Thoughts About Death, Life and Humanity

Archive for the ‘რელიგია’ Category

Joan Osborne – One Of Us

If God had a name what would it be?
And would you call it to his face?
If you were faced with Him in all His glory
What would you ask if you had just one question?

1-And yeah, yeah, God is great
Yeah, yeah, God is good
yeah, yeah, yeah-yeah-yeah

What if God was one of us?
Just a slob like one of us
Just a stranger on the bus
Tryin’ to make his way home?

If God had a face what would it look like?
And would you want to see if, seeing meant
That you would have to believe in things like heaven
And in Jesus and the saints, and all the prophets?

Back up to heaven all alone
No, nobody calling on the phone
No, just tryin’ to make his way home
Nobody calling on the phone
‘Cept for the Pope maybe in Rome

რაშია ახლა საქმე. რამდენიმე ხნის წინ, სრულიად სპონტანურად, რეპეტიციაზე დავუკარით ჯოან ოსბორნის ეს ძველის ძველი, ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობის დროინდელი ჰიტი. საერთოდ ბავშვობიდანვე მომწონდა ამ სიმღერის განწყობა და მელოდია. რაცხა ღმერთზე იყო ამ სიმღერაში საუბარი და ტექსტმა დამაინტერესა, მხოლოდ ეხლა წავიკითხე და მივხვდი რატომაცაა ეს სიმღერა ასეთი სენტიმენტალურ–ნაღვლიანი და რატომ მხვდებოდა და მხვდება იგი ასე ძალიან გულზე.  პირველრიგში ალბათ იმიტომ რომ ის ბავშვობის მოგონებებთან არის დაკავშირებული. ეს კი ჩემთვის ყოველთვის ნოსტალგიის აღმძვრელია. გარდა ამისა არის კიდევ სხვა რაღაც. ნებისმიერ ადამიანს, მორწმუნეა თუ ურწმუნო, მეტნაკლებად ყოველთვის, გადააქვს ხოლმე საკუთარი, ადამიანური, თვისებები ღმერთზე. საკუთარ განცდებს ის ღმერთის განცდებად მიიჩნევს. ამას ფსიქოლოგიაში პროექცია ჰქვია, როდესაც შენთვის მტკივნეული განცდები გადაგაქვს სხვაზე. ამ შემთხვევაში კი ეს ღმერთია. “რა იქნებოდა რომ ღმერთი ერთერთი ჩვენთაგნი ყოფილიყო, ჩვენნაირი სენტიმენტალური ცხვირმოუხოცავი ადამიანი, უცნობი ავტობუსში, რომლიც ცდილობს სახლის გზა იპოვოს,” მღერის ჯოანი. აქ იგრძნობა სასოწარკვეთილება და მარტოობის განცდა, რომელსაც თავად მომღერალი განიცდის და სათქმელის გამოსახატავად ღმერთის ცნებას იყენებს.

შემდეგ ისიც ჩანს რომ ჯოანს არ სწამს (ან ბოლომდე არ სწამს) ღმერთი. “რანაირი სახე ექნებოდაო და გენდომებოდაო მისი დანახვა, დანახვა რომ სამოთხის, იესოს, წმინდანებისა და წინასწარმეტყველების არსებობის რწმენას ნიშნავდესო?” ანუ მომღერალი ბრმა რწმენას გმობს და პროტესტსაც აცხადებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყანაზე, გაერდაცვალებამდე ღმერთს მართლაც მხოლოდ ისინი იხილავენ და შეიგრძნობენ ვისაც სწამს იგი და ეს არ იქნება მხოლოდ ფსიქოლოგიური ფანდი ან თვითშთაგონება. ქრისტე ბევრგან საუბრობს რწმენის აუცილებლობაზე, რწმენა ეს არაა ბრმა ფანატიკური რწმენა, არამედ სულიერი მდგომარეობა, რომელმაც  პეტრე მოციქულს წყალზე გავლა შეაძლებინა. ქრისტიანობაში აგრეთვე კეთდება აქენტი, რომ მათავარია არა სასწაული, არამედ სულიერი მუშაობა და მოქმედება:  “უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძიებს, მაგრამ სასწაული არ მიეცმა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისაო” ამბობს ქრისტე და შემდეგ აღდგომის სასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობს. თუმცა ეს უკვე სულ სხვა ამბავია, დავუბრუნდეთ სათქმელს. საქმე კი იმაშია, რომ ჯოან ოსბორნმა საკუთარი მარტოობის განცდის პროეცირება ღმერთზე გააკეთა და შედეგად საკმაოდ ლამაზი სიმღერა შექმნა, მაგრამ თავს ვერ ძლია და ვერ იხილა ღმერთი და საკუთარი განცდების ტყვეობაში მყოფმა ვერ დაინახა ჭეშმარიტება, რომელიც გაცილებით შორს, ჩვენს მიღმა უსასრულობაშია…

