Joan Osborne – One Of Us
If God had a name what would it be?
And would you call it to his face?
If you were faced with Him in all His glory
What would you ask if you had just one question?
1-And yeah, yeah, God is great
Yeah, yeah, God is good
yeah, yeah, yeah-yeah-yeah
What if God was one of us?
Just a slob like one of us
Just a stranger on the bus
Tryin’ to make his way home?
If God had a face what would it look like?
And would you want to see if, seeing meant
That you would have to believe in things like heaven
And in Jesus and the saints, and all the prophets?
Back up to heaven all alone
No, nobody calling on the phone
No, just tryin’ to make his way home
Nobody calling on the phone
‘Cept for the Pope maybe in Rome
რაშია ახლა საქმე. რამდენიმე ხნის წინ, სრულიად სპონტანურად, რეპეტიციაზე დავუკარით ჯოან ოსბორნის ეს ძველის ძველი, ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობის დროინდელი ჰიტი. საერთოდ ბავშვობიდანვე მომწონდა ამ სიმღერის განწყობა და მელოდია. რაცხა ღმერთზე იყო ამ სიმღერაში საუბარი და ტექსტმა დამაინტერესა, მხოლოდ ეხლა წავიკითხე და მივხვდი რატომაცაა ეს სიმღერა ასეთი სენტიმენტალურ–ნაღვლიანი და რატომ მხვდებოდა და მხვდება იგი ასე ძალიან გულზე. პირველრიგში ალბათ იმიტომ რომ ის ბავშვობის მოგონებებთან არის დაკავშირებული. ეს კი ჩემთვის ყოველთვის ნოსტალგიის აღმძვრელია. გარდა ამისა არის კიდევ სხვა რაღაც. ნებისმიერ ადამიანს, მორწმუნეა თუ ურწმუნო, მეტნაკლებად ყოველთვის, გადააქვს ხოლმე საკუთარი, ადამიანური, თვისებები ღმერთზე. საკუთარ განცდებს ის ღმერთის განცდებად მიიჩნევს. ამას ფსიქოლოგიაში პროექცია ჰქვია, როდესაც შენთვის მტკივნეული განცდები გადაგაქვს სხვაზე. ამ შემთხვევაში კი ეს ღმერთია. “რა იქნებოდა რომ ღმერთი ერთერთი ჩვენთაგნი ყოფილიყო, ჩვენნაირი სენტიმენტალური ცხვირმოუხოცავი ადამიანი, უცნობი ავტობუსში, რომლიც ცდილობს სახლის გზა იპოვოს,” მღერის ჯოანი. აქ იგრძნობა სასოწარკვეთილება და მარტოობის განცდა, რომელსაც თავად მომღერალი განიცდის და სათქმელის გამოსახატავად ღმერთის ცნებას იყენებს.
შემდეგ ისიც ჩანს რომ ჯოანს არ სწამს (ან ბოლომდე არ სწამს) ღმერთი. “რანაირი სახე ექნებოდაო და გენდომებოდაო მისი დანახვა, დანახვა რომ სამოთხის, იესოს, წმინდანებისა და წინასწარმეტყველების არსებობის რწმენას ნიშნავდესო?” ანუ მომღერალი ბრმა რწმენას გმობს და პროტესტსაც აცხადებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყანაზე, გაერდაცვალებამდე ღმერთს მართლაც მხოლოდ ისინი იხილავენ და შეიგრძნობენ ვისაც სწამს იგი და ეს არ იქნება მხოლოდ ფსიქოლოგიური ფანდი ან თვითშთაგონება. ქრისტე ბევრგან საუბრობს რწმენის აუცილებლობაზე, რწმენა ეს არაა ბრმა ფანატიკური რწმენა, არამედ სულიერი მდგომარეობა, რომელმაც პეტრე მოციქულს წყალზე გავლა შეაძლებინა. ქრისტიანობაში აგრეთვე კეთდება აქენტი, რომ მათავარია არა სასწაული, არამედ სულიერი მუშაობა და მოქმედება: “უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძიებს, მაგრამ სასწაული არ მიეცმა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისაო” ამბობს ქრისტე და შემდეგ აღდგომის სასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობს. თუმცა ეს უკვე სულ სხვა ამბავია, დავუბრუნდეთ სათქმელს. საქმე კი იმაშია, რომ ჯოან ოსბორნმა საკუთარი მარტოობის განცდის პროეცირება ღმერთზე გააკეთა და შედეგად საკმაოდ ლამაზი სიმღერა შექმნა, მაგრამ თავს ვერ ძლია და ვერ იხილა ღმერთი და საკუთარი განცდების ტყვეობაში მყოფმა ვერ დაინახა ჭეშმარიტება, რომელიც გაცილებით შორს, ჩვენს მიღმა უსასრულობაშია…
P.S. ძირითადი პოსტები ჯერ კიდევ დუხოვკაშია!
ახლა კიდევ ერთხელ მოუსმინე სიმღერას და რამდენიმე დამატებითი აზრი გამიჩნდა. ამ სიმღერაში ჯოან ოსბორნი გარკვეულ ჭეშმარიტებასაც ღაღადებს, თუმცა ეს ისევ და ისევ პროექციის შედეგია. ის წარმოიდგენს თავს ღმერთად, რომელიც ავტობუსში სახლში მიმავალ მგზავრს ემსგავსება და რომელიც ხალხმა ვერ შეიცნო და განიცდის ამას. მართლაც რა იქნბა ქრისტე ღმერთი რომ კვლავ კაცად იქცეს და რომელიმე ბომჟის ან ავტობუსში მგზავრის სახით მოგვევლინოს, ვიცნობთ ჩვენ მას? მე მგონი მართლაც მივატოვებთ და მას ზეცად კვლავაც მარტო მოუწევს დაბრუნება, როგორც ეს სიმღერის დასასრულსაა (ოღონდ ტელეფონი აქ არაფერშუაშია. ეს უკვე თავად ჯოანის პროექციაა კვლავ). ასე მოხდა ორიათასი წლის წინათ და ასე მოხდება ალბათ დღესაც, ასე მგონია მე.
აი რას ნიშნავს მაინც ადამიანს რომ თვალებში უყურებ, თანაც მომღერალ ადამიანს… : )