“ძალადობა ნებადართული რომ იყოს… ” (დასასრული)
კარლოსი ხშირად ჩიოდა საკუთარი აზრების არათანმიმდევრობას. ერთხელ სიცილით მომიყვა შვილებთან სადილისას საუბრის შესახებ. მან უთხრა თავის ქალიშვილს, რომ ყველა ბიჭი სურდა გაეცნო, ვისაც ის ხვდებოდა. “შენ კი” – მიუბრუნდა იგი ვაჟიშვილს. – “შეგიძლია ნებისმიერი გოგო დაითრიო ვინც კი მოგეწონება!” ვიცოდი, რომ ახლა მისი ყურადღება მივიპყარი და რათა გამემყარებინა ჩემი პოზიცია საკითხს მეორე კუთხიდან მივუდექი.- მისმინეთ კარლოს, ერთი აზრი მომივიდა თავში. გახსოვთ თქვენი სიზმარი მწვანე “Hონდა”-ს შესახებ? მოდით დავუბრუნდეთ ამ სიზმარს.ის ყოველთვის სიამოვნებით მუშაობდა სიზმრების გარჩევებზე და ახლა კმაყოფილი ჩანდა, რომ სიზმრის განხილვამ აარიდა თავიდან მტკივნეული საუბარი ქალიშვილის შესახებ. ორი კვირის წინ კარლოსს დაესიზმრა, თითქოს ის მანქანის დასაქირავებლად მივიდა სააგენტოში. ერთადერთი ავტომობილი, რომელიც ქირვდებოდა იყო “Hონდა ჩივიცს”-ი, მანქანა, რომელსაც კარლოსი ვერ იტანდა. როდესაც ჯერი მანქანის შეფერილობის არჩევაზე მიდგა მან წითელი აირჩია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სააგენტოს ფარეხში მხოლოდ მწვანე ავტომობილები გააჩნდა. კარლოს ძალზე არ უყვარდა მწვანე ფერი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი იყო ის, რომ ამ სიზზმარმა ძალიან შეაშინა იგი. ორი კვირის წინათ ერთადერთი ასოციაცია, რომელიც კარლოსს მოსდიოდა თავში, უკავშირდებოდა სააგენტოს თანამშრომელ ქალის გარეგნობას. მაგრამ დღეს მე ახლებურად დავინახე ეს სიზმარი. უკვე მრავალი წლის განმავლობაში კარლოსს მყარად სწამდა რეინკარნაციის იდეისა. ეს იყო ერთერთი ხერხი, რომლითაც ის აშოშმინებდა სიკვდილის შიშს. ამ თემაზე საუბრისას მან შენიშნა, რომ სულის ერთი სხეულიდან მეორეში გადასვლა მსგავისია ძველი მანქანის ახლით ჩანაცვლებისა.
– კარლოს, მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ეს არაა უბრალო სიზმარი მანქანების შესახებ. ბოლოს და ბოლოს მანქანის დაქირავება არაა იმდენად საშიში, რომ ამგვარი კოშმარი გამოიწვიოს. მე მგონი ეს სიზმარი სიკვდილზე და მომავალ სიცოცხლეზეა. ის იყენებს თქვენს შედარებას ავტომობილების ცვლასთან დაკავშირებით. თუ კი სიზმარს ამგვარი კუთხით შევხედავთ გასაგები გახდება, თუ რატომ გამოიწვია მან ესოდენ ძლიერი შიში. რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით რომ გაქირავებაში მყოფი ერთადერთი მანქანა იყო მწვანე “Hონდა ჩივიცს”-ი?- მე ვერ ვიტან მწვანეს და არ მიყვარს “Hონდა ჩივიცს”-ი. სამომავლოდ “Mაზერატტი”-ს ყიდვას ვაპირებ.- მაგრამ თუ კი მანქანას სხეულის სიმბოლოდ განვიხილავთ, რატომ გამოდის რომ მომავალ ცხოვრებაში თქვენთვის ყველაზე არასასურველ სხეულს დაეპატრონებით?კარლოსს არაფერი დარჩენოდა იმის გარდა, რომ ეპასუხა:- რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაატარებ ახლანდელ ცხოვრებას. ამის მიხედვით ადამიანი ან ამაღლდება ან უფრო დაბალ საფეხურზე გადადის. კარლოსი მიხვდა საითკენაც მიმყავდა საუბარი და შეწუხდა. მისი უხეშობა და ცინიზმი მუდამ აცბუნებდა გარშემომყოფებს, ახლა კი მისი ჯერი დადგა შეცბუნებულიყო. მე მის ორ ურყევ ციხე-სიმაგრეზე მივიტანე იერიში: შვილებისადმი უსაზღვრო სიყვარულსა და რეინკარნაციის რწმენაზე. – გთხოვთ კარლოს, დაფიქრდით რა კავშირი აქვს ამ სიმბოლოებს თქვენთან და თქვენს ცხოვრებასთან?მან თვითოეული სიტყვა ძალზე ნელა და გულმოდგინედ წარმოთქვა:- სიზმარი ამბობს, რომ მე არასწორად ვცხოვრობ. – გეთანხმებით, ვფიქრობ სწორედ ამას ამბობს სიზმარი. თუ შეგიძლიათ ამიხსნათ რას ნიშნავს თქვენთვის სწორად ცხოვრება? ქადაგება დავაპირე სწორი ცხოვრების შესახებ, რომ მრავალი რელიგიური სისტემის თანახმად ესაა სიყვარული, დიდსულოვნება, გარშემომყოფებზე ზრუნვა, კეთილშობილური ფიქრები, კეთილი საქმეები, ქველმოქმედება, მაგრამ ეს ყოველივე აღარ იყო საჭირო. კარლოსმა უსიტყვოდ გამაგებინა, რომ უკვე ყველაფერს მიხვდა – მას თავბრუ ესხმოდა, ეს ერთ ჯერზე ძნელი გასააზრებელი იყო. მას მოსაფიქრებლად დრო სჭირდებოდა. სეანსის დამთავრებამდე თხუთმეტი წუთი რჩებოდა, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთ საკითხზე მესაუბრა. მე მის მიერ სეანსის დასაწყისში ნახსენებ თემას დავუბრუნდი. როგორც გახსოვთ, კარლოსს მიაჩნდა, რომ მან ოქროს შანსი გაუშვა ხელიდან რუთთან ურთიერთობისას, ქალთან, რომელსაც ეკლესიაში შეხვდა და მხოლოდ ერთხელ ხანმოკლედ გამოელაპარაკა. ამის შემდეგ კი მთელი კვირა თავს ურტყამდა კედელს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და თვითგვემით იყო დაკავებული. ამგვარი ირაციონალური წარმოდგენების დანიშნულება სრულიად ნათელი იყო. წარმოდგენა იმის შესახებ, რომ თითქოს შესაძლებელი იყო იგი რომელიმე მომხიბლავ ქალბატონს მოწონებოდა, საშუალებას აძლევდა კარლოსს ეგრძნო, რომ ის არაფრით განსხვავდებოდა გარშემომყოფებისგან, რომ მას არაფერი სერიოზუყლი არ აწუხებდა, არ იყო სასიკვდილოდ დაავადებული და სხვებისგან გარიყული.ადრე არასდროს მისაუბრია მის ამგვარ უარყოფაზე. საერთოდ ცნობილია, რომ უმჯობესია არ დაანგრიო პაციენტის დაცვითი მექანიზმები, სანამ არ გაქვს საშუალება სანაცვლოდ რაიმე უკეთესი შესთავაზო მას. კარლოსის რეინკარნაციის რწმენა, სწორედ ამგვარ შემთხვევებს მიეკუთვნებოდა. მშვენივრად ხვდებოდი, რომ რეინკარნაციის იდეა კარლოსისთვის სიკვდილის შიშისგან თავის არიდების გზა იყო, მაგრამ ამის და მიუხედავად არ ვცდილობდი ამგვარი ცრურწმენის გაბათილებას, რთგან ის ამცირებდა მის შფოთვას. უფრო მეტიც გასულ სეანსზე მე მხარი დავუჭირე ამ მოსაზრებას და ვთხოვე უფრო თანმიმდევრულად ჩამოეყალიბებინა მისი შეხედულებები რეინკარნაციასთან დაკავშირებით.
მაგრამ ახლა დადგა დრო დაგვენგრია მისი დაცვითი სისტემის ერთერთი ყველაზე უსარგებლო და ხელისშემშლელი ნაწილი.- კარლოს თქვენ მართლაც მიგაჩნიათ, რომ თუ კი რუთს მანქანამდე მიაცილებდით ათიდან ორმოცდაათ პროცენტიანი ალბათობით გექნებოდათ მასზე დაქორწინების შანსი? – შესაძლოა. ერთი მეორეს მოყვებოდა. რაღაც ხდებოდა ჩვენს შორის. ამას ვგრძმობდი. ესაა და ეს! – კი მაგრამ თქვენ ყოველ კვირა ხვდებით სხვადასხვა ქალბატონებს ხან მაღაზიაში, ხან კბილის ექიმის მისაღებში, ხანაც კინოთეტრის სალაროში და ყოველ ჯერზე მსგავსი შეგრძნება გიჩნდებათ. დაფიქრდით რამდენჯერ მიგიცილებიათ თქვენ, ან ნებისმიერ სხვა მამაკაცს, ქალი მანქანამდე და ეს სულაც არ დასრულებულა ქორწინებით. – კარგით, კარგით! შესაძლოა იყო ერთი ან ნახევარპროცენტიანი შანსი იმისა რომ დავქორწინდებოდით, მაგრამ შანსი იყო! მე კი ყველაფერი გავაფუჭე, აზრადაც არ მომსვლია შემეთავაზებინაა მანქანამდე გაცილება. – და ამის გამო ისჯით თავს?! კარლოს, პირდაპირ გეტყვით, თქვენი სიტყვები სრულებით მოკლებულია საღ აზრს. ერთადერთი რაც მე ვიცი თქვენი და რუთის ხუთწუთიანი საუბრიდან არის ის, რომ იგი ოცდასამი წლისაა, ჰყავს ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ეხლახანს გაშორდა ქმარს. მოდით რეალობიდან გამომდინარე ვისაუბროთ – როგორც თავად ამბობთ, ეს კაბინეტი ერთადერთი ადგილია სადაც თქვენ სრულ სიმართლეს ლაპარაკობთ – რას ეტყოდით მას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ? – როდესაც უკეთ გავიცნობდი სიმართლეს ვეტყოდი, რომ კიბო მაქვს, მაგრამ ის კონტროლის ქვეშაა და რომ ექიმები წარმატებით მკურნალობენ მას.- შემდეგ?- ვეტყოდი, რომ ექიმებმა დაზუსტებით არ იციან რა მელის მომავალში, მაგრამ დღითიდღე ახალ-ახალი წამლები გამოდის, რომ რამდენიმე ხანში შესაძლოა ჩემი მდგომარეობა გართულდეს.- კარლოს, რა გითხრეს ექიმებმა? მათ გითხრეს რომ შესაძლოა მდგომარეობა გაუარესდეს?- მართალი ხართ – მექნება გაუარესება, სანამ წამალს გამოიგონებენ.- კარლოს, არ მინდა სასტიკ ადამიანად მოგეჩვენოთ, მაგრამ მოდით ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია. წარმოიდგინეთ თქვენი თავი რუთის ადგილზე: ოცდასამი წლის ახალგაზრდა ქალი, ორი პატარა ბავშვით ხელში, გამოიარა მძიმე პერიოდი, ალბათ მძლავრ და სანდო დასაყრდენს ეძებს ცხოვრებაში. კიბოს შესახებ მხოლიოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს და ეშინია მისი. შეგიძლიათ შესთავაზოთ იმგავარი საყრდენი, რომელსაც ის ეძებს? გგონიათ შეეგუება თქვენს მდგომარეობას? მოისურვებს კი ის თქვენზე ზრუნვას, როდესაც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება? რეალურად რა შანსები არსებობს, რომ ის თქვენთან სერიოზული ურთიერთობის აწყობას მოისურვებს? – ალბათ ერთი მილიონიდან – თქვა კარლოსმა გაბზარული ხმით.
მე მართლაც სასტიკად ვიქცეოდი, მაგრამ გაცილებით უფრო სასტიკი იქნერბოდა იმის აღიარება, რომ მას არ შეეძლო რეალობისთვის თვალის გასწორება და რაიმეს შეცვლა. ილუზია რუთთან ურთიერთობის შესახებ საშუალებას აძლევდა მას ეგრძნო, რომ ძვირფასია სხვა ადამიანებისთვის და ისინი ზრუნავენ მასზე. ვიმედოვნებდი, კარლოსი მიხვდებოდა, რომ ჩემი მხრიდან მისი რეალიბასთან შეპირისპირება სწორედ ამგვარი ზრუნვისა და თანადგომის მცდელობა იყო. მისი ყოყოჩობა სადღაც გაქრა. კარლოსმა მშვიდი და ჩუმი ხმით წარმოთქვა:- მაშ რაღა დამრჩენია ცხოვრებაში?! – თუ კი მართლაც გჭირდებათ ზრუნვა და მხარდაჭერა ახლავე უნდა ამოიგდოთ თავიდან ფიქრი ქორწინების შესახებ. მე ვხედავდი, თუ როგორ იტანჯავდით თავს ამაზე ფიქრით თვეების განმავლობაში. იქნებ ახლა შეისვენოთ?! თქვენ დაამთავრეთ ქიმიოთერაპიის მძიმე კურსი. ორი კვირის წინ ჭამაც კი არ შეგეძლოთ და საწოლიდან ვერ დგებოდით. გამუდმებით გერეოდათ გული. ძალიან დაიკელით წონაში. ახლა ძალების აღდგენა გჭირდებათ. ნუ მოელით, რომ ახლავე, სასწრაფოდ ნახავთ ადამიანს, რომელიც ცოლად გამოგყვებათ. შეუძლებელს ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს. უფრო იოლად მისაღწევი მიზანი დაისახეთ, ეს ჩემზე უკეთ გამოგდით ხოლმე, ეცადეთ კარგი ურთიერთობა ააწყოთ და დაუმეგობრედეთ იმ ადამიანებს, რომელთაც უკვე იცნობთ. შევამჩნიე როგორ ეღიმებოდა კარლოსს, ხვდებოდა რის თქმასაც ვაპირებდი:- ამისთვის კი საუკეთესო ადგილი ჯგუფია.
ამ სეანსმა სამუდამოდ შეცვალა კარლოსი. ჩვენი შემდეგი შეხვედრა ჯგუფური სეანსის წინა დღით შედგა. პირველივე რაც მითხრა იყო ის, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, რამდენად კარგად მოიქცა ის ჯგუფში წინა კვირას. თავს იწონებდა იმით, რომ ახლა ის ყველაზე მზრუნველი და გულისხმიერი ადამიანი იყო ჯგუფში. მან ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო შეემსუბუქებინა თავისი მდგომარეობა და მოუყვა ჯგუფს თავისი დაავადების შესახებ. ის ირწმუნებოდა, და რამდენიმე კვირაში ეს სარამაც დაადასტურა, თითქოს მისი ქცევა ისე მკვეთრად შეიცვალა, რომ ახლა ჯგუფის სხვა წევრები პოულობდნენ მასთან ნუგეშსა და მხარდაჭერას. მან შემდეგნაირად შეაფასა ჩვენი უკანასკნელი სეანსი:- ეს საუკეთესო შეხსვედრა იყო რაც კი ოდესმე ჩაგვიტარებია. აღარ მახსოვს ზუსტად რის შესახებ ვსაუბრობდით, მაგრამ ამან ბევრი რამ შეცვალა ჩემში. მისმა ერთერთმა გამონათქვამმა განსაკუთრებით ამიჩუყა გული. – არ ვიცი რატომ, მაგრამ ახლა სრულებით შემეცვალა წარმოდგენა ჯგუფში მყოფ მამაკაცებზე. თუმცა ისინი უმეტესწილად ჩემზე უფროსები არიან ასაკით, ისე ვექცევი, თითქოს ჩემი ღვიძლი შვილები ყოფილიყვნენ. ნაკლებად მაწუხებდა ის ფაქტი, რომ მას დაავიწყდა თუ რის შესახებ ვსაუბრობდით წინა შეხვედრაზე. გაცილებით უარესი იქნებოდა თუ კი მას ზედმიწებნით ემახსოვრებოდა ყველაფერი, მაგრამ ამას არანაირი ცვლილება არ მოჰყვებოდა. კარლოსი საოცრად სწრაფად მიიწევდა წინ. ორი კვირის შემდეგ, მან დაიწყო სეანსი განცხადებით,. რომ ამ კვირაში ორი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. იმდენად ამაყობდა ამით, რომ აღმოჩენებს სახელებიც კი შეურჩია: პირველს ერქვა “ყველას აქვს გული”, ხოლო მეორეს – “მე არ ვარ ჩემი ფეხსაცმელი”. მან პირველი აღმოჩენის აღწერით დაიწყო – “ყველას აქვს გული”.- წინა შეხვედრაზე სამივე წევრმა ქალბატონმა ძალიან სიღრმისეული და მძლავრი გრძნობები გაუზიარა ჯგუფს: თუ რა ძნელია გაუთხოვრობა, რა მძიმეა მარტოობა, როგორ ენატრებათ მათი მშობლები, ყვებოდნენ თავიანთ კოშმარებს. არ ვიცი რატომ, მაგრამ უეცრად სულ სხვა თვალით შევხედე მათ! ისინი ჩემნაირები იყვნენ! ცხოვრებაში ისეთივე პრობლემები ჰქონდათ, როგორიც მე. ადრე ქალები ერთგვარ მისტიურ არსებებად წარმომედგინა, ისინი თითქოს ოლიმპის მთაზე ისხდნენ, მათ წინ კი მამაკაცთა მთელი ხროვა იდგა, რომელთაც ისინი თავიანთი საძინებლებისთვის არჩევდნენ – ეს წავა, ეს არ ვარგა!- მაგრამ იმ მომენტში – განაგრძობდა კარლოსი. – მე თვალნათლივ დავინახე მათი გაშიშვლებული გულები. მკერდი სადღაც გამქრალიყო და ნეკნები გაეშიშვლებინა, ცენტრში კი მუქი წითელი გული ფეთქავდა. მთელი კვირის განმავლობაში ვხედავდი ადამიანთა გაშიშვლებულ გულებს და ვიმეორებდი გუნებაში: “ყველას აქვს გული, ყველას აქვს გული!” გულს ნებისმიერ ადამიანში ვხედავდი – მახინჯ, კუზიან კაცში, რომელიც სარეგისტრაციო განყოფილებაში მუშაობს. ბუზღუნა, მოხუც ქალბატონშიც, ჩემს თანამშერომელ მამაკაცებშიც კი დავინახე გული!
კარლოსის სიტყვებმა იმდენად გამახარა, რომ თვალზე ცრემლი მომადგა. მგონი მან შენიშნა ეს, მაგრამ არაფერი უთქვამს, რათა უხერხულად არ მეგრძნო თავი. ამის მაგიერ ის თავის მეორე აღმოჩენაზე გადავიდა – “მე არ ვარ ჩემი ფეხსაცმელი”. თავდაპირველად მან გამახსენა თავისი შიში პრეზენტაციის გამო, რომელიც უახლოეს ხანებში უნდა შემდგარიყო. მას ყოველთვის უჭირდა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. განსაკუთრებით მსმენელთა კრიტიკული შეკითხვები აშფოთებდა ამიტომ ხშირად წინასწარ გადიოდა სახლში მომავალი პრეზენტაციის რეპეტიციას და დაწვრილებით განიხილავდა კითხვებს, რომლებიც შეეძლოთ დაესვათ მისთვის. ვეცადე დავხმარებოდი იმის გარკვევაში, რომ ეს ყოველივე მისი პიროვნული საზღვრების რღვევასთან იყო დაკავშირებული. მე ვეუბნებოდი მას, რომ თავდაცვა ბუნებრივი მოვლენაა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ადამიანი თავის პიროვნულ საზღვრებს სამსახურეობრივ საქმიოანობაზეც ავრცელებს და ნებისმიერ საქმიან კრიტიკას პირად შეურაცხყოფად აღიქვამს. ვურჩიე გაემიჯნა საკუთარი “მე” უფრო ზედაპირული აზრებისა და ქცევისგან. მას უნდა განიგივებინა თავისი სურვილები, ქმედებები და მსჯელობები საკუთარი პიროვნების ძირითადი ბირთვისგან. კარლოსი დააინტრიგა ამგვარმა მიდგომამ. “განიგივების” ხერხი მან სამსახურეობრივი სიტუაციის მოგვარების გარდა საკუთარი სხეულის მიმართაც გამოიყენა. ანუ, იმის და მიუხედავად, რომ მის სხეულს საფრთხე ემუქრებოდა მისი არსება, მისი “მე” ხელუხლებელი რჩებოდა. ამგვარმა ინტერპრეტაციამ მნიშვმელოვნად შეამცირა კარლოსის შფოთვა და პრეზენტაციამ შესანიშნავად ჩაიარა. კარლოსი ჩინებულად გამოვიდა სიტყვით. მთელი პრეზენტაციის განმავლობაში ის ერთ მოკლე მანტრას იმეორებდა: “მე არ ვარვ ჩემი სამსახური, არ ვარ ჩემი საუბარი, არ ვარ ჩემი ტანსაცმელი”. მან ფეხი ფეხზე გადაიოდო და დახედა თავის გაცრეცილ ფეხსაცმელს. “არც ჩემი ფეხსაცმელი ვარ მე” – გაიფიქრა მან და ფეხი შეათამაშა, რათა თავისი უფროსის ყურადღება მიეპყრო და ამით ეთქვა: “მე არ ვარ ჩემი ფეხსაცმელი“.კარლოსის ეს ორი აღმოჩენა, რომელთაც სხვა მრავალი მოჰყვა, საუკეთესო საჩუქარი იყო ჩემთვის და ჩემი სტუდენტებისთვის. ეს ორი ინსაიტი მოკლედ და გასაგებად ახდენდა იმის ილუსტრირებას, თუ რისი მიღწევა შეუძლია ადამიანს ერთისმხრივ ჯგუფური მუშაობის შედეგად, რომელიც ადამიანთა შორის ურთიერთობაზეა ორიენტირებული და მეორესმხრივ, ინდივიდუალური თერაპიის საშუალებით, რომელიც უფრო მეტად ადამიანის შინაგან განცდებს აქცევს ყურადღებას. იმ რამდენიმე თვის განმავლობაში,. რომელიც მას ამ ქვეყნად დარჩენოდა კარლოსი განაგრძობდა სითბოსა და მზრუნველობის გაცემას. მან ჩამოაყალიბა თვითდახმარების ჯგუფი კიბოთი დაავადებული ადამიასნებისთვის. ხშირად ხუმრობდა, რომ იგი “უკანასკნელ გაჩერებას” წარმოადგენდა მათი ცხოვრების გზაზე. ასევე უძღვებოდა ერთერთ ეკლესიასთან არსებულ სოციალური ურთიერთობების განვითარების ჯგუფს. სარამ, რომელიც იმ დროისთვის მისი ერთერთი სასუკეთესო მეგობარი გახდა, დაადასტირა, რომ კარლოსი საოცრად პასუხისმგებლიანი და გულისხმიწერი ხელმძღვანელი იყო.
მაგრამ ყველაზე მეტ ყურადღებას ის საკუთარ შვილებს აქცევდა. მათ შენიშნეს კარლოსში მომხდარი ცვლილებები, აქაურ კოლეჯში გადმობარგდნენ და მასთან ერთად ცხოვრობდნენ ბოლო დღეებამდე. ის ძალზე კეთილი და ბრძენი მამა გამოდგა. მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ის, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი სიკვდილს, ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, როგორ აღიქვამდნენ სიკვდილის ფაქტს მისი მშობლები. უკანასკნელი მადლი, რომელიც მშობელმა შეიძლება თავის შვილს გაუკეთეოს ესაა, რომ ასწავლოს საკუთარ მაგალითზე, თუ როგორ შეიძლება უშფოთველად შეხვდე სიკვდილს. კარლოსმა შესანიშნავად ჩაატარა ეს გაკვეთილი. მისი სიკვდილი სულაც არ იყო მუქ ფერებში დახატული, საიდუმლო ამბავი. პირიქით, მის უკანასკნელ დღეებამდე სამივენი სრულებით გულწრფელნი იყვნენ ერთმანეთთან. ერთად იცინოდნენ ხოლმე თუ როგორ ქშინავდა კარლოსი, როგორ აცეცებდა თვალებს, როგორ ამრგვალებდა ტუჩებს, როდესაც თავის ლიმფო-ო-ო-მაზე საუბრობდა. ყველაზე დიდი საჩუქარი კი, რომელიც მე ოდესმე ვინმესგან მიმიღია, კარლოსმა ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისას გამიკეთა. ამან ცალსახა პასუხი გასაცა კითხვას, ღირს თუ არა რაიმე მნიშვმელოვანი მიზნების დასახვა სასიკვდილოდ დაავადებული ადამიანების ფსიქოთერაპიისას. როდესაც საავადმყოფოში ვეწვიე, ის იმდენად სუსტად იყო, რომ ვერც კი ინძრეოდა. მაგრამ ამის და მიუხედავად ძალები მოიკრიფა, თავი წამოწია, ჩემი ხელი თავისაში ჩაბღუჯა და მითხრა: “გმადლობთ! გმადლობთ, რომ სიკვდილს გადამარჩინეთ!”