“დედიკოს ბიჭები” და “მამიკოს გოგოები”
მაშ ასე, განვაგრძოთ საუბარი ჩვენს საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ. ამ პოსტში ყურადღებას გავამახვილებ ამ ურთიერთობების იმ თავისებურებებზე, რომლებიც ქართველ ბატონებსა და ქალბატონებს ბავშვობიდანვე უყალიბდებათ. ვფიქრობ ბატონი ზიგმუნდ ფროიდი ცოცხალი რომ იყოს და წარმოდგენა ჰქონდეს ქართულ ეთნოფსიქოლოგიურ თავისებურებებზე, უზომოდ ბედნიერი იქნებოდა, რათგან თავისი თეორიის უტყუარ დასაბუთებას ნახავდა. ეს კი მისთვის ძალზე მნიშვნერლვანი მომენტი იყო ყოველთვის. თუ კი ბიოგრაფიული ცნობებით ვიმსჯელებთ.
ფროიდის თეორიას უთუოდ თავისი მინუსები აქვს და მთავარი მინუსი არის პანსექსუალიზმის პრინციპი ანუ „ყველაფერი სექსიდან გამომდინარეობს“. ეს თავისთავად მცდარი წარმდგენაა, რადგან ადამიანი ძალზე რთული არსებაა და შესაბამისად ვერ იქნება ესე ერთმნიშვნელოვნად განპირობებული. მაგრამ რაც შეეხება სქესთაშორის ურთიერთობებს და სხვა ფსიქოსექსუალურ საკითხებს, ამ მხრივ ფროიდმა ნამდვილად დიდი წვლილი შეიტანა. კერძოდ მისი აზრით (რაც შემდგომში სექსოლოგების მიერაც იქნა დადასტურებული) ადამიანს იდეალური პარტნიორის შესახებ წარმოდგენა და მისადმი ლტოლვა (არამხოლოდ სექსუალური არამედ ზოგადად ემოციური და საერთოდ ადამიანური!) უყალიბდება საპირისპირო სქესის მშობელთან ურთიერთობის საფუძველზე. ბიჭებისთვის ესაა დედა, ხოლო გოგონებისთვის მამა. აქვე მინდა მკაცრად გავუსვა ხაზი იმ ფაქტს რომ ბავშვური სექსუალურობა მკვეთრად განსხვადება ზრდასრული სექსუალურობისგან და ამიტომაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმაზე საუბარი რომ ეს ურთიერთობები რაიმენაირად არის ინცესტუოზური. საქმე უფრო იმაშია, რომ ხშირად სწორედ ის ურთიერთობის სტილი, რომელიც ყალიბდება საპირისპირო სქესის მშობელსა და ბავშვს შორის, განაპირობებს შემდგომში პიროვნების ურთიერთობის სტილს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. ხშირად ადამიანს გადმოაქვს ის თამაში რომელსაც ის ბავშვობაში თამაშობდა დედასთან ან მამასთან იმ ურთიერთობებში რომელიც მას ზრდასრულ ასაკში აქვს ქალთან ან მამაკაცთან.
მოდით შევხედოთ თუ რა ხდება ამ მხრივ ჩვენს ქართულ რეალობაში? ამისთვის კი გამოვყოფ დღევანდელობისთვის დამახასიათებელ ქართველი მამაკაცის ტიპაჟს, რომელსაც “დედიკოს ბიჭს” დავარქმევ, და თანამედროვე ქართველი ქალის ტიპს, რომელსაც შესაბამისად „მამიკოს გოგოს“ ვუწოდებ. ეს ტიპაჟები მე ჩამოვაყალიბე როგოპრც ჩემს პაციენტებთან ურთიერთობისა და მუშაობის შედეგად, ასევე პირადი ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე. დავიწყებ „დედიკოს ბიჭის“ ფენომენით.
