჭვარი ხარ შე დამპალო ჩვენს თვალში და გიმტრობთ მთელი ცხოვრება. ესე იგი, ახლა ვთიშავთ მცველებს, ვსხდებით „ჯიპებში‘‘, და მივდივართ პირდაპირ შირაქისკენ. იქ უკვე თურქმენები არიან. ჩვენებია მაინც.“ ვხედავ რომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი. თუმცა მათაც ესმით რომ უკეთეს შემთხვევაში ათასიდან ერთი შანსი გვაქვს. ირანელები ბევრნი არიან, სამხედრო ნაწილის ჭიშკართან ვდგავართ. ონდავ რაღაც ისე არ იქნება და ავტომატიანები დაგვადგებიან, წამში დაგვცხრილავენ. არადა ბიჭებს უთხრეს, რომ მათთან არანაირი პრეტენზიები არა აქვთ და შეუძლიათ განაგრძონ გზა. მათ კი ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტეს.. „ერთი მაქნქანით გავაღწევთ,“იძახიან. „ორი ცალი დავტოვოთ. მერე შევაგროვებთ ფულს და გადავიხდით როგორღაც. ეგ სულერთია. მთავარია ახლა შენ სიკვდილისგან გიხსნათ.“ ვუხსნი რომ ათასიდან ერთი შანსი თუ გვაქვს, რომ ეს აბსურდული წამოწყებაა… „ასეც ვიცოდით,“ მეუბნებიან. „მაგრამ შენ თუ არ დაგვეხმარე, შე დამპალო სპეცნაზელო ამ ერთ შანსსაც ხელიდან გავუშვებთ.“ ვხედავ გამოსავალი არაა, ესენი თვითონვე უნდა გავთიშო, სანამ მოქმედება დაუწყიათ. არადა უკვე ირანელი სამხედროებისკენ იწევიან. არ მივეცი არაფრის გაკეთების საშუალება და რტყმა დავუწყე, ჩვენს შორის ჩხუბი ატყდა. ირანელები მოვარდნენ, ბორკილები დამადეს, თვალები ამიხვიეს.. ბიჭები მეუბნებიან: „ეს რა ქენი გოლტის, უკანასკნელ შანსზეც უარი თქვი. ესე ერთად მაინც ჩაგვხოცავდნენ. მადლობთ რომ შენს თავს ბოლომდე არ ღალატობ, გვიყვარხარ.„ მე კი ვპასუხობ, რომ პირიქით მე ვარ მადლობელი და არასდროს დავივიწყებ მათ მზადყოფნას სიცოცხლე გაეწირათ ჩემთვის. დამშვიდობებისას ბიჭებმა მითხრეს რომ შირაქში სასტუმროში დამელოდებოდნენ სანამ ცოცხალი არ დავბრუნდები ან სანამ ჩემს გვამს არ მისცემენ დასამარხად. შემდეგ ჩემივე „ჯიპით“ წამიყვანეს..

მანქანაში სამნი ვისხედით. საჭესთან გამომძიებელი იჯდა, სახელად აშხედი ერქვა. მის გვერდით მე ვზივარ თვალებახვეული და ბორკილები მიკეთია, უკან კი მცველი ავტომატით. აშხედმა ტქვა რომ სწრაფად უნდა ვიაროთ. თუ შუაღამწემდე ჩავაღწევთ მაშხედში, ის მორიგ გამომძიებელთან დალაპარაკებს შეძლებდა, რომელსაც უნდა დავეკითხე. მაშინ ის მე არ მაწამებდა და დაკითხვის შედეგებს იმგვარად ჩამოაყალიბებდა რომ ჩემთვის „არც ისე მაგრად და მტკივნეულად გამოეჭრათ ყელი..“ რადგან შუაღამემდე სწორედ აშხედის მეგობარი მორიგეობდა. იმ შემთხვევაში თუ ცვლის გადაბარებამდე ვერ ჩავაღწევდით ჯოჯოხეთური ტანჯვის გავლა მომიწევდა.. თვალები ახვეული მქონდა მაგრამ ვგრძნობდი რომ ის შეძლებისდაგვარად სწრაფად მიაქროლებდა მანქანას, იმდენად, რამდენადა ამის საშუალებას მთაში გამავალი გზა იძლეოდა.
