Thoughts About Death, Life and Humanity

Archive for the ‘ქალი და მამაკაცი’ Category

“ძალადობა ნებადართული რომ იყოს… ” (დასასრული)

კარლოსი ხშირად ჩიოდა საკუთარი აზრების არათანმიმდევრობას. ერთხელ სიცილით მომიყვა შვილებთან სადილისას საუბრის შესახებ. მან უთხრა თავის ქალიშვილს, რომ ყველა ბიჭი სურდა გაეცნო, ვისაც ის ხვდებოდა. “შენ კი” – მიუბრუნდა იგი ვაჟიშვილს. – “შეგიძლია ნებისმიერი გოგო დაითრიო ვინც კი მოგეწონება!” ვიცოდი, რომ ახლა მისი ყურადღება მივიპყარი და რათა გამემყარებინა ჩემი პოზიცია საკითხს მეორე კუთხიდან მივუდექი.- მისმინეთ კარლოს, ერთი აზრი მომივიდა თავში. გახსოვთ თქვენი სიზმარი მწვანე “Hონდა”-ს შესახებ? მოდით დავუბრუნდეთ ამ სიზმარს.ის ყოველთვის სიამოვნებით მუშაობდა სიზმრების გარჩევებზე და ახლა კმაყოფილი ჩანდა, რომ სიზმრის განხილვამ აარიდა თავიდან მტკივნეული საუბარი ქალიშვილის შესახებ. ორი კვირის წინ კარლოსს დაესიზმრა, თითქოს ის მანქანის დასაქირავებლად მივიდა სააგენტოში. ერთადერთი ავტომობილი, რომელიც ქირვდებოდა იყო “Hონდა ჩივიცს”-ი, მანქანა, რომელსაც კარლოსი ვერ იტანდა. როდესაც ჯერი მანქანის შეფერილობის არჩევაზე მიდგა მან წითელი აირჩია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სააგენტოს ფარეხში მხოლოდ მწვანე ავტომობილები გააჩნდა. კარლოს ძალზე არ უყვარდა მწვანე ფერი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი იყო ის, რომ ამ სიზზმარმა ძალიან შეაშინა იგი. ორი კვირის წინათ ერთადერთი ასოციაცია, რომელიც კარლოსს მოსდიოდა თავში, უკავშირდებოდა სააგენტოს თანამშრომელ ქალის გარეგნობას. მაგრამ დღეს მე ახლებურად დავინახე ეს სიზმარი. უკვე მრავალი წლის განმავლობაში კარლოსს მყარად სწამდა რეინკარნაციის იდეისა. ეს იყო ერთერთი ხერხი, რომლითაც ის აშოშმინებდა სიკვდილის შიშს. ამ თემაზე საუბრისას მან შენიშნა, რომ სულის ერთი სხეულიდან მეორეში გადასვლა მსგავისია ძველი მანქანის ახლით ჩანაცვლებისა.

– კარლოს, მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ეს არაა უბრალო სიზმარი მანქანების შესახებ. ბოლოს და ბოლოს მანქანის დაქირავება არაა იმდენად საშიში, რომ ამგვარი კოშმარი გამოიწვიოს. მე მგონი ეს სიზმარი სიკვდილზე და მომავალ სიცოცხლეზეა. ის იყენებს თქვენს შედარებას ავტომობილების ცვლასთან დაკავშირებით. თუ კი სიზმარს ამგვარი კუთხით შევხედავთ გასაგები გახდება, თუ რატომ გამოიწვია მან ესოდენ ძლიერი შიში. რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით რომ გაქირავებაში მყოფი ერთადერთი მანქანა იყო მწვანე “Hონდა ჩივიცს”-ი?- მე ვერ ვიტან მწვანეს და არ მიყვარს “Hონდა ჩივიცს”-ი. სამომავლოდ “Mაზერატტი”-ს ყიდვას ვაპირებ.- მაგრამ თუ კი მანქანას სხეულის სიმბოლოდ განვიხილავთ, რატომ გამოდის რომ მომავალ ცხოვრებაში თქვენთვის ყველაზე არასასურველ სხეულს დაეპატრონებით?კარლოსს არაფერი დარჩენოდა იმის გარდა, რომ ეპასუხა:- რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაატარებ ახლანდელ ცხოვრებას. ამის მიხედვით ადამიანი ან ამაღლდება ან უფრო დაბალ საფეხურზე გადადის. კარლოსი მიხვდა საითკენაც მიმყავდა საუბარი და შეწუხდა. მისი უხეშობა და ცინიზმი მუდამ აცბუნებდა გარშემომყოფებს, ახლა კი მისი ჯერი დადგა შეცბუნებულიყო. მე მის ორ ურყევ ციხე-სიმაგრეზე მივიტანე იერიში: შვილებისადმი უსაზღვრო სიყვარულსა და რეინკარნაციის რწმენაზე. – გთხოვთ კარლოს, დაფიქრდით რა კავშირი აქვს ამ სიმბოლოებს თქვენთან და თქვენს ცხოვრებასთან?მან თვითოეული სიტყვა ძალზე ნელა და გულმოდგინედ წარმოთქვა:- სიზმარი ამბობს, რომ მე არასწორად ვცხოვრობ. – გეთანხმებით, ვფიქრობ სწორედ ამას ამბობს სიზმარი. თუ შეგიძლიათ ამიხსნათ რას ნიშნავს თქვენთვის სწორად ცხოვრება? ქადაგება დავაპირე სწორი ცხოვრების შესახებ, რომ მრავალი რელიგიური სისტემის თანახმად ესაა სიყვარული, დიდსულოვნება, გარშემომყოფებზე ზრუნვა, კეთილშობილური ფიქრები, კეთილი საქმეები, ქველმოქმედება, მაგრამ ეს ყოველივე აღარ იყო საჭირო. კარლოსმა უსიტყვოდ გამაგებინა, რომ უკვე ყველაფერს მიხვდა – მას თავბრუ ესხმოდა, ეს ერთ ჯერზე ძნელი გასააზრებელი იყო. მას მოსაფიქრებლად დრო სჭირდებოდა. სეანსის დამთავრებამდე თხუთმეტი წუთი რჩებოდა, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთ საკითხზე მესაუბრა. მე მის მიერ სეანსის დასაწყისში ნახსენებ თემას დავუბრუნდი. როგორც გახსოვთ, კარლოსს მიაჩნდა, რომ მან ოქროს შანსი გაუშვა ხელიდან რუთთან ურთიერთობისას, ქალთან, რომელსაც ეკლესიაში შეხვდა და მხოლოდ ერთხელ ხანმოკლედ გამოელაპარაკა. ამის შემდეგ კი მთელი კვირა თავს ურტყამდა კედელს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და თვითგვემით იყო დაკავებული. ამგვარი ირაციონალური წარმოდგენების დანიშნულება სრულიად ნათელი იყო. წარმოდგენა იმის შესახებ, რომ თითქოს შესაძლებელი იყო იგი რომელიმე მომხიბლავ ქალბატონს მოწონებოდა, საშუალებას აძლევდა კარლოსს ეგრძნო, რომ ის არაფრით განსხვავდებოდა გარშემომყოფებისგან, რომ მას არაფერი სერიოზუყლი არ აწუხებდა, არ იყო სასიკვდილოდ დაავადებული და სხვებისგან გარიყული.ადრე არასდროს მისაუბრია მის ამგვარ უარყოფაზე. საერთოდ ცნობილია, რომ უმჯობესია არ დაანგრიო პაციენტის დაცვითი მექანიზმები, სანამ არ გაქვს საშუალება სანაცვლოდ რაიმე უკეთესი შესთავაზო მას. კარლოსის რეინკარნაციის რწმენა, სწორედ ამგვარ შემთხვევებს მიეკუთვნებოდა. მშვენივრად ხვდებოდი, რომ რეინკარნაციის იდეა კარლოსისთვის სიკვდილის შიშისგან თავის არიდების გზა იყო, მაგრამ ამის და მიუხედავად არ ვცდილობდი ამგვარი ცრურწმენის გაბათილებას, რთგან ის ამცირებდა მის შფოთვას. უფრო მეტიც გასულ სეანსზე მე მხარი დავუჭირე ამ მოსაზრებას და ვთხოვე უფრო თანმიმდევრულად ჩამოეყალიბებინა მისი შეხედულებები რეინკარნაციასთან დაკავშირებით.

მაგრამ ახლა დადგა დრო დაგვენგრია მისი დაცვითი სისტემის ერთერთი ყველაზე უსარგებლო და ხელისშემშლელი ნაწილი.- კარლოს თქვენ მართლაც მიგაჩნიათ, რომ თუ კი რუთს მანქანამდე მიაცილებდით ათიდან ორმოცდაათ პროცენტიანი ალბათობით გექნებოდათ მასზე დაქორწინების შანსი? – შესაძლოა. ერთი მეორეს მოყვებოდა. რაღაც ხდებოდა ჩვენს შორის. ამას ვგრძმობდი. ესაა და ეს! – კი მაგრამ თქვენ ყოველ კვირა ხვდებით სხვადასხვა ქალბატონებს ხან მაღაზიაში, ხან კბილის ექიმის მისაღებში, ხანაც კინოთეტრის სალაროში და ყოველ ჯერზე მსგავსი შეგრძნება გიჩნდებათ. დაფიქრდით რამდენჯერ მიგიცილებიათ თქვენ, ან ნებისმიერ სხვა მამაკაცს, ქალი მანქანამდე და ეს სულაც არ დასრულებულა ქორწინებით. – კარგით, კარგით! შესაძლოა იყო ერთი ან ნახევარპროცენტიანი შანსი იმისა რომ დავქორწინდებოდით, მაგრამ შანსი იყო! მე კი ყველაფერი გავაფუჭე, აზრადაც არ მომსვლია შემეთავაზებინაა მანქანამდე გაცილება.  – და ამის გამო ისჯით თავს?! კარლოს, პირდაპირ გეტყვით, თქვენი სიტყვები სრულებით მოკლებულია საღ აზრს. ერთადერთი რაც მე ვიცი თქვენი და რუთის ხუთწუთიანი საუბრიდან არის ის, რომ იგი ოცდასამი წლისაა, ჰყავს ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ეხლახანს გაშორდა ქმარს. მოდით რეალობიდან გამომდინარე ვისაუბროთ – როგორც თავად ამბობთ, ეს კაბინეტი ერთადერთი ადგილია სადაც თქვენ სრულ სიმართლეს ლაპარაკობთ – რას ეტყოდით მას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ? – როდესაც უკეთ გავიცნობდი სიმართლეს ვეტყოდი, რომ კიბო მაქვს, მაგრამ ის კონტროლის ქვეშაა და რომ ექიმები წარმატებით მკურნალობენ მას.- შემდეგ?- ვეტყოდი, რომ ექიმებმა დაზუსტებით არ იციან რა მელის მომავალში, მაგრამ დღითიდღე ახალ-ახალი წამლები გამოდის, რომ რამდენიმე ხანში შესაძლოა ჩემი მდგომარეობა გართულდეს.- კარლოს, რა გითხრეს ექიმებმა? მათ გითხრეს რომ შესაძლოა მდგომარეობა გაუარესდეს?- მართალი ხართ – მექნება გაუარესება, სანამ წამალს გამოიგონებენ.- კარლოს, არ მინდა სასტიკ ადამიანად მოგეჩვენოთ, მაგრამ მოდით ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია. წარმოიდგინეთ თქვენი თავი რუთის ადგილზე: ოცდასამი წლის ახალგაზრდა ქალი, ორი პატარა ბავშვით ხელში, გამოიარა მძიმე პერიოდი, ალბათ მძლავრ და სანდო დასაყრდენს ეძებს ცხოვრებაში. კიბოს შესახებ მხოლიოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს და ეშინია მისი. შეგიძლიათ შესთავაზოთ იმგავარი საყრდენი, რომელსაც ის ეძებს? გგონიათ შეეგუება თქვენს მდგომარეობას? მოისურვებს კი ის თქვენზე ზრუნვას, როდესაც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება? რეალურად რა შანსები არსებობს, რომ ის თქვენთან სერიოზული ურთიერთობის აწყობას მოისურვებს? – ალბათ ერთი მილიონიდან – თქვა კარლოსმა გაბზარული ხმით.

მე მართლაც სასტიკად ვიქცეოდი, მაგრამ გაცილებით უფრო სასტიკი იქნერბოდა იმის აღიარება, რომ მას არ შეეძლო რეალობისთვის თვალის გასწორება და რაიმეს შეცვლა. ილუზია რუთთან ურთიერთობის შესახებ საშუალებას აძლევდა მას ეგრძნო, რომ ძვირფასია სხვა ადამიანებისთვის და ისინი ზრუნავენ მასზე. ვიმედოვნებდი, კარლოსი მიხვდებოდა, რომ ჩემი მხრიდან მისი რეალიბასთან შეპირისპირება სწორედ ამგვარი ზრუნვისა და თანადგომის მცდელობა იყო. მისი ყოყოჩობა სადღაც გაქრა. კარლოსმა მშვიდი და ჩუმი ხმით წარმოთქვა:- მაშ რაღა დამრჩენია ცხოვრებაში?! – თუ კი მართლაც გჭირდებათ ზრუნვა და მხარდაჭერა ახლავე უნდა ამოიგდოთ თავიდან ფიქრი ქორწინების შესახებ. მე ვხედავდი, თუ როგორ იტანჯავდით თავს ამაზე ფიქრით თვეების განმავლობაში. იქნებ ახლა შეისვენოთ?! თქვენ დაამთავრეთ ქიმიოთერაპიის მძიმე კურსი. ორი კვირის წინ ჭამაც კი არ შეგეძლოთ და საწოლიდან ვერ დგებოდით. გამუდმებით გერეოდათ გული. ძალიან დაიკელით წონაში. ახლა ძალების აღდგენა გჭირდებათ. ნუ მოელით, რომ ახლავე, სასწრაფოდ ნახავთ ადამიანს, რომელიც ცოლად გამოგყვებათ. შეუძლებელს ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს. უფრო იოლად მისაღწევი მიზანი დაისახეთ, ეს ჩემზე უკეთ გამოგდით ხოლმე, ეცადეთ კარგი ურთიერთობა ააწყოთ და დაუმეგობრედეთ იმ ადამიანებს, რომელთაც უკვე იცნობთ. შევამჩნიე როგორ ეღიმებოდა კარლოსს, ხვდებოდა რის თქმასაც ვაპირებდი:- ამისთვის კი საუკეთესო ადგილი ჯგუფია.

ამ სეანსმა სამუდამოდ შეცვალა კარლოსი. ჩვენი შემდეგი შეხვედრა ჯგუფური სეანსის წინა დღით შედგა. პირველივე რაც მითხრა იყო ის, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, რამდენად კარგად მოიქცა ის ჯგუფში წინა კვირას. თავს იწონებდა იმით, რომ ახლა ის ყველაზე მზრუნველი და გულისხმიერი ადამიანი იყო ჯგუფში. მან ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო შეემსუბუქებინა თავისი მდგომარეობა და მოუყვა ჯგუფს თავისი დაავადების შესახებ. ის ირწმუნებოდა, და რამდენიმე კვირაში ეს სარამაც დაადასტურა, თითქოს მისი ქცევა ისე მკვეთრად შეიცვალა, რომ ახლა ჯგუფის სხვა წევრები პოულობდნენ მასთან ნუგეშსა და მხარდაჭერას. მან შემდეგნაირად შეაფასა ჩვენი უკანასკნელი სეანსი:- ეს საუკეთესო შეხსვედრა იყო რაც კი ოდესმე ჩაგვიტარებია. აღარ მახსოვს ზუსტად რის შესახებ ვსაუბრობდით, მაგრამ ამან ბევრი რამ შეცვალა ჩემში. მისმა ერთერთმა გამონათქვამმა განსაკუთრებით ამიჩუყა გული. – არ ვიცი რატომ, მაგრამ ახლა სრულებით შემეცვალა წარმოდგენა ჯგუფში მყოფ მამაკაცებზე. თუმცა ისინი უმეტესწილად ჩემზე უფროსები არიან ასაკით, ისე ვექცევი, თითქოს ჩემი ღვიძლი შვილები ყოფილიყვნენ. ნაკლებად მაწუხებდა ის ფაქტი, რომ მას დაავიწყდა თუ რის შესახებ ვსაუბრობდით წინა შეხვედრაზე. გაცილებით უარესი იქნებოდა თუ კი მას ზედმიწებნით ემახსოვრებოდა ყველაფერი, მაგრამ ამას არანაირი ცვლილება არ მოჰყვებოდა. კარლოსი საოცრად სწრაფად მიიწევდა წინ. ორი კვირის შემდეგ, მან დაიწყო სეანსი განცხადებით,. რომ ამ კვირაში ორი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. იმდენად ამაყობდა ამით, რომ აღმოჩენებს სახელებიც კი შეურჩია: პირველს ერქვა “ყველას აქვს გული”, ხოლო მეორეს – “მე არ ვარ ჩემი ფეხსაცმელი”. მან პირველი აღმოჩენის აღწერით დაიწყო – “ყველას აქვს გული”.- წინა შეხვედრაზე სამივე წევრმა ქალბატონმა ძალიან სიღრმისეული და მძლავრი გრძნობები გაუზიარა ჯგუფს: თუ რა ძნელია გაუთხოვრობა, რა მძიმეა მარტოობა, როგორ ენატრებათ მათი მშობლები, ყვებოდნენ თავიანთ კოშმარებს. არ ვიცი რატომ, მაგრამ უეცრად სულ სხვა თვალით შევხედე მათ! ისინი ჩემნაირები იყვნენ! ცხოვრებაში ისეთივე პრობლემები ჰქონდათ, როგორიც მე. ადრე ქალები ერთგვარ მისტიურ არსებებად წარმომედგინა, ისინი თითქოს ოლიმპის მთაზე ისხდნენ, მათ წინ კი მამაკაცთა მთელი ხროვა იდგა, რომელთაც ისინი თავიანთი საძინებლებისთვის არჩევდნენ – ეს წავა, ეს არ ვარგა!- მაგრამ იმ მომენტში – განაგრძობდა კარლოსი. – მე თვალნათლივ დავინახე მათი გაშიშვლებული გულები. მკერდი სადღაც გამქრალიყო და ნეკნები გაეშიშვლებინა, ცენტრში კი მუქი წითელი გული ფეთქავდა. მთელი კვირის განმავლობაში ვხედავდი ადამიანთა გაშიშვლებულ გულებს და ვიმეორებდი გუნებაში: “ყველას აქვს გული, ყველას აქვს გული!” გულს ნებისმიერ ადამიანში ვხედავდი – მახინჯ, კუზიან კაცში, რომელიც სარეგისტრაციო განყოფილებაში მუშაობს. ბუზღუნა, მოხუც ქალბატონშიც, ჩემს თანამშერომელ მამაკაცებშიც კი დავინახე გული!

კარლოსის სიტყვებმა იმდენად გამახარა, რომ თვალზე ცრემლი მომადგა. მგონი მან შენიშნა ეს, მაგრამ არაფერი უთქვამს, რათა უხერხულად არ მეგრძნო თავი. ამის მაგიერ ის თავის მეორე აღმოჩენაზე გადავიდა – “მე არ ვარ ჩემი ფეხსაცმელი”. თავდაპირველად მან გამახსენა თავისი შიში პრეზენტაციის გამო, რომელიც უახლოეს ხანებში უნდა შემდგარიყო. მას ყოველთვის უჭირდა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. განსაკუთრებით მსმენელთა კრიტიკული შეკითხვები აშფოთებდა ამიტომ ხშირად წინასწარ გადიოდა სახლში მომავალი პრეზენტაციის რეპეტიციას და დაწვრილებით განიხილავდა კითხვებს, რომლებიც შეეძლოთ დაესვათ მისთვის. ვეცადე დავხმარებოდი იმის გარკვევაში, რომ ეს ყოველივე მისი პიროვნული საზღვრების რღვევასთან იყო დაკავშირებული. მე ვეუბნებოდი მას, რომ თავდაცვა ბუნებრივი მოვლენაა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ადამიანი თავის პიროვნულ საზღვრებს სამსახურეობრივ საქმიოანობაზეც ავრცელებს და ნებისმიერ საქმიან კრიტიკას პირად შეურაცხყოფად აღიქვამს. ვურჩიე გაემიჯნა საკუთარი “მე” უფრო ზედაპირული აზრებისა და ქცევისგან. მას უნდა განიგივებინა თავისი სურვილები, ქმედებები და მსჯელობები საკუთარი პიროვნების ძირითადი ბირთვისგან. კარლოსი დააინტრიგა ამგვარმა მიდგომამ. “განიგივების” ხერხი მან სამსახურეობრივი სიტუაციის მოგვარების გარდა საკუთარი სხეულის მიმართაც გამოიყენა. ანუ, იმის და მიუხედავად, რომ მის სხეულს საფრთხე ემუქრებოდა მისი არსება, მისი “მე” ხელუხლებელი რჩებოდა. ამგვარმა ინტერპრეტაციამ მნიშვმელოვნად შეამცირა კარლოსის შფოთვა და პრეზენტაციამ შესანიშნავად ჩაიარა. კარლოსი ჩინებულად გამოვიდა სიტყვით. მთელი პრეზენტაციის განმავლობაში ის ერთ მოკლე მანტრას იმეორებდა: “მე არ ვარვ ჩემი სამსახური, არ ვარ ჩემი საუბარი, არ ვარ ჩემი ტანსაცმელი”. მან ფეხი ფეხზე გადაიოდო და დახედა თავის გაცრეცილ ფეხსაცმელს. “არც ჩემი ფეხსაცმელი ვარ მე” – გაიფიქრა მან და ფეხი შეათამაშა, რათა თავისი უფროსის ყურადღება მიეპყრო და ამით ეთქვა: “მე არ ვარ ჩემი ფეხსაცმელი“.კარლოსის ეს ორი აღმოჩენა, რომელთაც სხვა მრავალი მოჰყვა, საუკეთესო საჩუქარი იყო ჩემთვის და ჩემი სტუდენტებისთვის. ეს ორი ინსაიტი მოკლედ და გასაგებად ახდენდა იმის ილუსტრირებას, თუ რისი მიღწევა შეუძლია ადამიანს ერთისმხრივ ჯგუფური მუშაობის შედეგად, რომელიც ადამიანთა შორის ურთიერთობაზეა ორიენტირებული და მეორესმხრივ, ინდივიდუალური თერაპიის საშუალებით, რომელიც უფრო მეტად ადამიანის შინაგან განცდებს აქცევს ყურადღებას. იმ რამდენიმე თვის განმავლობაში,. რომელიც მას ამ ქვეყნად დარჩენოდა კარლოსი განაგრძობდა სითბოსა და მზრუნველობის გაცემას. მან ჩამოაყალიბა თვითდახმარების ჯგუფი კიბოთი დაავადებული ადამიასნებისთვის. ხშირად ხუმრობდა, რომ იგი “უკანასკნელ გაჩერებას” წარმოადგენდა მათი ცხოვრების გზაზე. ასევე უძღვებოდა ერთერთ ეკლესიასთან არსებულ სოციალური ურთიერთობების განვითარების ჯგუფს. სარამ, რომელიც იმ დროისთვის მისი ერთერთი სასუკეთესო მეგობარი გახდა, დაადასტირა, რომ კარლოსი საოცრად პასუხისმგებლიანი და გულისხმიწერი ხელმძღვანელი იყო.

მაგრამ ყველაზე მეტ ყურადღებას ის საკუთარ შვილებს აქცევდა. მათ შენიშნეს კარლოსში მომხდარი ცვლილებები, აქაურ კოლეჯში გადმობარგდნენ და მასთან ერთად ცხოვრობდნენ ბოლო დღეებამდე. ის ძალზე კეთილი და ბრძენი მამა გამოდგა. მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ის, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი სიკვდილს, ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, როგორ აღიქვამდნენ სიკვდილის ფაქტს მისი მშობლები. უკანასკნელი მადლი, რომელიც მშობელმა შეიძლება თავის შვილს გაუკეთეოს ესაა, რომ ასწავლოს საკუთარ მაგალითზე, თუ როგორ შეიძლება უშფოთველად შეხვდე სიკვდილს. კარლოსმა შესანიშნავად ჩაატარა ეს გაკვეთილი. მისი სიკვდილი სულაც არ იყო მუქ ფერებში დახატული, საიდუმლო ამბავი. პირიქით, მის უკანასკნელ დღეებამდე სამივენი სრულებით გულწრფელნი იყვნენ ერთმანეთთან. ერთად იცინოდნენ ხოლმე თუ როგორ ქშინავდა კარლოსი, როგორ აცეცებდა თვალებს, როგორ ამრგვალებდა ტუჩებს, როდესაც თავის ლიმფო-ო-ო-მაზე საუბრობდა. ყველაზე დიდი საჩუქარი კი, რომელიც მე ოდესმე ვინმესგან მიმიღია, კარლოსმა ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისას გამიკეთა. ამან ცალსახა პასუხი გასაცა კითხვას, ღირს თუ არა რაიმე მნიშვმელოვანი მიზნების დასახვა სასიკვდილოდ დაავადებული ადამიანების ფსიქოთერაპიისას. როდესაც საავადმყოფოში ვეწვიე, ის იმდენად სუსტად იყო, რომ ვერც კი ინძრეოდა. მაგრამ ამის და მიუხედავად ძალები მოიკრიფა, თავი წამოწია, ჩემი ხელი თავისაში ჩაბღუჯა და მითხრა: “გმადლობთ! გმადლობთ, რომ სიკვდილს გადამარჩინეთ!”

“ძალადობა ნებადართული რომ იყოს… ”

ჩვენი შეხვედრების დასაწყისშივე ვეცადე შემეფასებინა ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი. თავს ვარწმუნებდი, რომ ის არა იმდენად ასოციალური, რამდენადაც უბრალოდ საზოგდოებიდან გარიყული ადამიანი იყო და რომ მისი არასასიამოვნო ხასიათობრივი თვისებების შეცვლა სრულებით შესაძლებელია. მკურნალობის გეგმა არ დამისახავს. უკვე საკმაო ხნის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს მე კი ჯერ არ მქონდა განსაზღვრული თერაპიის კონკრეტული მიზნები. რა მომემოქმედა? უბრალოდ მხარში დავდგომოდი ქიმიოთერაპიის კურსის დროს? (ამ პერიოდში კარლოსი განსაკუთრებით სუსტი და უმწეო იყო ხოლმე). ხოლო როდესაც ტერმინალურ სტადიას მიაღწევდა სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მის გვერდით ვყოფილიყავი? შესაძლოა ეს სრულებით საკმარისი იქნებოდა. ღმერთია მოწმე, კარლოსი მართლაც ძალზე მარტოსული იყო. დამლაპარაკებელიც კი არავინ ჰყავდა. მართალია კარლოსის მარტოობა მისსივე ქცევის შედეგი იყო, მაგრამ რამდენად შეამსუბუქებდა მის მდგომარეობას ამ ფაქტის გაცნობიერება და შცვლა? თანაც როდის? ახლა, როდესაც ის სიკვდილის პირას იდგა და მისი ცხოვრება უკეთეს შემთხვევაში თვეებით განისაზღვრებოდა? ამავე დროს ვფიქრობდი – იქნებ კარლოსს შეეძლო მნიშვნელოვანი შედეგების მიეღწევა. არა, არა და არა! რა აზრი აქვს რაიმე მნიშვნელოვნზე საუბარს, როდესაც ადამიანს სულ რამდენიმე თვე ღა აქვს დარჩენილი?! მსგავს სტუაციაში ვერც ერთი თერაპევტი, და მათ შორის ვერც მე, ვერ დადებდა თავს მეტნაკლებად მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად. კარლოსი სიამოვნებით დათანხმდა ფსიქოთერაპიაზე. მისთვის დამახასიათებელი ცინიზმით მან განაცხადა, რომ მკურნალობის საფასურის ოთხმოცდაათ პროცენტს სადაზღვეო კომპანია ფარავდა, მას კი არაფრით არ შეეძლო ამგვარი შანსის ხელიდან გაშვება. თანაც კარლოსი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, ვინც ყველაფრის მოსინჯვას ცდილობს ცხოვრებაში, მას კი ჯერ არასდროს ესაუბრა ფსიქიატრთან. მე არ შევთანხმებულვარ მასთან რაიმე კონკრეტული მიზნებზე, მხოლოდ აღვნიშნე, რომ ამგვარ ვითარებაში სხვა ადამიანთან საუბარი ხშირად შვების მომგვრელია ხოლმე. დაჟინებით ვთხოვე მას ექვსჯერ შევხვედრილყავით ერთმანეთს, შემდეგ კი განგვესაზღვრა რამდენად ეფექტური იყო თერაპია და ღირდა თუ არა მისი გაგრძელება.ჩემდა გსასკვირად კარლოსმა საოცრად კარგად აუღო ალღო ჩვენს საუბრებს და ექვსი სეანსის შემდეგ გადავწყვიტეთ განუსაზღვრელი ვადით გაგვეგრძელებინა შეხვედრები. ყოველ ჯერზე ის განსახილველ საკითხთა მთელი ნუსხით მოდიოდა. ეს იყო სიზმრები ან სამსახურეობრივი პრობლემები (კარლოსი საკმაოდ ნიჭიერი ფინანსური ანალიტიკოსი გახლდათ და ავადმყოფობის დროსაც განაგრძობდა მუშაობას). ზოგჯერ ის ფიზიკურ დისკომფორტზე და ქიმიოთერაპიისადმი სიძულვილზე ლაპარაკობდა, მაგრამ  ყველაზე ხშირად საუბარი ქალებსა და სექსს ეხებოდა. ყოველ სეანსს ის იწყებდა ქალების აღწერით, რომელთაც კვირის განმავლობაში ხვდებოდა. ხშირად ამგარი “შეხვედრები” მაღაზიის სალაროსთან დგომისას დაჭერილ გამოხედვებით შემოიფარგლებოდა. შემდეგ კი ის დიდხანს და დაწვრილებით ფიქრობდა თუ როგორ შეიძლება აწყობილიყო მათი ურთიერთობა. ზოგჯერ ის იმდენად გატაცებული იყო ქალებით, რომ სრულებით ივიწყებდა კიბოს, რომელსაც მისი სხეულის ყოველ კუთხე-კუნჭულში შეეღწია. შესაძლოა სწორედ ეს იყო მისი აკვიატების მიზეზი – ამ დროს ის თავის ავადმყოფობას ივიწყებდა. მაგრამ მისი ამგვარი დამოკიდებულება სუსტი სქესის მიმართ კიბომდე გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა. ის ყველთვის დასდევდა ქალებს, უბრალო სექსუალურ ობიექტებად აღიქვამდა და ძალზე დამამცირებლად ეპყრობოდა მათ. ამიტომაც არ გამკვირვებია სარას მონაყოლი, ვიცოდი რომ კარლოსი გაცილებით უარეს საქციელზე იყო წამსვლელი. მაშ, როგორ მოვქცეულიყავი შემდეგ სეანსზე? ერთისმხრივ, ჩვენი ურთიერთობის შენარჩუნება და გაუმჯოეება მსურდა. სწორედ ახლა მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს, თანაც მე ერთადერთი ადამიანი ვიყავი ვისთანაც ის ახლო იყო. მეორესმხრივ, კარლოს უნდა გაეგრძელებინა ჯგუფში სიარული. იქ რამდენიმე მიზეზით გავგზავნე: პირველყოვლისა მას მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, რასაც ჯგუფი შესანიშნავად უზრუნველყოფდა.  გარდა ამისა ვიმედოვნებდი, რომ კარლოსი გვერდიდან შეხედავდა საკუთარ თავს, გააცნობიერებდა თავისი ქცევის უარყოფით მხარეებს და ისწავლიდა გარშემომყოფებთან ახლო ურთიერთობების დამყარებას. უკანასკნელი ხუთი კვირის განმავლობში ის წარმატებით მიიწევდა წინ. მაგრამ ახლა ვშიშობდი ანტიპათია არ გამოეწვია ჯგუფის წევრებში. თუ კი, რათქმაუნდა, ისინი უკვე არ განეწყვნენ უარყოფითად მის მიმართ! /// შემდეგი სეანსი ჩვეულებრივად დაიწყო. კარლოსს არ უხსენებია ჯგუფში მომხდარი უსიამოვნების შესდახებ, ამის მაგივრად მას რუთზე სურდა საუბარი. ეს იყო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ის ეკლესიაში შეხვდა (კარლოსი ექვსამდე ეკლესიის მრევლი იყო. ეს მისი თქმით, მნიშვნელოვნად ზრდიდა ქალების გაცნობის შანსებს). ის მოკლედ გამოელაპარაკა რუთს, რომელმაც იქვე მოუბოდიშა, რათგან სახლში, ბავშვებთან ეჩქარებოდა. კარლოსი გამოემშიდობა მას და მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა, რომ ოქროს შანსი გაუშვა ხელიდან. მას შესაძლებლობა ჰქონდა რუთი მანქანამდე მიეცილებინა, აქედან გამომდინარე კი ჩნდებოდა გარკვეული შანსი (ათიდან ორმოცდათ პროცენტამდე), რომ ისინი მომვალში დაქორწიდებოდნენ. თვითგვემა გაშვებული შანსის გამო მთელი კვირა გაგრძელდა. ის ლანძღავდა და პირდაპირი გაგებით კედელს ურტყამდა თავს. მე თავი ავარიდე რუთზე საუბარს. თუმცა კარლოსის გრძმობათა ირაციონალურობა და სიძლიერე მარწმუნებდა, რომ მოგვიანებით აუცილებლად უნდა დავბრუნებოდით ამ საკითხს. ახლა კი მნიშვნელოვანი იყო ჯგუფზე საუბარი. მე ვუთხარი, რომ უკვე ვესაუბრე სარას მომხდარის შესახებ და იქვე ვკითხე: “იქნებ დღეს ჯგუფზე გვესაუბრა?”- არ მაქვს ამის სურვილი. მე მგონი ეს უმნიშვნელო საკითხია. ყოველ შემთხვევაში აღარ ვაპირებ იქ სიარულს. საკმაოდ წინწასული ვარ იმისთვის, რომ ამგვარ ჯგუფში ვიარო. – რას გულისხმობთ?- ყველანი არაგულწრფელნი არიან და თამაშობენ. მე ერთადერთი ადამიანი ვარ იქ, ვისაც გამბედაობა ყოფნის სიმართლე ილაპარაკოს. ჯგუფში ყველა მამაკაცი უიღბლო იდიოტია, სხვაგვარად ისინი იქ არც მოხვებოდნენ. სრულებით უნებისყოფოები არიან, სხედან და უმიზეზოდ წუწუნებენ.- შეგიძლიათ მომიყვეთ რა მოხდა წინა შეხვედრაზე თქვენი თვალთახედვით?- სარამ თავისი გაუპატიურების შესახებ ისაუბრა, ალბათ თქვენც მოგიყვათ ეს.მე თავი დავუქნიე. – და მართამაც. ეს მართა სწორედ რომ თქვენი პაციენტია. ნამდვილი ავადმყოფია. ლამის მთელი ცხობრებაა წამლებზე ზის. ღმერთო ჩემო, რას ვაკეთებ ჯგუფში ასეთ ხალხთან ერთად?! მისმინეთ, ეს ორნი თავიანთ გაუპატიურებაზე ყვებოდნენ, ის იდიოტები კი ყბადაღებულები უსმენდნენ, სანამ მე არ დავიწყე კითხვების დასმა. – სარა ამტკიცებს, რომ ზოგიერთი თქვენი შეკითხვა სულაც არ იყო დახმარების მიზნით დასმული. – ვიღაცას ხომ უნდა ამეღო ხმა! თანაც არ ვარ გულგრილი სექსუალური ძალადობის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ არც თქვენ ხართ გულგრილი. ყველა მამაკაცი ასეა! როგორ ხდება ეს ყველაფერი? რას განიცდის მსხვერპლი?- კარგით რა კალოს, თუ კი ასე ძალიან გაინტერესებდათ, შეგეძლოთ წიგნში წაგეკითხათ ამის შესახებ. თქვენს წინაშე ხომ ცოცხალი ადამიანები იყვნენ და არა ინფორმაციის უსულო წყაროები. იქ სულ სხვა რამაზე იყო საუბარი.- შესძლოა ასეც იყო მაგრამ როდესაც ჯგუფში მივედი თქვენ თავადვე დამარიგეთ შეძლებისდაგვარად გულახდილი ვყოფილიყავი ჯგუფის წევრებთან და თავისუფლად გამომეხატა ჩემი გრძნობები. გეფიცებით, წინა შეხვედრაზე მე ერთადერთი გულწრფელი ადამიანი ვიყავი მთელ ჯგუფში. კი, ცოტა აღვიგზენი. საოცრად აღმგზნებია, როდესაც წარმოიდგენ თუ როგორ აუპატიურებენ სარას. მინდოდა მივსულიყავი და ხელით მომესინჯა მისი მკერდი. ვერასდროს ვერ გაპატიებთ იმას, რომ მასთან შეხვედრა ამიკრძალეთ.  ექვსი კვირის წინ, როდესაც პირველად მივიდა ჯგუფში კარლოსი მიყვებოდა თუ როგორ მოხიბლა იგი სარამ, უფრო სწორედ მისმა მკერდმა. ის დარწმუნებული იყო, რომ სარა არ ეტყოდა უარს თითო-ოროლა საღამოს ერთად გატარებაზე. რათა გამეადვილებინა კალოსისთვის ჯგუფში შესვლა შევთავაზე სოციალურად მისაღები ქცევის რეპეტიცია გაგვევლო რამდენიმე სეანსის განმავლობაში. ამ შეხვედრებისას ძლივს მოვახერხე მისი გადარწმუნება, რომ სარასთან სასიყვარულო ურთიერთობის დამყარება ამგვარ სიტუაციაში უსარგებლო და უზნეო იქნებოდა.- გარდა ამისა სხვა მამაკაცებსაც მოეწონათ გაუპატიურების შესახებ საუბარი, ვხედავდი როგორ მიღიმოდნენ, როდესც ინტიმურ შეკითხვებს  ვსვავდი. შეხედეთ პორნობიზნესს! თუ გინახავთ წიგნები და ვიდეოჩანაწერები გაუპატიურების შესახებ? გადახედეთ მათ! ასეთი რამ ხომ იბეჭდება ვიღაცისთვის. ხომ უნდა ყავდეს მუშტარი ამ ყველაფერს! პირდაპირ გეტყვით ძალადობა ნებადართული რომ იყოს მე მას ჩავიდენდი!.. ხანდისხან. კარლოსი შეჩერდა და თავმომწონედ გამიღიმა. იქნებ ამ ღიმილით ის მოძალადეთა რიგებში მიწვევდა? რამდენიმე წუთი ჩუმად ვიჯექი და სხვადასხვა შესაძლებლობებს განვიხილავდი გონებაში. სრულებით ვეთანხმებოდი სარას, ეს მართლაც გარყვნილად ჟღერდა. მაგრამ ამავედროს დარწმუნებული ვიყავი, რომ ამგვარი ქცევა კარლოსის პიროვნების, მხოლოდ ერთი, ზედაპირული ნაწილი იყო და რომ მის სიღრმეში გაცილებით უფრო კეთილშობილი ადამიანი იმალებოდა. მე ძალზე დამაინტერესა მისმა უკანასკნელმა გამონათქვამმა – “ხანდისხან” – აქ გარკვეული უხერხულობა და სირცხვილი ჩანდა. – კარლოს, თქვენ ამაყობთ გულწრფელბით, რომელიც ჯგუფში გამოიჩინეთ, მაგრამ სინამდვილეში რამდენად გულახდილი იყავით? თქვენ მართლაც გაცილებით უფრო გულღია აღმოჩნდით ვიდრე სხვა მამაკაცები ჯგუფში. გამოამჟღავნეთ თქვენი სექსუალური განცდები, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული, პორნობიზნესი მართლაც თამაშობს ამგვარ გრძნობებზე. – მაგრამ ბოლომდე გულახდილი იყაით ამ შეხვედრაზე? რას იტყვით იმ გრძნობებზე, რომლების გულის სიღრმეში გაგაჩნიათ და რომელთაც არასდროს ამჟღავნებთ? ნება მიბოძეთ ერთი ვარაუდი გამოვთქვა: როდესაც სარას და მართას ეუბნებოდით “დიდი ამბავია”-ო მათ გაუპატიურებასთან დაკავშირებით, იქნებ ამ დროს მათ განცდებს საკუთარ მდგომარეობას ადარებდით? ფიქრობდით თუ რამდენად მძიმეა იცოდე, რომ კიბოთი ხარ დაავადებული. იქნებ ჯგუფის მხრიგან თანადგომა გსურდათ, მაგრამ როგორ მიიღებთ მას თუ კი ასე გაჯიუტდებით და არაფერს ეტყვით თქვენი დაავადების შესახებ? გაწევრიანების პირველივე დღიდან დაჟინბით ვთხოვდი კარლოსს გაემხილა ჯგუფისთვის თავისი დაავადების შესახებ. მაგრამ ის მეწინააღმდეგებოდა – ეშინოდა რომ შეიძულებდნენ, თანაც ამ შემთხვევაში ის ყოველგვარ შანსს კარგავდა სექსუალური ურთიერთობა დაემყარებინა ჯგუფის წევრ ქალებთან. – კარგი სვლა იყო, დოკ – გამიღიმა კარლოსმა. – ეს მართლაც მნიშვნელოვანია! კარგად აზროვნებთ. მაგრამ გულწრფელად გეტყვით – სიმსივნეზე უკვე ორი თვეა აღარ მიფიქრია. იმ მომენტიდან რაც ქიმიოთერაპიის ბოლო კურსი დავასრულე. განა ეს ცუდია?! დაივიწყო ყველაფერი და კვლავ დაუბრუნდე სრულფასოვან ცხოვრებას?კარგი კითხვაა?! მართლაც, კარგია ხოლმე ყველაფრის დავიწყება, მაგრამ მე ბოლომდე არ ვიყავი ამაში დარწმუნებული. უკვე საკმაოდ ვიცნობდი კარლოოს და შემეძლო მისი ფიზიკური მდგომარეობა შემეფასებინა, იმის და მიხედვით, თუ რა საკითხები აინტერესებდა მას ამა თუ იმ პერიოდში. როდესაც ცუდად გრძნობდა თავს და საკუთარ სიკვდილთან პირისპირ რჩებოდა გაცილებით უფრო წინდახედული, მომთმენი და ბრძენი ხდებოდა. მაგრამ როგორც კი დგებოდა რემისია, მასში, მისი თქმით, ეშმაკი დაიბუდებდა ხოლმე, რის შედეგადაც ის ძველბურად ვულგარული და აუტანელი ხდებოდა. ერთხელ გაზეთში ამგვარ კარიკატურას წავაწყდი – პატარა, გზააბნეული კაცი ამბობდა: “როდესაც ორმოცის ან ორმოცდაათის ხარ გზას ნათლად ხედვ.. მაგრამ გადის დრო და გზა კვლავ გეკარგება”. ეს კარიკატურა სწორედ რომ კარლოსის მდგომარეობას შეესაბამებოდა. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მას არა ერთი, არამედ მრავალი გამონათების პერიოდი ჰქონდა, როდესაც ის ნათლად ხედადა გზას. შემდეგ კი ყველაფერი კვლავ უჩინარდებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ მოვახერხებდი გარკვეული ხნით მაინც შემეჩერებინა მასში ფიქრი სიკვდილის გარდავლობის შესხებ. მივაღწევდით მნიშვნელოვან ცვლილებებს მის ცხოვრებასა და ადამიანებთან ურთიერთობაში. მისი დღევანდელი საუბრის მანერიდან და ჯგუფში ქცევიდან გამომდინარე ნათელი იყო, რომ კიბომ დროებით უკან დაიხია და კარლოსი აღარ ფიქრობდა სიკვდილზე, რომლის გაცნობიერება სიბრძნეს მატებდა მას. ამიტომ სხვა ხერხი ვცადე.- კარლოს, სანამ ჯგუფში გასაწევრიანებლად გაგაგზავნიდით მე აგიხსენით თუ რა პრინციპით მუშაობს ჯგუფური თერაპია. თუ გახსოვთ მაშინ გითხარით, რომ ნებისმიერი რამ, რაც ჯგუფში ხდება შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თერაპიის მიზნით. – მან თავი დამიქნია, მე განვაგრძობდი. – და რომ ჯგუფი თავისი არსით საზოგადოების მოდელს წარმოადგენს. ჯგუფში იმგვარ ურთიერთობებს ვაწყობთ, როგორიც ჩვენთვის ზოგადად ცხოვრებაშია დამახასიათებელი. – მან კვლავ დამიქნია თავი, მისმენდა. – ახლა კი რა მივიღეთ: თქვენ გაიცანით რამდენიმე ადამიანი, რომლებთანაც შეხეძლოთ ახლო ურთიერთობის დამყარება. როდესაც ჯგუფში სიარული დაიწყეთ ორივენი იმ აზრზე ვიყავით, რომ თქვენ გჭირდებოდათ ადამიანებთან ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბება. სწორედ ამის გამო ჩაეწერეთ ჯგუფში. მაგრამ ახლა, მხოლოდ ექვსი კვირის შემდეგ, ჯგუფის ყველა წევრი და ერთერთი კო-თერაპევტთაგანი სრული ანტიპათიით არიან თქვმდამი განწყობილი. და ეს ყოველივე თავადვე მოიმოქმედეთ. გულახდილად მითხარით, კმაყოფილი ხართ? ამგვარ ურთიერთობების აწყობა გსურდათ გარშემომყოფებთან? – დოკ, მშვენივრად მიგიხვდით სათქმელს. მაგრამ თქვენ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეთ. მე სრულიად გულგრილი ვარ ამ ადამიანების მიმართ თუ კი მათ საერთოდ შეიძლება ეწოდოთ ადამიანები. უფრო მეტიც, არასდროს დავიჭერდი საქმეს ასეთ სუსტ და უიღბლო პიროვნებებთან. მე სრულებით არ მსურს მათთან დაახლოება. ვიცოდი რომ რამდენიმე კვირაში ის უფრო თანმიმდევრულად და საღად იაზროვნრებდა. ნებისმიერ სხვა სიტუაციაში ძალას მოვიკრეფდი და დაველოდებოდი მისი განწყობის შეცვლას. მაგრამ ახლა თუ კი არაფერს მოვიმოქმედებდით კარლოსს საბოლოოდ გამოაგდებდნენ ჯგუფიდან უახლოეს სეანსზე ან სიტუაცია იმდენად დაიძაბებოდა რომ ადრე თუ გვიან მაინც მოუწევდა მისი დატოვება. ასეთ შემთხვევაში კი არ ვიცოდი როგორ ან ვისთვის მეთხოვა მისი ჯგუფში მიღება. პრაქტიკულად ეს შეუძლებელი იყო. – მე ვგრძნობ თქვენს ხმაში გაკიცხვასა და ბრაზს. დარწმუნებული ვარ ახლა სწორედ ამას გრძნობთ, მაგრამ მოდით უკანა პლანზე გადავწიოთ ეს გრძმობები და შევხედოთ თუ რა ხდება სხვამხრივ თქვენს გულში. ორივენი, სარაც და მართაც, დიდ ტკივილს განიცდიდნენ, როდესაც თავიანთ ამბავს ყვებოდნენ. ნუთუ ვნების გარდა ვერაფერი იგრძენით მათ მიმართ?!  – მესმის რასაც გულისხმობთ. ყველაფერს აკეთებთ ჩემთვის. მინდა მეც დგეხმაროთ, მაგრამ მაშინ სრული სისულელეების როშვა მომიწევდა. თქვენ ცდილობთ გრძნობა ჩადოთ ჩემს სიტყვებში. იცით, ეს კაბინეტი ერთადერთი ადგილია სადაც შემიძლია სრული სიმართლის თქმა, სიმართლე კი ისაა, რომ ჯგუფში იმ ორი ნაშის მიმართ მხოლოდ გაჟიმვის სურვილი მიჩნდება! სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ  თუ კი ძალადობა ნებადართული იქნებოდა მე მას ჩავიდენდი! და ისიც ვიცი ვისგან დავიწებდი.

სავარაუდოდ ის სარას გულისხმობდა, მაგრამ მე აღარ ჩავეკითხე. არ მსურდა მასთან კამათი. შესაძლოა ჩვენს შორის გარკვეული ოედიპოსური კონკურენცია ჩამოყლიბდა, რაც მნიშვნელოვნად აძნელებდა ურთიერთობას. ის არასდროს უშვებდა ხელიდან შესაძლებლობას, ძალზე დეტალურად აღეწერა, თუ რას და როგორ უზამდა სარას მისი ნება რომ იყოს. ვიცოდი, მას ეგონა თითქოს იმის გამო ავუკრძალე სარასთან შეხვედრა, რომ ჩემთვის დამეტოვებინა იგი. მაგრამ ეს ფუჭი ინტერპრეტაცია იყო. კარლოსი ამჟამად ძალზე ჩაკეტილი ჩანდა. იმისთვის, რომ გამერღვია მისი ჩაკეტილობა რაიმე უფრო დამარწმუნებელი ხერხებისთვის უნდა მიმემართა. ერთადერთი რაც მომივიდა იმ წამს თავში იყო ის ემოციური მუხტი, რომლის აფეთქება ჩვენ პირველ შეხვედრაზე ვიხილე. ეს ტაქტიკა იმენად მარტივად მეჩვენებოდა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ კი მას ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვებოდა.- კარგით კარლოს, მოდით განვიხილოთ ის სამყარო, რომელიც თქვენ მოგწონთ და რომელსაც ასე გამეტებით იცავთ. კერძოდ, ნებადართული ძალადობის სამყარო. დაფიქრდით ახლა თქვენს ქალიშვილზე. როგორი იქნება მისთვის იმგვარ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ნებისმიერს, ვისაც კი ჩვიდმეტიოდე წლის გოგონას ძალით დამორჩილება მოესურვება, შეეძლება მისი გაუპატიურება. კარლოს ღიმილი სახეზე შეაცივდა. ის შეკრთა და თქვა:- ამას არ ვუსურვებდი ჩემს ქალიშვილს.- კი მაგრამ სხვა რა გამოსავალი ექნება მას იმ სამყაროში, რომელსაც თქვენ აშენებთ? რას იზამთ, მონასტერში გაოკეტავთ? თქვენ ქმნით იმ სამყაროს, რომელშიც ის იცხოვრებს. სწორედ ასე იქცევიან მამები – აშენებენ იმ სამყაროს, რომელშიც მომავალში მათი შვილები იცხოვრებენ. მე არც კი მიკითხავს თქვენთბის, მაინც რა გსურთ თქვენი ქალიშვილისთვისვის?- მსურს შეიყვაროს ღირსეული ადამიანი, რომელთანაც მყარ და მოსიყვარულე ოჯახს შექმნის. – კი მაგრამ როგორ განხორციელდება ეს თუ კი მამამისი ძალადობით აღსავსე სამყაროს უჭერს მხარს? თუ გსურთ რომ მან სიყვარულით სავსე სამყაროში იცხოვროს, თავადვე უნდა შეუწყოთ ხელი ამ სამყაროს შენებას. თქვენს ქცევის მანერებს უნდა გადახედოთ. ხომ ვერ გახდებით გამონაკლისი თქვენს მიერვე ჩამოყალიბებული წესიდან, ესაა ნებისმიერი ეთიკური სისტემის საფუძველთა საფუძველი. სეანსის ტონალობა შეიცვალა. ყოველგვარი შეხლა-შემოხლა შეწყდა. ორივენი ძალიან დავსერიოზულდით. თავს უფრო ფილოსოფიის ან რელიგიის მასწავლებლად ვგრძნობდი ვიდრე ფსიქოთერაპევტად, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ სწორ გზაზე ვიდქით. ვამბობდი იმას რაც თავიდანვე, ჩვენს პირველივე შეხვედრებისას უნდა მეთქვა.

 

(დასასრული იქნება… )

 

“ძალადობა ნებადართული რომ იყოს… ” (დასაწყისი)

– თქვენი პაციენტი ნამდვილი პირუტყვია! ჯგუფის უკანასკნელ შეხვედრაზე მე მას პირდაპირ ვუთხარი ეს. სარა, ფსიქიატრიის ახალგაზრდა რეზიდენტი, შეყოვნდა და შემომხედა. ჩემი მხრიდან კრიტიკას ელოდა.ეტყობა მართლაც უჩვეულო რამ მოხდა.  ყოველდღიურად არ მეჭრებიან კაბინეტში სტუდენტები და არ მეუბნებიან ამაყი ტონით, რომ ჩემს ერთერთ პაციენტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. თანაც კიბოს უკანასკნელ სტადიაზე მყოფ პაციენტს. – სარა, დაჯექით და მომიყვით რა მოხდა. რამდენიმე წუთი მაქვს შემდეგი პაციენტის მოსვლამდე.სარამ ოდნავ მოითქვა სული და დაიწყო.- კარლოსი ყველაზე ურცხვი და საზიზღარი ადამიანია, ვინც კი ცხოვრებაში მინახავს. – მოგეხსენებათ, რომ არც მე მეხატება დიდად გულზე. ეს თავიდანვე გითხარით, როდესაც მას თქვენთან ვაგზავნიდი. – კარლოსი ექვსი თვის განმავლობაში გადიოდა ჩემთან ინდივიდუალურ თერაპიის კურსს, რამდენიმე ხნის წინ კი გადავწყვიტე სარასთან გამეგზავნა თერაპიულ ჯგუფში ჩასაწერად. – უკაცრავად, გაგაწყვეტინეთ. განაგძეთ თუ შეიძლება.- თავადაც უწყით რაოდენ აუტანელია ხოლმე კარლოსი. ისე დასდევს ქალებს, თითქოს ისინი ახურებული ძუკნები იყვნენ. სულ არ აღელვებს თუ რა ხდება ჯგუფში. წინა შეხვედრაზე მართამ, მოსაზღრე მდგომარეობაში მყოფმა ძალზე მამაცი ბუნების ახალგაზრდა ქალმა, გაანდო ჯგუფს თავისი შარშანდელი გაუპატიურების ამბავი. არამგონია ამაზე ვინმესთან ესაუბრა, ყოველშემთხვევაში არა ჯგუფთან. ის ისეთი შეშინებული ჩანდა, ისე გულამოსკვნილი ტიროდა, ისე უჭირდა ამ ყველაფერზე ლაპარაკი. ეს ძალიან მტკინეული იყო მისთვის. ყველანი ვცდილობდით დავხმარებოდით მას და მე, სწორად თუ არასწორად, გადავწყვიტე გამენდო ჯგუფისთვის, რომ მეც გამაუპატიურეს სამი წლის წინ…- სარა, ეს რ ვიცოდი- არც არავინ იცოდა!მან თვალები მოხუჭა. ეტყობოდა ძალიან უჭირდა ჩემთან ამის შესახებ საუბარი. შექმნილ ვითარებაში არც კი ვიცოდი რა იყო მისთვის უფრო მტკივნეული, ის რომ თავისი გაუპატიურების შესახებ საუბრობდა, თუ ის რომ ასე თავშეუკავებლად მოიქცა ჯგუფში. ან იქნებ ის თრგუნავდა, რის თქმასაც ახლა აპირებდა?  ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ ფაქტებს მივყოლოდი ზედმეტი განსჯისა და კრიტიკის გარეშე. – შემდეგ?- შემდეგ საქმეში თქვენი კარლოსი ჩაება.

 

ჩემი კარლოსი? სასაცილოა! გეგონებათ მე მისი მშობელი მამა ვიყავი და პასუხს ვაგებდი მის სქციელზე. მართალია, მე დაჟინებით ვთხოვდი სარას, რომელსაც არ სურდა სასიკვდილოდ დაავადებული პაციენტის აყვანა, როგორმე მიეღო იგი ჯგუფში, მაგრამ ისიც მართლი გახლათ, რომ სარას ჯგუფი ხუთ კაცამდე შემცირდა და მას ახალი წევრები ესაჭიროებოდა. ასე აღელვებული სარა არასდროს მინახავს. ვიცოდი რომ რამდენიმე ხანში ძალზე უხერხულად იგრძნობდა თავს მომხდარის გამო, არ მსურდა ჩემი კრიტიკით კიდევ უფრო დამემძიმებინა მისი მდგომრეობა. – რა ჩაიდინა?- ის ჯერ კონკრეტულ შეკითხვებს სვამდა: როდის? სად? როგორ? ვინ? თავდაპირველად ეს დაეხმარა მართას. მაგრამ შემდგომ, როდესაც მე დავიწყე ჩემი ამბის მოყოლა, იგი ჩემზე გადმოერთო და იმავე კითხვების დასმა დამიწყო. შემდგომ კიდევ უფრო ინტიმურ დეტალებს ჩაგვეკითხა: გაგვიხია თუ არა მოძალადემ ტანსაცმელი? ეაკულაცია ჩვენს შიგნით მოახდინა თუ არა? სიამოვნებას თუ გვანიჭებდა ეს ყველაფერი? ამგვარ კითხვებზე გადასვლა იმდენად შეუმჩნევლად მოხდა, რომ საკმაო დრო გავიდა სანამ ჯგუფი მის საქციელზე რაიმე რეაგირებას მოახდენდა. მე და მართა სულ არ ვენაღვლებოდით, ის თავის სექსუალურ ფანტაზიებში იყო გართული. ვიცი, მეტი მოთმინება უნდა გამომიჩინა მის მიმართ, მაგრამ ის მართლაც საზიზღარი ადამიანია! – ბოლოს როგორ დამთავრა ყველაფერი? – საბოლოოდ ჯგუფი გონს მოეგო და გაკიცხა იგი უგულო საქციელისთვის, მაგრამ მას სრულებით არ უგრძვვნია სინდსის ქენჯნა. პირიქით, უფრო აგრესიული გახდა და დაგვადანაშაულა მე და მართა (ისევე, როგორც ყველა სხვა გაუპატიურების მსხვერპლი), რომ ჩვენ ნამეტან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ყველაფერს. “მერე და რა მოხდა, დიდი ამბავი?!”, თქვა მან და დაამატა, რომ პირადად სულაც არ იქნება წინააღმდეგი, თუ კი ვინმე მომხიბლავი ქალბატონი გააუპატიურებს. დამშვიდობებისას კი დასძინა, რომ არ შეეწინააღმდეგება არცერთ ძალადობის მცდელობას ჯგუფის წევრ ქალბატონების მხრიდან. სწორედ მაშინ ვუთხარი, რომ დამპალი ნაბიჭვარია. – მე მეგონა თქვენი მკურნალობის მეთოდი მდგომარეობდა იმაში, რომ მისთვის პირუტყვი გეწოდებინათ.ამ ფრაზამ განმუხტა სიტუაცია. სარამ შვებით ამოისუნთქა. ორივეს გაგვეღიმა.- დიახ, ესეც! მართლაც მიჭირდა თავის შეკავება!მხარდაჭერის სიტყვებს ვეძებდი. მინდოდა გამემხნევებინა სარა, მაგრამ საბოლოოდ გაცილებით პედანტურად გამომივიდა ნათქვამი, ვიდრე ამას ველოდი. – სარა, ამგვარი ექსტრემალური სიტუაციები ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობენ თერაპიის პროცესში. თუ კი მოხერხდა მათზე გულდასმით მუშაობა. ყველაფერი რაც ხდება ჯგუფში, მომავალში შეიძლება მუშაობისა და განხილვის საგანი გახდეს. მოდი კარგ გაკვეთილად ვაქციოთ ეს ყველაფერი კარლოსისთვის. მე მას ხვალ დილით ვხვდები და აუცილებლად დაველაპარაკები მომხდარის შესახებ, მაგრამ ასევე მინდა თქვენც მიხედოთ საკუთარ თავს, თუ კი საუბარი დაგჭირდათ დღის მეორე ნახევარში თავისუფალი ვიქნები ან შეგვიძლია კვირის განმავლობაში შევხვდეთ ერთმანეთს.

სარამ მადლობა გადამიხადა და თქვა, რომ დაფქრდება ჩემს წინადადებაზე. გადავწყვიტე, რომ თუ კი სარა ვინმე სხვასთან მოისურვებდა საკუთარ პრობლემებზე საუბარს, ვეცდებოდი მოგვიანებით მაინც შეხვედროდით ერთმანეთს და ეს ინციდენტი მისთვისაც კარგ პროფესიულ გამოცდილებად გვექცია. ვიცოდი რაოდენ რთული იყო მისთვის მსგავს სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნება, მე ვუთანაგრძნობდი მას, მაგრამ ამავე დროს ვხვდებოდი, რომ ის ცდილობდა საკუთარი პრობლემები გადაეწყვიტა ჯგუფის მეშვეობით. ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა, თავიდან ინდივიდუალურად ემუშავა თავის პრობლემაზე და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ რათქმაუნდა სურვილი ექნებოდა, გაეზიარებინა იგი ჯგუფისთვის და ეს ჯგუფის წევრთა სასარგებლოდ გამოეყენებინა. ჩემი შემდეგი პაციენტი გამოჩნდა და ყურადღება მასზე გადავიტანე. თუმცა ვერაფრით ვაიძულებდი თავს არ მეფიქრა კარლოსზე და იმაზე თუ რა მიმართულებით წამეყვანა მასთან შემდეგი სეანსი. ხშირად ვფიქრობდი მასზე. ის უჩვეულო პაციენტი იყო. ჩვენი პირველი შეხვედრიდანვე, რომელიც რამდენიმე თვის წინათ შედგა, მე მასზე გაცილებით მეტი დროის განმავლობაში ვფიქრობდი ვიდრე ის ორი საათი კვირაში, რომელიც ჩვენი შეხვდერების განრიგით იყო გათვალისწინებული. “კარლოსი კატაა, რომელსაც ცხრა სიცოცხლე აქვს, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მისი მეცხრე სიცოცხლეც იწურება”, ასე მითხრა ონკოლოგმა, რომელმაც კარლოსი ჩემთან კონსულტაციაზე გამოგზავნა. მან ამიხსნა, რომ კარლოსს ლიმფომის ძალზე იშვიათი, ნელმზარდი სახეობა ჰქონდა, რომელიც იმდენად ავთვისებიანობით არ ქმნიდა პრობლემებს, რამდენადაც თავისი ზომების გამო. ათი წლის განმავლობაში სიმსივნე კარგად ემორჩილებოდა მკურნალობას, მაგრამ ახლა მან ფილტვები დააზიანა და გულსაც ეპოტინებოდა. კარლოსის ექიმებმა უკვე ყველაფერი, შესაძლებელი და შეუძლებელიც, მოიმოქმედეს: მაქსიმალურად დასაშვები დოზებით ასხივებდნენ მას, ამოწურეს ქიმიოთერაპიულ საშუალებათა სრული ნუსხა, მაგრამ უშედეგოდ. მეკითხებოდნენ, რამდენად გულწრფელნი უნდა ყოფილიყვნენ კარლოსის წინაშე? ეთქვათ თუ არა მისთვის სიმართლე? მითუმეტეს, რომ კარლოსი სრულებით არ უგდებდა ყურს. მათ არ იცოდნენ რამდენად გულწრფელი იყო იგი საკუთარ თავთან. როგორ მიიღებდა იგი ამ ამბავს? ისინი ხედავდნენ, რამდენად დათრგუნული იყო კარლოსი, რომ მას არავინ ჰყავდა ვისაც მხარდაჭერისთვის ან დახმარებისთვის მიმართავდა, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეეძლოთ.კარლოსს მართლაც არავინ ჰყავდა, თუკი ტყუპ ქალ-ვაჟს არ ჩავთვლით, რომლებიც მის ყოფილ მეუღლესთან ერთად სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობდნენ. ის არგენტინაში გაიზარდა.  ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში. დედა მშობიარობას გადაყვა, მამა კი ოცი წლის წინ სწორედ იმ ტიპის ლიმფომით გარდაიცვალა, რომელიც ახლა კაროსსაც უღებდა ბოლოს. მამაკაცებთან არ მეგობრობდა. “ვის რაში ჭირდებიან ისინი?!” – მითხრა მან ერთხელ. – “არ შემხვედრია ჯერ მამაკაცი, რომელიც ერთი დოლარის, სამსახურის ან ნაშის გულისთვის არ გამოგჭრიდეს ყელს!” მას ხანმოკლე ქორწინება ჰქონდა და იმის მერე არ დაუმყარებია რაიმე სერიოზული ურთიერთობა ქალებთან. “კაცი გიჟი უნდა იყო, რომ ქალთან ერთზე მეტჯერ იჟიმაო”. მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი, მისივე თქმით, იყო რაც შეიძლება მეტ ქალთან ჰქონოდა სქესობრივი კავშირი. პირველივე შეხვედრისას მან არც თუ სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, როგორც თავისი ხასიათით, ასევე თავისი გარეგნობით. ის გამხდარი და დაუძლურებული იყო. მკლავებზე, კისერზე და ყურების უკან მას შესამჩნევად შესიებული ლიმფური კვანძები მოუჩანდა, ხოლო ქიმიოთერაპიის გამო ის სრულებით გამელოტებულიყო. მისი გარეგნული რეკვიზიტები – თვალებზე ჩამოფხატული ფართოკიდეებიანი ქუდი და შეშუპებული ლიმფური კვანძების დასაფარად ყელზე შემოხვეული შარფი – მხოლოდ ზედმეტ ყურდღებას იპყრობდნენ მისი ისედაც უსიამო გარეგნობის მიმართ. ის შესამჩნევად იყო დათრგუნული. ამისთვის საკმაო მიზეზიც ჰქონდა. სიმწრით საუბრობდა კიბოსთსან ათწლიანი შერკინების შესახებ. მისი თქმით, ავადმყოფობა ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებდა მას. მან უკვე მოუღო ბოლო კარლოსის მნიშვნელოვან ნაწილს: მის ენერგიულობას, მის ძალებს, მის თავისუფლებას (კარლოსი იძულებული იყო სტენფორდის ჰოსპიტალის სიახლოვეს ეცხოვრა, ის სრულებით მოწყვეტილი იყო თავის სამშობლსა და კულტურას). ყველაზე დამთრგუნველი კი იყო ის, რომ სიმსივნემ მისი სოციალური ურთიერთოები დაანგრია. სოციალურ ურთიერთობებში კარლოსი სქესობრივ ცხოვრებას გულისხმობდა. ქიმიოთერაპიის დროს ის სქესობრივად უძლური იყო. ქიმიოთერაპიის Dდასასრულ ქალებთან სიმელოტის გამო ვერ ურთიერთობდა, ხოლო როდესაც თმა ამოუვიდოდა და მომდევნო კურსის ბოლომდე ორიოდე კვირა ღა რჩებოდა, მეძავები მის მომსახურებაზე უარს აცხადებდნენ, რათგან ეგონათ, რომ ლიმფური კვანძები აივ-ინფექციის გამო ჰქონდა გადიდებული. ამგვარად მისი სქესორივი ცხოვრება სადომაზოქისტური ვიდეოჩანაწერების ყურებისას მასტურბირებით შემოიფარგლებოდა.   მართალია – აღიარა მან, მხოლოდ იმის შემდეგ როდესაც მე მას ამაზე პირდაპირ მივუთითე – რომ ის მარტოსულად გრძნობს თავს და რომ სწორედ ეს წარმოადგენს პრობლემის ძირითად ნაწილს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც იგი იმდენად დაუძლურებულია, რომ საკუთარი თავის მოვლაც კი არ შეუძლია. ადამიანებთან ახლო (არასექსუალური)  ურთიერთობით სიამოვნების მიღების იდეა სრულიად უცხო იყო მისთვის. თუმცა აქაც იყო გამონაკლისი – მისი შვილები. როდესაც კარლოსი მათზე საუბრობდა ის სრულიად გარდაისახებოდა და ნამდვილ, მამობრივ გრძნოებს გამოხატავდა, რომელთაც სიამოვნებით ვიზიარებდი. გულაჩუყებული ვუცქერდი მის ათრთოლებულ სხეულს, როდესაც ის თავისი შიშის შესახებ ყვებოდა, რომ ბავშვებიც აქცევდნენ მას ზურგს, რომ დედა საბოლოოდ განაწყობდა მათ მის წინააღმდეგ ან ისინი კიბოს შიშით გაწყვეტდნენ მასთან ურთიერთობას.- რით შემიძლია დაგეხმაროთ, კარლოს? – თუ მართლაც გსურთ ჩემი დახმარება, მასწავლეთ ჯავშნოსნების სიძულილი! რამდენიმე ხანს კარლოსი ტკბებოდა ჩემი დაბნეულობით. შემდეგ კი მითხრა, რომ ვიზუალურ ტექნიკას იყენებდა, რომელსაც ონკოლოგიური პაციენტები ხშირად მიმართავენ ხოლმე თვითგანკურნების მიზნით: მისი ახალი ქიმიოთერაპიული საშუალების ვიზუალურ ხატებს დიდი B და P ასოები, დათვები (Bეარს) და ღორები (Pიგს), წარმოადგენდნენ, მისი ლიმფური კვანძების სიმსივნური უჯრედები კი ჯავშნოსნები იყვნენ. ქმიოთერაპიის კურსის განმავლობაში კარლოსი წარმოიდგენდა, თუ როგორ ესხმოდნენ დათვები და ღორები გარქოვანებული ბაქნებით აღჭურვილ ჯავშნოსნებს. პრობლემა კი ის იყო, რომ კარლოსის დათვები და ღორები არასაკმარისად ძლიერნი იყვნენ, რათა ჯავშნოსნებს გამკლავებოდნენ. მისი უარყოფითი თვისებების და მიუხედავად კარლოსი რაღაცით მიზიდავდა. შესაძლოა იმ შეგრძნების გამო, რომ ის კვდებოდა კიბოთი და არა მე, შესაძლოა შვილებისადმი უსაზღვრო სიყვარულის ან მისი გულისამაჩუყებელი ხელის ჩამორთმევის მანერის გამო, როდესაც ის ორივე ხელით მაგრად ჩაეჭიდებოდა ხოლმე ჩემს გამოწვდილ მტევანს. ან იქნებ მისმა უცნაურმა თხოვნამ მომხიბლა: “მასწავლეთ ჯავშნოსანთა სიძულვილი!”

ჩვენი შეხვედრების დასაწყისშივე ვეცადე შემეფასებინა ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი. თავს ვარწმუნებდი, რომ ის არა იმდენად ასოციალური, რამდენადაც უბრალოდ საზოგდოებიდან გარიყული ადამიანი იყო და რომ მისი არასასიამოვნო ხასიათობრივი თვისებების შეცვლა სრულებით შესაძლებელია. მკურნალობის გეგმა არ დამისახავს. უკვე საკმაო ხნის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს მე კი ჯერ არ მქონდა განსაზღვრული თერაპიის კონკრეტული მიზნები. რა მომემოქმედა? უბრალოდ მხარში დავდგომოდი ქიმიოთერაპიის კურსის დროს? (ამ პერიოდში კარლოსი განსაკუთრებით სუსტი და უმწეო იყო ხოლმე). ხოლო როდესაც ტერმინალურ სტადიას მიაღწევდა სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მის გვერდით ვყოფილიყავი? შესაძლოა ეს სრულებით საკმარისი იქნებოდა. ღმერთია მოწმე, კარლოსი მართლაც ძალზე მარტოსული იყო. დამლაპარაკებელიც კი არავინ ჰყავდა. მართალია კარლოსის მარტოობა მისსივე ქცევის შედეგი იყო, მაგრამ რამდენად შეამსუბუქებდა მის მდგომარეობას ამ ფაქტის გაცნობიერება და შცვლა? თანაც როდის? ახლა, როდესაც ის სიკვდილის პირას იდგა და მისი ცხოვრება უკეთეს შემთხვევაში თვეებით განისაზღვრებოდა? ამავე დროს ვფიქრობდი – იქნებ კარლოსს შეეძლო მნიშვნელოვანი შედეგების მიეღწევა. არა, არა და არა! რა აზრი აქვს რაიმე მნიშვნელოვნზე საუბარს, როდესაც ადამიანს სულ რამდენიმე თვე ღა აქვს დარჩენილი?! მსგავს სტუაციაში ვერც ერთი თერაპევტი, და მათ შორის ვერც მე, ვერ დადებდა თავს მეტნაკლებად მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად. კარლოსი სიამოვნებით დათანხმდა ფსიქოთერაპიაზე. მისთვის დამახასიათებელი ცინიზმით მან განაცხადა, რომ მკურნალობის საფასურის ოთხმოცდაათ პროცენტს სადაზღვეო კომპანია ფარავდა, მას კი არაფრით არ შეეძლო ამგვარი შანსის ხელიდან გაშვება. თანაც კარლოსი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, ვინც ყველაფრის მოსინჯვას ცდილობს ცხოვრებაში, მას კი ჯერ არასდროს ესაუბრა ფსიქიატრთან. მე არ შევთანხმებულვარ მასთან რაიმე კონკრეტული მიზნებზე, მხოლოდ აღვნიშნე, რომ ამგვარ ვითარებაში სხვა ადამიანთან საუბარი ხშირად შვების მომგვრელია ხოლმე. დაჟინებით ვთხოვე მას ექვსჯერ შევხვედრილყავით ერთმანეთს, შემდეგ კი განგვესაზღვრა რამდენად ეფექტური იყო თერაპია და ღირდა თუ არა მისი გაგრძელება.ჩემდა გსასკვირად კარლოსმა საოცრად კარგად აუღო ალღო ჩვენს საუბრებს და ექვსი სეანსის შემდეგ გადავწყვიტეთ განუსაზღვრელი ვადით გაგვეგრძელებინა შეხვედრები. ყოველ ჯერზე ის განსახილველ საკითხთა მთელი ნუსხით მოდიოდა. ეს იყო სიზმრები ან სამსახურეობრივი პრობლემები (კარლოსი საკმაოდ ნიჭიერი ფინანსური ანალიტიკოსი გახლდათ და ავადმყოფობის დროსაც განაგრძობდა მუშაობას). ზოგჯერ ის ფიზიკურ დისკომფორტზე და ქიმიოთერაპიისადმი სიძულვილზე ლაპარაკობდა, მაგრამ  ყველაზე ხშირად საუბარი ქალებსა და სექსს ეხებოდა. ყოველ სეანსს ის იწყებდა ქალების აღწერით, რომელთაც კვირის განმავლობაში ხვდებოდა. ხშირად ამგარი “შეხვედრები” მაღაზიის სალაროსთან დგომისას დაჭერილ გამოხედვებით შემოიფარგლებოდა. შემდეგ კი ის დიდხანს და დაწვრილებით ფიქრობდა თუ როგორ შეიძლება აწყობილიყო მათი ურთიერთობა. ზოგჯერ ის იმდენად გატაცებული იყო ქალებით, რომ სრულებით ივიწყებდა კიბოს, რომელსაც მისი სხეულის ყოველ კუთხე-კუნჭულში შეეღწია. შესაძლოა სწორედ ეს იყო მისი აკვიატების მიზეზი – ამ დროს ის თავის ავადმყოფობას ივიწყებდა. მაგრამ მისი ამგვარი დამოკიდებულება სუსტი სქესის მიმართ კიბომდე გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა. ის ყველთვის დასდევდა ქალებს, უბრალო სექსუალურ ობიექტებად აღიქვამდა და ძალზე დამამცირებლად ეპყრობოდა მათ. ამიტომაც არ გამკვირვებია სარას მონაყოლი, ვიცოდი რომ კარლოსი გაცილებით უარეს საქციელზე იყო წამსვლელი. მაშ, როგორ მოვქცეულიყავი შემდეგ სეანსზე? ერთისმხრივ, ჩვენი ურთიერთობის შენარჩუნება და გაუმჯოეება მსურდა. სწორედ ახლა მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს, თანაც მე ერთადერთი ადამიანი ვიყავი ვისთანაც ის ახლო იყო. მეორესმხრივ, კარლოს უნდა გაეგრძელებინა ჯგუფში სიარული. იქ რამდენიმე მიზეზით გავგზავნე: პირველყოვლისა მას მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, რასაც ჯგუფი შესანიშნავად უზრუნველყოფდა.  გარდა ამისა ვიმედოვნებდი, რომ კარლოსი გვერდიდან შეხედავდა საკუთარ თავს, გააცნობიერებდა თავისი ქცევის უარყოფით მხარეებს და ისწავლიდა გარშემომყოფებთან ახლო ურთიერთობების დამყარებას. უკანასკნელი ხუთი კვირის განმავლობში ის წარმატებით მიიწევდა წინ. მაგრამ ახლა ვშიშობდი ანტიპათია არ გამოეწვია ჯგუფის წევრებში. თუ კი, რათქმაუნდა, ისინი უკვე არ განეწყვნენ უარყოფითად მის მიმართ!

(გაგრძელება იქნება…)

ABC – მარტივად მართეთ თქვენი ემოციები

კარგახნის დუმილის შემდეგ მინდა განვაახლო/განვაგრძო ფსიქოთერაპიულ მეთოდთა და სკოლათა მიმოხილვა და სანამ შეპირებულ “ახალ ფსიქოანალიოზზე” გადავალ, მინდა შემოგთავაზოთ ფსიქოანალიზის შემდგომ მეორე, კოგნიტურ-ბიჰევიორული მიმდინარეობა ფსიქოთერაპიასა და ფსიქოლოგიურ კონსულტირებაში. ეს მმართულება ფსიქოანალიზის სრულ ანტიპოდს წაერმოადგენს და აქცენტს სიღრმისეული ქვეცნობიერი განცდების მაგიერ რაციონალურ აზროვნებაზე აკეთებს. ამ სკოლის არსს ჩემი აზრით საუკეთესოდ გამოხატავს ამერიკელი ფასიქოლოგის, ალბერტ ელისის მიერ შემუშავებული ე.წ. ABC-მოდელი, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს აწარმოოს თვითდაკვირვება და ფსიქოთერაპევტთან ერთად ეფექტურად გაუმკლავდეს არსებულ პრობლემებს.

ABC-მოდელი როგორც ვხედავთ მოიცავს სამ ელემენტს ეს არის A – რაიმე მოვლენა ან სიტუაცია, რომელიც მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე, ჩვენს განცდებზე და იწვევს გარკვეულ ემოციურ პასუხს – C-ს. მაგრამ რატომ ხდება, რომ სხვადასხვა ადამიანები ერთსა და იმავე სიტუაციაში სხვადაგვარად რეაგირებენ? ეს უკვე დამოკიდებულია მესამე, B ელემენტზე, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ აზრს, დამოკიდებულებას თუ განწყობას, რომელიც ამ კონკრეტულ ადამიანს გააჩნია ამ კონკრეტული მოვლენისადმი. მაგალითად, ქალს როგორც წესი სიამოვნებს საყვარელი მამაკაცისგან ნათქვამი კომპლიმენტი. შეგვიძლია ვიავარაუდოთ, რომ ქალის ამგვარ რეაქციას იწვევს აზრი: “მე მინდა ვიყო სასურველი და მნიშვნელოვანი ჩემი ქმრისთვის.” ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში მას უთუოდ დადებითი ემოციური რეაქცია ექნება კომპლიმენტზე, მაგრამ მოდით წარმოვიდგინოთ რომ ქალს, რატომღაც, არ აინტერესებს თუ რამდენად სასურველი და მნიშვნელოვანია იგი ქმრისთვის არამედ მიაჩნია რომ “ქმარმა უნდა მატერიალურად უზრუნცველყოს ოჯახი და გაანებივროს ძვირადღირებული საჩუქრებით” ასეთ შემთხვევაში ადვილი მისახვედრია რომ ქალი არაფრად ჩააგდებს “ცარიელ სიტყვას”, კომპლიმნტს, თუ კი მას არ მოყვა ძვირადღირებული საჩუქარი. ან კიდევ წარმოვიდგინოთ რომ ქალი ფიქრობს არა: “მე მინდა ვიყო სასურველი და მნიშვნელოვანი ჩემი ქმრისთვის,” არამედ “მე აუცილებლად უნდა ვიყო სასურველი და მნიშვნელოვანი ჩემი ქმრისთვის, სხბვაგვარად მე ბედნიერი ვერ ვიქნები”. ასეთ დროს შესაძლოა ქალს ნათქფვამმა კომპლიმრნტმა არ დააკმაყოფილოს ან მან იწუწუნოს რომ ქმარი იშვიათად ეუბნება კომპლიმრნტებს, ფაქტიურად არ აქცევს მას ყურადღებას და ა.შ.
ალბერტ ელისის აზრით სწორედ ამ დამოკიდებულებებსა და აზრებში დევს პრობლემათა სათავე. ის გამოყოფს დაშვებათა (აზრთა, დამოკიდებულებათა) ორ ტიპს. პირველ შემთხვევაში ადამიანის დამოკიდებულება სიტუაციისადმი გამოიხატება ფრაზაში “კარგი იქნებოდა რომ…” ან “კარგი იქნება თუ…” ეს რაციონალური, გაწონასწორებული დაშვებებია. ამ შემთხვევაში ადამიანი საკმაოდ მყარად დგას ფეხზე და კატასტროფულად არ განიცდის თუ კი მისი წარმოდგენის საპირისპირო რამ მოხდება. დაშვებათა მეორე ტიპი, რომელიც პასუხისმგებელია ფსიქოლოგიურ პრობლემათა წარმოქმნაში ასე ჟღერს “თუ ესა და ეს არ მოხედბა დავიღუპები” “აუცილებლად ასე უნდა მოხდეს, თორემ…” და ა.შ. აქ გადამწყვტი მომენტია ის რომ “მინდა”-ს და “კარგი იქნება”-ს ცვლის “აუცილბლად უნდა.” ასეთ სიტუაციაში კი გასაგებია, რომ ადამიანი ძალზე მწვავედ განიცდის წატუმატებლობას ან სხვა რაიმეს რაც ისე არაა როგორც მას წორად და აუცილებლად მიაჩნია.

 

ელისის მოდელის სქემა

ალბერტ ელისმა შეიმუშავა მეთოდების მთელი ჯგუფი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამგვარი არარაციონალური, პრობლემერური დაშვებების გამოაშკარავება და შეცვლა. თავდაპირველად საზღვრავენ A-ს და C-ს, ანუ იმას თუ რა სიტუაცია რა ემოციურ რეაქციას იწვევს ადამიანში. შემდეგ კი გადადიან უკვე B-ს დაზუსტება/განსაზღვრაზე. პაციენტს ეკითხებიან თუ რა აზრები უჩნდება მას კონკრეტულ პრობლემურ სიტუაციაში, რასაც შემდეგ აღნიშნულ ემოციურ რეაქციამდე მივყავართ. აზუსტებენ რამდენად თავდაპირველია ესა თუ ის აზრი, თუ მის უკან დგას კიდევ სხვა რამ.  შემდეგ მას უხსნიან პრობლემის არსს, აკეთებენ სხვადასხვა შედარებებს რომელთა საშუალებითაც ნათელი ხდება განსხვავება ჩვეულ და პრობლემურ დაშვებებს, “კარგი იქნებოდა”-ს და “აუცილებლად უნდა”-ს შორის. იმის შემდეგ რაც პაციენტისთვის გასაგები ხდება პრობლემის არსი, იწყება მუშაობა უკვე უშვალოდ ირაციონალური (პრობლემური) დაშვებების შეცვლაზე. ამისათვის კი გამოიყენება პირველ რიგში დისკუსიის მეთოდი. დისკუსია ხდება თავდაპირველად ფსიქოთერაპევტთან, შემდგომ კი პაციენტი სწავლობს ამგვარ დისკუტირებას საკუთარ თავთანაც, რაც საბოლოოდ ეხმარება მას მომავალში აიცდინოს პრობლემები ან თუ ისინი მაინც გაჩნდნენ მას უკვე ეცოდინება როგორ ებრძოლოს მათ. თუმცა მხოლოდ გონების დონეზე მუშაობა არ კმარა. ადამიანმა ემოციურად, გულითაცც უნდა მიიღოს სწორი, რაციონალური დაშვებები, რომლებსაც ის თავად ირჩევს ირაციონალურის სანაცვლოდ. ამისთვის კი გამოიყენება ისეთი მთოდები როგორიცაა წარმოსახვითი ვარჯიშები – პაციენტს სთავაზობენ წარმოიდგინოს პრობლემური სიტუაცია და წარმოისახოს თუ როგორ იმოქმედებდა იგი ამ სიტუაციაში უფრო სწორი დაშვებებიდან გამომდინარე, რას იტყოდა რას გააკეთებდა. ასევე ხშირად გამოიყენება იუმორი. რაც საშუალებას აძლებს პაციენტს გვერდიდან შეხედოს თავის პრობლემას. შესაძლოა მოხდეს როლების გაცვლაც თერაპევტსა და პაციენტს შორის და პაციენტი ცდილობდეს საკუთარი დაშვებების უარყოფას, ხოლო თრაპევტი იცავდეს მათ.
როსდესაც ადამიანი მიიღებს სწორ დაშვებებს გულითა და გონებით, საჭირო ხდება ამ დაშვებების ქცევის დონეზე, რეალობაში განხორციეკლება. ამისთვის კი მას ეძლევა გარკვეული სავარჯიშოები, რომლებიც ძირითადში გულისხმობენ პრობლემურ სიტუაციასთან კონფრონტაციას და სწორი ქცევის გამომისავებას. აღსანიშნმავია რომ ამგვარი კონფრონტაციული მეთოდი ელისმა თავად გამოიყენა საკუთარ თავზე. მას ჰქონდა ქალებთან ურთიერთობის შიში. მან მიზნად დაისახა ერთი თვის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ პარკში გაეცნო 100 ქალბატონი, იმის და მიუხედავად თუ რა შედეგით დასრულდებოდა ეს ყველაფერი. ერთი თვის შემდეგ მას ფაქტიურად გაუქრა ქალებთან ურთიერთობის შიში და მან გაცილებით უფრო თავდაჯერებულად იგრძნო თავი.

ალბერტ ელისი

აღსანიშნავია რომ ელისი ბუნებით საკმაოდ ძლიერი პიროვნება იყო. მან ცხოვრებაში ბევრი გაჭირვება და პრობლემური პერიოდი გადაიტანა. მაგრამ შეძლო მათთან გამკლავება თავისი მტკიცე, რაციონალური მიდგომის წყალობით. სწორედ ამ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა მისი თეორიისა და მკურნალობის მეთოდების ჩამოყალიბებაზე. თუმცა ამ გარემოებას თავისი უარყოფითი მხარეც გააჩნია. ელისი თითქოს არც კი ეკითხება პაციენტს თუ რა მიაჩნია თავად მას სწორად ან არასწორად და პირდაპირ ახვევს თავის აზრს. ამგვარი მიდგომა ქმნის პაციენტთან გაუცხოების საშიშროებას. უნდა ვაღიაროთ რომ ცალკეული მიდგომები ელისის თეორიაში საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ აუცილებელია მათი შესაბამისი გამოყენება. ყველა შემთხვევიაში ამგვარმა მიდგომამ შესაძლებელია არ იმუშაოს. ამიტომაც საჭიროა უფრო ეკლექტური მიდგომის გამომუშავება. როგორც ექზისტენციალური ფსიქოთერაპიის ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ირვინ იალომი იტყოდა: “შექმენით თვითოეული პაცვიენტისთვის ცალკე თერაპია.”

 

“გამოსაყენებელი ხორცი” (ჩემო ქალბატონო) ანუ ორიოდე სიტყვა ქართულ სექსუალურობაზე

ამ ვიდეოს სრულიად შემთხვევით გადავაწყდი youtube-ზე. დამეთანხმებით ალბათ, თემა საკმაოდ მწევავეა. იმის და მიუხედავად რომ საბჭოთა კავშირი, რომელშიც სექსი ოფიციალურად არ არსებობდა, უკვე თითქმის 20 წელიწადია რაც დაიშალა,მ ინტიმურ საკითხებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი დღესაც არ წყდება. მახსოვს როგორ უწოდებდნენ ამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ავტობუსში ასულ “კედლის” წამყვან სანდრო გაბისონიას, იგივე “ყვითელს,” ხანშიშესული ქალბატონები “გათახსირებულსა და ქვეყნის გამყიდველს.” სექსუალურ თემებთან დაკავშირებით აზრი ორადაა გაყოფილი. ერთნი მხარს უჭერენ სექსუალურ თავისუფლებას, მეორენი კი, ამ ქალბატონის მსგავსად, გმობენ მას. ეს დაპირისპირება თავად ყოუტუბე-ზეც გამოიკვეთა. თუ ჩაიხედავთ ამ ვიდეოს კომენტარებში ნახავთ, რომ ძირითადად ჭარბობს ისეთი გამონათქვამები როგორიცაა: “ეს გოგო სად იპოვეს,” ”ფსიქოლოგიური მიზეზების გამო კი არა, ვიღაც გამოყლევებული ხარ” ან უფრო რბილად – “ამახინჯებს ეს გოგო ყველაფერს, ისევე როგორც თავის ცხოვრებას. დაღი აქვს დასმული ამ უბედურს.” საინტრერესოა რომ იგივე ვიდეო ატვირთულია მეორედაც სხვა პიროვნების მიერ, ოღონდ ამჯერად მას სუბტიტრების სახით გაკეთებული აქვს წარწერა: “ვენაცვალე ამ ქალს, ნამდვილი ქართველია!!! ღმერთმა დალოცოს და უმრავლოს საქართველოს ასეთი მანდილოსნები!!!”

აქ კომენტარებიც შესაბამისია: “ამინ! ამინ!” (დიდი ასოებით დაწერილი) და „შენ გენაცვალე და შენს სიტყვებს. ღმეერთმა ასეთი მანდილოსნები გვიმრავლოს.“უნდა ითქვას რომ პრობლემა არა თავად სექსში, როგორც ფაქტში ან მოვლენაში, არამედ მისადმი დამოკიდებულებაშია. სწორედ ეს დამოკიდებულება ხდის პრობლემურ საკითხად ქართულ სექსუალურობას. აქვე შეუძლებელია არ ვახსენოთ რელიგიის დამოკიდებულება სექსისადმი, რომელიც უდიდეს ზეგავლენას ახდენს სექსუალურ საკითხებზე საქართვეწლოში. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი იგავი: იყო ერთი მეძავი, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. ის ერთერთი ულამაზესი ქალი იყო ქალაქში. ერთ დღესაც ამ ქალმა ბერების შეცდენა მოისურვა. უხამსად გამოეწყო და ტაძრის კართან დადგა. ბერები ლოცვიდან რომ გამოვიდნენ ეს ქალმა თვალების ჟუჟუნს და გამომწვევად ქცევას მიჰყო ხელი. ბერებმა თვალზე სელი აიფარეს და ეცადნენ გარიდებოდნენ იმ ადგილს, მაგრამ ერთერთი მათგანი შეჩერდა და ყურება დაუწყო მეძავს. ის გატაცებით უცქერდა მას. სხვებმა მკლავზე ჩამოქაჩეს: „რას მიშტერებიხარ მაგ ქალს, წამოდი ეხლავეო“ მან კი აღტაცებულმა მიუგო: „შეხედეთ ძმანო, ეს რა სილამაზე შეუქმნია ღმერთს!“-ო. ასე რომ საქმე მართლაც დამოკიდებულებაშია ანუ „გააჩნია როგორ შეხედავ“.უმცა უნდა ითქვას რომ ჩემი ლიბერალური შეხედულებეის და მიუხედავად, ამ ქალბატონს ძირითადში ვეთანხმები. რათქმაუნდა იმგვარი გამონათქვამები როგორიცაა „არ მინდოდა ეს დედამისის სახლის გარეთ მომხდარიყო“ მეტისმეტად ფროიდისტულად ჟღერს, მაგრამ ძირითადში ეს ქალი მართალია და აი რატომ:
მართლაც, რომ დავუფიქრდეთ არავის სურს იყოს „გამოსაყენებელი ხორცი“ არც ქალს, და არც მითუმეტეს კაცს. არადა ქართული რეალობა და მენტალიტეტი სწორედ ამას იწვევენ. ქალი რომელიც სექსუალურად მიმზიდველია ავტომატურად ჩეირიცხება „გამოსაყენებელი ხორცის“ კატეგორიაში და „ბოზის“ იარლიყი მიეწერება. და აი ეს კი უკვე ნეგეტიური დამოკიდებულებაა. რთულია როდესაც შენი პიროვნება განისაზღვრება მკერდის ზომით, ან თეძოს მოყვანილობით. კაცი აღარ აქცევს ყურადღებას ქალის სხვა თვისებებს. ბევრი თბილი, გულისხმიერი, ჭკვიანი და საინტერესო მოსაუბრე ქალი ვიცი, რომელთაც „ლამაზი თოჯინის“ სტატუსი აქვთ მიკერებული და ძირითადად თავისი ფიზიკური მონაცემებით ფასდებიან. ეს კი ხშირად მატრავმირებლად მოქმედებს ქალზე. ქართველ მანდილოსნებს საშინლად აკლიათ პატივისცემა და დაფასებულობა ან თუნდაც უბრალო ადამიანური სითბო. ყველაზე საინტერესო კი ისაა რომ ისინი თავად  ყველაფერს აკეთებენ სწორედ ამგვარი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისა და გამყარებისთვის. მახსოვს გერმანიაში ყოფნისას აღმოვაჩინე რომ არცერთ ქალს, სამსახურში, თუ სასწავლო დაწესებულებაში დიდად გამომწვევად არ ეცვა. ეს იქ ცუდ ტონად ითვლება: მიხვიდე სამსახურში გამომწვევად ჩაცმული. წვეულებაზე კიბატონო, იქ ამისთვის სწორი დრო და ადგილია. სწორედ ეს „უადგილობა“ და შეუსაბამობა, არაადექვატურობა გვჭირს ქართველებს ზოგადად და კონკრეტულად სექსთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ რის მიღწევას ცდილობს ქართველი ქალი რომელიც გამომწვევად ჩაცმული გამოდის ქუჩაში? პირველრიგში ის ცდილობს ყურადღება მიიქციოს, უნდა იგრძნოს რომ ის როგორც ქალი (მაგრამ არამხოლოდ როგორც სექსუალური ობიექტი) მნიშვნელოვანია მამაკაცებისთვის. ქართველი ქალი გაცილებით უფრო ვნებიანია ვიდრე ვთქვათ რუსი ან ევროპელი. ესეთია ფიზიოლოგიური თავისებურებები, მაგრამ ამავე დროს მეტისმეტად ჩაკეტილია და ვერ გამოხატავს ან გაუცნობიერებლად გამოხატავს, გაუცნობიერებლად აგზავნის სექსუალურ იმპულსებს. შემდეგ კი აღმოჩნდება რომ „ეს სულაც არაა ის რაზეც ოცნებობდა.“ რამდენი ქალი იტანჯება ფრიგიდულობით და სხვადასხვა სექსოლოგიური პრობლემით სწორედ ამგვარი ორმაგი, ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულების გამო. სწორედ ეს ამბივალენტურობაა პრობლემის საწინდარი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სექსუალურ თავისუფლებაზე ევროპასა თუ ამერიკაში, უნდა ვითვალისწინებდეთ რომ იქ ქალებს იშვიათად თუ უყურებენ როგორც „გამოსაყენებელ ხორცს“ თუნდაც ისინი გამომწვევად იყვნენ ჩაცმულნი. როდესაც უცხოელი მამაკაცი ეძებს პარტნიორს ის ეძებს არა მხოლოდ მისთვის სექსუალურად მიმზიდველ ადამიანს არამედ პირველრიგში მისთვის მისაღებ პიროვნებას, რომელთანაც ჰარმონიული ურთიერთობას ააწყობს და ამ ჰარმონიული ურთიერთობის ერთერთი შემადგენელი ნაწილი სექსიც იქნება. ქართველი მამაკაცი კი, როდესაც მისთვის მიმზიდველ ქალს ხედავს, ეძებს მასში არა იმდენად პიროვნებას, არამედ პარდონ და „შესაყოფს“ ანუ ისევ და ისევ „გამოსაყენებელ ხორცს“. ეს ყველაფერი საკუთარ ქსელშივე გაბმულ ობობას გავს. ქართველები ვიგონებთ გარკვეულ წესებს და ფსევდოტრადიციებს, შემდეგ კი თავადვე ვებმევით მათში. ქალს კი სრულებით სხვა რამ უნდა. მას სჭირდება უნიკალურობის განცდა, რომ ის და მხოლოდ ისაა ძვირფასი მამაკაცისთვის და არა სხვა ვინმე. თუ სუფთა სექსუალური კუთხით შევხედავთ საკითხს ქალს სიამოვნებს, როდესაც კაცი ალერსის დროს ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულობას, როდესაც მოფერებით ის მის სურვილებს ითვალისწინებს, იცის რა ესიამოვნება ქალს. და არა როგორც უმრავლესობა მურთაზებს ჩვევიათ თავისას გაისწორებს, გადაბრუნდება და დაიძინებს. სინამდვილეში სექსი ურთიერთობის ერთერთი საშუალებაა და მისი მეშვეობით ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება ერთმანეთისთვის. მაგრამ საქმეც იმაშია რომ ქართველი მამაკაცები (შესაძლოა მამაკაცები საერთოდ) არ ვუფიქრდებით ქალის პიროვნულ მხარეს და მასში მხოლოდ გარკვეულ, ჩვენთვის სასურველ, ხატებას, „ობრაზს“ ვეძებთ. სინამდვილეში ეს ფანტომებია. ქალის მიერ დატოვებული შთაბეჭდილება ხშირად სრულებით განსხვავდება მისი რეალური პიროვნული თვისებებისგან. და ეს იმის გამო რომ ყურადღება მხოლოდ მის ტანსაცმელსა და სხეულს ექცევა. ასეთი დამოკიდებულება  დასწავლილია და არა თანდაყოლილი. ბავშვს არ შეუძლია განასხვავოს ეროტიული გამოსახულება არაეროტიულისგან, მას არ უჩნდება სექსუალური რეაქცია პორნოს ნახვისას. ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს ესაა რომ ბავშვმა სექსუიალური აქტი ძალადობად აღიქვას ან ამან მასში ინტერესი დაბადოს – „რა არის ეს?“ ამის დასამტკიცებლად შეგვიძლია შემდეგი ვიდეო მოვიყვანოთ:

წაწერა ვიდეოს ბოლოს: “თქვენ ხედავთ ამას, თქვენი ბავშვი კი ვერ.”

მე ვიცი რაც მოხდება თუ ქართველები მასიურად გავითვალისწინებთ უცხოელი ფსიქოლოგების მიერ მოწოდებულ სტატისტიკას იმასთან დაკავშირებით რომ ქორწინებამდე სექსი ბედნიერი და მჭიდრო ოჯახის საწინდარია. მოხდება ის რომ ამ სიტუაციაში ნახევარი ქალბატონებისა, რომლებიც უნდა გათხოვილიყვნენ ვეღარ გათხოვდებიან. სრულიად ბანალური მიზეზების გამო, რომ თუნდაც „არაქალიშვილს ცოლად არ მოვიყვან“ ან იმის გამო რომ კაცმა უკვე თავისი გაისწორა და ეხლა კი ხვდება რომ ეს ქალი სულაც არაა ის ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება სურდა. სიტუაცია უსაზიზღესია გეთანხმებით და ასე არ უნდა ხდებოდეს. მაგრამ ასეა და გარკვეული დროა საჭირო დამოკიდებულების შესაცვლელად. სხვაგვარად შორენასთან გატარებული ღამეც კი ვერ გვიშველის.

Back to those days (ბიტლომანური პოსტი)

მგონი კასტანედისეული “пересмотр”-ის პერიოდი მაქვს ცხოვრებაში. : ) წინა პოსტისთვის “Homo Faber”-ის ციტატებს რომ ვეძებდი, უეცრად იმავე საქაღალდეში წავაწყდი ჩემი ძველი სიმღერების ტექსტებს. სადღაც 2001–2002 წლებში დაწერილს. გამახსენდა ის დრო, როდესაც ჯგუფში ვუკრავდი და ერთად ვქმნიდით ძალიან მოუქნელ და გულუბყვრილო მუსიკას.

მე–10–11 კლასებიდანვე თავგადაკლული ბიტლომანი გახლდით. ფაქტიურად პარალელურად ვისწავლე დასარტყამზე და გიტარაზე დაკვრა. მთელ ხმაზე ვრთავდი მაგნიტაფონს და მიდიი… სამედიცინოს პირველივე კურსზე ჯგუფი შევქმენით. “ბითლზის” სიმღერებს ვარჩევდით, მე რათქმაუნდა რინგო სტარი ვიყავი. მახსოვს პირველად რომ დაბვჯექი ადამიანურ დასარტყამის “უსტანოვკაზე” ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო ამ ქვეყანაზე.

შემდეგ მივხვდი რომ ან მუსიკისთვის უნდა მიმეეძღვნა თავი ან მედიცინისთვის. ორივე ერთად არანაირად არ გამოდიოდა. იმისთვის რომ წარმატებული მუსიკოსი იყო და ჯგუფი მაქსიმალურ შემოქმედებითობას ამჟღავნებდეს,. ერთად უნდა გეძინოთ უნდა ერთად ჭამდეთ, უნდა ყველაგან ერთად დადიოდეთ. ფაქტიურად ეს ოჯახია, სადაც ყველას თავისი ფუნქცია აქვს და რომელიც მთელ ძალებს ითხოვს შენგან. ასე რომ არ გამოვიდა ჩემგან რინგო სტარი 😀

ჯგუფიდან გაზაფხულზე წავედი, ზაფხულში კი, ქობულეთის ბანაკში საშა, კოტე და ლექსუსა გავიცანი. ისინი განსხვავებულ მუსიკას უსმენდნენ და წერდნენ კიდეც. ბორის გრებენშჩიოკოვი, იური შევჩუკი, ზრმფირა, ვიქტორ ცოი, ნაუტილუსი და ა.შ. მოკლედ რუსული როკის მთელი შემადგენლობა  🙂 მაშინ კოტეს სიმღერა “Наша страна” დამამახსოვრდა. უშუქობა–უგაზობის და სხვა სიკეთეთა აღწერის შემდეგ ესეთი მისამღერი მოდიოდა:

“Это наша страна, это наш отчий дом, дурдом в котором мы живем”

აღფრთოვანებული დავრჩი : D მერე საშასთან მივედი და ვთხოვე თავისი რამე დაეკრა და საშამ დაუკრა: “Ночной город сверкает своими огнями…” მარტივი, მელანქოლიური, ცოის მსგავსი რიფები ჰქონდა. მახსოვს ერთხელაც ღამისთევის შემდეგ ვუთხარი: “რაღა თითო–თითო გიტარაში ვუკრათ ეს სიმღერები, მოდით ჯგუფი გავაკეთოთ : )” ლექსო ვიოლინოზე უკრავდა, მე ბასსზე, საშა და კოტე გიტარებზე. ასე შეიქმნა ჯგუფი “Пилигримы.” სახელი კოტემ მოუგონა. თანდათან დაგვიგროვდა სიმღერები. კოტეს ჰქონდა სიმღერა “Она.” თავის მაშინდელ შეყვარებულს მიუძღვნა. უფრო სეწორედ იმ გოგოს უყვარდა. საბოლოოდ სიმღერა მე მაჩუქა, აღარ უნდოდა ამ განცდებზე ფიქრი.  ერთი სეხედვით ბავშვურად პრიმიტიული და ცოტა “პაპსა” ტექსტიცაა, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან კარგად გამოხატავს ქალურ ბუნებას. განსაკუთრებულად “ტანჯული” ქალებისა, რომლებიც თავად არბიხსნებიან ბიჭებთან. კოტემ კარგად დაიჭირა ეს განცდები. ეს სიმღერა ღირებულია უკვე იმით რომ ასახავს მამაკაცის მიერ ქალის გაგების მაგალითს. მოვიყვან ამ სიმღერის ტექსტს მთლიანად. მე მგონი ის დღესაც აქტუალურია:

Она может молчать в тишине лунной ночи

Она может скрывать свою боль, что так долго её точит

Не услышишь ты плач, не увидишь ты слёз

в этих лунных глазах из под мягких волос.

Она будет грустить, но ты грусти её не заметишь,

Она может простить, если только прощенья попросишь

Она хочет любить даже если не будет любима

Она хочет дарить то тепло, что так долго копила

И она будет ждать, будет ждать всю весну и всё лето

Она будет искать продолжения лунного света

Она будет молчать, хотя лучше, чтоб всё по-иному

Она будет прощать, отдавая тепло другому

И возможно тогда кто-то нежно её остановит

И посмотрит в глаза и прощения у нее попросит

И отдаст ей тепло то, что сам копил когда-то

И согреет оно и ей больше таиться не надо

И отдаст ей тепло то, что сам копил когда-то

И согреет оно, боже как она будет рада.

სწორედ ეს სიმღერა აღმოვაჩინე საქაღალდეში. ის დღესაც აქტუალურია ჩემთვის, რათგან ვიცნობ სწორედ ასეთ ადამიანებს და ვიცი მათი განცდების შესახებ. საინტერესოა მთავარესთან პარალელიც. ქალური ენერგია ხომ ინ–ენერგიაა ანუ მთავრის. როდესაც კასცს იან–ენერგია აქვს, ანუ მზის.

აქვე იყო ჩემი თავისუფალი ასოციირების ედეგად შექმნილი სიმღერაც. ასევე სასიყვარულო თემატიკით, მაგრამ უფრო ეზოთერული და საკუთარი თავის ძიების, რელიგიური ელფერით. მაგალითად ეს სტროფი:

Когда я в раю пою эти слоги

Слышу твой запах из поднебесной глуши

Ты приходишь во сне в своем белом саване

С откушенным яблоком в твоей нежной руке

ანდა კიდევ:

Как заброшенный город подымается ввысь

Рисуя на небе простое табу

Как вечный монах стремится быть чистым

Я понимаю твою красоту

ბოლოს კი საქმე რათქმაუნდა გასხივოსნებით (თუ ცათა სასუფევლით) მთავრდება:

В тихой роще небесного света

Встретит нас белоснежный старик

Солнце взойдет снова и снова

И я спою балладу номер семь

აი ასეთ სიმღერებს ვწერდით. და ეს ყველაფერი ერთად ყოფნის ხარჯზე. ყველაზე მეტად და იმტენსიურად წამოვიდა იდეები, როდესაც ერთად ვისვენებდით. თუმცა არ შემიძლია არ დავეთანხმო ჯონ ლენონს, რომელმაც კითხვაზე თუ რა იგულისხმა მან როდესაც თქვა რომ “არ სჯერა ბითლზის” (სიმღერაში “God”)უპასუხა, რომ მას  მხედველობაში ჰქონდა თვითონ ეპოქა და არა ჯგუფი, ეპოქა რომელიც უკვე დიდი ხანია დასრულდა და არ ღირს ამ წარსულის გაფეტიშება, რათგან ადამიანი მუდამ წინ უნდა მიდიოდეს. მართლაც, შეუძლებელია დააბრუნო დრო, შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო, რათა შემდგომში არ გაიმეორო იგივე შეცდომა. “For every mistake we must surely be learning” (George Harrison).

“i look at you all, see the love, that is sleeping…”

ჯორჯმა როგორც კრიშნაიტმა, კარგად იცოდა ნამდვილი სიყვარულის ფასი )))

და რათქმაუნდა:

“Nothing you can make that can’t be made

Noone you can save who can’t be saved

Nothing you can do but you can learn how to be in time, it’s easy

All you need it’s love… Love is all you need”

John Lennon

თამაშები, რომელთაც ვთამაშობთ (ბოლოთქმა)

ბოლოს მინდა შევაჯამო თამაშების თემა. მახსოვს როგორ ვკიკთხულობდით ბერნის “თამაშებს” მე და ჩემი მეგობარი. მაშინ მან მითხრა რომ დიდი სურვილი აქვს ამოხიოს წიგნის ფურცლები და ჭიკარტებით მიაკრას კედლებზე თავისთან სახლში. რათგან თითქმის ყველა ტამაშში იცნო ან საკუთარიო თავი ან თავისი ოჯახის რომელიმე წევრი. ამავე დროს ის ძალზე დათრგუნული დაარჩა, რათგან ვერ ხედავდა გამოსავალს. ყველაფერი ეს მშვენიერია და შესანიშნავი, მაგრამ რა გავაკეთოთ იმისათვის რომ ამ თამაშებს დავაღწიოთ თავი? ეს კითხვა შეაძლოა ბლოგის მკითხველსაც გაუჩნდეს. მართლაც თავის წიგნში “თამაშები, რომელთაც ადამიანები თამაშობენ” ერიკ ბერნი მხოლოდ ამ თამაშთა აღწერას და ანალიზს იძლევა, მაგრამ გადაწყვეტის გზა არ ჩანს. უკეთეს შემთხვევაში მოცემულია ანტითეზისი, რომელიც ხშირად პრაქტიკულ დონეზე სახიფათოა ხოლმე, რათგან კონფლიქტამდე და ურთიერთობის დასრულებამდე შეიძლებგა მიგვიყვანოს. ასეთ შემთხვევაში მხარეეები ვეღარ ღებულობერნ იმ ჯილდოებს, რომლებიც თამაშს მოაქქვს.

იმისათვის რომ გავერკვეთ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ კიდევ ერთხელ ვთქვათ რას წარმოადგჰენს თამაში. ერიკ ბერნის მიხედვით თამაში ესაა ურთიერთობა, რომელიც აგებულია სტერეოტიპულ ქმედებათა (სვლათა) თანმიმდევრობაზე. თვითოეულ მონაწილეს აქვს თავისი როლი და სცენარი რომლითაც ის თამაშობს. როლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ის ვარდება თამაშიდან. ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს და არ გავართულოთ, მოდით მარტივი კითხვა დავსვათ – ვინ არიან ადამიანები, რომლებიც თამაშებს თამაშობენ? – და აქვე გავცეთ ასევე მარტივი  პასუხი: ეს არიან ადამიანები რომლებიც წარსულში “გაიჭედნენ” და მომავლის ეშინიათ. ეს არიან ადამიანერბი, რომლებსაც აქვთ ტკივილი და ამ ტკივილს ვერაფერს უშვრებიან, ვერ ინელებენ. სწორედ ეს მტკივნეული განცდა უდევს საფუძვლად ნებისმიერ თამაშს: იქნება ეს აღიარების, სითბოს, სექსუალური, თუ სიყვარულისს მოთხოვნილება, არასრულფასოვნების კომპლექსი თუ დაქვეითებული თვითშეფასება, უმწეობის განცდა თუ პირიქით, ყოვლისშემძლეობისა. ასეთ დროს ეს ადამიანები (რომლებიც თამასშებს თამაშობენ) იმეორებენ ტრანსაქციათა (გარკვეული ფარული მესიჯების გაცვლა ურთიერთობის პროპცესში) მოცემულ თანმიმდევრობას, რის მეშვეობითაც ცდილობენ თითქოს გათავისუფლდნენ ამ მტკივნერული განცდისგან, მისი კომპენსირება მოახდინონ (მაგალითად არასრულფასოვნების კომპლექსის), მოინელონ იგი, მაგრამ ვერცერთს ვერ ახერხებენ და იციკლებიან ერთსა და იმავეზე.

მაშ, რა უნდა ვქნათ იმისათვის რომ გავთავისუფკლდეთ ამ, მართლაც რომ მოჯადოებული, წრისგან? ამისათვის, პირველ რიგში უნდა გავერკვეთ და გავაცნობიეროთ, თუ რომელ თამაშს ვთამაშობთ და რას ვღებყულობთ ამით. შემდეგ უნდა გადმოვინაცვლოდ წარსულიდან აწმყოში, აღარ ვიფიქროთ თუ რა იქნება მომავალში. ერთი წუთით შევჩერდეთ და ჩავიძიროთ კონკრეტულად ამ მომენტში, კონკრეტულად ამ წამში და დავსვათ საკუთარ თავს ერთი უბრალო შეკითხვა: “ეს მართლაც ისაა რაც შენ გინდა? ეს მართლაც ისაა რისუი მიღწევასაც ცდილობ?” როგორც წესი პასუხი უარყოფითია ხოლმე. ამის შემდეგ კი მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ სინამდვილეში რისი მიღწევა გვინდა? როდესაც ყოველივე ამას მოვახერხებთ ყველაფერი გაცილებით ადვილდება. უბრალოდ უნდა დავიწეყოთ ჩვენი გრძნობწების გამოხატვა აქ და ამჟამად, ამ კონკრეტულ მომენტში, იმის და მიუხედავად რა იყო წარსულში ან რა იქნება მომავალში. ვიყოთ სპონტანურები, და ისეთები როგორებიც ვართ სინამდვილეში და არა ისეთები როგორებიც უნდა, ვთქვათ დედას, რომ ვიყოთ. შედეგად კი პირდაპირ და გულწრფელ ურთიერთობას მივიღებთ.

ბოლოს კი მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეც. არსებობს ძალიან ბევრი რჩევა და რეცეპტი, თუ როგორი უნდა იყოს კაცი, როგორი უნდა იყოს ქალი, როგორი უნდა იყოს მათ შორის ურთიერთობა და ა.შ. მაგრამ ეს უხშირეს შემთხვევაში სტერეოტიპებია ხოლმე. ყველას თავისი იდეალი აქვს და ყველას თავისი ბედნიერების ინდივიდუალური რეცეპტი. მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება ერთ ამგვარ მითზე გავამახვილო და მასზე დაყრდნობით ავხსნა თუ მაინც როგორი უნდა იყოს ნამდვუილი კაცი ან ნამდვილი ქალი და ამჯერად ყოველგვარი სტერეოტიპების გარეშე. მითი კი შემდეგში მდგომარეობს: “კაცები არ ტირიან, ხოლო ქალები სუსტი არსებები არიან.” სინამსდვილეში, ალბათ დამეთანხმებით, ეს პოსტულატი სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს. რათქმაუნდა შეიძლება იყოს კაცი, რომელსაც არასდროს უტირია და ქალი რომელიც აბსოლუტურად უსუსურია. ასეთები არიან კიდეც, მაგრამ ზოგადად რომ ვთქვათ არ არსებობს კაცი რომელსაც ერთხელ მაინც არ ეტიროს და ქალი რომელსაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიეღოს, არ ჩართულიყო რაიმე მნიშვნელოვან საქმეში, რასაც საკმაო ძალისხმვა ესაჭიროება. სინამდვილეში სიძლიერე და სისუსტე არ განსაზღვრავს შესაბამისად კაცურობას ან ქალურობას. სინამდვილეში კაცური ბუნება არის ბიძგის მიცემა, ინიციატივის გამოჩენა, მექანიზმის (ურთიერთობის) მოქმედებაში მოყვანა. კაცი ამ დროს თავისი სიცარიელიდან მოქმედებს. ქალი კი პირიქით სავსე და ქაოტურია, კაცისგან განსხვავებით ის სრულებით ირაციონალურია, ხშირად სწორედ ეს იწვევს მათ შორის უთანხმოებას – ის რაც კაცისთვის გაუგებარი და მიუწვდომელია ქალისთვის სრულებით გასაგები და ბუნებრივია. ქალი მიმღებია. ის იღებს კაცისგან ბიძგს და შემდეგ აღვივებს მას. სწორედ ეს ხდება სექსის დროსაც. კაცი ბიძგს აძლევს ქალს, ქალი კიო ღებულობს მას. ბოლოს მინდა გავიხსენო პედრო ალმოდოვარის ფილმი “კიკა,” სადაც მთავარი გმირი ქალია, რომელიც სუსტი მამაკაცების გარემოცვაში მოხვდა (როგორ მაგონებს ეს ქართველი ქალის დღევანდელ მდგომსრეობას…). ის ზრუნავს მათზე, ჩუქნის მათ სითბოს. მაგრამ საპასუხოდ გულგრილობას და უყურადღებულობას იღებს. თითქოს ყველაფერი ასეც უნდა იყოსო. ფილმის ფინალურ სცენაში კიკა მარტო მიდის გზაზე, თავის მამაკაცებისგან მიტოვებული, მას უცნობი უჩერებს და სთავაზობს მანქანაში ჩაჯდომას. კიკა თანხმდება. კაცი ეკითხება საით წავიდეთო. კიკა პასუხობს აქაურ გზებში ვერ ვერკვევიო. კაცი “ბასრდაჩოკიდან იღებს რუქას და ეუბნერბა, არაუშავს მე რუქა მაქვსო. “ძალიან კარგი,” ამბობს კიკა. “სწორედ ეს მჭიერდებოდა – კაცი რომელიც გზას მანახებდაო.” ეს სრულებუით ბუნებრივია, რათგან ქალს მართლაც სჭირდება ვიღაც ვინც “გზას ანახებს” და არ მისცემს საშუალებას დაიკარგოს საკუთარ ქაოსში.

თამაშები, რომელთაც ვთამაშობთ (კაცები)

ამ პოსტში მინდა განვიხილო ის თამაშები, რომელთაც მამაკაცები ვთამაშობთ ქალებთან ურთიერთობისას. უხშირეს შემთხვევაში ამ თამაშებს, სუსტი, უნებისყოფო მამაკაცები თამაშობენ. ამა თუ იმ დოზით ყველა თამაშის მიზანი და მოტივი არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და საკუთარი უძლურების გამართლება. ხშირად ამ თამაშებს თავად ქალებიც უწყობენ ხელს. მაგალითად იმგვარი თამაშებით მათი მხრიდან, როგორიცაა “მე მხოლოდ შენი დახმარება მსურდა” ან “დედა ტერეზა” (ეს უკანასკნელი უფრო ცხოვრებისეული სცენარია ვიდრე თამაში). მაშ ასე, განვიხილოთ რამდენიმე თამაში, რომელთაც მამაკაცები თამაშობენ.

“შეხედე რა ვქენი შენი გულისთვის!…”

ეს თამაში შეიძლება გახდეს განქორწინების ან ურთიერთობის დასრულების მიზეზი. თამაშის სიუჟეტი შემდეგია: ქმარი  თავის საქმითაა დაკავებული. ამ დროს ოთახში შემოდის ცოლი ან ბავშვი, იმის საკითხავად თუ სად დევს, ვთქვათ, ასანთი.  შედეგად კაცს ხელიდან უვარდება ფუნჯი, უსხლტება დანა და იჭრის ხელს, არასწორ კლავიშს ურტყამს საბეჭდ მამქანაზე (გააჩნია რა საქმითაა დაკავებული). ის გაბრაზებულია და ყვირის: “შეხედე რა ვქენი შენი გულისთვის!”

ამ თამაშის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. ისინი ერთმანეთისგან ემოციური დაძაბულობის ინტენსივობითა და შედეგების სავალალოობით განსხვავდებიან. უკანასკნელ სტადიაში საქმე გვაქვს პარანოიდულ პიროვნებასთან, რომელიც ყველაფერში სხვებს ადანაშაულებს და მათდამი შურისძიების ჟინითაა ანთებული.

ასევე შესაძლებელია ამ თამაშის შემდეგი სახეცვლილება: ცოლი საკუთარ თავზე იღებს ოჯახის ფინანსური საკითხების მოვარებას რათგან ქმარი “მოუკოჭლებს არითმეტიკაში.” ქმარი ამას სიამოვნებით თანხმდება., მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ აღმოჩენს რომ ცოლს ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი დაუხარჯავს, რაც ოჯახურ უთანხმოებას იწვევს. მაგრამ სინამდვილეში მამაკაცს მთლიანად ამ თამაშის განმავლობაში სჭირდება რომ ცოლმა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, ჭირდება ვიღაც ვისაც გადააბრალებს საკუთარ უნიათობას (თუნდაც ფუნჯის გავარდნას ხელიდან). ფსიქოლოგიურად ამ თამაშს საფუძვლად მამაკაცის ქვეცნობიერი შიში უდევს. შიში იმისა, რომ ის არასრულფასოვანად ასრულებს თავის ფუნქციას, რომ შეიძლება რამეში “ჩაიჭრას,” ხოლო შემდეგი აგრესია და წამოძახილი “შეხედე რა ვქენი შენი გულისთვის” მხოლოდ დაცვით მექანიზმს წარმოადგენს თავის გასამართლებლად. სექსუალური კუთხით შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნაადრევ ეაკულაციას, რასაც მამაკაცი ბუნებრივია კვლავ ქალს გადააბრალებს, სინამდვილეში კი მას საკუთარი სქესობრივი უძლურების ეშინია. ცხოვრებისეული პოზიცია ამ დროს არის “მე არაფერში არ ვარ დამნაშავე.”

“ნახე, რამდენს ვცდილობდი”

ამ თამაშში სამი კაცი, ორი მეუღლე და მეზობელი, თუ მეგობარი ან თუნდაც ფსიქოთერაპევტი მონაწილეობენ. მამაკაცს ამ დროს განქორწინება სურს, მაგრამ ამას პირდაპირ ვერ ეუბნება ცოლს. ქალს კი გულწრფელად სურს ოჯახის შენარჩუნება. ამის გამო ის ფსიქოთერაპევტს ან ვინმე ახლობელს მიმართავს დახმარებისთვის. ქმარი საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, ძალით მიდის ფსიქოთერაპევტთან სეანსზე. ის ძალზე კონსტრუქტიული და თავშეკავებულია, ყველაფერს ასრულებს რასაც ფსიქოთერაპევტი ეუბნება, ყველაფერზე თავს უქნევს მას და საერთოდ ისე იქცევა, თითქოს ვერც კი ხვდება რაშია პრობლემა – რახან ცოლმა მოიყვანა ესე იგი თავად მას აქვს პრობლემა. გარკვეული ხნის შემდეგ ქმარი წყვეტს ვიზიტებს ფსიქოთერაპევტთან, ვთქვათ, ძმაკაცებთან სათევზაოდ წასვლის მიზნით. შემდგომში მას შეუძლია დამშვიდებით უთხრას ახლობლებს ან ცოლს: “მე ისე ვცდილობდი, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა.” სინამდვილეში მას არც უნდოდა რომ რაიმე გამოსულიყო და თავისი ქმედებით ის ყველანაირად ამტკიცებდა ამას. თამაშის ფარული მიზანია პასუხისმგებლობის გადაბარება სხვაზე. ამ შემთხვევაში ცოლსა და ფსიქოთერაპევტზე.

ქართულ რეალობაში ვხვდებით ამ თამაშის სახეცვლილ ფორმას. კერძოდ თამაშს “მე შენი ღირსი არ ვარ.” მე და ჩემ კოლეგებს ხშირად გვქონია ამ თამაშზე დაკვირვების საშუალება. ის შემდეგში მდგომარეობს: მამაკაცს დიდი ხანია მობეზრდა მოცემული ურთიერთობა ან რაღაცის გამო არ აწყობს იგი. იმის მაგივრად რომ ეს პირდაპირ უთხრას ქალს და მათ ერთად იპოვონ გამოსავალი მდგომარეობიდან, კაცი იწყებს უცნაურ ქცევას – იკარგება, არ ეკონტაქტება ქალს, იგონებს საამისოდ სხვადასხვა მიზეზს. ხშირად ძმაკაცების გარემოცვაში მისგან შეგიძლიათ მოისმინოთ ფრაზა “:აუ დავიღალე რა..” ან “გული გამიწყალა ამ გოგომ…” ბოლოს და ბოლოს როდესაც ქალი ხვდება, რომ “რაღაცაშია საქმე” და დაჟინებით ითხოვს ახსნას, კაცი ეუბნება “იცი, მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ მე შენი ღირსი ვერასდროს გავხდები, იმედი მაქვს ღირსეულ მამაკაცს იპოვნი და ბედნიერი იქნები მასთან.” ამ ყველაფრის მიზეზი გახლავთ ის რომ 1) კაცი ხედავს რომ ვერ დაამყარებს სექსუაკლურ, “გასართობ” ურთიერთობას ქალთან, ხოლო სერიოზულ ურთიერთობისთვის და ოჯახის შექმნისთვის ის ჯერ არაა მზად. 2) მეორე ვარიანტს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ქალი თამაშობს “გამოცდას” ხოლო სასოწარკვეთილ მამაკაცს მართლაც ჰგონია რომ ის არაა ამ ქალის ღირსი. ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს მამაკაცის მხრიდან არასრულფასოვნების განცდას, რაც ურთიერთობის დასრულების მიზეზი ხდება.

ალკოჰოლიკი

ეს ერთერთი კლასიკური თამაშია. მასში სამი მონაწილეა: მსხვერპლი (ალკოჰოლიკი ან ნარკომანი ქმარი), მოძალადე (ცოლი ან დედა) და მხსნელი (მეგობარი, ახლობელი, ფსიქოთერაპევტი, ექიმი). სიუჟეტი შემდეგნაირად ვითარდება: მამაკაცი, რომელიც მსხვერპლის როლს თამაშობს, ალკოჰოლიკი ან ნარკომანია. ის პერიოდულად სვამს ან მოიხმარს სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. ამ დროს ის საშინლად იქცევა, ზედაპირზე მისი პიროვნების ყველა ჩრდილოვანი მხარე ამოდის ერთდროულად: აგრესია, სექსუალური გადახრები, სხვა ცხოველური ინსტიქტები, სიცრუე და სხვა. ბუნებრივია რომ ამგვარი საქციელი აღშფოთებას და გაღიზიანებას იწვევს გარშემომყოფებში, განსაკუთრებით ცოლში ან სიდედრში, რომლებიც ამ შემთხვევაში თავად გამოდიან მოძალადეებად – ისინი საყვედურობენ მამაკაცს, ემუქრებიან, რომ შემდეგ დალევაზე სახლში აღარ შემოუშვებენ და ა.შ. გამოფხიზლებულ მდგომარეობაში კაცს სინანულის გრძნობა იპყრობს და ის “ცდილობს გამოასწოროს” თავისი საქციეკლი, მაგრამ მწარე გამოცდილების მქონე ცოლი აღარ პატიობს მას. შედეგად მას აბსოლუტური მონსტრის იმიჯი ექმნება ქმრის თვალში. ის ხელმეორედ ბრუვდება (სვამს, ნარკოტიკს ღებულობს) და კვლავ აღვირახსნილ მდგომარეობაში ბრუინდება სახლში. ამ ისტორიაში არის მესამე მხარეც, რომელთანაც ალკოჰოლიკი საშველად მიდის. ეს შეიძლება იყოს გამყიდველი, რომელიც ნისიად მისცემს არაყს ან მეგობარი, რომელიც ფულს მისცემს ღვინისთვის და თან ანუგეშებს და მოისმენს ალკოჰოლიკის წუწუნს ცხოვრების უსამართლობის შესახებ. შესაძლებელია ეს იყოს ფსიქოთერაპევტიც ან ექიმი ნარკოლოგი, რომლებიც მკურნალობენ მას. თუ ალკოჰოლიკი ვერ ღებულობს შესაფერის მხარდაჭერას მხსნელთან, ის შესაძლოა გადავიდეს მუქარაზე.

თამაშის ფარული მესიჯია: “ნახეთ რა საცოდავი და უძლური ვარ! შემიცოოდეთ და შემიფარეთ! ჩემი უახლოესი ადამიანები – ოჯახის წევრები – ნამდვილი მონსტრები არიან. დამიცავით მათგან!” ამ თამაშს ძირითადად “დედიკოს ბიჭები” თამაშობენ, ისინი ვისაც დესპოტი დედები ყავ(და)თ და მიჩვეულნი არიან ქალის მხრიდან აგრესიულ, დამმორჩილებელ მოპყრობას. შედეგად ისინი ყველა ქალისგან გაუცნობიერებლად იმავეს მოითხოვენ.

“ალკოჰოლიკი” ძალიან კარგად შეეხემება ქალის მხრიდან თამაშ “დედა თერეზა”–ს. ამგვარი წყვილი “სრულ ჰარმონიაშია” ერთმანართთან. აქ შესაძლოა თავად ცოლმაც ითამაშოს მხსნელის როლი. მას ძალზე ეცოდება უიღბლო ქმარი, რომელსაც “არ გაუმართლა ცხოვრებაში.” მისთვის ის ყველაფერს გააკეთებს. მანამ სანამ არ აღმოაჩენს, რომ ყველაფერი ეს პრინციპში ბლეფია.

“უფლისწული”

ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ცხოვრებისეული სცენარი “უფლისწული.” ამ სცენარს ირჩევენ ის მამაკაცები რომლებიც “ქალის ხსნისა და გადარჩენის” ჟინით არიან შეპყრობილნი. როგორც წესი ამგვარ მამაკაცებს დიდი თანაგრძნობა აქვთ დედის მიმართ, რომელსაც ასევე არ გაუმართლა პირად ცხოვრებაში. ამიტომ ისინი ცდილობენ სხვა ქალები გააბედნიერონ და “არასდროს არ მოექცნენ ცოლს ისე როგორც მამა ექცეოდა დედას.” ესეთი მამაკაცები შესაშური სიზუსტით საზღვრავენ და ურთიერთობას იჭერენ პრობლემის მქონე ქალებთან. იმათთან, ვისაც დედის მსგავასად არ გაუმართლათ პირად ცხოვრებაში. შინაგანი თუ გარეგანი მიზეზებით. ამ თამაშის/სცენარის მიმდევარი მამაკაცები გარკვეულ ეტაპზე ხვდებიან რომ “რაღაც ისე არაა” და იწყებენ წუწუნს იმასთან დაკავშირებით რომ არ უმართლებთ, ქალებს არ ესმით მათი. სინამდვილეში კი თავად არიან საკუთარი “უიღბლობის” სათავე. მათ ემოციურად ყველაზე მეტად ხომ უბედური ქალები იზიდავთ. ქალები, რომლებთანაც არც ერთი საღ გონებაზე მყოფი კაცი არ დაიჭერდა საქმეს.

“უფლისწულის” ქალურ ანალოგად შესაძლოა “დედა ტერეზა” დავასახელლოთ.  აქაც ქალი ისწრაფვის “გადაარჩინოს” ან “გასმოასწოროს” მამაკაცი, მაგრამ შედეგად იღებს მხოლოდ უმადურ ნარკომანებსა და ალკოჰოლიკებს.  ეს სცენარი აგრეთვე ეხმიანება სცენარ “მძინარე მზეთუნახავს,” სადაც ქალი მოელის “თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს,” რომელიც იხსნის მას ბოროტისაგან.

თამაშები, რომელთაც ვთამაშობთ (ქალები)

სანამ უშუალოდ ცალკეული თამაშის განხილვაზე გადავიდოდე, მინდა რამოდენიმე სიტყვით შევეხო მათ ზოგად პრინციპებს. თამაში, როგორც წინა პოსტში უკვე ვთქვით, წარმოაგენს ტრანსაქციათა გარკვეულ, სტერეოტიპულ თანმიმდევრობას. თითოეულ თამაშს გააჩნია თავისი თეზისი ანუ სიუჟეტი რომლითაც ვითარდება ეს თამაში, თავისი ანტითეზისი ანუ ქმედებათა ის თანმიმდევრობა რომელიც ანეიტრასლებს თამაშს და არ აძლევს მას განვითარების საშუალებას. მარტივად რომ ვთქვათ ის რაც უნდა გააკეთოს ურთიერთობაში ჩართულმა ერთერთმა მხარემ რათა მეორეს არ მისცეს თამაშის საშუალება. არის მოთამაშეებს შორის გადანაწილებული გარკვეული როლები და ასევე ღია და ფარული მესიჯები/ტრანსაქციები, რომელთაც ცვლიან მხარეები.

ქვემოთ მოვიყვან რამდენიმე თამაშს რომელსაც ხშირად თამაშობენ ქართველი მანდილოსნები:

“შენ რომ არა…”

ამ თამაშში მონაწილეობენ დესპოტი ქმარი და ცოლი, რომელიც მისი მსხვრეპლი ხდება. თეზისი მდგომარეობს შემდეგში: ქალი ირჩევს ძლიერ, დესპოტ ქმარს, რომელიც მას გამოამწყვდევს სახლში, უკრძალავს მას პრაქტიკულად ყველაფერს. შედეგად ქალის უკმაყოფილება მატულობს. ის პრდაპირ ადანაშაულებს ქმარს სიტყვებით: “შენ რომ არა..” შემდეგ ამას მოჰყვება ის თუ რისი გაკეთება სურდა ცოლს და რა დაუშალა ქმარმა და როგორ გააუბედურა იგი. ასევე ქალი დიდი სიამოვნებით წუწუნებს დაქალებთან ქმრის დესპოტურობის გამო საპასუხოდ კი ღებულობს თანაგრძნობისა და აღშფოთების ოხვრებს. თამაშის ფარული არსი გამომჟღავნდება იმ შემთხვევაში თუ კი ქმარი ანტითეზისის სახით შეწყვეტს თავის დესპოტურობას და თავისუფალი არჩევანის საშუალებას მისცემს ცოლს. ასეთ შემთხვევაში ქალი, როგორც წესი, ყველაფერს აკეთებს, რათა როგორღაც გააღიზიანოს ქმარი და გამოიწვიოს მასში ჩვეული დესპოტიზი და სიმკაცრე. ასე რომ სინამდვილეში ქალს ესჭიროება ეს სიმკაცრე და აკრძალვები, რათგან შინაგანად იგი არაა მზად მართოს საკუთარი იმპულსები, მას ჭირდება ვინმე ვინც ძალით გააკონტროლებს მათ. ვინც დაიჭერს მას და არ მისცემს საშუალებას ასე ვთქვათ “აუშვას ოფოფები.” ასეთ თამაშს თამაშობენ ის ქალები, რომელთაც მსგავსი, დესპოტური მშობლები ჰყავდათ. ისინი ვერ ღებულობენ და შესაბამისად ვერ აკონტროლებენ დამოუკიდებლად თავის შინაგან იმპულსებს (ემოციურს, სექსუალურს, აგრესიულს) და ეძებენ ამგვარი კონტროლის მექანიზმს სხვებში. ამ შემთხვევაში ქმარში.

ამგვარი სიტუაცია შესაძლებელია ზღაპარ “ლურჯწვერას” შევადაროთ, სადაც ბოროტი, მუხანათი ლურჯწვერა მამაკაცი ღუპავს ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქალებს:

დაღლილი დიასახლისი

ალბათ ბევრი ქართველი ქალისთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც საზეიმო ვახშამი მათთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცევა ხოლმე. დილიდანვე იწყება მზადება საღამოს ვახშმისათვის. კეთდება უამრავი კერძი და ცხვება ნამცხვრები. ქალი ფუსფუსებს სამზარეულოში. ხოლო როდესაც დგება სტუმრების მოსვლის დრო, ის მძლივს ღა ასწრებს კერძების განთავსებას გაშლილ სუფრაზე. მოდიან სტუმრები (ძირითადად მამაკაცები) სხდებიან და იწყება ქეიფი. ამ პერიოდშიც დიასახლისი არ ზის ერთ ადგილას – ის გამუდმებით გარბის და გამორბის, გამოაქვს ახალ–ახალი კერძები, სულის მოთქმის საშუალებას მხოლოდ მანდილოსნებისა ან დიასახლისის სადღეგრძელო თუ აძლევს, რომლის დროსაც მამაკაცები ხოტბას ასხამენ მას და დიასახლისობას უქებენ. მაგრამ ამავე დროს ვერ ხვდებიან თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ასეთ დროს ქალი, რომ მას აღარაფერი უნდა ამ ქვეყნად. მათ არ იციან, რომ პარალელურად ქალი უვლის ბავშვებს, უწევსა იყოს ქმრისათვის საყვარელიც, მეგობარიც და მოსამსახურეც. სწორედ ასეთ სიტუაციაში ქალი იწყებს “დაღლილი დიასახლისის” თამაშს. კერძოდ, მას ყველაფერი ხელიდან უვარდება, ავიწყდება თეფშების ან ხელსახოცწების გამოტანა, ხაშლამას მარილი აკლია, ხოლო შილა–ფლავი ზედმეტად ცხარეა. ეს კი სტუმრების ფარულ უკმაყოფილებასა და ოჯახის “შერცხვენას” იწვევს. ამგვარი სიტუაცია ოჯახში კონფლიქტს ბადებს, რომელმაც შესაძლოა საბოლოო ჯამში განქორწინებამდეც მიგვიყვანოს.

ის ქალბატონები რომლებმაც იცნეს თავი ამ სიტუაციაში ალბათ განცვიფრებულნი დარჩებიან, როდესაც გაიგებენ, რომ ტანჯვის მიზეზი თავად მათშია. საქმე ფრიად გავრცელებულ სტრეოტიპშია რომ “ქალი ჯაჭვით უნდა გყავდეს დაბმული და ეს ჯაჭვი მხოლოდ საძინებლიდან სამზარეულომდე უნდა წვდებოდეს”. ყველაზე საინტერესო კი ისაა რომ ამგვარ სტერეოტიპს ხშირად თავად ქალები უწყობენ ხელს. იმ მანდილოსნებს, რომლებიც ამ თამაშს თამაშობენ, როგორც წესი დედის ან ბებიის მიერ თავს მოხვეული აქვთ ის აზრი, რომ ქალი უნდა იყოს თავისი ქმრისთვის მართლაც ყველაფერი: დიასახლისიც, მოსამსახურეც, მეგობარიც, საყვარელიც, შვილების დედაც. სხვა შემთხვევაში “ქმარი მასზე უარს იტყვის” ან “ის ვერასდროს იქნება ბედნიერი.” ამის გამო ქალი ცდილობს მოიქცეს ისე როგორც ეს მშობელმა შთააგონა, ფაქტიურად იგი მშობლის პოზიციიდან მოქმედებს, მაგრამ ამავე დროს ჯანყდება მისი ბავშვი და პროტესტს გამოხატავს ამ თამაშის სახით. სწორედ ამგვარი შინაგანი კონფლიქტი უდევს საფუძვლად თამაშს.

ქალის მიმართ ამგვარ სტერეოტიპს ნათლად ასახავს ამონარიდი საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული მეოჯახეობის სახელმძღვანელოდან :

საუბედუროდ მსგავსი წარმოდგენები, მცირედ სახეშეცვლილი ფორმით,  დღესაც ფართოდაა გავრცელებული ქართულ საზოგადოებაში. სხვა შემთხვევაში ეს ტექსტი არ იქნებოდა ამდენად სასაცილო. ჩვენ ხომ იმაზე ვიცინით, რაშიც საკუთარ თავს ვხედავთ. 🙂

“ყველა კაცი ნაძირალაა!”

თამაშის არსი მდგომარეობს შემდეგში: ქალი პარტნიორად ირჩევს უიშვიათეს ნაძირალას, იმის და მიუხედავად რომ გარშემო ბევრი ღირსეული კანდიდატურაა. გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც მამაკაცი საკმარისად გამოხტავს თავის ნაძირლობას ქალი იწყებს თამშს “შენ რომ არა…” (რომლის ანალიზი ზემოთაა მოყვანილი). შედეგად ისინი ერთმანეთს შორდებიან და ქალი კიდევ ერთხელ რწმუნდება და ამბობს, რომ “ყველა კაცი ნაძირალაა” (რუს. все мужики козлы). ამ სცენარს ქალი რამდენჯერმე ათამაშებს, ანუ ამ პროცესს არ აქვს ერთჯერადი ხასიათი. არსებობს თამაშის მეორე ვარიანტიც. ქალი პარტნიორად მეტ–ნაკლებად ნორმალურ ადამიანს ირჩევს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ კაცმა “ნაძირლობის” ყველა დამახასიათებელი ნიშანი გამოავინოს. ამის შემდეგ ქალს თამამად შეუძლია თქვას “აი, ხომ ვამბობდი! ყველა მამაკაცი ნაძირალაა!”

მაგრამ რა არის ამ თამაშის გფარული მიზანი? როგორც წესი ამ თამაშს ის ქალები თამაშობენ, რომელთაც წარსულში არ გაუმართლათ პარტნიორის არჩევისას და ის მართლაც ნაძირალა აღმოჩნდა ან/და ქალს ბავშვობიდანვე ჩაესმის ირიბად თუ პირდაპირ დედისგან თუ ბერბიისგან, რომ “ყველა კაცი ნაძირალაა და მათ მხოლოდ ერთი რამ უნდათ. რის შემდეგაც მიგატოვებენ.” ბავშვობაში ჩადებულ სწორედ ამ პოსტულატით ხელმძღვანელობს ქალი მთელი თავისი მომავალი ცხოვრების განმავლობაში და ისევ და ისე ამტკიცებას თავის მაგალითით, რომ მართლაც ყველა კაცი ნაძირალაა.

გამოცდა

“გამწარებული ქალი” შესაძლოა მეორე თამაშსაც თამაშობდეს, რომელსაც პირობითად “გამოცდა” შეიძლება დავარქვათ. ამ თამაშის თაზისი შემდგომშია: ურთიერთობის დასაწყისიდანვე ქალი ასე ვთქვათ “თავს იფასებს,” ახლოს არ უშვებს” მამაკაცს. ეს განსაკუთრებით ურთიერთობის სექსუალურ მხარეს ეხება. თამაში ისახავს, პრინციპში ფსიქობიოლოგიურად გამართლებულ, მამაკაცისგამოცდას მომავალი შვილების მამობისათვის. ანუ იმ კუთხით რამდენად ერთგული შეიძლება იყოს მამაკაცი, რამდენად სანდოა იგი სამომავლო ურთიერთობისათვის. მაგრამ შედეგად ქალი ღებულობს სრულიად სხვა რეალობას, მას ასე ვთქვათ “მეტისმეტი მოსდის,” კაცი “შეშინდება” და გარბის ხოლმე. ამგვარი ქალები როგორც წესი მარტოობისთვის არიან განწირულნი. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ისინი ამ თამაშს თამაშობენ.

ქვემოთ მოვიყვან ამონარიდს ჟურნალ “სარკიდან”  სადაც ნათლად ჩანს ჩვენს საზოგადოებაში სექსუალური თემის მტკივნეულობა და თამაშ “გამოცდის” “გამართლებულობა”:

სექსუალური თამაშები

სექსუალური თამაშები ერთერთი ყველაზე გავრცელებული სახეა თამაშებისა რომლებსაც ქართველი ქალბატონები გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად თამაშობენ. სიკეკლუცე და პარტნიორის ყურადღების მიქცევა ხომ ქალის ბუნების განუყოფელი ნაწილია 🙂 ამ თამაშებიდან აღსანიშნავია “დინამო” (ასე უწოდებდა მას ერიკ ბერნი) და “ფრიგიდული ქალი.”

“დინამო” მდგომარეობს შემდეგში: ქალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად წვეულებაზე, გამომწვევ მზერას ესვრის მამაკაცს. ეს რამდენჯერმე მეორდება. საბოლოოდ მამაკაცი რწმუნება რომ ქალი ნამდვილად ეკეკლ;უცება მას და სურს მასთან უფრო ახლო კონტაქტში შესვლა. კაცი იჩენს გარკვეულ აქტივობას, პატიჟებს ქალს სასმელზე, საცეკვაოდ, კომპლიმენტებით ავსდებს მას. წვეულების ბოლოს კი ქალი ეუბნება: “გმადლობთ ყველაფრისთვის!” და სხვა მამაკაცთან ერთად ტოვებს წვეულებას. მოვლენების ამგვარი განვითარება შემდგომში კიდევ ერთი თამაშის, “აბა, წაიჩხუბეთ,” საშუალებას იძლევა, რათგან შეურაცხყოფილმა მამაკაცმა შესაძლოა “დუელში გამოიწვიოს” ქალის კავალერი, რის შემდეგ სიტუაცია ორი მამრის ბრძოლას ემსგავსება მდედრის დასაპყრობად. ამ თამშის მრავალი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, რომელთა დროსაც ქალი მამაკაცს სხვადასხვა დონის სიახლოვის უფლებას აძლევს, მაგრამ როდესაც გათამამებული მამაკაცი კიდევ უფრო მიზანდასახულ ქმედებებზე გადადის ქალი შეურაცხყოფილი რჩება და ამბობს “ყველა მამაკაცი სექსს დახარბებული ღორია!” (ესეც ერთერთი ვარიანტია სცენარისა “ყველა მამაკაცი ნაძირალაა!”).

“დინამოს” მსგავისია ასევე “ფრიგიდული ქალიც” მაგრამ ეს თამაში ცოლ–ქმარს, ან ყოველშემთხვევაში თანამცხოვრებ ქალსა და კაცს შორის ვითარდება. ამ თამაშში პირველი სვლა ყოველთვის მამაკაცს ეკუთვნის: ცოლი და ქმარი ტელევიზორთან სხედან, ქმარი ცდილობს ინტიმურ კავშირზე დაიყოლიოს ცოლი, ის კი უარზეა – “დღეს უხასიათოდ ვარ,” “დავიღალე,” “ეხლა არა ძვირფასო” და ა.შ. გადის რამდენიმე ხანი, ქმარი კვლავ ანახლებს თავის მცდელობებს, მაგრამ შედეგად იგივე ან უფრო მძაფრ რეაქციას ღებულობს გაღიზიანების სახით. კაცი ასკვნის რომ ცოლს ნამდვილად არ უნდა სექსუალური ურთიერთობა და საბოლოოდ თავს ანებებს მას. მაგრამ ახლა ცოლია უკმაყოფილო ის გაღიზიანებული დადის, დემონსტრაციულად აჯახუნებს კარებს, შემდეგ სააბაზანოდან სრულიად შიშველი გამოდის და მუხლებზე უჯდება ქმარს. ერთი სიტყვით ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ყურადფღება მიიქციოს და სექსუალურად მიიზიდოს მამაკაცი, ხოლო როდესაც ქმარი კვლავ მოქმედებაზე გადადის ის კვლავ უარს ეუბნება.

ამ თამაშების მიზანია ერთისმხრივ ფარული შურისძიება, სამაგიეროს გადახდა და მანიპულირება. ამისათვის კი ქალი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად იყენებს საკმაოდ ფაქიზ და მტკივნეულ თემას – სექსს. მეორესმხრივ კი აქ იმალება სექსის, როგორც რაღაც “ჭუჭყიანისადმი” დამოკიდებულება. ამგვარი ქცევით ქალი თითქოს ეუბნება მამაკაცს: “ფუი შე თხუპნიავ! მე კი ძალზე სუფთა გოგო ვარ!”

მძინარე მზეთუნახავი

ამ თამაშის გმირები გახლავან შებოჭილი, მორიდებული ქალბატონები. ეს იმდენად არა თამაში რამდენაა ზოგადად, ცხოვრებისეული სცენარია. ქალი ელის “უფლისწულს” რომელიც მოვა და თავისი ამბორით გააღვიძებს მას. პრინცს, რომელიც იხსნის მას გველეშაპის კლანჭებიდან და გაათავისუფლებს ტყვეობიდან. როგორც წესი საუბარია ქალურობისა და სექსუალურობის გამოღვიძებაზე. ამ სცენარის გამტარებელი ქალები, როგორც წესი, მოელიან “მხსნელის” გამოჩენას, არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში არამედ საერთოდაც. ეს თამაში, ისევე როგორც “გამოცდა,” ყველაზე უფრო ახლოა ჯანსაღ ურთიერთობასთან. რათგან ბუნებრივად  სწორედ კაცია ის ვინც ინიციატივას იჩენს, ხოლო ქალი ის ვინც ინიციატივას ელის. მაგრამ ხშირად ქალი იმდენად პასიური ხდება ან იმდენად დიდ წინააღმდეგობას უქმნის მამაკაცს, რომ ამგვარი “გათავისუფლება” და “ხსნა” შეუძლებელი ხდება. როგორც წესი ასეთი ქალბატონები ოცნებობენ იდეალურ მამაკაცზე, და ყველა დანარჩენზე უარს აცხადებენ. რაც რეალობასთან შეუსაბამობას და სასოწარკვეთილებას იწვევს მათში.

(გაგრძელება იქნება)

“თამაშები, რომელთაც ვთამაშობთ (კაცები)”

თამაშები, რომელთაც ვთამაშობთ (წინათქმა)

მაშ ასე ქალბატონებო და ბატონებო! განვაგრძოთ საუბარი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. ამჯერად ვისაუბრებთ იმ თამაშებზე, რომლებსაც ყველა ჩვენთაგანი ამა თუ იმ დოზით თამაშობს. იმისთვის რომ გაგარკვიოთ თუ საერთოდ რაზეა საუბარი გეტყვით, რომ 1940–იანი წლების ბოლოს, 1950–იანი წლების დასაწყისში ამერიკელმა ფსიქოანალიტიკოსმა და ჯგუფურმა თერაპევტმა, ერიკ ბერნმა (Eric Berne, ნამდვილი სახელი – Eric Lennard Bernstein), შექმნა ტრანსაქციული ანალიზის თეორია, რომელიც შემდგომში ფსიქოთერაპიის ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდა. ტრანსაქციული ანალიზი ადამიანთაშორის ურთიერთობას განიხილავს როგორც ეთგვარ თამაშს, რომელსაც გააჩნია თავისი სცენარი, მოთამაშეებს შორის განაწილებული როლები, თავისი დრამა, კულმინაცია და კვანძის გახსნა.

იმისათვის რომ უკეთ გავერკვეთ სიტუაციაში. მოვიყვან ტრანსაქციული ანალიზის ძირითადი ცნებების განმარტებებს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ტრანს–ანალიზი ძალზე პოპულარული ენითაა გადმოცემული. ბერნს უნდოდა მისი ნაშრომი ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი და გასაგები ყოფილიყო. ასე რომ აქ ვერ შეხვდებით რაიმე რთულ თეორიულ კონსტრუქტებს ან ენამოსატეხ თერმინოლოგიას. მაშ ასე:

1. ეგო–მდგომარეობები. ეს ბერნის თეორიის ერთერთი ძირითადი ცნებაა. ის ამტკიცებდა რომ თვითოეული ადამიანი სხვადასხვა სიტუაციაში შესაძლოა იმყოფებოდეს სამიდან ერთერთ ეგო–მდგომარეობაში: ბავშვის, მოზრდილისა და მშობლის. ეს ეგო-მდგომარეობები  აღზრდის პროცესში ყალიბდება. მაგალითად, თუ ადამიანი მთლიანად ჩართულია ამ მომენტში, აქ და ამჟამად, და ურთიერთობაში სრულად ავლენს თავის ზრდასრულ პიროვნულ პოტენციალს, ასეთ შემთხვევაში ის მოზრდილის ეგო–მდგომარეობაში იმყოფება. თუ პიროვნება ფიქრობს, განიცდის და იქცევა, როგორც ერთერთი მისი მშობელთაგანი, ან ადამიანი, რომელსაც ის მშობლად აღიქვამდა (ვთქვათ ბიძა, დეიდა, ბიცოლა თუ სხვა), ამბობენ რომ ადამიანი იმყოფება მშობლის ეგო–მდგომარეობაში, ხოლო თუ ის ფიქრობს, განიცდის და იქცევა იმგვარად, როგორც ეს მისთვის ბავშვობაში იყო დამახასიათებელი, მაშინ ის ბავშვის ეგო–მდგომარეობაშია.

ერიკ ბერნი თავისი ვაჟიშვილის დასარტყამზე უკრავს. შემდგომში ის ხუმრობდა, რომ ამ დროს მან “ბავშვი გამოუშვა.”

2. ტრანსაქციები და მოთათუნებები. შესაძლოა მე ჩემი რომელიმე ეგო–მდგომარეობიდან მოგმართოთ, თქვენ კი თქვენი რომელიმე ეგო–მდგომარეობიდან მიპასუხებთ. სწორედ კომუნიკაციის ამგვარ გაცვლა–გამოცვლას ეწოდება ტრანსაქცია. ურთიერთობების ასეთ ანალიზს ეწოდება საკუთრივ ტრანსაქციული ანალიზი. გარდა ამისა, როდესაც თქვენ ჩემთან ურთიერთობთ, თქვენ აგზავნით გარკვეულ მესიჯს, მე შესაძლოა მივიღო ეს მესიჯი ან არ მივიღო ის. ასეთ შემთხვევაში საუბრობენ შესაბამისად “თბილ” ან “ცივ” მოთათუნებაზე. ნებისმიერ ადამიანს ესაჭიროება “თბილი” მოთათუნებები, რათა შეინარჩუნოს ფიზიკური და სულიერი კეთილდღეობა. ურთიერთობის პროცესში ტრანსაქციები შესაძლოა გადაიკვეთოს. ანუ ერთი ადამიანი მეორეს ეურთიერთებოდეს გარკვეული ეგო–მდგომარეობიდან და მოელოდეს მისგან შესაბამის პასუხს (მაგალითად ტრანსაქცია მოზრდილი–მოზრდილი), მეორე კი მას პასუხობდეს სულ სხვა პოზიციიდან (ეგო-მდგომარეობიდან). ვთქვათ ტრანსაქცია მშობელი–ბავშვი. ასეთ შემთხვევაში საუბრობენ გადამკვეთ ტრანსაქციებზე (crossed tranactions). სწორედ ამგვარ ტრანსაქციებს აქვს ადგული თამაშების დროს. ხშირად ისინი კონფლიქტის მიზეზიც ხდებიან:

3. ცხოვრებისეული სცენარი და ავტონომიურობა. ყველა ჩვენთაგანი ბავშვობიდანვე წერს გარკვეულ სცენარს, რომელსაც აქვს დასაწყისი, შუა მონაკვეთი და დასასრული. სცენარის ძირითადი სიუჟეტი ადრეულ ბავშვობაში იწერება, ჯერ კიდევ სანამ ენას ავიდგამდეთ. შემდგომ ის იხვეწება და შვიდი წლისათვის უკვე სრულებით ჩამოყალიბებულია. ზრდასრულობისას ჩვენ ჩვეულებრივ ვერც კი ვაცნობიერებთ ამ სცენარს. თუმცა ზუსტად მივდევთ მას და ვისწრაფით მასში გათვალისწინებულ ფინალურ სცენისკენ. სცენარის განხორციელებაში ხშირად თამაშები გვეხმარება, რომლებიც შეიძლება ითქვას პატარ–პატარა მიზანსცენებს წარმოადგენს ცხოვრების დიდ სპექტაკლში.

სცენარი ფსიქოთერაპიული თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ტრანსაქციულ ანალიზში. თერაპიის მიზანი, რომელიც ტრანს–ანალიზს ეფუძნება, არის პაციენტის დახმარება გამოვიდეს სცენარიდან და მოიპოვოს ავტონომიურობა. ამაში მას ეხმარება ურთიერთობების ანალიზი, რომელთაც როგორც აქ და ამჟამად, საკუთრივ თერაპიის პროცესში, ასევე ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობისას აქვს ადგილი. ფსიქოთერაპიის შედეგად პაციენტი უარს ამბობს თავის სცენარზე (რომელიც უხშირეს შემთხვევაში წარმოადგენს პრობლემის სათავეს) და იწყებს უფრო ზრდასრულ ცხოვრებას, რეალობის ობიექტურად აღქმასა და საკუთარი პიროვნული რესურსის სრულად რეალიზებას.

თავის “Maserati”-ში მსხდომი ერიკ ბერნი. თავის მანქანას ის “Mazeltov”–ს უწოდებდა და ამბობდა რომ “Mazeltov” აერთიანებს სამივე ეგო–მსგომარეობას: ბავშვს უნდა მანქანა, მოზრდილს სჭირდება იგი, ხოლო მშობელი ამბობს: “ფრთხილად იარე!”

4. რეკეტი, მარკები და თამაშები. ბავშვობიდანვე ვამჩნევთ, რომ ჩვენს ოჯახში ზოგი გრძნობა მიღებულია, ხოლო ზოგიც მიუღებელი და აკრძალულიც კი. ასეთ სიტუაციაში, თუ მოთათუნებების მიღება გვინდა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ მიღებული გრძნობები და განცდები. ეს დასკვნა არაცნობიერ დონეზე კეთდება. როდესაც ზრდასრულ ასაკში ვათამაშებთ ჩვენს ცხოვრებისეულ სცენარს, ჩვენ კვლავინდებურად ვუარყოფთ ჩვენს ჭეშმარით განცდებს და “მიღებული” განცდებით ვხელმძღვანელობთ. სწორედ ამგვარ “მიღებულ” განცდებს ეწოდება რეკეტული. თამაშის პროცესში რაც უფრო მეტ მოთათუნებას მივიღებთ რეკეტული განცდის გამოხატვისას მით მეტ მარკას (ქულას) დავაგროვებთ. სწორედ ამაზე ეწყობა თამაშები – ესაა ტრანსაქციების გარკვეული, სტერეოტიპული თანმიმდევრობა, რომელიც მიზნად ისახავს რეკეტული გრძნობების გამოხატვასა და მათ შედეგად მოთათუნებების მიღებას. თუმცა ხშირ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ ზემოთ, გადამკვეთი ტრანსაქციების განმარტებისას, ჩვენს მიერ გამოხატული რეკეტული გრძნობები, თუ ქცევითი სტერეოტიპები შესაძლოა მიუღებელი ან გაუგებარი აღმოჩნდეს გარშემომყოფებისათვის. ასე რომ გვიწევს სხვა გზების ძიება, რათა როგორღაც მოვიპოვოთ მოთათუნერბები. ასეთ დროს აუცილებელია სცენარსა და თამაშზე უარის თქმა და ავტონომიურობის მოპოვება.

ბერნი თავის საბეჭდ მანქანასთან

თუ დაგაინტერესათ ტრანსაქციულმა ანალიზმა, მას შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით ბერნის წიგნებში გაეცნოთ – “თამაშები, რომლებსაც თამაშობენ ადამიანები” და “ადამიანები, რომლებიც თამაშებს თამაშობენ”. მე კი განვაგრძობ საუბარს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე და განვიხილავ იმ თამაშებს რომლებიც მათ ურთიერთობას უდევს საფუძვლად.

(გაგრძელება იქნება)