თავდაპირველად ვთქვათ თუ როგორი პიროვნული თავისებურებების მქონეა დედა ამ სიტუაციაში. „დფედიკოს ბიჭის“ დედა როგორც წესი უბედური ქალია, რომელსაც პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა და არაა პიროვნულად რეალიზებული. ერთადერთი რაც მას აქვს ესაა მისი ვაჟია, რომელიც მისი ერთადერთი თუ არა ერთერთი ძირითადი საზრისია ცხოვრებაში. ბუნებრივია რომ ბავშვი ნებისმიერი ქალისთვის უდიდეს მნიშვნელობას ატარებს, მაგრამ ამ შემთხვეაში ეს ყველა ზღვარს სცილდება და პათოლოგიურ ხასიათს იძენს. „დედიკოს კაბაზე გამოკერებული“ ბიჭი (მამაკაცი) კი ყველაფერში უჯერებს დედას, მის გარეშე უჭირს დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმა, მთლიანად დამოკიდებულია მასზე. ეს სრული პასიურობის პოზიციაა, რომელიც აქტიურობასა და ინიციატივიანობას ახშობს. არადა სწორედ ესაა კაცური ფსიქოლოგიის ერთერთი მთავარი კომპონენტი. (მომავალში ამ საკითხზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ). აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო Pink Floyd-ის ცნობილი კომპოზიცია Mother სადაც სწორედ ამგვარი ფენომენია გადმოცემული:
Mother do you thik she’s good enough for me? Mother do you think she’s dangerous? Tell me... Mother will she tear your little boy apart? Oh, mother will she break my heart? Hush now baby, baby don’t you cry Mama’s gonna check out all your girlfriends for you Mama won’t let anyooonne dirty get through Mama’s gonna wait up until you get in Mama will always find out where you been Mama’s gonna keep baby healthy and clean
როდესაც დედიკოს ბიჭი იზრდება ხშირად მას პროტესტი უჩნდება დედის მიმართ, უფრო სწორედ დედის დიქტატურის მიმართ. მაგრამ სამწუხაროდ ესეც არ ათავისუფლებს მას. ასე თუ ისე ის მაინც დამოკიდებული რჩება დედაზე. რადგან ცდილობს დაუმტკიცოს მას რამდენად ზრდასრულია და თავად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, რომ ის უკვე საკმაოდ გაიზარდა და დამოუკიდებელი გახდა. მაგრამ რა მოხდება თუ კი დედა არ იარსებებს? თუ ერთ მშვენიერ დღეს ის უბრალოდ გაქრება? ასეთ შემთხვევაში მოზარდი ხვდება რომ მას გამოაცალეს სამიზნე, რომელზედაც აკეთებდა სწორებას. ის ვეღარ თამაშობს უწინდელ თამაშს: „დედამ ამიკრძალა, მე ჯინაზე გავაკეთებ!“ ასე რომ პროტესტით თუ პროტესტის გარეშე მამაკაცი მაინც დედის კაბას გამოკერებული რჩება.
„დედიკოს ბიჭის“ ქალური ანალოგი გახლავთ „მამიკოს გოგო“. აქ კი საქმე რამდენადმე სხვაგვარადაა ვიდრე მამაკაცების შენმთხვევაში. კერძოდ არაა საუბარი მამისადმი მორჩილებაში, თუმცა ეს ვარიანტიც არაა გამორიცხული. მაგრამ უხშირეს შემთხვევაში იმისთვის რომ გოგო „მამიკოსი“ გახდეს აუცილებელი წინაპირობა არის მამის მხრიდფან ემოციური, ადამიანური სითბოს არ გამომჟღავნება. გოგონა სრულებით მოკლებულია ამგვარ ურთიერტობებს და ბუნებრივია რომ ეს მასზე საშინლად მოქმედებს. ის თავადაც ვეღარ გამოხატავს ემოციებს მამაკაცების მიმართ და თანაც საშინლად გაბრაზებულია მამაზე, რომელმაც მიატოვა. ასეთ დროს რეაქცია ორგვარი შეიძლება იყოს. ერთისმხრივ გოგონამ (ქალმა) შეიძლება დაიწყოს მამის (ზოგადად მამაკაცის) ყურადღებისა და სითბოს მოხვეჭის თამაში. ის ყველაფერს აკეთებს და მთლიანად ემორჩილება მამაკაცს, ოღონდ ის მის გვერდით იყოს და ოღონდაც არ მიატოვოს, როგორც ეს თავის დროზე მამამ გააკეთა. მეორე შემთხვევაში კი ქალი პირდაპირ გამოხატავს ბრაზს მამის მიმართ, რაც მთლიანად მამაკაცთა მოდგმაზე გადააქვს (მადლობა ღმერთს საქართველოში მართლაც ბევრი მიზეზი არსებობს იმისათვის რომ ქალმა თქვას: „ქართველი კაცის სინსილა გაწყდა!‘-ო). შემდგომში მამაკაცებთან ურთიერთობაში ის ცდილობს დაამტკიცოს რომ, რუსულად ვთქვატ, все мужики козлы.
ალბათ ნებისმიერი „მამიკოს გოგოს“ ოცნებაა რომ მამამ „Crazy“ უმღეროს. სანამ ის სხვა მამაკაცების მოხიბვლას ცდილობს თავისი სხეულით. ცნობილი ფაქტია რომ ლივი გარკვეული სიმპატიით იყო განწყობილი სტივენის მიმართ. სწორედ ამიტომ გახდა იძულებული დედამისი ეღიარებინა რომ ლივი სტივენის ქალიშვილი იყო. ამ შემთხვევაში ყველაფერი ჰეფი ენდით დამთავრდა: გოგონამ იპოვნა მამა, რომელიც ასე აკლდა მთელი ბავშვობა.
მაგრამ მოდით ჩვენს ქართულ რეალობას დავუბრუნდეთ: წარმოიდგინეთ რა მოხდება თუ „დედიკოს ბიჭი“ და “მამიკოს გოგო” შეხვდებიან ერთმანეთს. უმეტეს შემთხვევაში კი სწორედ ასე ხდება, რადგან საქმე გვაქვს ტიპიურ ქართველ ქალთან და მამაკაცთან. ყოველი მათგანი ეცდება გააგრძელოს ის თამაში, რომელსაც დედასთან ან მამასთან თამაშობდა. მამაკაცი მოელის ქალისგან რომ ის მას დედას შეუცვლის (სწორედ ამით აიხსნება დედამთილთა ეჭვიანობა და გესლიანობა რძლების მიმართ). ის სრულებით პასიური ხდება და მთლიანად დამოკიდებულია ქალზე. რაც ბუნებრივია არცერთ ქალს არ მოსწონს, მითუმეტეს „დედიკოს გოგოს“, რომელიც მამაკაცში ეძებს საყრდენს, იმ ძალას და სითბოს რომელიც ბავშვობაში მამისგან დააკლდა. აქვე აღვნიშნავ საინტერესო ფაქტს რომ ამგვარ სიტუაციაში ის ქალები რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ რომ все мужики козлы и сволочи შესანიშნავად ახერხებენ ამას. ამგვარად კაცი სრულებით ამართლებს ქალის მოლოდინს.
შესაძლებელია კიდევ სხვა ვარიანტიც. მაგალითად, როდესაც მამაკაცი ცდილობს თავისი „კაცობა“ ქალის ჩაგვრით განამტკიცოს. ის გრძნობს რომ მართლაც უსუსური „დედიკოს ბიჭია“, მაგრამ ამავე დროს ამას საშინელად განიცდის, ვერაფერს ვერ ახერხებს და შედეგად დაგროვილ აგრესიას ქალზე ანთხევს. ამ დროს მორჩილი და თავდახრილი „მამიკოს გოგო“ ითმენს ამ ყველაფერს.
აი ასე და ამგვარად ვითარდება ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის ჩვენს სამშობლოში. ეს თამაშები მანამდე გრძელდება, სანამ ერთი ან მეორე მხარე (უპირატესად ეს ქალია ხოლმე, კაცს ან ჭკუა ან გამბედაობა არ ყოფნის აღიარებისთვის) არ მიხვდება რომ ესე ვეღარ გაგრძელდება და ტოვებს ბრძოლის ველს სრულიად დაშლილი და განადგურებული, იმისათვის რომ გადახარშოს ყოველივე და თავიდან დაიწყოს ყველაფერი.
magram modiT Cvens qarTul realobas davubrundeT: warmoidgineT ra moxdeba Tu „dedikos biWi“ da “mamikos gogo” Sexvdebian erTmaneTs. umetes SemTxvevaSi ki swored ase xdeba, radgan saqme gvaqvs tipiur qarTvel qalTan da mamakacTan. yoveli maTgani ecdeba gaagrZelos is TamaSi, romelsac dedasTan an mamasTan TamaSobda. mamakaci moelis qalisgan rom is mas dedas Seucvlis (swored amiT aixsneba dedamTilTa eWvianoba da geslianoba rZlebis mimarT). is srulebiT pasiuri xdeba da mTlianad damokidebulia qalze. rac bunebrivia arcerT qals ar moswons, miTumetes „dedikos gogos“, romelic mamakacSi eZebs sayrdens, im Zalas da siTbos romelic bavSvobaSi mamisgan daaklda. aqve aRvniSnav saintereso faqts rom amgvar situaciaSi is qalebi romlebic cdiloben daamtkicon rom все мужики козлы и сволочи SesaniSnavad axerxeben amas. amgvarad kaci srulebiT amarTlebs qalis molodins.
SesaZlebelia kidev sxva variantic. magaliTad, rodesac mamakaci cdilobs Tavisi „kacoba“ qalis CagvriT ganamtkicos. is grZnobs rom marTlac ususuri „dedikos biWia“, magram amave dros amas saSinelad ganicdis, verafers ver axerxebs da Sedegad dagrovil agresias qalze anTxevs. am dros morCili da Tavdaxrili „mamikos gogo“ iTmens am yvelafers.
ai ase da amgvarad viTardeba urTierToba qalsa da mamakacs Soris Cvens samSobloSi. es TamaSebi manamde grZeldeba, sanam erTi an meore mxare (upiratesad es qalia xolme, kacs an Wkua an gambedaoba ar yofnis aRiarebisTvis) ar mixvdeba rom ese veRar gagrZeldeba da tovebs brZolis vels sruliad daSlili da ganadgurebuli, imisaTvis rom gadaxarSos yovelive da Tavidan daiwyos yvelaferi.