სანამ მივდიოდით საუბარი გავაბით. ცხოვრებაზე, ქალებზე. მე მაოცებდა მათი დამოკიდებულება ქალისადმი. ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა რომ ისინი ქალებს არასრულფასოვან არსებებად თვლიან. რაღაც შინაური ცხოველების მსგავსად… ვთქვათ მგზავრობს ოჯახი მანქანით. კაცი წინ საჭესთან, გვერდით სავარძელი თავისუფალია, ხოლო ცოლები ბავშვებთან ერთად უკანა სავარძლებზე სხედან. ამავე დროს 40 გრადუსი სიცხეა. კაცს თავისუფლება და სუფთა ჰაერი სჭირდება, ქალებმა კი რაც აქვთ და როგორც შეუძლიათ ისე ისუნთქონ – ეგ უკვე მათი პრობლემებია… მე მოვუყევი, რომ ჩვენთან უკრაინაში ქალისადმი დამოკიდებულება სულ სხვაა – სათუთად, ნაზად და პატივისცემით ვექცევით ქალებს.
საერთოდ უკრაინის შესახებ მოვუყევი. მოკლედ დავმეგობრდით კიდევაც. უღელტეხილთან რომ მივედით მეუბნება: „გოლტის, შენ ჩრდილოელი კაცი ხარ, ყინულზე, თოვლში ტარება იცი, მოდი ბორკილებს მოგხსნი და შენ დაჯექი საჭესთან დრო რომ არ დავკარგოთ“ მომხსნა თვალსახვევი და ბორკილები, დამსვა საჭესთან და წავედით.. მიმყავს მანქანა და ვფიქრობ, ნუთუ ეს უფალმა მომცა შანსი? გვერდზე გამომძიებელი მიზის, ყურადღება მოდუნებული აქვს მთლად, უკან ავტომატიანიც მოეშვა.. საჭე მარჯვნივ, მანქანა ხევში გადავარდება, მე ამ დროს მანქანიდან გადავხტები, ღამე საზღვრამდეც მივირბენ, დღისით კიდე დავიმალები, ესეთ რამეს პირველად არ ვაკეთებ. შემდეგი ღამით კი თურქმენეთის საზღვარს გადავალ. ასე მხოლოდ ერთ მანქანას დავკარგავ და გადარჩენის შანსიც 90 პროცენთამდე მაქვს. თითქმის რომ სასწავლო სიტუაციაა… მაგრამ ვგრძნობ რაღაც აქ ისე არაა,.. გული არ მიშვრება.. მოვკლა ორი უდანაშაულო ადამიანი, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ… თანაც ერთერთი მათგანი ჩემი ბედის შესამსუბუქებლად მიდის სამსახურეობრივი განაწესის მძიმე დარღვევაზე. ის მე მენდო, მე კი მას ხრამში ვჩეხავ. არასწორად გამოდის, გულისმიერად თუ მივუდგებით. ვხვდები რომ ეს სწორედ ის დემონი მაცდუნებს, სიზმარში რომ მეცხადებოდა…
ერთი სიტყვით განავაგდე ბოროტი ფიქრები და მივყვები გზას.. ახლა სხვა აზრი მოვიდა. რა სისულელეა! მართლაც რაში მჭირდება ამათი მოკვლა? აგერ გამომძიებელი გვერდში მიზის. მკვეთრად დავამუხრუჭებ, წინ წავარდება, უკნიდან ხელით მივარტყამ კეფაზე, გავთიშავ. ავტომატიანსაც ჯერ წინ წააგდებს, მერე ინერციით უკან გადააგდებ, კინკრიხოს მიარტყამს, გაითიშება. ვერც კი მიხვდებიან რა მოხდა.. სანამ გათიშულები ეგდებიან, შევკრავ და გზის პირას დავტოვებ. მანქანით კი უკვე დღესვე მივაღწევ საზღვრამდე.. არანაირი პრობლემა, ყველა ცოცხალია და მეტ-ნაკლებად ჯანმრთელიც.. მივდივართ აშხედი რაღაც კითხვებს მისვამს, მე კი ვზივარ და გამწარებით ვფიქრობ – რა მოვიმოქმედო? უღელტეხილზე კიდევ ერთი ნახევარი საათი მაინც ვიქნებით. უნდა როგორღაც გავბედო… მაგრამ რაღაც არის ამაში არასწორი, თავში ჩაარტყა ადამიანს, რომერლიც შენ გულით გენდო. არა, ვფიქრობ, არ ვიზამ.. განვედ სატანავ.. და მართლაც დაიხია დემონმა, შესუსტდა ეს აზრიც და გაქრა.
ახლა მესამე ვარიანტი გაჩნდა.
მართალია, ადამიანის ცემა არაა კარგი, მაგრამ შეხედე: დააყენე შენი თავი მის ადგილას. რომ დაგეჯერებინა ადამიანისთვის, რომელიც ჯაშუშად მიგაჩნდა და მას შენთვის ეთხოვა გაშვება. რას მოიმოქმედებდი? დაახლოებით ასე რომ მოემაერთა შენთვის: „გოლტის, შენ იცი მე არ ვარ ჯაშუში, შენ გადაწყვიტე შემიმსუბუქო ხვედრი, რომ მტკივნეული სიკვდილით არ მოვკვდე. მაგრამ იქნებ უბრალოდ მაჩუქო სიცოცხლე, გამიშვა..“ პირაპირ ასე რომ მოემართა შენთვის, შენ კი დანამდვილებით გცოდნოდა რომ არაა ის დამნაშავე. რომ არაა არანაირი ჯაშუში. გაუშვებდი?.. ახლა არ გეუბნები, ახლა შენ შენთვის ხარ, მაგრამ ადრე, როდესაც მსახურობდი, შენც იცი სად,.. მაშინ რას მოიმოქმედებდი?
რას ვიზამდი და გავუშვებდი. დანამდვილებით გავუშვებდი, და ისიც გამიშვებს. ამაში ეჭვიც არ მეპარება. რათქმაუნდა არაფერ კარგს ეს მას და მის ოჯახს არ მოუტანს. სამსახურს დანამდვილებით დაკარგავს. სავარაუდოდ რამდენიმე წლით ციხეში ჩასვამენ კიდეც., მაგრამ ეს ჩემთვის ხომ სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. რა ჯობია/ მე მოვკვდე თუ მის ოჯახს არ მივაყენო ტანჯვა?.. ალბათ მთავარია მაინც რომ გადავრჩე. მე ხომ ექსტრემალურ პირობებში გადარჩენის სპეციალისტი ვარ და არა საკუთარი სიცოცხლის ფასად ქველმოქმედების გამწევი. მაგრამ აქაც პრინციპული საკითხია: გული.. ენა არ მიბრუნდება ვთხოვო ისეთი რამ რაც მას და მის ოჯახს ტანჯვას მოუტანს. ცოდვაში ჩავდგამ ფეხს.. რაღაც კარმის მსგავსია ეს. ხო..
მოკლედ აღარ ვთხოვე აღარაფერი, დემონი კი მეჩურჩულება: „სულელი ხარ გოლტის, მესამე შანსი ხელიდან გაუშვი. მორჩა გათავდა, სხვა შანსი აღარ გექნება.“ მაგრამ შინაგანად მაინც სიხარულს ვგრძნობ. ცხოვრების ყოველი მომენტი არჩევანის წინ გაყენებს.. გონებით კი თითქოს ვხვდები, ცუდათაა ჩემი საქმე, ყველა შემოთავაზებულ შანსზე უარი ვთქვი. მაგრამ გული მიგრძნობს: სწორედ მოვიქეცი. ყველაზე მთავარი არჩევანი, საკუთარი თავის არჩევანი მაინც სწორად გავაკეთე… მე ხომ დიდი ცოდვილი ვარ.. ათასი რამ ჩამიდენია.. მშვიდობიან დროშიც და იმ პერიოდშიც როდესაც უცხო მასწავლებლებს და მებრძოლებს ვერკინებოდი და „სპეცნაზშიც“ რომ ვმსახურობდი. აღარ მინდა ცოდვას ცოდვა დავამატო.. ასე რომ რაც იქნება იქნება. ღმერთი არ ცდება.
