Thoughts About Death, Life and Humanity

Archive for the ‘კინო კლუბი’ Category

“Naked” – შიშველი სიმართლე ჩვენი ეპოქის შესახებ

ამჯერად მინდა წარმოგიდგინოთ ერთგვარი რუბრიკა ბლოგზე. სადაც დავდებ ჩემი აზრით საინტერესო ფილმებს და მოსაზრებებს მათ შესახებ. რუბრიკას შეგვიძლია დავარქვათ “კინო კლუბი” და თუ შემდგომ სურვილი იქნა შესაძლებელია ამ იდეის რეალში განხორციელებაც და ცალკე ბლოგის შექმნაც. მითუმეტეს რომ ამგვარი პრაქტიკა არსებობს : ) (მაგალითად უნივერსიტეტის “ჟურნალისტების” კორპისში არსებული ჯგუფი).
ერთი ტექნიკური დეტალი: ალბათ უმჯობესი იქნება თუ თავდაპირველად ფილმს უყურებთ და შემდგომ წაიკითხავთ პოსტს, ამიტომ ერთგვარი ანოტაციის და ფილმის პოსტერის შემდეგ დავდებ გადმოსაწერ ლინკს. თუმცა ნება თქვენია, თუ სურვილი გექნებათ თავიდან მთლიანად პოსტი წაიკითხეთ : )
რუბრიკას გავხსნი მაიკ ლის (Mike Leigh) ფილმით “შიშველნი” (Naked). ესაა ფილმი ჩვენი არეული, უსიყვარულო და უღმრთო ეპოქის შესახებ. ფილმში ასახულია ადამიანთაშორისი ურთიერთობები (მათ შორის უპირატესად ქალისა და მამაკაცის), განხილულია მარტოობის, ცხოვრების საზრისისა და რელიგიური საკითხებიც კი. და ეს ყველაფერი საკმაოდ მძაფრი, ხშირად ბრუტალური, რეალისტური ფორმით. ფილმის გმირები არ ერიდებიან უცენზურო სიტყვებს, არ ინდობერნ ერთმანეთს, კავდებიან ძალასდობრივი სექსით და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფრის უკან ჩანს ადამიანურობა და უბრალოდ, ასე ვიტყოდი, სიყვარულის სურვილი. მაშ ასე, “შიშველნი” : )

გადმოსაწერი ლინკი:

http://allshares.ge/download.php?id=00F05EB215

ფილმის ძირითადი თემა ალბათ ძალადობა და არაადამიანურობაა. უფრო სწორედ ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებმაც ადამიანობა დაკარგეს. ვფიქრობ აქ საქმე ტექნოკრატიასა და ჰიპერცივილიზაციაშია. როგორც დევიდ თეულისის (David Thewlis) პერსონაჟი ამბობს, მას აშინებს ადამიანის ორგანიზმი, რათგან ის ყველაზე რთული მანქანაა დედამიწაზე და ამავე დროს სრულიად უხმაუროდ მუშაობს. ეს ერთგვარი ჰომო ფაბერული გამონათქვამია : ))) სწორედ ამგვარი დამოკიდებულება იწვევს ადამიანურობის დაკარგვას და შედეგად მთელ რიგ ექზისტენციალურ პრობლემებს. ადამიანრბი ვეღარ ხვდებიან რისთვის ცხოვრობენ, აღარ აქვთ არანაირი ღირებულებები. ერთერთ ეპიზოდში ჯონის (დევიდ თეულისი) ხვდება დარაჯი, რომელიც უბრალოდ ცარიელს სივრცეს დარაჯობს. ჯონი კიდევაც დასცინის მას.

“წარმოიდგინე რა იქნება რომ ვიღაც შემოიჭრას და ამ სივრცის ნაწილი წაიღოს, შენ კი ამას ვერც შეამჩნევ!”

საერთოდ ჯონი ყველას დასცინის. ეს ალბათ ერთადერთი, ან ერთერთი, დადებითი პერსონაჟია მთელს ფილმში. ის ისეთივე მოძალადეა როგორც სხვა მამაკაცები, მაგალითად ჯერემი, შეძლებული მამაკაცი, რომელიც შეშლილია ძალადობასა და სექსზე. მისთვის სულერთია ვისთან აქვს სექსი, მთავარი მისთვის მისი ფანტაზიაა, ის ხატი (образ) რომელსაც ის დასდევს და არა კონკრეტული ქალი, მისი პიროვნერბა. მაგრამ ჯონი ჯერემისგან განსხვავებით მაინც კეთილია. ის გრძნობს იმ არაადამიანურ, მდორე გარემოს რომელშიც უწევს არსებობა და ცდილობს “აზრზე მოიყვანოს” გარშემომყოფები. ის ძალზე სარკასტული და უხეშიცაა, მაგრამ ამას სწორედ იმისთვის აკეთებს, რომ გამოაცოცხლოს ადამიანები. უქმნის მათ სხვადასხვა კურიოზულ სიტუაციას. მაგალითად, შოტლანდიელ წყვილს, გოგო-ბიჭს, რომლებმაც დაკარგეს ერთმანეთი. ჯონი ცდილობს გამოიყვანოს ისინი ერთგვარი სტერეოტიპებიდან, რაღაც ახალი განაცცდევინოს, რაღაც ინტრიგა შეიტანოს მათ ურთიერთობაში, მაგრამ ამაოდ ისინი მაინც თავისას განაგრძობენ, ხოლო ჯონი კვლავ მარტო რჩება.

შეგვიძლია პარალელი გავატაროთ ჯონისა და დოსტოევსკისეულ იდიოტს, თავად მიშკინს, შორის. ისინი ორივენი არასტანდარტულები, თუ “ავადმყოფები” არიან. და ორივენი ცდილობენ რაღაც კარგი შეიტანონ ირგვლივმყოფებში. გააგებინონ მათ რამე, მაგრამ ამაოსდ, ეს ერთგვარი მესიიასეული სახეა ფილმში. ჯონი, ისევე როგორც მიშკინი იესოს ემსგავსება. ამაზე მის მიერ ჩვეული სარკაზმითა და სიუხეშით წარმოთქმული ფრაზაც მოწმობს: “რატომ მიმატოვე ნაბიჭვარო!” ესეთი მიმართვა ღმერთისადმი დამახასიათებელია ჩვენი ეპოქისთვის, სადაც ადამიანები უფრო გრძნობენ ხოლმე ღმერთს, ვიდრე სწამთ მისი.

სიმარტოვე – აი კიდევ ერთი თემა რომელსაც ეხება ფილმი. ყველა პერსონაჟი საშინლად მარტოსულია, განსაკუთრებით ქალები. თუმცა ეს მამაკაცებზეც მოქმედებს, რათგან ქალის გარეშე კაცი არაფერია. ერთერთ იაპონელი სამურაის ტრაქტატში შემდეგ მოსაზრებაა მოყვანილი. ეს სამურაი ამავე დროს მცენარეებით მკურნალობდა ხალხს. როგორც ცნობილია აღმოსავლურ მედიცინაში ყველაფერი ქალურად და კაცურად იყოფა (ინის და იანის პრინციპი) და აი რას წერს ეს სამურაი: “ვატყობ რომ ქალური საწყისის მქონე მცენარეები მამაკაცებზე დადებითად მოქმედებენ, მაშინ რიოდესაც მამაკაცური საწყისის მქონენი ნაკლებეფექტურნი არიან ქალების სამკურნალოდ. მამაკაცური საწყისი შესუსტებულია, ამის განმო ქალს უწევს მამაკაცური თვისებების საკუთარ თავზე აღება. როდესაც მამაკაცური საწყისი საბოლოოდ გაქრება, სამყაროს დასასრულო მოვა.” სწორედ ამგვარ სამყაროს დასასრულს ვხედავთ ჩვენ ფილმშიც. მარტოსული და დაკნინებული ქალები, უკვე ქალებსაც აღარ გვანან. მაგალითად, ხანშიშესული ქალბატონი, რომელიც მუდარით შესცქერს ჯონის და თხოვს მას სექსუალური კავშირის დამყარებას, რათა სილამაზე და ახალგაზრდობა დაიბრუნოს, ეს კი აღარასდროს მოხდება.

ან კიდევ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მეგობტრებიც კი არ ჰყავს და ძაღლები უყვარს. ის ცდილობს არ შეიმჩნიოს თავისი მარტოობა და სასოწარკვეთა. ის მწყობრიდანაც კი გამოდის, როდესდაც ჯონი ცდილობს თანაუგრძნოს და დაეხმაროს მას, მაგრამ სევდიანი სახის გამომეტყველება ვერაფერს ფარავს:
სოფი (Catrin Cartlidge) სრულიად ცარიელი და უაზრო, რომელიც სათამაშოა მამაკაცების ხელში. ის პასიურად თანხმდება ნებისმიერს სექსზე. ეს თითქოს მისთვის სულერთია. ერთადერთი ვის მიმართაც მას გრძნობა უჩნდება ესაა ჯონი – ერთადერთი მამაკაცი მის ცხოვრებაში, რომელიც ადამიანურად მოექცა, ნაკლებად აგინა და იძალადა მასზე. თუმცა ძალადობას სოფი თავადვე იწვევს თავისი პარაზიტული ბუნებით. ჯონი საშინლად ღიზიანდება როდესაც სოფი მას კუდში დასდევს და თავისუფლებას უზღუდავს. შედეგად ჯონი სახლიდან მიდის.
ლიუზა, ჯონის ყოფილი Girlfriend-ი, ერთი შეხედვით თითქოსდა წარმატებული ქალია. ის მანჩესტერიდან ლონდონში გადმოვიდა და სამსახურიც იშოვა. მაგრამ სინამდვილეში ის ასევე ცარიელი და მარტოსულია,. თუნდაც ნუ იქნება მამაკაცების სათამაშო სოფიოს მსგავსად. ჯონი გამუდმებით დასცინის ლუიზას ამის გამო. თვითონ ლუიზაც ნამდვილად ხვდება რომ არასწორი ნაბიჯი გადადგა ცხოვრებაში და რომ ჯონი მართალია.
კიდევ ერთი “ძლიერი” ქალი სანდრაა. ის ნამდვილად ტექნოკრატიული ეპოქის შვილია. მის სამყაროში ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი, სწორხაზოვანი და მოწესრიგებულია. ამას თქვენ მისი ჟესტიკულაციიდან და საუბრის მანერიდანაც დაინახავთ. სანდრა მოუთმენლად ელის “ბოლოს და ბლლოს როდის დამთავრდება სამყარო,” რათა მან სრულიად მარტომ განაგრძოს თავისი ნარცისისტული არსებობა. მარტოობა სანდრასთვის საერთოდ არაა პრობლემა, პირიქით ეს ის მდგომარეობაა სადაც იგი მშვენივრად გრძნობს თავს.
ჯონისთვის ეს უკანასკნელი საუბარი ბოლო წვეთი აღმოჩნდება. ის ხვდება რომ ამ სამყაროს აღარაფერი ეშველება. თუ კი ადამიანი ნატრობს სამყაროს დასასრულს, რათა მან არ შეუშალოს ხელი,დაე ასეც იყოს. სანდრა თავის დასამშვიდებლად აბაზანას ღებულობს, როდესაც ნაცემი ჯონი გარბის. უბრუნდება იმ გზას რომელიდანაც მოვიდა როდესღაც ამ სამყაროში.