P.S. ძირითადი პოსტები ჯერ კიდევ დუხოვკაშია!

ახლა კიდევ ერთხელ მოუსმინე სიმღერას და რამდენიმე დამატებითი აზრი გამიჩნდა. ამ სიმღერაში ჯოან ოსბორნი გარკვეულ ჭეშმარიტებასაც ღაღადებს, თუმცა ეს ისევ და ისევ პროექციის შედეგია. ის წარმოიდგენს თავს ღმერთად, რომელიც ავტობუსში სახლში მიმავალ მგზავრს ემსგავსება და რომელიც ხალხმა ვერ შეიცნო და განიცდის ამას. მართლაც რა იქნბა ქრისტე ღმერთი რომ კვლავ კაცად იქცეს და რომელიმე ბომჟის ან ავტობუსში მგზავრის სახით მოგვევლინოს, ვიცნობთ ჩვენ მას? მე მგონი მართლაც მივატოვებთ და მას ზეცად კვლავაც მარტო მოუწევს დაბრუნება, როგორც ეს სიმღერის დასასრულსაა (ოღონდ ტელეფონი აქ არაფერშუაშია. ეს უკვე თავად ჯოანის პროექციაა კვლავ). ასე მოხდა ორიათასი წლის წინათ და ასე მოხდება ალბათ დღესაც, ასე მგონია მე.

აი რას ნიშნავს მაინც ადამიანს რომ თვალებში უყურებ, თანაც მომღერალ ადამიანს…  : )

ქალები მარსიდან, კაცები ვენერიდან (ნაწილი მეორე)

რადგანაც ქართველები ვართ და ყყველაფერში პირველები და განსაკუთრებულები უნდა ვიყოთ. მეც ჩვენს, ქართულ რელობაზე გავაკეთებ აქცენტს და აღვწერ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას დღევანდელი ქართული მენტალიტეტისა თუ ფსიქოსოციალური ნორმების გათვალისწინებით.
ამას წინათ სასწავლო ფსიქოთერაპიულ ჯგუფს ვუძღვებოდი, სადაც დამწყებ ფსიქოკონსულტანტებს უნდა ესაუბრათ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათი აზრით ხელს შეუშლიდათ კლიენტთან/პაციენტთან მუშაობისას. შეუმჩნევლად საუბრის თემამ ნელ ნელა სექსისკენ და ქალიშვილობის ინსტიტუტისკენ გადაინაცვლა. ჯგუფი ორად გაიყო, ერთნი ამტკიცწებდნენ რომ ქალი უნდა იყოს ქალიწული გათხოვებამდე, რომ დედობა აკისრებს მას ამ მოვალეობას და რომ ქალი მამაკაცს უნდა ემორჩილებოდეს და მიმღები, მეორენი კი, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ, პირიქით თავისუფალ არჩევანსა და სექსუალური ქცევას ქადაგეწბდნენ. დისკუსიის დასასრულს ჩემი რეზიუმე დაახლოებით ასე ჟრერდა: „მესმის თქვენი განცდები“, მივმართე მე თავისუფლების მოყვარულ უმრავლესობას. “შესაძლოა ხვდებით რომ ქა.ლი მიმღები უნდა იყოს, სწორედ ესაა რაც ხდება თუნდაც სექსის დროს – მამაკაცი ბიძგს აძლევს, ხოლო ქალი ღებულობს. მაგრამ ამავე დროს თქვენ ფიქრობთ: ვის უნდა დავემორჩილოთ და ვინ უნდა მივიღოთ?! ეს უქნარა, “ტრიაპკა” და თავის თავზე შეყვარებული კაცები?!” ჩემმა სიტყვებმა ჯგუფში, რომელსაც უპირატესად ქალბატონები შეადგენდნენ შეკავებული სიცილი და ოხვრა გამოიწვია, რამაც დამარწმუნა ჩემი ინტერპრეტაციის სისწორეში.
ვფიქრობ სწორედ ამაშია საქმე: კაცმა კაცური საწყისი დაკარგა, ქალმა კი ქალური. რამდენიმე ხნის წინ წავაწყდი ჯონ გრეის წიგნს სახელწოდებით “კაცები მარსიდან, ქალები ვენერიდან”, მაგრამ ვფიქრობ საქმე დღეს სხვანაირადაა – ქალები არიან მარსიდან, ხოლო კაცები ვენერიდან. ვეცდები აგიხსნათ რასაც ვგულისხმობ. ყველა ქალში არის კაცური საწყისი, ხოლო მამაკაცში ქალური. როდესაც ეს საწყისები აქტიურდება მიზეზთა და გამო. შედეგად ვღებულობთ გამამაკაცებულ ქალებს და გაქალურებულ მამაკაცებს. მოკლედ რომ ვთქვათ იმის გამო რომ დღეს კაცი აღარ კაცობს (ან არ ეძლევა საშუალება იკაცოს) კაცურ ფუნქციებს ქალები ითავსებენ. მინდა გითხრათ რომ არაფერია იმაზე საშინელი ვიდრე გამამაკაცებული ქალი. ის იწყებს მამაკაცის ჩაგვრას, სამაგიეროს გადახდას, საპასუხოდ კი იგივეს ღებულობს და აქ წარმოიქმნება ის კონფლიქტი რომელზედაც ვსაუბრობთ.

საქმეს კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ ქალს გარდა მიღებისა აქვს შთანთქმისკენ მიდრეკილებაც და სწორედ ამის გამოყენებასაც იწყებს. ქალური შურისძიება ალბათ ერთერთი ყველაზე საზარელი რამაა რაც შეიძლება წარმოიდგინოს მამაკაცის გონებამ. რათგან ეს მისთვის კასტრაციისა და შტანთქმის, გაქრობის, ფაქტიურად სიკვდილის შიშთან ასოციირდება. მითუმეტეს ქართველი კაცისთვის რომლისთვისაც საკუთარი ინდივიდუალურობას ერთმნიშვნერლოვნად კაცური ღირსებით განისაზღვრება. ქალის სწორედ ამგვარ ტიპაჟს გამოხატავს ინდუიზმში ქალღმერთი კალი, კისერზე ჩამოკიდებული მამაკაცთა თავებით. ის თავის მორიგ მსხვერპლს დასდგომია თავს ხმლითა და შუბით ხელში.

ეს არცაა გასაკვირი, წლების განმავლობაში დაგროვილმა ბოღმამ და სიმწარემ სადღაც უნდა ჰპოვოს გამოსავალი. ხოლო ამ ბოღმის დაგროვებას კი ჩვენივე ძვირფასი, მამა-პაპური პატრიარქალური კულტურა უწყობს ხელს. რომელიც დღეს დამახინჯებულია, ვიდრე ოდესმე იყო.
აი მივადექით კიდეც შემდეგი პოსტის სათაურს ამავე თემაზე: “დედიკოს ბიჭები და მამიკოს გოგოები”…
(გაგრძელება იქნება)

ქალები მარსიდან, კაცები ვენერიდან (ნაწილი პირველი)

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის თემა ალბათ ერთერთი ყველაზე მტკივნეულია მსოფლიოში და ამ გარემოებას ისევ და ისევ ჩემმა უსაყვარლესმა ექზისტენციალიზმმა დარია ხელი. 🙂 სამყაროში სადაც დღესდღეისობით ინდივიდუალისტური კულტურა მეფობს და ყველა პირველ რიგში საკუთარ თავზე ფიქრობს, სადაც ხალხი სახლებში, კომპიუტერებთან ზის და ცოცხალ ურთიერთობას ვირტუალური ურჩევნია, სადაც თვითოეული ჩვენთაგანი ერთპიროვნულად პასუხისმგწებელია საკუთარ ცხოვრებაზე და სადაც ადამიანი ესოდენ მარტოსულად გრძნობს თავს. ამ სამყაროში ქალსა და კაცს შორის ურთიერთობა თითქოს ოაზისად უნდა ქცეულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.
ჯერ კიდევ 50-იან წლებში ექზისტენციალისტი ფსიქოთერაპევტი როლო მეი თავის წიგნში „სიყვარული და ნება“ (Lოვე ანდ ჭილლ) წერდა იმის შესახებ თუ რამდენად დაშორდნენ ერთმანეთს ქალები და მამაკაცები. იმის შემდეგ რაც დაინგრა ჩვეული ადათ-წესები და ტრადიციები, რომლებიც ორს სქესს შორის ურთიერთობას არეგულირებდა, ადამიანები ქაოსის წინაშე აღმოჩდნენ და დაინახეს სინამდვილეში რამდენად განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან.. აქ ჩემს საყვარელ რელიგიურ თემას მოვათრევ ყურით და ვიტყვი, რომ ეს ძალიან გავს ადამისა და ევას ცოდვას, როდესაც მათ დაინახეს რომ შიშვლები არიან და ამისAშერცხვათ. სწორედ აქედან დაიწყო შეუთანხმებლობა ქალურსა და კაცურს შორის და სწორედ ამ ორი საწყისის კვლავშეერთწებისთვის იღწვის დღეს კაცობრიობა, რათა დაიმკვიდროს სამოთხე. სიმართლე კი ისაა რომ სამოთხე თვითოეულ ჩვენთაგანშია. უბრალოდე ამის დანახვა და გააქტიურებაა საჭირო.
მაგრამ ოდესღაც დაწყებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება. წიგნის ბაზარი გადავსებულია წიგნებით რომლებიც „სასრგებლო“ რჩევებს აძლევენ როგორც ქალებს ასევე კაცებს იმის შესახებ თუ როგორ იურთიერთონ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. ეს რჩევები როგორც წესი ძალზე არაბუნებრივია, რათგან ისევ და ისევ სოციალურ სტერეოტიპებს ეფუძნება და ამგვარად კიდევ უფრო მეტად აშორებს ერთმანეთს ორ მოქიშპე მხარეს. ბეჭდურ მედიაში თუ ინტერნეტში, რადიოში თუ ტელევიზიაში, კინოსა თუ თეატრში სექსისა და სიყვარულის თემა მუსირებს. რაც იმაზე მიუთითებს რომ ეს მართლაც მტკივნეული და აქტუალურია, სხვაგვარად ვერც გაიყიდებოდა.
საქმეს ვერც სექსუალურმა რევოლუციამ და ვერც რელიგიურმა დოგმატიზმმა უშველეს. ჩვენ ყველას მეტისმეტად არეული გვაქვს ტვინი იმისათვის რომ ან სრული თავისუფლების პირობებში ვიცხოვროთ ანდა რელიგიური დოგმატები აღვიქვათ საღად და არ ვეძებოთ მათში აკრძალვისა და დასჯის წყარო, რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების მიერ დადებულ ტაბუს.
მაგრამ მოდით ვეცადოთ გავერკვეთ თუ რა ხდება სინამდვილეში? რა იწვევს ამგვარ გაუცხოებას და ბრძოლას ორ სქესს შორის. იქნებ ამ ძიებაში ვიპოვოთ ჭეშმარიტება და გამოსავალიც კი! მოდით აგურ-აგურ დავშალოთ კედელი რომელიც ჩვენს გარშემო ჩვენვე აღვმართეთ და იქნებ მაშინ დავინახოთ ერთმანეთი უფრო ნათლად და მკაფიოდ. მაშ ასე დავიწყოთ!…

Jisus Christ Superstar: გაცოხლებული და გაადამიანურებული რელიგია

საღამოს “პოპულში” მომიწია შესვლა. როგორც წესი სულ აქვთ ჩართული მუსიკა. ამჯერად ივონ ელiმენის (Yvonne Elliman) არია I Don’t Know How To Love Him უკრავდა როკ-ოპერა Jisus Christ Superstar-იდან. მოვედი სახლში და Youtube-ზე ჩავუჯექი მთლიანად ოპერას 🙂

ცნობილი რუსი მამაო ალექსანდრე მენი (о. Александр Мень) წერდა ერთერთ თავის წიგნში: “მკვდარია ის რელიგია რომელიც მხოლოდ ფორმას ეყრდნობა და არა შინაარსს.” ჩემი აზრით Jisus Christ Superstar სწორედ ქრისტიანობის შინაარს და მასთან დაკავშირებულ განცდებს გამოხატავს.

ვეცდები გამოვთქვა იმას რასაც ვგულისხმობ:

1. ოპერის უვერტიურა: თანამედროვეობის და ანტიკურობის ეფექტური სინთეზი. განსაკუთრებით ემოციურად მოქმედებს ჩემზე ავტობუსიდან ჯვრის გადმოზიდვის სცენა და ამ დროს შემოსული მუსიკალური თემა.

2. იუდას საოცრად ადამიანური განცდები. მას ეჭვი შეაქვს იესოში, მაგრამ ამავე დროს ჩანს რომ გულით სურს მასთან ყოფნა. სწორედ ეს მწვალებლობა და შინაგანი კონფლიქტი იქცცევა მისი ცოდვილობის და დემონურობის საფუძველი. ნეტავ რატომ აქვს ეშმაკს ორი რქა? და არა სამი, ოთხი ან ხუთი? იმიტომ რომ დემონურობა და ეშმაკისეულობა სწორედ  გაორებულობიდან მომდინარეობს, როდესაც ადამიანი არც საკუთარ თავთან და არც გარშემომყოფებთან არაა გულწრფელი. ამაზე არიის ბოლოს იუდას სასოწარკვეთილი ძახილიც მოწმობს, როდესაც ის თხოვს იესოს დაუგდოს მას ყური და “გონს მოეგოს.”

3. ხალხის ბრბომ გაიგო რა რომ იესო თავს მეფედ და მესიად აცხადებს დასდევს მას და სთხოვს უფრო გაბედულ მოქმედებას, ეკითხება როდის დალაშქრავენ ისინი იერუსალიმს და დაამხობენ კეისრის რეჟიმს. იესო კი პასუხობს მათ: “რად დაეძებთ მომავალს და რად ხართ მოცულნი სისხლისღვრის ჟინით?” მარიამ მაგდალინელი ცდილობს დაამშვიდოს იგი. მაშინ იუდა, რომლსაც ოპერაში ცალსახად აქვს გამოყოფილი მაცდუნებელი ეშმაკის როლი, ეუბნება იესოს: “მიკვირს, რომ შენნაირმა კაცმა, ამგვარ ქალთან დაიჭირა საქმე.” იესო კი მტკიცედ პასუხობს: “ვინ ხარ შენ რომ ეს ქალი განიკითხო?”

4. მარიამ მაგდალინელი ფეხს ბანს იესოს. ამას სწორედ იმ ზრუნვით აკეთებს, რომელიც მხოლოდ ქალისთვისაა დამახასიათებელი. ეს წმინდა ქაკლურობაა, სწედარებით იმ ეშმაკეულთან და სექსუალურთან რომელსაც შემდგომში ფინალურ სცენაში ვიხილავთ. აქ კვლავ მაცდუნებელი ეშმაკი იუდას სახით იჭრება და გაკიცხავს იესოსა და მარიამს იმის გამო რომ ისინი აქ ფეხის ბანვით და ნელსაცხებლის ცხებით არიან დაკავებულნი, ხალხი კი შიმშილით კვდება. იესო კვლავ ღირსეულად პასუხობს და უწინასწარმეტყველებს, რომ ის ძალზე დათრგუნული იქნება როდესაც ის (იესო) ამ ქვეყანას დატოვებს. სწორედ ამგვარ სიმტკიცეში და შინაგან ერთიანობაშია იესოს, ისევე როგორც საერთოდ ქრისტიანთა, სულიერი ძალა. ფსიქოლოგიურად ის საკმაოდ აუთენტური და სრული პიროვნერბაა. ამიტომ შეუუძლია თავს უფლება მისცეს მეძავ ქალს დააბანინოს ფეხი. ეს მასში არანაირ ზედმეტ და ხელისშემშლელ აზრს და გრძნობას არ წარმოშობს. ის სრულებით ობიექტურად აფასებს რეალობას და არ ჰყვება თავის ვნებებს. ეს მას უბრალოდ არ ჭირდება.

5. ხალხი ადიდებს იესოს. ადიდებს მის სიძალიერეს. მაგრამ იესო ეუბნებათ მათ: “არ იცით თქვენ რა არის ძალა და რა არის ტანჯვა.” ის წინასწარმეტყველებს იერუსალიმის დანგრევას. აქვე დასძენს, რომ ხალხმაც იცის ეს სიმართლე მაგრამ თვალს ხუჭავს. მართლაც მხოლოდ ჭეშმარიტ მეომარს, როგორიც იესოა ძალუძს მწარე სიმართლისთვის თვალის გასწორება და ღვთის ნებისადმი მინდობა.

6. ტაძრის დარბევისა და კეთროვანთა კურნების სცენა. ტაზარი დგევანდელ ჩენს ყოფას გავს ძალიან. რასაც ხაზს სტრიპტიზორი ქალები და თანამედროვე ვალუტა (დოლარი და ა.შ.) ისვამს ხაზს.
კეთროვანთა კურნებისას კი იესო ადამიანურ სისუსტეს აჩენს. ერთისმხრივ მისთვის ნუგეშია ის რომ ამდენმა ადამიანმა იწამა მისი, მაგრამ მეორესმხრიბ, როგორც თავდაც ადამიანისთვის ძნელია ამდენის ატანა. ძალა და უნებურად მამა ფილარეტი გამხსენდა, 85 წელს გადაცილებული წმინდა მამა, რომელთანაც შაბათ კვირაობით ათეულობით ხალხი მიდის და ყველა ერთმანეთს თავზე ახტება. მამაოს კი ასაკისა და ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ერთბაშად ამდენის მიღება.

7. მარიამ მაგდალინელის (ივონ ელიმენი) საოცრად ქალური განცდები. აქ არის ქალური სიკეკლუცეც და სათნოებაც ერთდროულად. მეძავმა, რომელსაც არასდროს ყვარებია, პირველად იგრძნო სულიერი სიახლოვე და სიყვარული. ელიმენის შესანიშნავი ხმა ძალიან კარგად გადმოსცემს ყველა ამ, და არამხოლოდ ამ, ემოციას. ჩემი უსაყვარლესი არია ამ ოპერიდფან. სწორედ ის რომელიც “პოპულში” მოვისმინე. აღსანიშნჰავია რომ იგივეს მღერის იუდაც ბოლოს, თითმკვლელობის წინ. ოღონდ რამდენადმე გადასხვაფერებული ტექსტით, მამაკაცის პირიდან ასე რომ შეიძლება ითქვას ეს არის ღმერთის სიყვარულით დაზაფრული სულის სიმღერა. ძალიან მაღალფარდოვნად გამოვიდა მაგრამ.. 🙂

8. იუდას მიერ იესოს გაცვემის სცენა. საყურადღებოა როგორ აცდუნებენ მას ფარისევლები და მის ამპარტავნებაზე თამაშობენ. ბოლოს კი ქისას იატაკზე უგდებენ, საიდანაც მან თავისი ხელით უნდა აიღოს ის. ამითი თითქოს მოწმდება გადაწყვეტილების სიმტკიცვე. და მით უფრო მძიმე იქნება იუდას ბრალეულობის განცდა. რათგან მიხვდება რომ შეეძლო სხვანაირი გადაწყვეტილებაც მიიღო. არავინ არ აძალებდა მასს. ამგვარ განცდას ფსიქოლოგიაში ექზისტენციალურ ბრალს უწეოდებენ, როდესაც ადამიანზე ყველაფერი დამოკიდებული ის კი თავისი ნებით არასწორ არჩევანს აკეთებს. ღმერთი ყოველთვის ტოვებს არჩევან და არ გვზღუდავს ამაში. ამ სცენაში ეს გარემოება კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს.

იუდა აცნობიერებს რაც გააკეთა. ხვდება რომ ისტორიაში როგორც ღმერთის გამცემი შევა და რომ ასე უნდოდა ღმერთს, მაგრამ ამას ვერ იტანს და თავს იკლავს. მძიმეა როდესაც ყველაფერი შენს მხრებზე ეშვება.

10. იესოს ცათამაღლების სცენა. იუდა იმ ქვეყნადაც განსჯის იესოს და მოცულია ვნებით. გარშემო ვნებიან ქწალები ახვევია. ჯოჯოხეთიც ხომ ესაა და ცოდვაც მომაკვდინებელი ამიტომაა, ადამიანი იმდენად ეჯაჭვება გარემოს და თავის გრძნობებს, რომ ეს შემდეგ იმ ქვეყნადაც გასდევს მას და ის მუდმივად ამ განცდების ტყვეობაში რჩება. სწორედ ესაა ფსიქოთერაპიული ენით რომ ვთქვათ ნევროზი. ხოლო რა შეიძლება იქცეს ცოდვის და ტანჯვის საგნად? ის რაც განდევნილი და უარყოფილია. ის რაც არასწორად და ჭუჭყიანად მიიჩნევა. უფრო სწორედ ის რაც ჩვენი გონება ჭუჭყიანად და ამორალურად აქცევს. ყველაფერი ეს მართლაც ბინძურდება. ასეთი კი ჩვენს საზოგადოებაში სექსუალურობა და აგრესიაა. სწორედ ამგვარი დაყოფა და გაორება იქცევა ცოდვის სათავედ. იუდასთან მყოფი ეშხიანი ქალბატონების საპირისპიროდ, სამოთხეში სრულიად სათნო, სექსუალურობას და ვნებას მოკლებული ანგელოზები არიან. თუ არაა ვნება არც ცოდვაა, აღარც არაფერს არ ეჯაჭვები და ხარ სრულებით თავისუფალი!

გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს! 🙂

ღმერთი, სიყვარული და თავისუფლება

რელიგია ძალიან გავს სიყვარულს, ხოლო სიყვარული რელიგიას. ორივე მოითხოვს ადამიანისგან გარკვეულწილად უარი თქვას საკუთარ “მე”-ზე, საკუთარ ეგოზე და თავი მიუძღვნას სხვას. აქ მახსენდება ერიკ ერიკსონის ფსიქოსოციალური განვითარების სტადიები, რომელთაგანაც ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია თვითიდენტიფიკაციის კრიზისი, რაც გარდამავალ ასაკს ემთხვევა. სანამ ადამიანი ამ კრიზისს დადებითად ვერ გადაჭრის მას არ შეუძლია გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, რომელიც ოჯახის შექმნას და მეორე პიროვნებასთან (რელიგიის შემთხვევაში ღმერთთან) გაერთიანებას გულისხმობს. პიროვნება უნდა მყარად იდგეს, ღრმად უნდა ჰქონდეს გადგმული ფესვები, გააჩნდეს თავისი ინდივიდუალური ღირებულებები და სამყაროს ხედვა, იმისათვის რომ შემდგომ სხვასთან კავშირი შეძლოს ამ ინდივიდუალურობის დაკარგვის გარეშე.

ალბათ დამეთანხმებით რომ ეს რამდენადმე პარადოქსულადაც ჟღერს. როგორ შეიძლება შეინარჩუნო საკუთარი ინდივიდუალურობა სხვასთან შერწყმისას? მართლაც ეს ერთერთი ყველაზე მტკივნეული კითხვაა რელიგიაში. თომა აკვინიელი ამ საკითხთან დაკავშირებით ასე საუბრობს: “უნდა ვიმოქმედოთ ისე, თითქოს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ხოლო ვილოცოთ ისე თითქოს ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული.” ეს საკმაოდ სწორი მოსაზრებაა. სინამდვილეში ღმერთთან (ან უბრალოდ საყვარელ ადამიანთან) ერთიანობა სულაც არ გულისხმობს საკუთარი თავის დაკარგვას, როგორც ეს მაგალითად ნევროზის დროს ხდება ხოლმე. პირიქით ადამიანი მაქსიმალურად აცნობიერებს საკუთარი პიროვნების სხვადასხვა ნაწილს და აერთიანებს მათ. მიყვე უფლის ნებას ნიშნავს იყო ჰარმონიაში საკუთარ თავთან და გარემოსთან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შენ შეძლებ ინტუიტიურად იგრძნო უფლის ნება. თუ კი წრფელი გული გაქვს შენ შეგიძლია ენდო საკუთარ შინაგან ხმას და ასეთ დროს ეს დაემთხვევა უფლის ნებასაც ანუ გარკვეული კოსმიური გონის ნებასაც. მიყვე უფლის ნებას ნიშნავს იყო ღია გარეგანი გამოცდილებისათვის, იყო მთლიანი და გულწრფელი როგორც საკუთარი თავის ასევე სხვების მიმართაც, იცოდე და გესმოდეს შენი შესაძლებლობები და შენი მიზნები თუ დანიშნულებები ცხოვრებაში და არ შეეწინააღმდეგო მათ, არამედ პირიქით გააღვივო და მათი რეალიზება მოახდინო.

დაბოლოს, ქრისტიანულად ღმერთი ეს არის სიყვარული და სიყვარული არის ღმერთი. სწორედ სიყვარულის მდგომარეობითაა შესაძლებელი მიაღწიო სრულყოფას და შენი შინაგანი პიროვნული რესურსის რეალიზებას. აქ სიყვარული არ გულისხმობს სექსუალურ ვნებას ან მიჯაჭვულობის განცდას მარტოდ დარჩენის შიშით, არამედ სიყვარული არის არსებობის მდგომარეობა, რომლითაც ცხოვრობს ნებისმიერი ჭეშმარიტი მორწმუნე და შეყვარებული ადამიანი. ღმერთი ისევე როგორც ეროსი (ანუ სიყვარული) არის გამწევი ძალა რომელიც წინსვლისაკენ გვიბიძგებს, განსხვავებით სხვა ვნებებისგან, რომლებიც შეიძლება ჭეშმარიტ სიყვარულში შეგვეშალოს. ესეთი ვნებები უფრო მეტად უკან წევს ადამიანს და ართმებვს მას სასიცოცხლო ენერგიას. მხოლოდ შინაგანად სრულიად თავისუფალ ადამიანს ძალუძს ჭეშმარიტი სიყვარული და ჭეშმარიტი რწმენა. ჭეშმარიტი მორწმუნეობა არავითარ შემთხვევაში არაა მონობა. პირიქით ეს ზღვრული ჰარმონიისა და თავისუფლების მდგომარეობაა.