თხუთმეტი წუთით დავაგვიანეთ. აშხედის მეგობარი უკვე შეიცვალა და მორიგეობა ახალ გამომძიებელს გადაეცა. მას აშხედი ეღარაფერს გააწყობდა.. ხელი ჩამოვართვით და გადავეხვიეთ ერთმანეთს. აშხედი მეუბნება: „მორჩა გოლტის, მე უძლური ვარ ამ სიტუაციაში. ჩემგან ნუღარაფერს ელი. ახლა შენი ღმერთი შეგეწიოს.“


ჩამსვეს ნამდვილ ირანულ ციხეში. ჯერ ცალკე ზინდანში. სიკვდილმისჯილთა საკანში მერე გადამიყვანეს. ზინდანი ასეთი ორმოა, დაახლოებით რვა მეტრის სიღრმისა. გამხადეს მთლიანად. ერთადერთი ჯვარი არ მოუხსნიათ და თვალი, რომრლსაც ყველგან დავატარებ. ვზივარ ასე ორმოში. ხან წყალს ჩამომიშვებენ, ხანაც ცოტა საჭმელს. ხანაც დაკითხვებზე ამოვყავარ. დაკითხვებზე არაფერს მოგიყვებით, სასიამოვნო არაფერია. დაკითხვის ტერქნიკა მათთან შუასაუკუნეების შემდეგ დიდი არაფრით შეცვლილა. რომ მოგიყვეთ როგორ მკითხავდნენ, თქვენ მათზე მთლად წაგიხდებათ შთაბეჭდილება. არადა ისინი თავის ამბავში მართლები იყვნერნ. მე მათთვის ნაძირალა ვიყავი, მტრული ქვეყბის ჯაშუში. დაკითხვით კი მკითხავდნენ, როგორც ეხერხებოდათ ისე. მე ხომ მათთვის ამერიკელი დაზვერვის თანამშრომელი ვიყავი. რომელსაც დავალება ჰქონდა გადაეღო ლიანდაგები და გადამცემი ხზის ბოძი დივერსიების მოსაწყობად. ყველაფერი დანარჩენი, ბუნება, ხედები, ცხოველები ადამიანები, უბრალოდ კამუფლაჟი იყო.. ასე რომ მკითხავდნენ საკმაოდ მძიმედ. ხო.. კარგი არაფერია..
– ტექნიკური სიახლეების მხრივ თუ ჰქონდათ რამე?
– კი ჰქონდათ. მაგალითად კამერა-საყინულე. სხვათაშორის სწორედ ამ საყინულიას წყალობით გადამიყვანეს უფრო მისაღებ ადგილას სადაც მართლმორწმუნე დამნაშავეებს ათავსებენ.
ერთერთი დაკითხვისას ამიყვანეს და საყინულეში ჩამსვეს. მაისური და შარვალი კი მეცვა. ტემპერატურა – 20-30 გრადუსი იქნებოდა. მივხვდი რომ ვერაფერს გავაწყობდი, უნდა ვმჯდარიყავი იმ კამერაში იმდენხანს რამდენხანსაც ისინი მოისურვებდნენ. შევეგუე ამ აზრს და ლოცვა დავიწყე.. კარგად გავხდი, დამცხა კიდევაც. ისინი კი პატარა ფანჯრიდან მადევნებან თვალს. ვზივარ საყინულეში და წარმოვიდგენ რომ თავისუფალი ვარ, სადღაც ანტარქტიკაში ჩრდილოეთ პოლუსზე ვზივარ და მიხარია. სითბოს ვგრძნობ. კანიც კი არ ამბურძგვლია. იქედან რომ გამომიყვანეს პირველ რიგში მკითხეს: „რა იყო ეს? შენი ღმერთი?“ კი მეთქი, ვუპასუხე, სწორედასც რომ ჩემი ღმერთი იყო თქო.
ამის შემდეგ პატივისცემით დამიწყეს მოპყრობა და ორმოში აღარ ჩამსვეს. კარგია რომ მორწმუნე ხარო, მეუბნებიან. და გადამიყვანეს ლუქს-კამერაში სიკვდილმისჯილთათვის. გამიყვანეს კორიდორებით. იღება კარი და სახეში ისეთი შმორის სუნი მცემს, რომ მეტი არ შეიძლება. დავიღუპე თქო ვფიქრობ, იმ ორმოში სუფთა ჰაერი მაინც იყო, აქ კიდე მოიხუთები. ჩემთვის მძიმე ჰაერზე უარესი არაფერია. სახლში აივნის კარი ზამთარშიც კი ღია მაქვს ხოლმე. კარი მიიხურა. ვიხსნი თვალიდან სახვევს და ვხედავ რომ პატარა ოთახში ვარ, სოროს რომ უფრო ჰგავს ისეთში, არც ფანჯრებია და არც რაიმე სხვა სავენტილაციო მოწყობილობები. სუფთა ჰაერი კარს რომ აღებენ კორიდორიდან მაშინ შემოდის. სუნთქვა შეუძლებელია, ტავს გრძნობ თვზივით ცხელ ქვიშაზე რომ დააგდებენ. მივხვდი რომ წინ საშინერლი, ნელი სიკვდილი მელის. მომაწოდეს კარში ბამბის ქვეშსაგები, ბეტონის იატაკზე დასაწოლად და გავიდნენ. რა გაეწყობა, ამისთვისაც დიდი მადლობა..

(დასასრული იქნება…)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: