Thoughts About Death, Life and Humanity

Archive for June, 2010

“Naked” – შიშველი სიმართლე ჩვენი ეპოქის შესახებ

ამჯერად მინდა წარმოგიდგინოთ ერთგვარი რუბრიკა ბლოგზე. სადაც დავდებ ჩემი აზრით საინტერესო ფილმებს და მოსაზრებებს მათ შესახებ. რუბრიკას შეგვიძლია დავარქვათ “კინო კლუბი” და თუ შემდგომ სურვილი იქნა შესაძლებელია ამ იდეის რეალში განხორციელებაც და ცალკე ბლოგის შექმნაც. მითუმეტეს რომ ამგვარი პრაქტიკა არსებობს : ) (მაგალითად უნივერსიტეტის “ჟურნალისტების” კორპისში არსებული ჯგუფი).
ერთი ტექნიკური დეტალი: ალბათ უმჯობესი იქნება თუ თავდაპირველად ფილმს უყურებთ და შემდგომ წაიკითხავთ პოსტს, ამიტომ ერთგვარი ანოტაციის და ფილმის პოსტერის შემდეგ დავდებ გადმოსაწერ ლინკს. თუმცა ნება თქვენია, თუ სურვილი გექნებათ თავიდან მთლიანად პოსტი წაიკითხეთ : )
რუბრიკას გავხსნი მაიკ ლის (Mike Leigh) ფილმით “შიშველნი” (Naked). ესაა ფილმი ჩვენი არეული, უსიყვარულო და უღმრთო ეპოქის შესახებ. ფილმში ასახულია ადამიანთაშორისი ურთიერთობები (მათ შორის უპირატესად ქალისა და მამაკაცის), განხილულია მარტოობის, ცხოვრების საზრისისა და რელიგიური საკითხებიც კი. და ეს ყველაფერი საკმაოდ მძაფრი, ხშირად ბრუტალური, რეალისტური ფორმით. ფილმის გმირები არ ერიდებიან უცენზურო სიტყვებს, არ ინდობერნ ერთმანეთს, კავდებიან ძალასდობრივი სექსით და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფრის უკან ჩანს ადამიანურობა და უბრალოდ, ასე ვიტყოდი, სიყვარულის სურვილი. მაშ ასე, “შიშველნი” : )

გადმოსაწერი ლინკი:

http://allshares.ge/download.php?id=00F05EB215

ფილმის ძირითადი თემა ალბათ ძალადობა და არაადამიანურობაა. უფრო სწორედ ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებმაც ადამიანობა დაკარგეს. ვფიქრობ აქ საქმე ტექნოკრატიასა და ჰიპერცივილიზაციაშია. როგორც დევიდ თეულისის (David Thewlis) პერსონაჟი ამბობს, მას აშინებს ადამიანის ორგანიზმი, რათგან ის ყველაზე რთული მანქანაა დედამიწაზე და ამავე დროს სრულიად უხმაუროდ მუშაობს. ეს ერთგვარი ჰომო ფაბერული გამონათქვამია : ))) სწორედ ამგვარი დამოკიდებულება იწვევს ადამიანურობის დაკარგვას და შედეგად მთელ რიგ ექზისტენციალურ პრობლემებს. ადამიანრბი ვეღარ ხვდებიან რისთვის ცხოვრობენ, აღარ აქვთ არანაირი ღირებულებები. ერთერთ ეპიზოდში ჯონის (დევიდ თეულისი) ხვდება დარაჯი, რომელიც უბრალოდ ცარიელს სივრცეს დარაჯობს. ჯონი კიდევაც დასცინის მას.

“წარმოიდგინე რა იქნება რომ ვიღაც შემოიჭრას და ამ სივრცის ნაწილი წაიღოს, შენ კი ამას ვერც შეამჩნევ!”

საერთოდ ჯონი ყველას დასცინის. ეს ალბათ ერთადერთი, ან ერთერთი, დადებითი პერსონაჟია მთელს ფილმში. ის ისეთივე მოძალადეა როგორც სხვა მამაკაცები, მაგალითად ჯერემი, შეძლებული მამაკაცი, რომელიც შეშლილია ძალადობასა და სექსზე. მისთვის სულერთია ვისთან აქვს სექსი, მთავარი მისთვის მისი ფანტაზიაა, ის ხატი (образ) რომელსაც ის დასდევს და არა კონკრეტული ქალი, მისი პიროვნერბა. მაგრამ ჯონი ჯერემისგან განსხვავებით მაინც კეთილია. ის გრძნობს იმ არაადამიანურ, მდორე გარემოს რომელშიც უწევს არსებობა და ცდილობს “აზრზე მოიყვანოს” გარშემომყოფები. ის ძალზე სარკასტული და უხეშიცაა, მაგრამ ამას სწორედ იმისთვის აკეთებს, რომ გამოაცოცხლოს ადამიანები. უქმნის მათ სხვადასხვა კურიოზულ სიტუაციას. მაგალითად, შოტლანდიელ წყვილს, გოგო-ბიჭს, რომლებმაც დაკარგეს ერთმანეთი. ჯონი ცდილობს გამოიყვანოს ისინი ერთგვარი სტერეოტიპებიდან, რაღაც ახალი განაცცდევინოს, რაღაც ინტრიგა შეიტანოს მათ ურთიერთობაში, მაგრამ ამაოდ ისინი მაინც თავისას განაგრძობენ, ხოლო ჯონი კვლავ მარტო რჩება.

შეგვიძლია პარალელი გავატაროთ ჯონისა და დოსტოევსკისეულ იდიოტს, თავად მიშკინს, შორის. ისინი ორივენი არასტანდარტულები, თუ “ავადმყოფები” არიან. და ორივენი ცდილობენ რაღაც კარგი შეიტანონ ირგვლივმყოფებში. გააგებინონ მათ რამე, მაგრამ ამაოსდ, ეს ერთგვარი მესიიასეული სახეა ფილმში. ჯონი, ისევე როგორც მიშკინი იესოს ემსგავსება. ამაზე მის მიერ ჩვეული სარკაზმითა და სიუხეშით წარმოთქმული ფრაზაც მოწმობს: “რატომ მიმატოვე ნაბიჭვარო!” ესეთი მიმართვა ღმერთისადმი დამახასიათებელია ჩვენი ეპოქისთვის, სადაც ადამიანები უფრო გრძნობენ ხოლმე ღმერთს, ვიდრე სწამთ მისი.

სიმარტოვე – აი კიდევ ერთი თემა რომელსაც ეხება ფილმი. ყველა პერსონაჟი საშინლად მარტოსულია, განსაკუთრებით ქალები. თუმცა ეს მამაკაცებზეც მოქმედებს, რათგან ქალის გარეშე კაცი არაფერია. ერთერთ იაპონელი სამურაის ტრაქტატში შემდეგ მოსაზრებაა მოყვანილი. ეს სამურაი ამავე დროს მცენარეებით მკურნალობდა ხალხს. როგორც ცნობილია აღმოსავლურ მედიცინაში ყველაფერი ქალურად და კაცურად იყოფა (ინის და იანის პრინციპი) და აი რას წერს ეს სამურაი: “ვატყობ რომ ქალური საწყისის მქონე მცენარეები მამაკაცებზე დადებითად მოქმედებენ, მაშინ რიოდესაც მამაკაცური საწყისის მქონენი ნაკლებეფექტურნი არიან ქალების სამკურნალოდ. მამაკაცური საწყისი შესუსტებულია, ამის განმო ქალს უწევს მამაკაცური თვისებების საკუთარ თავზე აღება. როდესაც მამაკაცური საწყისი საბოლოოდ გაქრება, სამყაროს დასასრულო მოვა.” სწორედ ამგვარ სამყაროს დასასრულს ვხედავთ ჩვენ ფილმშიც. მარტოსული და დაკნინებული ქალები, უკვე ქალებსაც აღარ გვანან. მაგალითად, ხანშიშესული ქალბატონი, რომელიც მუდარით შესცქერს ჯონის და თხოვს მას სექსუალური კავშირის დამყარებას, რათა სილამაზე და ახალგაზრდობა დაიბრუნოს, ეს კი აღარასდროს მოხდება.

ან კიდევ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მეგობტრებიც კი არ ჰყავს და ძაღლები უყვარს. ის ცდილობს არ შეიმჩნიოს თავისი მარტოობა და სასოწარკვეთა. ის მწყობრიდანაც კი გამოდის, როდესდაც ჯონი ცდილობს თანაუგრძნოს და დაეხმაროს მას, მაგრამ სევდიანი სახის გამომეტყველება ვერაფერს ფარავს:
სოფი (Catrin Cartlidge) სრულიად ცარიელი და უაზრო, რომელიც სათამაშოა მამაკაცების ხელში. ის პასიურად თანხმდება ნებისმიერს სექსზე. ეს თითქოს მისთვის სულერთია. ერთადერთი ვის მიმართაც მას გრძნობა უჩნდება ესაა ჯონი – ერთადერთი მამაკაცი მის ცხოვრებაში, რომელიც ადამიანურად მოექცა, ნაკლებად აგინა და იძალადა მასზე. თუმცა ძალადობას სოფი თავადვე იწვევს თავისი პარაზიტული ბუნებით. ჯონი საშინლად ღიზიანდება როდესაც სოფი მას კუდში დასდევს და თავისუფლებას უზღუდავს. შედეგად ჯონი სახლიდან მიდის.
ლიუზა, ჯონის ყოფილი Girlfriend-ი, ერთი შეხედვით თითქოსდა წარმატებული ქალია. ის მანჩესტერიდან ლონდონში გადმოვიდა და სამსახურიც იშოვა. მაგრამ სინამდვილეში ის ასევე ცარიელი და მარტოსულია,. თუნდაც ნუ იქნება მამაკაცების სათამაშო სოფიოს მსგავსად. ჯონი გამუდმებით დასცინის ლუიზას ამის გამო. თვითონ ლუიზაც ნამდვილად ხვდება რომ არასწორი ნაბიჯი გადადგა ცხოვრებაში და რომ ჯონი მართალია.
კიდევ ერთი “ძლიერი” ქალი სანდრაა. ის ნამდვილად ტექნოკრატიული ეპოქის შვილია. მის სამყაროში ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი, სწორხაზოვანი და მოწესრიგებულია. ამას თქვენ მისი ჟესტიკულაციიდან და საუბრის მანერიდანაც დაინახავთ. სანდრა მოუთმენლად ელის “ბოლოს და ბლლოს როდის დამთავრდება სამყარო,” რათა მან სრულიად მარტომ განაგრძოს თავისი ნარცისისტული არსებობა. მარტოობა სანდრასთვის საერთოდ არაა პრობლემა, პირიქით ეს ის მდგომარეობაა სადაც იგი მშვენივრად გრძნობს თავს.
ჯონისთვის ეს უკანასკნელი საუბარი ბოლო წვეთი აღმოჩნდება. ის ხვდება რომ ამ სამყაროს აღარაფერი ეშველება. თუ კი ადამიანი ნატრობს სამყაროს დასასრულს, რათა მან არ შეუშალოს ხელი,დაე ასეც იყოს. სანდრა თავის დასამშვიდებლად აბაზანას ღებულობს, როდესაც ნაცემი ჯონი გარბის. უბრუნდება იმ გზას რომელიდანაც მოვიდა როდესღაც ამ სამყაროში.

Back to those days (ბიტლომანური პოსტი)

მგონი კასტანედისეული “пересмотр”-ის პერიოდი მაქვს ცხოვრებაში. : ) წინა პოსტისთვის “Homo Faber”-ის ციტატებს რომ ვეძებდი, უეცრად იმავე საქაღალდეში წავაწყდი ჩემი ძველი სიმღერების ტექსტებს. სადღაც 2001–2002 წლებში დაწერილს. გამახსენდა ის დრო, როდესაც ჯგუფში ვუკრავდი და ერთად ვქმნიდით ძალიან მოუქნელ და გულუბყვრილო მუსიკას.

მე–10–11 კლასებიდანვე თავგადაკლული ბიტლომანი გახლდით. ფაქტიურად პარალელურად ვისწავლე დასარტყამზე და გიტარაზე დაკვრა. მთელ ხმაზე ვრთავდი მაგნიტაფონს და მიდიი… სამედიცინოს პირველივე კურსზე ჯგუფი შევქმენით. “ბითლზის” სიმღერებს ვარჩევდით, მე რათქმაუნდა რინგო სტარი ვიყავი. მახსოვს პირველად რომ დაბვჯექი ადამიანურ დასარტყამის “უსტანოვკაზე” ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო ამ ქვეყანაზე.

შემდეგ მივხვდი რომ ან მუსიკისთვის უნდა მიმეეძღვნა თავი ან მედიცინისთვის. ორივე ერთად არანაირად არ გამოდიოდა. იმისთვის რომ წარმატებული მუსიკოსი იყო და ჯგუფი მაქსიმალურ შემოქმედებითობას ამჟღავნებდეს,. ერთად უნდა გეძინოთ უნდა ერთად ჭამდეთ, უნდა ყველაგან ერთად დადიოდეთ. ფაქტიურად ეს ოჯახია, სადაც ყველას თავისი ფუნქცია აქვს და რომელიც მთელ ძალებს ითხოვს შენგან. ასე რომ არ გამოვიდა ჩემგან რინგო სტარი 😀

ჯგუფიდან გაზაფხულზე წავედი, ზაფხულში კი, ქობულეთის ბანაკში საშა, კოტე და ლექსუსა გავიცანი. ისინი განსხვავებულ მუსიკას უსმენდნენ და წერდნენ კიდეც. ბორის გრებენშჩიოკოვი, იური შევჩუკი, ზრმფირა, ვიქტორ ცოი, ნაუტილუსი და ა.შ. მოკლედ რუსული როკის მთელი შემადგენლობა  🙂 მაშინ კოტეს სიმღერა “Наша страна” დამამახსოვრდა. უშუქობა–უგაზობის და სხვა სიკეთეთა აღწერის შემდეგ ესეთი მისამღერი მოდიოდა:

“Это наша страна, это наш отчий дом, дурдом в котором мы живем”

აღფრთოვანებული დავრჩი : D მერე საშასთან მივედი და ვთხოვე თავისი რამე დაეკრა და საშამ დაუკრა: “Ночной город сверкает своими огнями…” მარტივი, მელანქოლიური, ცოის მსგავსი რიფები ჰქონდა. მახსოვს ერთხელაც ღამისთევის შემდეგ ვუთხარი: “რაღა თითო–თითო გიტარაში ვუკრათ ეს სიმღერები, მოდით ჯგუფი გავაკეთოთ : )” ლექსო ვიოლინოზე უკრავდა, მე ბასსზე, საშა და კოტე გიტარებზე. ასე შეიქმნა ჯგუფი “Пилигримы.” სახელი კოტემ მოუგონა. თანდათან დაგვიგროვდა სიმღერები. კოტეს ჰქონდა სიმღერა “Она.” თავის მაშინდელ შეყვარებულს მიუძღვნა. უფრო სეწორედ იმ გოგოს უყვარდა. საბოლოოდ სიმღერა მე მაჩუქა, აღარ უნდოდა ამ განცდებზე ფიქრი.  ერთი სეხედვით ბავშვურად პრიმიტიული და ცოტა “პაპსა” ტექსტიცაა, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან კარგად გამოხატავს ქალურ ბუნებას. განსაკუთრებულად “ტანჯული” ქალებისა, რომლებიც თავად არბიხსნებიან ბიჭებთან. კოტემ კარგად დაიჭირა ეს განცდები. ეს სიმღერა ღირებულია უკვე იმით რომ ასახავს მამაკაცის მიერ ქალის გაგების მაგალითს. მოვიყვან ამ სიმღერის ტექსტს მთლიანად. მე მგონი ის დღესაც აქტუალურია:

Она может молчать в тишине лунной ночи

Она может скрывать свою боль, что так долго её точит

Не услышишь ты плач, не увидишь ты слёз

в этих лунных глазах из под мягких волос.

Она будет грустить, но ты грусти её не заметишь,

Она может простить, если только прощенья попросишь

Она хочет любить даже если не будет любима

Она хочет дарить то тепло, что так долго копила

И она будет ждать, будет ждать всю весну и всё лето

Она будет искать продолжения лунного света

Она будет молчать, хотя лучше, чтоб всё по-иному

Она будет прощать, отдавая тепло другому

И возможно тогда кто-то нежно её остановит

И посмотрит в глаза и прощения у нее попросит

И отдаст ей тепло то, что сам копил когда-то

И согреет оно и ей больше таиться не надо

И отдаст ей тепло то, что сам копил когда-то

И согреет оно, боже как она будет рада.

სწორედ ეს სიმღერა აღმოვაჩინე საქაღალდეში. ის დღესაც აქტუალურია ჩემთვის, რათგან ვიცნობ სწორედ ასეთ ადამიანებს და ვიცი მათი განცდების შესახებ. საინტერესოა მთავარესთან პარალელიც. ქალური ენერგია ხომ ინ–ენერგიაა ანუ მთავრის. როდესაც კასცს იან–ენერგია აქვს, ანუ მზის.

აქვე იყო ჩემი თავისუფალი ასოციირების ედეგად შექმნილი სიმღერაც. ასევე სასიყვარულო თემატიკით, მაგრამ უფრო ეზოთერული და საკუთარი თავის ძიების, რელიგიური ელფერით. მაგალითად ეს სტროფი:

Когда я в раю пою эти слоги

Слышу твой запах из поднебесной глуши

Ты приходишь во сне в своем белом саване

С откушенным яблоком в твоей нежной руке

ანდა კიდევ:

Как заброшенный город подымается ввысь

Рисуя на небе простое табу

Как вечный монах стремится быть чистым

Я понимаю твою красоту

ბოლოს კი საქმე რათქმაუნდა გასხივოსნებით (თუ ცათა სასუფევლით) მთავრდება:

В тихой роще небесного света

Встретит нас белоснежный старик

Солнце взойдет снова и снова

И я спою балладу номер семь

აი ასეთ სიმღერებს ვწერდით. და ეს ყველაფერი ერთად ყოფნის ხარჯზე. ყველაზე მეტად და იმტენსიურად წამოვიდა იდეები, როდესაც ერთად ვისვენებდით. თუმცა არ შემიძლია არ დავეთანხმო ჯონ ლენონს, რომელმაც კითხვაზე თუ რა იგულისხმა მან როდესაც თქვა რომ “არ სჯერა ბითლზის” (სიმღერაში “God”)უპასუხა, რომ მას  მხედველობაში ჰქონდა თვითონ ეპოქა და არა ჯგუფი, ეპოქა რომელიც უკვე დიდი ხანია დასრულდა და არ ღირს ამ წარსულის გაფეტიშება, რათგან ადამიანი მუდამ წინ უნდა მიდიოდეს. მართლაც, შეუძლებელია დააბრუნო დრო, შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო, რათა შემდგომში არ გაიმეორო იგივე შეცდომა. “For every mistake we must surely be learning” (George Harrison).

“i look at you all, see the love, that is sleeping…”

ჯორჯმა როგორც კრიშნაიტმა, კარგად იცოდა ნამდვილი სიყვარულის ფასი )))

და რათქმაუნდა:

“Nothing you can make that can’t be made

Noone you can save who can’t be saved

Nothing you can do but you can learn how to be in time, it’s easy

All you need it’s love… Love is all you need”

John Lennon

მგონი თემის გამოცვლის დროა : )

საკმაოდ დაცხა იმისთვის, რომ თემა გამოიცვალოს ბლოგზე : ) სიცხესთან სხვადასხვა ასოციაციები მაქვს, მაგრამ ყველაზე აქტუალური ალბათ ამ 4–5 წლისწინანდელ პერიოდს უკავშირდება. ეს იყო რადიკალური განსხვავებულობის დრო ჩემს ცხოვრებაში. ერთისმხერივ სუფთა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების იქეთ არ მიდიოდა საქმე, მეორესმხრივ კი ეს გარემოება სრული რეალიზების საშუალებას მაძლევდა. არაფერზე არ მიწევდა ფიქრი, ყველაფერი თავისით მოდიოდა – ფული, საკვები, სითბო, ქალი… არაფერზე მიწევდა ზრუნვა. სათბურის მცენარეს დავემსგავსე და თითქოს ნასესხებ დროში ვცხოვრობდი. პატარა ბავშვს ვგავდი.

“Living on borrowed time without a thought for tomorrow…”

ამან თვითრეალიზაცისკენ მიბიძგა. შემეძლო მეკეთებინა ის რაც მინდოდა. მშვენიერი იქნებოდა საკუთარი სახლი სადმე ბუნებაში, ფული პრობლემა არ ყოფილიყო და თავი საყვარელი საქმისთვის მიგეძღვნა ადამიანს. სრული თვითგამოხატვის და ღმერთთან ერთიანობის საშუალება გქონოდა…

ვიჯექი სიცხეში და ძველ საბეჭდ მანქანაზე ვატყაპუნებდი (კომპი მაშინ არ მქონდა). მაქს ფრიშის “Homo Faber”-ს ვთარგმნიდი რუსულად.

მაგალითად ისეთ პასაჟებს როგორიცაა:

Влажный воздух… Мутное солнце…

Я вновь решил отправиться обратно, если до завтра не будет джипа… Солнце палило жарче чем когда-нибудь. Всё вокруг было мшисто и затхло. Птицы с голубыми хвостами носились повсюду. Кто-то использовал башню как туалет, оттуда и мухи. Всё жужжало и шумело как в зоопарке, когда не знаешь что это именно свистит, кричит и поет, не знаешь совокупляются они там или убивают друг друга.

ან კიდე..

У рома есть преимущество – от него не потеешь, но зато на следующее утро страшно болит голова. Особенно когда начинается этот непонятный шум, ни то рояль, ни то механика какая-то и к тому же пение, каждый раз с 6.00 до 7.00. Каждый раз я намереваюсь выяснить, откуда происходит этот звук, но постоянно забываю это сделать.

Здесь всё забывается.

Однажды мы отправились купаться, но Герберт не нашел своего благословенного ручья. И вдруг мы очутились около руин, где повстречали нашего музыканта. Он как раз был за работой – корпел над камнями, которые должно быть были когда-то башней. Он делал это посреди самого пекла и его единственной его заботой было не накапать потом на полупрозрачную бумагу, которую он прикладывал к камням снимая с них копии чёрным мелом. Он утверждал что если сфотографировать эти иероглифы, то все здешние боги помрут. Мы оставили его в покое.

Я отнюдь не был искусствоведом…

შემდგომში ამ წიგნის მიხედვით ფოლკერ შლიონდორფს ფილმიც გადაუღია:

ამ დროისათვის ჰენრი მილერი და ჩარლზ ბუკოვსკი უკვე გაცნობილი მყავდნენ. ერთიც და მეორეც ჩემი მონათესავე სულია. სრულ გამოუვალობაშიც კი, ყველაზე ჭუჭყიანი და გულისამრევი სიტუაციიდანაც კი შეუძლიათ ხელოვნების ნიმუში შექმნან, დაინახონ რაღაც ლამაზი და ღირებული. და რაც მთავარია სრულებით გულახდუილები და პირდაპირები არიან. მათ უბრალოდ ჰკიდიათ – წერენ იმას რასაც ფიქრობენ და გრძნობენ. რად ღირს თუნდაც ჰენრის ეს აბზაცი:

“მე არც სამუშაო მაქვს, არც ფული და არც იმედები. მე მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. ერთი წლის წინ, ექვსი თვის წინ მეგონა, რომ მწერალი ვიყავი. ეხლა ასე აღარ ვფიქრობ, უბრალოდ ვარ. ყველაფერი, რაც კი ლიტერატურას შეეხებოდა, ჩამომცილდა. მადლობა ღმერთს, აღარაა საჭირო წიგნების წერა.”

და ამას ის თავისი პირველივე წიგნის დასაწყისში წერს! სწორედ ეს “ყოფნის მდგომარეობა”, ეს ონტოლოგიური მოდუსი მომწონს მასში!

მაგრამ სათქმელს დავუბრუნდეთ… რა აერთიანებს ამ ყველაფერს? ესაა სიცარიელე. სიცარიელე რომერლშიც შეგიძლია თავისუფლად გაცურო. კიდე ქაღალდის სუფთა ფურცელი, რომელზეც შეგიძლია რაც მოგეპრიანება ის დაჯღაბნო და ამის შედეგად მას უკვე მელნის ან ფანქრის სუნი ასდის.  ვირტუასლურ სივრცეში კი ამის ანალოგია ვორდპრესის თემა “The Journalist v 1.3” სრულიად სადა, ის საგაზეთო ფურცელს გავს, რომელზეც შეგიძლია ახალ ახალი პოსტები და სტატიები განათავსო.

ასე რომ გადავდივარ თემებში და გააქტიურებას ვაჭერ… : )

NLP – დაპროგრამებული ბედნიერება

“რაც უფრო მეტს მუშაობ საკუთარ თავზე

და რაც უფრო ინტენსიურია ეს მუშაობა,

მით უფრო კეთილი ხდება გული”

მილტონ ერიქსონი

სიმართლე უნდა ითქვას და მილტონ ერიქსონი, ახალი ჰიპნოზის ფუძემდებელი, ყოველთვის ბინძურ მანიპულატორად მიმაჩნდა. აბა როგორ უნდა შეხედო კაცს, რომელიც თავის კურსელის ტრანსში შეყვანით ლაბორატორიული სამუშაოს ძნელ ნაწილს მას შეტენის, ხოლო თავად ადვილის გაკეთებას დასჯერდება. ან ადამიანს რომელიც პაციენტის დაუკითხავად იჭრება მის ყველაზე პირად განცდებში და პირდაპირ, უხეში ხელის ფათურით ცვლის მათ?! მანამდე ვფიქრობდი ასე ბატონ მილტონზე, სანამ ერთერთ მის წიგნის ეპიგრაფად წამძღავარებული ეს სიტყვები არ წავიკითხე.

მაგრამ რატომ დავიწყე საუბარი მილტონ ერიქსონზე? საქმე ისაა, რომ სწორედ ეს ფსიქოთერაპევტი და ჰიპნოტიზორი გახლავთ NLP–ს ერთერთი დამფუძნებელი. ყოველშემთხვევაში სწორედ მისი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით შეიქმნა ეს მიმდინარეობა ფსიქოლოგიაში. მოკლედ ვიტყვი რას წარმოადგენს NLP, ანუ что это такое и с чем это едят.

NLP ნეირო–ლინგვისტური პროგრამირება არის ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც შეიქმნა 1970–იან წლებში თავდაპირველად როგორც ფსიქოთერაპიის ერთერთი მიმართულება, ან უფრო სდწორად ინსტრუმენტი, პროგრამისტ რიჩარდ ბენდლერისა და ლინგვისტ ჯონ გრინდერის თაოსნობით, ხოლო შემდეგ ფართოდ გავრცელდა  და გახდა ადამიანის მართვის ტექნოლოგიებიდან ერთერთი ყველაზე უფრო ეფექტური და ძლიერი. მას დღესდღეისობით მანაჯმენტშიც, რეკლამირებისთვის თუ ჟურნალისტიკაში გამოიყენებენ. NLP–ს გამოყენება პრაქტიკულად ნებისმიერ დარგშია შესაძლებელი, რომელსაც კი კავშირი აქვს ადამიანებთან და მათზე ზეგავლენას ახდენს.

რიჩარდ ბენდლერი და ჯონ გრინდერი

NLP–ს ძირითადი პოსტულატები შემდეგია:

– ადამიანი ფენომენოლოგიური არსებაა, ყოველ ადამიანს თავისი აღქმის შედეგად მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სამყარო აქვს. ანუ ჩვენი არსებობა ფაქტიურად იმით განისაზღვრება როგორ აღვიქვამთ ჩვენ საკუთარ თავს და გარემოს, გარშემომყოფებს.

– შესაბამისად ყველა ადამიანს გააჩნია გარკვეული შინაგანი სქემა (რუქა), რომლითაც ის ხელმძღვანელობს და ამ სქემის შესაბამისი აღქმითი ფილტრი, რომელშიც იგი ატარებს ამა თუ იმ მოვლენას და შესაბამისი დასკვნა გამოაქვს.

–  ადამიანების დახარისხება ხდება მოდალობების მიხედვით. მოდალობებში იგულისხმება ის გრძნობათა ორგანოებიო და აღქმითი სისტემები, რომლითაც ესა თუ ის პიროვნება აღიქვამს სამყაროს. NLP–ში გამოყოფენ სამ ძირითად მოდალობას: ვიზუალურს (მხედველობითს), აუდიურს (სმენითს) და კინესტეთიურს (ანუ შეხებითს). ადამიანებიც შესაბამის კატეგოტიებად იყოფა.

– NLP–ს თვალსაზრისით ადამიანის პრობლემა, თუ წარუმატებლობა, განპირობებულია იმით, რომ მისი აღქმის და გაანალიზების სპექტრი ძალზე შემჭიდროვებულია. ანუ ამგვარი ადამიანი მეტისმეტად სტერეოტიპულად აზროვნებს და ვერ იაზრებს რომ მოცემულ სიტუაციაში არსებობს გარდა სტერეოტიპულისა კიდევ ათასი სხვა გამოსავალი, თუ გადაჭრის ვარიანტი.

ერთი შეხედვით მშვენიერი დალაგებული თეორიაა 🙂 და ბევრ რამეში სწორიც. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის კრებული მანამდე არსებული ფსიქოთერაპიული სკოლების პოსტულატებისა და ამას თავად NLP–ს ერთერთი დამაარსებელი რიჩარდ ბენდლერიც აღიარებს. თავის წიგნში “მაგიის სტრუქტურა” ის ამბობს, რომ მკითხველს მხოლოდ ინსტრუმენტს აწვდის, რომელიც დაეხმარება მას (მკითხველს) ფსიქოთერაპიის უკეთ ათვისებასა და მის ეფექტურად გამოყენებაში. ალბათ ასეთივე კეთილშობილური მიზნებით ხელმძღვანელობდნენ ატომური ბომბის შემქმნელებიც. რათგან ეს მართლაც ინსტრუმენტია და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სასიკეთოდ, ასევე ბოროტი მიზნებისთვის. შესაძლოა ადამიანი სულიერი ტანჯვისგან განკურნო, მაგრამ ასევე შესაძლებელია თავიც მოაკვლევინო.

კერძოდ რა თეორიებით ხელმძღვანელობდნენ ბენდლერი და გრინდერი? ეს პირველ რიგში ზემოთხსენებული ერიქსონისეული მიდგომაა, რომელსაც აგრეთვე ახალ ჰიპნოზსაც უწოდებენ. შთაგონებითი ტექნიკები და ფრაზებით მანიპულირება სწორედ აქედან აიღეს NLP–ს მამამთავრებმა.

შემდეგ ესაა კარლ როჯერსი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის დამაარსებელი, რომლისგან ფენომენოლოგიური მიდგომა იქნა ნასესხები. ასევე თეორიულ წინამორბედებად ასახელებენ ფრიც პერლზსა და ბატონ ვაცლავიკს (შესაბამისად გეშტალტ–თერაპიისა და ინტერპერსონალური ფსიქოლოგიის დამაარსებლებს).  თუმცა მათზე არ შევჩერდები, რათგან ეს ძალიან დიდ დროს წაიღებს, პოსტი კი ვგრძნობ ისედაც ძალიან დიდი გამომდის. თანაც პირველი ორი ბატონის მოღვაწეობის შედარება NLP–სთან სრულებით საკმარისია იმისათვის რომ დაგანახოთ რისი თქმასც მსურს. მაშ ასე შევადაროთ ერთისმხრივ ერიქსონი და როჯერსი, ხოლო მეორესმხრივ ბენდლერი და გრინდერი.

მინდა ვთქვა რომ საქმე პირველ რიგში მიდგომაშია, ერთი და იგივე კანონზომიერებები თუ ჭეშმარიტებები ემსახურება პირველ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად სიკეთეს, ხოლო მეორე შემთხვევაში უფრო ბოროტებას (თუმცა სასიკეთოდაც შეიძლება იყოს გამოყენებული). დავიწყებ მილტონ ერიქსონით.

ილტონ ერიქსონი

ჩვიდმეტი წლის აღალგაზრდა მილტონს პოლეომიელიტი შეეყარა და შედეგად სრულებით პარალიზებული აღმოჩნდა. ის გარემოსთან ურთიერთობას მხოლოდ თვალების საშუალებით ახერხებდა, რათგან არც ხელისა და არც ფეხის განძრევა არ შეეძლო. ერთხელ მილტონმა, რომელიც თავის ოთახში საწოლს მიჯაჭვული იწვა, შემთხვევით გაიგონა როგორ ეუბნებოდა ექიმი დედამისს “ბიჭი დილამდე ვერ იცოცხლებს”–ო.

“ბრაზმა მომიცვა..,” იხსენებდა ერიქსონი. “ხომ უნდა გეყოს არა ჭკუა რომ დედას ასეთი რამ უთხრა?! რომ მისი შვილი დილამდე ვერ გასტანს! რომ შემოვიდა ფერი არ ედო სახეზე. დედამ ალბათ იფიქრა რომ შევიშალე, რათგან დაჟინებით ვთხოვდი, რომ ფანჯარსთან მდგომი სკივრი გაეწია. დედამ მანამდე აჩოჩა სკივრი, სანამ ის იმგვარად არ დააყენა, რომ მას ამომავალი მზისთვის ხელი არ შეეშალა.” მოახლოებული სიკვდილის განცდა ყოველთვის საოცრად მოქმედებს ადამიანზე. ზოგს ზებუნებრივ ნიჭსაც კი უხსნის. ასე მოხდა ერიქსონის შემთხვევაშიც. იმ ღამეს მილტონი არ გარდაცვლილა. ის გადარჩა და დღითი დღე შეუდგა ძალების მოკრებბასა და აღდგენას. ბიჭმა, რომელიც ლაპარაკითაც კი ვერ ლაპარაკობდა დაავადების გამო, ხმის ტემბრი და ლაპარაკის მანერა თავისი პროფესიის (ჰიპნოზისა და ფსიქოთერაპიის) ერთერთ მთავარ ინსტრუმენტად აქცია.

ერიქსონი ინტიუტიურად, რაღაც მეექვსე გრძნობით ხვდებოდა პაციენტის განცდებს. ხედავდა მის პრობლემის არსს. შემდეგ კი ძალზე ფრთხილად და სათუთად ცდილობდა ამ განცდების შეცვლას. ის გარკვეულ არჩევანს უტოვებდა პაციენტს, თუმცა ძირითადი სტრატეგია მას ყოველთვის წინასწარ ჰქონდა დასახული. ის მართავდა მასთან მისულ ადამიანს, მაგრამ ამას მისთვის სასიკეთოდ აკეთებდა. ხშირად ის თავად ვარდებოდა ჰიპნოტურ ტრანსში, რათა ამგვარი მდომარეობიდან უკეთ გაეგო პაციენტისათვის.

ამგვარი ჰუმანური მიდგომა ჰქონდა კარლ როჯერსსაც. ის საკმაოდ მკაცრ გარემოში გაიზარდა და იცოდა თვითმყოფადობისა და შინაგანი პიროვნული თავისუფლების ფასი. მისი მოსაზრებით, თუ კი ფსიქოლოგი თავის პაციენტს (კლიენტს, როგორც მას როჯერსი უწოდებდა) სათანადო პირობწებს შეუქმნის, ასეთ შემთხვევაში პაციენტი გამოჯანმრთელდება. გაუადვილდება საკუთარი თავის და გარშემომყოფების მიღებაც. მაშ როგორია ეს გარემო? პირველ რიგში ესაა თანაგრძნობა, რომელსაც ფსიქოთერაპევტი იჩენს პახციენტისადმი, შემდეგ უპირობო მიღება, რაოდენ ცუდი თვისებების მატარებელიც არ უნდა იყოს პიროვნება და ბოლოს გულწრფელი ურთიერთობა, როდესაც ფსიქოთერაპევტი პირდაპირდა გულწრფელად გამოხატავს იმას რასაც გრძნობს პაციენტთან ურთიერთობის პროცესში. ზედმეტია იმის თქმა, რომ ამგვარი მიდგომა მხოლოდ სიკეთის მომტანია ადამიანებისათვის, რათგან შეუძლებელია იყო ბოროტი თუ სამივე პირობას ასრულებ. ამგვარ მიდგომას ძალდატანებით ვერ განახორციელებ და ალბათ ვერც ისწავლი, თუ კი ძირფესვიანად არ გამმოიცვალე, ასეთ ადამიანად ალბათ უნდა დაიბადო ან შემდეგ განვითარდე.

კარლ როჯერსი

იმედია გაგაგებინეთ სათქმელი: როგორიც არ უნდა იყოს მიდგომა დირექტიული თუ არადირექტიული, მნიშვნელობა მაინც იმას აქვს თუ რისკენაა მიმართული მოქმედება.

ახლა კი მივუბრუნდეთ NLP–ს და შევხედოთ თუ რა დამოკიდებულება აქვს მას ადამიანისადმი.  თავად სიტყვა “პროგრამირება” უკვე ხელოვნურია. გამოდის ადამიანი არის გარკვეული მანქანა, რობოტი რომელიც შეგიძლია დააპროგრამო, შესაბამისი ბრძანებები ჩადო მასში. NLP–ს მიმდევარი ფსიქოთერაპევტი, იმის მაგივრად რომ დაამყაროს გულითადი კონტაქტი პაციენტთან უნდა იყოს კონცენტრირებყული იმაზე, თუ რომელ მოდალობაში მოქმედებს ეს კონკრეტული პიროვნერბა, უნდა აკონტროლოს თვითოეული თავისი სიტყვა იმგვარად რომ ეს პაციენტის მოდალობას დაემთხვეს და ე.წ. რაპორტი დამყარდეს (მდგომარეობა, როდესაც ექიმი და პაციენტი ინტუიტიურად უგებენ ერთმანეთს). ის რასაც როჯერსი და ერიქსონი ბუნებრივად აღწევდნენ NLP–ში გაშიფრული სახითაა მოწოდებული. თითქოს კარგია, მაგრამ ამავე დროს დამღუპველიცაა. რათგან ვის ხელში ჩავარდება ეს იარაღი, რომლითაც ძალზე მშვიდად შეიძლება მართო ადამიანი, არავინ იცის. არადა NLP–ს წიგნებით გადაჭედილია ბაზარი.

ჩემი აზრით ნეირო–ლინგვისტური პროგრამირების პოპულარობა დაკავშირებულია ჩვენი ეპოქის ტექნოკრატიზაციასთან. ყველაფერი მექანიკური გახდა ჩვენთვის, რამაც გამოიწვია სწორედ ის უამრავი სულიერი კრიზისი რომელიც არის დღეს. რათქმაუნდა ტექნოლოგიზაცია გავრცელდა ადამიანზეც. ახლა უკვე ადამიანის დაპროგრამებაცაა შესაძლებელი. მისი იმგვარად გადაწყობა როგორც მოგვესურვება.

როდესაც ამ პოსტისთვის სურათებს ვეძებდი წავაწყდი რიჩარდ ბენდლერის სარეკლამო ტექსტს, რომელიც თავისივე შემუშავებულ სარელაქსაციო ხმოვან პროგრამას “MindSpa”–ს არეკლამებს:

“35 წელი მივუძღვენი იმას, რომ ადამიანის ტვინი მოსახმარად უფრო ადვილი გამეხადა. ვფიქრობ MindSpa მნიშვნელოვანი ახალი ინსტრუმენტია, რომელიც კარს გვიღებს უკეთესი ხარისხის ცხოვრებისაკენ.

მე ვიყენებ MindSpa–ს ჩემ თავზე… ვიყენებ მას ჩემს კლიენტებზე. შედეგები გამაოგნებელია! უკეთესი სწავლა, ძილი, აზროვნება… ჩამონათვალი შეგვიძლია უსასრულობამდე გავაგრძელოთ. მე განვიზრახე გამოვიყენო ეს ხელსაწყო მეტი შესაძლებლობის, ბედნიერებისა და თავისუფლების შესაქმნელად. “

აი ასეთია რიჩარდ ბენდლერის დაპროგრამებული ბედნიერება.