Thoughts About Death, Life and Humanity

Archive for January, 2011

სიყვარულის ჯალათი – შესავალი (დასაწყისი)

აქ კი მინდა შემოგთავაზოთ შესავალი ირვინ იალომის წიგნიდან “სიყვარულის ჯალათი და სხვა ფსიქოთერაპიული ნოველები.”


წარმოიდგინეთ სურათი: სამასი ან ოთხასი ადამიანი იყოფა წყვილდებად და ერთმანეთს უსვამს მხოლოდ ერთ კითხვას – “რა გსურს შენ?”   რა შეიძლება იყოს ამაზე მარტივი? ერთი კითხვა და პასუხი მასზე. მიუხედავად ამისა მე არაერთხელ დავკვირვებივარ, რამდენად ძლიერ და მოულოდნელ განცდებს იწვევს ეს მარტივი ჯგუფური სავარჯიშო. ზოგჯერ ოთახი ზანზარებს ემოციებისგან. სრულებით ბედნიერი და წარმატებული, კარგად ჩაცმული და არა სასოწარკვეთილი ან უბედური ქალები და მამაკაცები სულის სიღრმემდე შეძრულნი რჩებიან. ისინი მიმართავენ მათ ვინც სამუდამოდ დაკარგეს – გარდაცვლილ ან მიტოვებულ მშობლებს, მეუღლეებს, მეგობრებს: “მე კვლავ მინდა შეგხვდე”, “მე მინდა რომ გიყვარდე”, “მე მინდა რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ და როგორ მწყდება გული, რომ ეს თავის დროზე არ გითხარი”, “მინდა რომ შენ დაბრუნდე, მე ისე მარტო ვარ!”, “მე მინდა ბავშვობა, რომელიც არასდროს მქონია”, “მე მინდა გავხდე ახალგაზრდა და ჯანმრთელი. მინდა ვუყვარდე და პატივს მცემდნენ. მინდა ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონდეს. მინდა რამეს მივაღწიო. მე მინდა ვიყო ძვირფასი სხვებისთვის  ვახსოვდე მათ”.


ამდენი სურვილი, სევდა და ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ გულის სიღრმეში იმალება და მხოლოდ დრო და დრო ამოდის ზედაპირზე. ბედისწერის ტკივილი. არსებობის ტკივილი. ტკივილი, რომელიც ყოველთვის ჩვენთან არის, რომელიც ყოველდღიურობაში იმალება და რომელსაც ასე ადვილად შეგვიძლია შევეხოთ. ნებისმიერი რამ: მარტივი ჯგუფური სავარჯიშო, ხანმოკლე დაფიქრება საკუთარ ცხოვრებაზე, ხელოვნების ნიმუში, ქადაგება, პიროვნული კრიზისი ან დანაკარგი. ყველაფერი ეს გვახსენებს, რომ ჩვენს ყველაზე სანუკვარ ოხცნებებს ასრულება არ უწერიათ. ესეთია მაგალითად,  მუდმივი სიჭაბუკის სურვილი, სურვილი არასდროს დაბერებისა, სურვილი გარდაცვლილთა დაბრუნებისა, ოცნებები იდეალურ სიყვარულზე, სრულ უსაფრთხოებაზე, უდრეკელობაზე, დიდებაზე და თავად უკვდავებაზეც კი.

როდესაც ეს მიუღწეველი ოცნებები იწყებენ ჩვენი ცხოვრების მართვას ჩვენ მივმართავთ ჩვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, რელიგიას, ხანდახან კი – ფსიქოთერაპევტებს. ამ წიგნში მოთხრობილია ათი პაციენტის ამბავი, რომლებმაც მიმართეს ფსიქოთერაპევტს და მკურნალობის პროცესში წააწყდნენ არსებობის ტკივილს. მაგრამ მათ მომმართეს არა ამ ტკივილის. არამედ სრულებით ჩვეული, ყოველდღიური პრობლემების გამო: მარტოობა, საკუთარი თავის ზიზღი, თავის ტკივილები, იმპოტენცია, სექსუალური გადახრები, ჭარბი წონა, გადაღლა, სევდა, ცალმხრივი სიყვარული, ხასიათის ცვალებადობა, დეპრესია. მაგრამ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში (და ყოველთვის ახლებურად) თერაპიის შედეგად მივდიოდით ამ ყოველდღიურ პრობლემათა სიღრმისეულ მიზეზებამდე.

“მე მინდა! მე მინდა!” ისმის ისევ და ისევ ყველა ნოველაში. ერთერთი პაციენტი გამუდმებით ამბობდა: „მე მინდა დავიბრუნო ჩემი გარდაცვლილი, საყვარელი ქალიშვილი“ და ამავე დროს ხელს კრავდა ორ ცოცხალ ვაჟიშვილს. მეორე პაციენტი კი ამტკიცებდა: “მე მინდა მქონდეს სექსი ყველა ქალთან რომელსაც კი ვიცნობ” – იმ დროს, როდესაც მისი სხეულის ყოველ უჯრედს კიბო დაუფლებოდა. მესამე ოცნებობდა: “მე მინდა მყავდეს მშობლები, მქონდეს ბავშვობა, რომელიც არასდროს განმიცდია” და ამ დროს იტანჯებოდა სამი წერილის გამო, რომელთა გახსნასაც ვერაფრით ბედავდა. კიდევ ერთი პაციენტი ქალი ამბობდა: “მინდა ვიყო მუდამ ახალგახზრდა”, ამ დროს კი ის ხანშისესული ქალბატონი გახლდათ, რომელიც ვერაფრით ამბობდა უარს სიყვარულზე მასზე 35 წლით უმცროსი მამაკაცის მიმართ.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფსიქოთერაპიის ძირითად საგანს წარმოადგენს სწორედ ეს არსებობის ტკივილი და არა ჩაკლული ინსტინქტური მისწრაფებანი ან ნახევრადდავიწყებული პიროვნული ტრაგედიები, როგორც თვლიან ხოლმე. მთელი ჩემი პრაქტიკული სამუშაო ეფუძნება ერთ ძირითად მტკიცებულებას. ის გაურკვეველი შფოთვის შეგრძნება, რომელსაც ნებისმიერი პაციენტი განიცდის, გამოწვეულია მისი შეჯახებით ცხოვრების მკაცრ რეალობასთან ანუ არსებობის მოცემულობებთან.

 

კიუბლერ-როსის მოდელი

როგორც უკვე აღვნიშნეთ ელიზაბეტ კიუბლერ-როსმა ადამიანთა სიკვდილზე ფსიქოლოგიური რეაგირების შესწავლის შედეგად ჩამოაყალიბა საკუთარი მოდელი, რომელიც ეტაპობრივად ცვალებადი სტადიებისგან შედეგება. ესენია :

უარყოფა. თავდაპირველად როდესაც ადამიანი გებულობს თავისი ან ახლობლის გარდაუვალი სიკვდილის შესახებ ის ამ ფაქტს უარყოფს. «შეუძლებელია ეს მე დამმართნოდა». როგორც წესი ასეთ დროს ადამიანი გაურბის საუბარს ამ თემაზე ან თუ ვინმე იწყებს სიკვდილზე საუბარს მაშინ ის «ატარებს» მის ნათქვამს, თითქოს არც არაფერი გაუგია ან ღიზიანდება ნათქვამის გამო.

გაბრაზება. თანდათანობით პიროვნება ხვდება რომ ეს მაინც მას დაემართა და ფაქტს ვერ გაექცევა. ასეთ დროს მას ბრაზი იპყრობს. «რატომ არ შეუძლიათ ექიმებს რომ გადამარჩინონ ? ესაა მათი ნაქები მედიცინ და მეცნიერება ?!» ასევე ხშირია ტიპიურია გარდაცვლილი ადამიანის მიმართ: «ეს რა გაბედა, ეს როგორ გააკეთა! როგორ მიმატოვა!»

შევაჭრება. როდესაც ბრაზიც უშედეგო აღმოჩნდება. ადამიანი იწყებს ვაჭრობას. «იქნებ შეძლოთ ჩემი განკურნერბა? მინდა ჩემი შვილის დაბადების დღეს მოვესწრო, იქნებ შეიძლება გავახანგრძლივოთ დრო?» ამ სტადიაზე ადამიანს უკვე ესმის რომ იგი (ან მისი ახლობელი) გარდაიცვლება, მაგრამ სურს გარდაცვალების დრო გადაავადოს.

დეპრესია. საბოლოოდ ადამიანი ხვდება რომ ვერაფერი შეცვლის იმას რაც უწერია და ითრგუნება. ცხოვრება უაზროდ ეჩვენება. ის სასოწარკვწთილებაში ვარდება. არც ბრაზმა და არც ვაჭრობამ არ შედეგი არ გამოიღო, მას თითქოს იმედი აქვს დაკარგული, მაგრამ…

მიღება. …საბოლოო სტადიაზე ის ეგუება თავის ან თავისი ახლობლის ბედს. “მე მოვკვდები, მაგრამ ყველაფერი მაინც წესრიგში იქნება”. ამ დროს ადამიანი ცდილობს მოაგვაროს და გააკეთოს ის საქმეები რაც მისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ესაა სიკვდილის მაკურნებელი ძალა. ადამიანი ხვდება რომ მას თვეები, ან სულაც კვირეები დარჩა და აღარ ცდება სისულელეებზე, ფუჭ განცდებზე. ის სრულებით ახდენს საკუთარ პიროვნული რესურსის მობილიზაციას და დარჩენილი დრო ყველაზე აქტიური შეგრძნებებით და სიცოცხლით აღსავსე ხდება მისთვის, ვიდრე მთელი მისი განვლილი ცხოვრება იყო.

თუმცა ელიზაბეტ კიუნლერ-როსმა ეს სტადიები თავადაპირველად სასიკვდილოდ დაავადებულ პაციენტებთან გამოიყენა, შემდგომში ეს მოდელი გამოყენებულ იქნა მის მიერვე სხვა დანაკლისების დროსაც. სინამდვილეში სიკვდილის ფაქტი იმითაა მძიმე რომ სიკვდილი გვართმევს საყვარელ ადამიანებს, არსებულ შესაძლებლობებს, ჩვეულ ცხოვრებას გვინგრევს და არარსებობაში გადავყავართ. ასევე შეიძლება იმოქმედოს საყვარელ ადამიანთან განშორებამაც, რა მნიშვნელობა აქვს რომ ის ცოცხალია, ის მაინც არაა ჩვენს გვერდით. ანდა სამსახურიდან დათხოვნა, ის გვართმევს მთელ რიგ შესაძლებლობებს, გვირევს სამომავლო ცხოვრებისეულ გეგმებს. ამგვარად ემოციური რეაგირების ეს სტადიები დამახასიათებელია არა მხოლოდ სიკვდილზე რეაგირებისთვის, არამედ ნებისმიერ იმ სიტუაციისთვის რომელიც მძიმე და მნიშვნელოვან დანაკლისთანაა დაკავშირებული.

ჰუმანისტურ-ექზისტენციალური მიმდინარეობა ფსიქოთერაპიაში (ნაწილი მეორე)

იმის და მიუხედავად რომ ექზისტენციალური (ადამიანის არსებობასთან დაკავშირებული) საკითხები უძველესი დროიდან აწუხებდათ კაცობრიობის გამოჩენილ მოაზროვნეებსა და მეცნიერებს, ფსიქოთერაპიაში ამ საკითხმა მხოლოდ მეოცე საუკუნის 40-50-იან წლებიდან დაიწყო განვითარება ჰუმანიზმთან ერთად. სხვადასხვა ფსიქოთერაპევტი ყურადღებას ამახვილებდა არსებობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. ასე მაგალითად ელიზაბეტ კიუბლერ-როსმა (1926-2004) შეისწავლა ადამიანის ემოციურ-ფსიქოლოგიური რეაქციები საკუთარ ან ახლობლის მოსალოდნელ სიკვდილთან დაკავშირებით. შემდგომში მან ჩამოაყალიბა კიდეც მოდელი, რომელსაც მისი სახელი ეწოდა. ელიზაბეტი დადიოდა ონკოლოგიურ კლინიკებში და კითხვარს ავსებინებდა მომაკვდავ პაციენტებსა და მათ ახლობლებს. მას ამისთვის მეტსახეკლიც კი შეარქვეს – “დეიდა სიკვდილი.”

ელიზაბეტ კიუბლერ-როსი

ავსტრიელმა ფსიქოთერაპევტმა ვიქტორ ფრანკლმა (1905-1997) შექმნა თავისი ლოგოთერაპია. რომელიც ფსიქიური აშლილობის უმთავრეს მიზეზად ადამიანის ცხოვრებაში საზრისის არარსებობას ასახელებდა. ფრანკლის აზრით თუ ადამიანს აქვს რაღაც რისთვისაც უნდა იცხოვროს ის ყოველთვის შეძლებს ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვას თავად ფრანკლყ როგორც გერმანელი ებრაელი ჰიტლერის რეჟიმის დროს საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა, ძალზე მძიმე სიტუაციაში. მაგრამ მან შეამჩნია რომ თუ კი ადამიანს აქვს სულ მცირე არჩევანის საშუალება მაინც (მაგალითად დღეს მხოლოსდ წყალი დალიოს თუ შავი პურის ყუაც მიაყოლოს) მაშინ ის არ ვარდება სასოწარკვეთილებაში და კიდევ შეუძლია გაუმკლავდეს მძიმე მდგომარეობას. თავად ფრანკლს ამ პირობებში გააძლებინა აზრმა, რომ მან აუცილებლად უნდა დააღწიოს თავი საკონცენტრაციო ბანაკს, რათა შემდეგ თავისი გამოცდილება გაუზიაროს სხვებს. მან ეს მოახერხა კიდეც, სწორედ ამ განცდებზე და აზრებზე არის დამყარებული მის მიერ შექმნილი ლოგოთერაპია.

ვიქტორ ფრანკლი

კიდევ ერთი ამერიკელი ფსიქოთერაპევტი როლლო მეი (1909-1994) აქცენტს თავისუფლების სიძნმელეზე აკეთებდა. ის სამართლიანად მიიჩნევდა რომ თავისუფლება აუცილებლად პიროვნების მიერ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებასთანაა დაკავშირებული. სწორედ ეს პასუხისმგებლობის აღების აუცილებლობა იწვევს ადამიანში შფოთვის შეგრძნებას ან დეპრესიულ შეტევებს. ნებელობით ქმედებას მეი განიხილავდა როგორც ადამიანის უნარს გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვწეტილებები.

როლლო მეი

მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე უფრო სრულყოფილად ექზისტენციალური ფსიქოთერაპიიის არსი ჩამოაყალიბა რუსულ-ებრაული წარმოშობის ამერიკელმა ფსიქოთერაპევტმა და ფსიქიატრმა ირვინ იალომმა (დაიბადა 1931 წელს). ის თვლის რომ სხვადასხვა ფსიქიური აშლილობა ან ფსიქოლოგიური პრობლემა ვითარდება ადამიანის შეჯახების შედეგად ე.წ. “არსებობის მოცემულობებთან.” იალომმა გამოყო ოთხი ამგვარი მოცემულობა: 1. ჩვენი და ჩვენი ახლობლების გარდაუვალი სიკვდილი, 2. ყოვლისმომცველი ექზისტენციალური მარტოობა, რომელიც იალომის აზრით საუკეთესოდ გამოიხატება ფრაზაში: “ჩვენ მარტონი ვიბადებით და მარტონი ვკვდებით”, 3. თავისუფლება რომელიც გამუდმებულ არჩევანის გაკეთებასთან და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებასთანაა დაკავშირებული (აღსანიშნავია რომ იალომი როლლო მეის მოწაფე, პაციენტი და უმცროსი მეგობარი გახლდათ), და 4. ცხოვრების საზრისთან დაკავშირებული პრობლემები.

ირვინ იალომი

განსაკუთრებული წვლილი ირვინ იალომმა ადამიანის სიკვდილისადმი დამოკიდებულების შესწავლაში შეიტანა. ის სიკვდილს ორ მთავარ მნიშვნელობას ანიჭებს: ერთისმხრივ, სიკვდილის გარდაუვალობის განცდა შესაძლოა გახდეს სხვადასხვა ფსიქიური აშლილობის მ,იზეზი. ნებისმიერი შფოთვითი აშლილლობა თუ ფობია შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სიკვდილის შიში. გარდა ამისა, ცხოვრების მანძილზე ადამიანი გარდაუვლად ხვდება მოვლენებსა და სიტუაციებს რომლებიც მას სიკვდილს ახსენებენ. ესეთებია – სკოლის ან უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება, საყვარელ ადამიანთან განშორება, სამსახურიდან დათხოვნა ან პენსიაზე გასვლა და ა.შ. მეორესმხრივ კი სიკვდილის გარდაუვალობის გაცნობიერებამAშესაძლოა ადამიანი უფრო ძლიერი და, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, სიცოცხლით სავსე გახადოს.  მართლაც თუ კი ჩვენ გამუდმებით გავიაზრებთ რომ უნდა მოვკვდეთ და თანაც არავინ იცის როდის მოხდება ეს, მაშინ აღარ დაგვრჩება დრო “წვრილმან სისულელეებზე,” მათ შორის ნევროზსა და დეპრესიაზე. გარდაუვალი მოკვდავობის განცდა აწვრილმანებს ყველანაირ სხვა განცდას და სულ სხვა კუთხიდან შეგვახედებს ცხოვრებას. თავისი მოსაზრებები იალომმა მოკლე სენტენციაში გადმოსცა: “თუ სიკვდილის ფაქტი ფიზიკურად გვანადგურებს, მაშინ სიკვდილის იდეას შეუძლია გადაგვარჩინოს.” სიკვდილის გარდაუვალობის გაცნობიერება გვეხმარება მოქმედებს დანარჩენ მოცემულობებთან დაკავშირებული პრობლემების გადალახვაში: ჩვენ გვეძლევა მეტი ძალა, რომ გავაკეთოთ თავისუფალი არჩევანი, რადგანაც სიკვდილის წინაშე პასიურად ყოფნაც უკვე თავისთავად არჩევანია, ასეთ დროს ადამიანი ირჩევს არჩევნის გაუკეთებლობას და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაკარგვას. ასევე არ გვრჩება დრო თვითშეცოდებისთვის და იმაზე წუწუნისათვის თუ რა მარტოსულები ვართ ჩვენ ამ სამყაროში და როგორ გვინდა ვითღაც იყოს ჩვენს გვერდით. აუცილებელია გავიაზროთ მარტოობის პარადოქსი – იმის და მიუხედავად რომ ჩვენ მართლაც მარტონი ვართ ექზისტნციალური თვალსაზრისით, ანუ მართლაც მარტონი ვიბადებით და მარტონი ვკვდებით, ამის და მიუხედავად ჩვენ შეგვიძლია არ ვიყოთ მარტონი ან ვიყოთ მაგრამ არა სრულებით, ამაში არაფერია საშინელი. ჩვენს გვერდით არიან ადამიაბნები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენთვის ბევრი რამის გაკეთება და ჩვენც შეგვიძლია ბევრი რამის გაკეთება მათთვის. ეს განწყობა გადმოსცა იალომის ერთერთმა პაციენტმა, რომელმაც თქვა: “თუმცა მარტო იმყოფები ნავში, მაინც გსიამოვნებს, როდესაც ხედავ შუქს მეზობელი ნავებიდან.”

ასევე მძაფრდება ცხოვრების საზრისის განცდაც. ადამიანი ისწრაფვის რაც შეიძლება მეტი კარგი და მნიშვნელოვანი გააკეთოს, არ იჯდეს ფარ-ხმალ დაყრილი და ხელებ-ჩამოშვეუბული. სწორედ ამაში ხედავს იალომი სიკვდილის გარდაუვალობასთან გამკლავების საშუალებას. თუ ადამიანი ცხოვრების განმავლობაში გააკეთებს კარგს, გადასცემს სხვებს თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რაც დაეხმარებათ მათ შემდგომში აღარ გაიმეორონ ის შეცდომები რაც მან დაუშვა და ამგვარად გაუადვილებთ მათ ცხოვრებას. ასევე ექზისტენციალიზმი ეხმიანება ჰუმანისმს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პიროვნების თვითრეალიზებას. მთავარია ადამიანმა სრულად განავითაროს და გამოიყენოს მასში არსებული რესუერსი. იალომს ამ კუთხით ემანუილ კანტის შემდეგი სიტყვები მოჰყავს: “რაც უფრო კმაყოფილია ადამიანი თავისი ცხოვრებით, მით უფრო ნაკლებად ეშინია მას სიკვდილის.” ალბათ ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ცოტა ხნით მაინც მოვწყდეთ ხოლმე ყოველდღიურ საზრუნავს და დავფიქრდეთ რისთვის ვცხოვრობთ, რა არის ჩვენი არსენობის მიზანი? რა არის ჩადერბული ჩვენში, რაც შეგვიძლია განვავითაროთ და რა შეგვიძლია გავაკეთოთ სხვებისთვის? ასეთ შემთხვევაში ჩვენ აღარ დაგვრჩება დრო პრობლემებისთვის. მათ ადგილს განსახორციელებელი მიზნები და განსავითარებელი უნარები დაიკავებენ.

 

ჰუმანისტურ-ექზისტენციალური მიმდინარეობა ფსიქოთერაპიაში (ნაწილი პირველი)

მივადექით, როგორც იტყვიან, ბოლოს : ) მინდა გაგაცნოთ ჰუმანისტურ-ექზისტენციალური მიდგომა ფსიქოთერაპიასა და ფსიქოლოგიაში. ამ მიმდინარეობას სხვაგვარად “მესამე ძალასაც” უწოდებენ, რადგან ის თავის დროზე დაუპირისპირდა ერთისმხრივ ფსიქოანალიზს,  მეორესმხრივ კი კოგნიტურ-ბიჰევიორულ სკოლას და ადამიანის ბუნებასთან არსობრივად განსხვავებული მიდგომა ჩამოაყალიბა.  უნდა გამოვტყდე და ეს მიმართულება ყველაზე ახლოა ჩემთვის, ამიტომაც მინდა უფრო დაწვრილებით შევჩერდე მასზე. პიერველ რიგში მინდა მოგიყვეთ ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთერთ ფუძემდებელზე კარლ როჯერსზე და მის თეორიაზე.

კარლ როჯერსი

XX საუკუნის 50-იან წლბში კარლ როჯერსმა (1902-1987) ჩამოაყალიბა ე.წ. კლიენტზე ორიენტირებული თერაპია. მისი თეორიის ძირითადი დებულება გახლდათ ის რომ ნერბისმიერ ადამიანს ინსტიქტურ-ინტუიციურ დონეზე აქვს უნარი განსაზღვროს თუ რა სურს, რისთვის ცხოვრობს, რა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები გააჩნია და ა.შ. ადამიანის ამ თვისებას როჯერსმა “ორგანიზმული შეფასებითი პროცესი” უწოდა. მასზე დაყრდნობით ჰარმობიულად განვითარებული პიროვნება ცდილობს საკუთარი თავის რეალიზებას. თუ ფსიქოანალიზში წამყვან მამოძრავებელ ძალად მიიჩნეოდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები (ე.წ. დრაივების თეორია), ხოლო კოგნიტურ ფსიქოლოგიასა და ბიჰევიორიზმში აქცენტი სააზროვნო კონსტრუქტებსა და რეფლექსებზე კეთებოდა, მაშინ ჰუიმანისტურ ფსიქოლოგიაში აქცენტი თვითაქტუალიზაციაზე გაკეთდა. შესაბამისად ფსიქოლოგიური პრობლემები, ნევროზი იქნება ეს დეპრესია თუ სხვა რაიმე აშლილობა, როჯერსის აზრით ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს თავისი პიროვნების სათანადო რეალიზებას. ხელს ამაში გვიშლიან ის დამოკიდებულებები და სტერეოტიპები, რომლებიც ჩვენში აღზრდის პროცესში იდება. საქმე იმაშია რომ ნებისმიერ მშობელს თუ აღმზრდელს მიაჩნია რომ მან საუკეთესოდ იცის თუ რა სურს და რა სჭირდება მის აღსაზრდელს, მის ბავშვს. არადა ხშირად ეს წარმოდგენები რეალობისგან შორსაა ხოლმე. ამგვარად “ჩლუნგდება” ორგანიზმულ-შეფასებითი პროცესი და ყალიბდება ე.წ. იდეალური “მე”, რომელიც განსხვავდება რეალური “მე”-სგან. თუ ეს განსხვავება საგრძნობია, მაშინ ვითარდება არაბუნებრივი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც საბოლოო ჯამში ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე მივყავართ.

მეოცე საუკუნის 50-იან წლბში კარლ როჯერსმა (1902-1987) ჩამოაყალიბა ე.წ. კლიენტზე ორიენტირებული თერაპია. მისი თეორიის ძირითადი დებულება გახლდათ ის რომ ნერბისმიერ ადამიანს ინსტიქტურ-ინტუიციურ დონეზე აქვს უნარი განსაზღვროს თუ რა სურს, რისთვის ცხოვრობს, რა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები გააჩნია და ა.შ. ადამიანის ამ თვისებას როჯერსმა “ორგანიზმული შეფასებითი პროცესი” უწოდა. მასზე დაყრდნობით ჰარმობიულად განვითარებული პიროვნება ცდილობს საკუთარი თავის რეალიზებას. თუ ფსიქოანალიზში წამყვან მამოძრავებელ ძალად მიიჩნეოდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები (ე.წ. დრაივების თეორია), ხოლო კოგნიტურ ფსიქოლოგიასა და ბიჰევიორიზმში აქცენტი სააზროვნო კონსტრუქტებსა და რეფლექსებზე კეთებოდა, მაშინ ჰუიმანისტურ ფსიქოლოგიაში აქცენტი თვითაქტუალიზაციაზე გაკეთდა. შესაბამისად ფსიქოლოგიური პრობლემები, ნევროზი იქნება ეს დეპრესია თუ სხვა რაიმე აშლილობა, როჯერსის აზრით ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს თავისი პიროვნების სათანადო რეალიზებას. ხელს ამაში გვიშლიან ის დამოკიდებულებები და სტერეოტიპები, რომლებიც ჩვენში აღზრდის პროცესში იდება. საქმე იმაშია რომ ნებისმიერ მშობელს თუ აღმზრდელს მიაჩნია რომ მან საუკეთესოდ იცის თუ რა სურს და რა სჭირდება მის აღსაზრდელს, მის ბავშვს. არადა ხშირად ეს წარმოდგენები რეალობისგან შორსაა ხოლმე. ამგვარად “ჩლუნგდება” ორგანიზმულ-შეფასებითი პროცესი და ყალიბდება ე.წ. იდეალური “მე”, რომელიც განსხვავდება რეალური “მე”-სგან. თუ ეს განსხვავება საგრძნობია, მაშინ ვითარდება არაბუნებრივი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც საბოლოო ჯამში ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე მივყავართ. შესაბამისად, პრობლემის თავიდან აცილება ან უკვე არსებული პრობლემის მოგვარება უნდა მოხდეს იმგვარი თბილი და დაცული ატმოსფეროს შექმნით, რომელშიც პიროვნება შეძლებს სრულყოფილად გამოხატოს თავისი თავი. იმის გარეშე რომ შეეშინდეს დასჯის ან აკრძალვის. ან იმის რომ ამის შედეგად მას ცუდ ადამიანად ჩათვლიან და აღარ მოინდომებენ მასთან ურთიერთობას, აღარ ეყვარებათ იგი. როჯერსი სწორედ ამგვარ სითბოთი და სიყვარულით სავსე გარემოს უქმნიდა თავის პაციენტებს. თერსპიულ პროცესს ის განიხილავდა როგორც უბრალო ურთიერთობას ორ ადამიანს შორის, რომელთაგანაც ერთრთი (და არაყოველთვის პაციენტი) იმყოფება შედარებით უფრო ცუდ, დისჰარმონიულ სულიერ მდგომარეობაში ვიდრე მეორე. თავდაპირველად როჯერსმა ფსიქოანალიტიკური განათლება მიიღო და კლასიკური ფსიქოანალიზით იყო დაკავებული. ერთხელაც როდესაც ის ფსიოქოანალიზის მეშვეობით პირომანიით შეპყრობილ ბიჭს მკურნალობდა მან იგრძნო რომ თითქოსდა სრულებით მართებული და ლოღიკური ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაციების და მიუხედავად, რომელთაც ის თავის პაციენტს აწვდიდა და რომელთა მიხედვითაც მუშაობდა მასთან, ის მაინც ვერ წვდებოდა ბოლომდე პაციენტის შიონაგან სამყაროს და თერაპიაც ამის გამო ფაქტიურად არ იძვროდა წინ. როჯერსმა გადაწყვიტა თავი დაენებებინა შაბლონური ინტერპრეტაციებისთვის და პაციენტს მეტი თანაგრძნობით, უფრო სწორედ თანაგანცდით (ემპათიით) მისდგომოდა. ეცადა მისი თვალით შეეხედა სამყაროსათვის, გაეთავისებინა პაცვიენტის წარმოდგენები და განცდები, და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა შეაბამისი ინტერპრეტაცია თუ რაიმე სხვა სახის უკუკავშირი. ამისთვის კი მას უპირობოდ უნდა მიეღო პაციენტის პირობვნება და თვიოთონაც გულწრფელი უნდა ყოფილიყო მასთან ურთიერთობისას. სწორედ ამ სამ პრინციპს, ემპათიას, უპირობო დადებით მიღებასა და კონგრუენტულობას (გულწრფელ დამოკიდებულებას) ეყრდნობა კლიენტ-ცენტრირებული თერაპია. ამ სამ პრინციპს სხვაგვარად “როჯერსის ტრიადასაც” უწოდებენ.

თერაპიის პროცესში როჯერსი ცსდილობდა ეგრძნო და თავადვე გამოეხატა პაციენტის განცდები და აზრები, ოღონდ უკვე თავისებურად, ასე ვთქვათ, დაებრუნებვინა პაციენტისთვის მისი ემოცია. გარდა ამისა როჯერსი სხვა სიტყვებით უმეორებდა პაციენტს მისივე ნათქვამს, იმგვარად რომ შემდეგ პაციენტი თავადვე აკეთებდა გარკვეულ დასკვნებს. გარდა ამისა თერაპიის პროცესში ხდებოდა ე.წ. ფარული ემოციების გამოხატვაც თერაპევტის მხრიდან. ეს კი ამ ფარული ემოციების გაცნობიერებასა და “გადახარშვას” უწყობს ხელს. AM ამ ყველაფრის შედეგად პაციენტი უკეთ ერკვევა საკუთარ თავში, უკეთ ღებულობს საკუთარ თავს და უფრო ჰარმონიულ ურთიერთობებს ამყარებს გარშემომყოფებთან. გასაგები და ბუნებრივია, რომ ასეთ ჰასრმონიულ სულიერ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ნაკლებად გაუჩნდება ესა თუ ის ფსიქოლოგიური პრობლემა, მითუმეტეს, ნევროზი ან სხვა რაიმე ფსიქიური აშლილობა.

ABC – მარტივად მართეთ თქვენი ემოციები

კარგახნის დუმილის შემდეგ მინდა განვაახლო/განვაგრძო ფსიქოთერაპიულ მეთოდთა და სკოლათა მიმოხილვა და სანამ შეპირებულ “ახალ ფსიქოანალიოზზე” გადავალ, მინდა შემოგთავაზოთ ფსიქოანალიზის შემდგომ მეორე, კოგნიტურ-ბიჰევიორული მიმდინარეობა ფსიქოთერაპიასა და ფსიქოლოგიურ კონსულტირებაში. ეს მმართულება ფსიქოანალიზის სრულ ანტიპოდს წაერმოადგენს და აქცენტს სიღრმისეული ქვეცნობიერი განცდების მაგიერ რაციონალურ აზროვნებაზე აკეთებს. ამ სკოლის არსს ჩემი აზრით საუკეთესოდ გამოხატავს ამერიკელი ფასიქოლოგის, ალბერტ ელისის მიერ შემუშავებული ე.წ. ABC-მოდელი, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს აწარმოოს თვითდაკვირვება და ფსიქოთერაპევტთან ერთად ეფექტურად გაუმკლავდეს არსებულ პრობლემებს.

ABC-მოდელი როგორც ვხედავთ მოიცავს სამ ელემენტს ეს არის A – რაიმე მოვლენა ან სიტუაცია, რომელიც მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე, ჩვენს განცდებზე და იწვევს გარკვეულ ემოციურ პასუხს – C-ს. მაგრამ რატომ ხდება, რომ სხვადასხვა ადამიანები ერთსა და იმავე სიტუაციაში სხვადაგვარად რეაგირებენ? ეს უკვე დამოკიდებულია მესამე, B ელემენტზე, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ აზრს, დამოკიდებულებას თუ განწყობას, რომელიც ამ კონკრეტულ ადამიანს გააჩნია ამ კონკრეტული მოვლენისადმი. მაგალითად, ქალს როგორც წესი სიამოვნებს საყვარელი მამაკაცისგან ნათქვამი კომპლიმენტი. შეგვიძლია ვიავარაუდოთ, რომ ქალის ამგვარ რეაქციას იწვევს აზრი: “მე მინდა ვიყო სასურველი და მნიშვნელოვანი ჩემი ქმრისთვის.” ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში მას უთუოდ დადებითი ემოციური რეაქცია ექნება კომპლიმენტზე, მაგრამ მოდით წარმოვიდგინოთ რომ ქალს, რატომღაც, არ აინტერესებს თუ რამდენად სასურველი და მნიშვნელოვანია იგი ქმრისთვის არამედ მიაჩნია რომ “ქმარმა უნდა მატერიალურად უზრუნცველყოს ოჯახი და გაანებივროს ძვირადღირებული საჩუქრებით” ასეთ შემთხვევაში ადვილი მისახვედრია რომ ქალი არაფრად ჩააგდებს “ცარიელ სიტყვას”, კომპლიმნტს, თუ კი მას არ მოყვა ძვირადღირებული საჩუქარი. ან კიდევ წარმოვიდგინოთ რომ ქალი ფიქრობს არა: “მე მინდა ვიყო სასურველი და მნიშვნელოვანი ჩემი ქმრისთვის,” არამედ “მე აუცილებლად უნდა ვიყო სასურველი და მნიშვნელოვანი ჩემი ქმრისთვის, სხბვაგვარად მე ბედნიერი ვერ ვიქნები”. ასეთ დროს შესაძლოა ქალს ნათქფვამმა კომპლიმრნტმა არ დააკმაყოფილოს ან მან იწუწუნოს რომ ქმარი იშვიათად ეუბნება კომპლიმრნტებს, ფაქტიურად არ აქცევს მას ყურადღებას და ა.შ.
ალბერტ ელისის აზრით სწორედ ამ დამოკიდებულებებსა და აზრებში დევს პრობლემათა სათავე. ის გამოყოფს დაშვებათა (აზრთა, დამოკიდებულებათა) ორ ტიპს. პირველ შემთხვევაში ადამიანის დამოკიდებულება სიტუაციისადმი გამოიხატება ფრაზაში “კარგი იქნებოდა რომ…” ან “კარგი იქნება თუ…” ეს რაციონალური, გაწონასწორებული დაშვებებია. ამ შემთხვევაში ადამიანი საკმაოდ მყარად დგას ფეხზე და კატასტროფულად არ განიცდის თუ კი მისი წარმოდგენის საპირისპირო რამ მოხდება. დაშვებათა მეორე ტიპი, რომელიც პასუხისმგებელია ფსიქოლოგიურ პრობლემათა წარმოქმნაში ასე ჟღერს “თუ ესა და ეს არ მოხედბა დავიღუპები” “აუცილებლად ასე უნდა მოხდეს, თორემ…” და ა.შ. აქ გადამწყვტი მომენტია ის რომ “მინდა”-ს და “კარგი იქნება”-ს ცვლის “აუცილბლად უნდა.” ასეთ სიტუაციაში კი გასაგებია, რომ ადამიანი ძალზე მწვავედ განიცდის წატუმატებლობას ან სხვა რაიმეს რაც ისე არაა როგორც მას წორად და აუცილებლად მიაჩნია.

 

ელისის მოდელის სქემა

ალბერტ ელისმა შეიმუშავა მეთოდების მთელი ჯგუფი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამგვარი არარაციონალური, პრობლემერური დაშვებების გამოაშკარავება და შეცვლა. თავდაპირველად საზღვრავენ A-ს და C-ს, ანუ იმას თუ რა სიტუაცია რა ემოციურ რეაქციას იწვევს ადამიანში. შემდეგ კი გადადიან უკვე B-ს დაზუსტება/განსაზღვრაზე. პაციენტს ეკითხებიან თუ რა აზრები უჩნდება მას კონკრეტულ პრობლემურ სიტუაციაში, რასაც შემდეგ აღნიშნულ ემოციურ რეაქციამდე მივყავართ. აზუსტებენ რამდენად თავდაპირველია ესა თუ ის აზრი, თუ მის უკან დგას კიდევ სხვა რამ.  შემდეგ მას უხსნიან პრობლემის არსს, აკეთებენ სხვადასხვა შედარებებს რომელთა საშუალებითაც ნათელი ხდება განსხვავება ჩვეულ და პრობლემურ დაშვებებს, “კარგი იქნებოდა”-ს და “აუცილებლად უნდა”-ს შორის. იმის შემდეგ რაც პაციენტისთვის გასაგები ხდება პრობლემის არსი, იწყება მუშაობა უკვე უშვალოდ ირაციონალური (პრობლემური) დაშვებების შეცვლაზე. ამისათვის კი გამოიყენება პირველ რიგში დისკუსიის მეთოდი. დისკუსია ხდება თავდაპირველად ფსიქოთერაპევტთან, შემდგომ კი პაციენტი სწავლობს ამგვარ დისკუტირებას საკუთარ თავთანაც, რაც საბოლოოდ ეხმარება მას მომავალში აიცდინოს პრობლემები ან თუ ისინი მაინც გაჩნდნენ მას უკვე ეცოდინება როგორ ებრძოლოს მათ. თუმცა მხოლოდ გონების დონეზე მუშაობა არ კმარა. ადამიანმა ემოციურად, გულითაცც უნდა მიიღოს სწორი, რაციონალური დაშვებები, რომლებსაც ის თავად ირჩევს ირაციონალურის სანაცვლოდ. ამისთვის კი გამოიყენება ისეთი მთოდები როგორიცაა წარმოსახვითი ვარჯიშები – პაციენტს სთავაზობენ წარმოიდგინოს პრობლემური სიტუაცია და წარმოისახოს თუ როგორ იმოქმედებდა იგი ამ სიტუაციაში უფრო სწორი დაშვებებიდან გამომდინარე, რას იტყოდა რას გააკეთებდა. ასევე ხშირად გამოიყენება იუმორი. რაც საშუალებას აძლებს პაციენტს გვერდიდან შეხედოს თავის პრობლემას. შესაძლოა მოხდეს როლების გაცვლაც თერაპევტსა და პაციენტს შორის და პაციენტი ცდილობდეს საკუთარი დაშვებების უარყოფას, ხოლო თრაპევტი იცავდეს მათ.
როსდესაც ადამიანი მიიღებს სწორ დაშვებებს გულითა და გონებით, საჭირო ხდება ამ დაშვებების ქცევის დონეზე, რეალობაში განხორციეკლება. ამისთვის კი მას ეძლევა გარკვეული სავარჯიშოები, რომლებიც ძირითადში გულისხმობენ პრობლემურ სიტუაციასთან კონფრონტაციას და სწორი ქცევის გამომისავებას. აღსანიშნმავია რომ ამგვარი კონფრონტაციული მეთოდი ელისმა თავად გამოიყენა საკუთარ თავზე. მას ჰქონდა ქალებთან ურთიერთობის შიში. მან მიზნად დაისახა ერთი თვის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ პარკში გაეცნო 100 ქალბატონი, იმის და მიუხედავად თუ რა შედეგით დასრულდებოდა ეს ყველაფერი. ერთი თვის შემდეგ მას ფაქტიურად გაუქრა ქალებთან ურთიერთობის შიში და მან გაცილებით უფრო თავდაჯერებულად იგრძნო თავი.

ალბერტ ელისი

აღსანიშნავია რომ ელისი ბუნებით საკმაოდ ძლიერი პიროვნება იყო. მან ცხოვრებაში ბევრი გაჭირვება და პრობლემური პერიოდი გადაიტანა. მაგრამ შეძლო მათთან გამკლავება თავისი მტკიცე, რაციონალური მიდგომის წყალობით. სწორედ ამ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა მისი თეორიისა და მკურნალობის მეთოდების ჩამოყალიბებაზე. თუმცა ამ გარემოებას თავისი უარყოფითი მხარეც გააჩნია. ელისი თითქოს არც კი ეკითხება პაციენტს თუ რა მიაჩნია თავად მას სწორად ან არასწორად და პირდაპირ ახვევს თავის აზრს. ამგვარი მიდგომა ქმნის პაციენტთან გაუცხოების საშიშროებას. უნდა ვაღიაროთ რომ ცალკეული მიდგომები ელისის თეორიაში საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ აუცილებელია მათი შესაბამისი გამოყენება. ყველა შემთხვევიაში ამგვარმა მიდგომამ შესაძლებელია არ იმუშაოს. ამიტომაც საჭიროა უფრო ეკლექტური მიდგომის გამომუშავება. როგორც ექზისტენციალური ფსიქოთერაპიის ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ირვინ იალომი იტყოდა: “შექმენით თვითოეული პაცვიენტისთვის ცალკე თერაპია.”