Thoughts About Death, Life and Humanity

რა არის ფსიქოთერპია? იმის და მიუხედავად, რომ აი უკვე მეათე წელია ამა თუ იმ ფორმით ფსიქოლოგიურ კონსულტირებას ვეწევი, დღემდე არ მაქვს ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე. რათქმ,აუნდა არსებობს უამრავი თეორია და პრაქტიკული მეთოდი. მე ვიტყოდი საკმარისზე მეტიც კი, მაგრამ თვიოთოეული იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან ან, ზოგ შემთხვევაში, წინააღმდეგობაშიც კი მოდის, რომ არჩევანის გაკეთება უსაშველო ხდება. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ნებისმიერი მეთოდი ნებისმიერ ადამიანთან არ მუშაობს. ზოგს უფრო რაციონალური, ზოგს კი სპონტანური, ქმედებაზე ორიენტიორებული მიდგომა ჭირდება. გარდა ამისა მეთოდის თავისებურება დამოკიდებულია თავად ფსიქოთერაპევტის პიროვნებაზეც. ნამდვილად ვერ მოვთხოვთ ცოცხალ, კომუნიკაბელურ ადამიანს დაჯდეს და ჩაატაროს ვთქვათ კლასიკური სახით კოგნიტური ფსიქოთერაპია ან ფსიქოანალიზი, რომელიც ხშირად რუტინულ „ქექვას“ მოიცავს კლიენტის აზრებსა და განცდებში.  ასევე ვერ მოვთხოვთ ინტროვერტ, რაციონალურად მოაზროვნე ფსიქოთერაპევტს, ჩაატაროს ფსიქოდრამატული სესია, რაც ძლიერ ემოციურ ჩართულობასა და მუდმივ კომუნიცირებას და ქმედებას გულისხმობს.

ხშირად გონიათ რომ ფსიქოლოგი მზა-მზარეულ რჩევებს იძლვბა, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისის გარდა ასე არაა. ფსიქოთერაპევტს მიყავს კლიენტი გარკვეულ დასკვნებამდე. ამასთან დაკავშირებით შემდეგი იგავი მახსენდება: იყო ორი მეზობელი. ერთ დღეს ერთერთ მათგანს საჭმელი გამოელია და მივიდა მეორესთან, რომელიც მეთევზე გახლდათ. სთხოვა მას თევზი. კეთილმა მეზობელმა რათქმაუნდა მისცა მას საჭმელად თევზი და მშვიდობით გაუშვა. მაგრამ მეორე დღეს ამ კაცს კვლავ მოშივდა და კვლავ თავის მეზობელს მიადგა. ამჯერადაც უწილადა კთილმა კაცმა თევზი, მაგრამ როდესაც იგივე მესამედ განმეორდა მეთევზემ იფიქრა: „ასე არ გამოვა, თუ ყოველდღე მომადგა ჩემი მეზობელი და თევზი მთხოვა, ასე მეც მშიერი დავრჩები და ისიც“-ო, გადაწყვიტა მოდი მასაც თევზაობას ვასწავლი და მაშინ თავად შეძლებს სარჩო-საბადებლის მოპოვებასო. მართლაც ასწავლა მეზობელს თევზის ჭერა და ამის შემდეგ ორივენი მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. ფსიქოთერაპიაც სწორედ ასეთი „თევზის ჭერის“ სწავლების პროცესია. ხშირად რთული, ზოგჯერ ადვილიც. მაგრამ ხშირად კლიენტი ჯიუტად მოითხოვს „თევზს“. ან ეშინია „წყლის“, არ იცის როგორ გამოუვა „თევზაობა“ და ა.შ. და რა ვქნათ ასეთ შემთხვევაში, როგორ ვასწავლოთ ადამიანს თევზის ჭერა?

აი ასეთ ფიქრებში ვიყავი, როდესაც ერთ საღამოს  მოვისმინე ფრანგი გეშტალტ-თერაპევტის ჟან მარი რობინის მიერ ტელე-გადაცემაში მოყოლილი, კიდევ ერთი იგავი, რომელიც ვფიქრობ, არსობრივად პირველის გაგრძელებაა:

Image

 

ჟან მარი რობინი

ოჯახის უფროსმა სიკვდილის წინ თავისი სამი ვაჟი შეკრიბა და უთხრა: „ყველაფერს, რაც კი გამაჩნია, გიტოვებთ თქვენ!“ უნდა ითქვას რომ ამ კაცის მთელ ქონებას  17 აქლემიშეადგენდა. უფროსს მან უთხრა: შენ ჩემი ქონების ნახევარს გაძლევ. შუათანას მესამედს ხოლო უმცროსს კი ჩემი ქონების მეცხრედს დავუტოვებო.  

დაფიქრდნენ ძმები. 17 ხომ  ორზე არ იყოფა. მითუმეტეს ვერც მესამედს გამოიყვან და ვერც მეცხრედს. ბევრი იფიქრეს, ცნობილ მეცნიერებს, მათემატიკოსებს და ფილოსოფოსებსაც დაეკითხნენ. ვერავინ ვერაფერი ურჩია. პრობლემა გადაუწყვეტელი ჩანდა. ბოლოს როდესაც ძმებმა თითქმის ჩაიქნიეს ხელი ამ ამოცანის ამოხსნაზე მათ ერთი ბრძენი შემოხვდათ. ძმებმა მასაც გაუზიარეს თავისი რთული მდგომარეობა და რჩევა თხოვეს მას. „არ ვიცი როგორ შეიძლება 17 აქლემის ამგვარად დაყოფა“ უთხრა მათ ბრძენმა. „მაგრამ აი, ერთი აქლემი მყავს და შემიძლია ის მოგცეთო“. მართლაც ასე მოიქცა და შედეგად ძმებს 18 აქლემი აღმოჩნდათ. ახლა ყველაფერი ნათელი იყო. 18-ის ნახევარი ხომ ცხრაა, მესამედი 6 ხოლო მეცხრედი 2. ამგვარად შეძლეს ძმებმა მამის ქონების გაყოფა და ჰოი საოცრებავ! აღმოჩნდა, რომ მათ 17 აქლემი დაინაწილეს(9+6+2=17), ხოლო ერთი აქლემი ზედმეტი დარჩათ. ეს სწორედ იმ ბრძენის აქლემი იყო, ისიც შეჯდა მასზე და თავის გზაზე წავიდა.

აი ასე! ზოგჯერ ეს მეთვრამეტე აქლემი გვაკლია ხოლმე და სწორედ ესაა, რისი მოცემაც შეუძლია ფსიქოთერაპევტს კლიენტთან ურთიერთობის პროცესში. 

 

Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: