და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ
და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.
(მათე; 18:3)
სულიერი ძიების გზაზე ერთერთი ჩემი აღმოჩენა იყო ვლადიმერ ვუკსტა, იგივე გოლტისი (Голтис) გამაჯანსაღებელი
პროგრამის “Исцеляющий Импульс” ავტორი. წარმოშობით უკრაინული კარპატებიდან. “სპეცნაზის” წევრი, სპოერტსმენი, ბოდიბილდერი, ექსტრემალი, ტრადიციული და ჩინური მედიცინის მცოდნე და პირველ რიგში მართლმადიდებელი მეომარი, როგორც მას უწოდებენ ხოლმე. მან 43 დღე იშიმშილა ატლანტის ოკეანის გადაცურვისას (აქედან 12 უწყლოდ). იმოგზაურა პოლუსიდან პოლუსზე თავის ჯგუფთან ერთად. იმყოფებოდა სიკვდილმისჯილთა საკანში საიდანაც სასწაულებრივად გამოვიდა ცოცხალი. მისი სისტემის ძირითადი ელემენტებია:
1. გახსნილი გული
2. ფიზიკური ვარჯიშების კომპლექსი
3. სწორი კვება
4. მარხვა და შიმშილობა
5. გაკაჟება
ყოველივე ამაზე (ფიზიკური ვარჯიშების გარდა) შეგიძლიათ წაიკითხოთ მის ოფიციალურ ვებ-საიტზე – www.goltis.info. აქ კი შემოგთავზებთ მის ინტერვიუს თარგმანს ქართულად, რომელსაც ასევე ქვია «გახსენი გული». ინტერვიუ დაიბეჭდა ჟურნალ «DZEN YOГА»-ში ა. სიდერსკის რედაქციით. სწორედ ამ ინტერვიუდან დაიწყო ინტერესი გოლტისისა და მისი საქმიანობის მიმართ.
ჩვენი მორიგი შეხვედრა გოლტისთან მკურნალთან, ექსტრემალურ პირობვებში გადრჩენის სპეციალისტთან და უნიკალური საავარჯიშო პროგრამის შემქმნელთან შედგა მისი ესპანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, სადაც BBჩ-ს გადამღები ჯგუფი მუშაობდა დოკუმენტურ ფილმზე ექსტრემალური გამწმენდი შიმშილობის შესახებ. გამოცდილი ექიმების და ვიდეოკამერების 24 საათიანი თვალყურის დევნების ქვეშ გოლტისმა 43 დღე იშიმშილა აქედან 12 დღე უწყლოდ. ამის შესახებ ჩვენმა ჟურნალმა ვრცელი ვიდეომასალა შესთავაზა მკითხველს, ინტერვიუ კი სულ სხვა ამბის გამო ჩავწერეთ, თუმცა შიმშილობას ვერც აქ ავუარეთ გვერდი…
– ირანი, ქალაქი მაშხედი, უშიშროების სამმართველოს ციხე, სიკვდილმისჯილთა საკანი… ბრალდება აშშ-ს აგენტობაში, განსაკუთრებულად მძიმე დაკითხვები… გასაგებია რომ ეს ყოველივე მძიმეა მოსაგონებლად, მაგრამ მაინც… როგორღაც ხომ გამოაღწიე იქედან ?…
– როგორც იტყვიან, რაც კი ხდება, ყველაფერი უკეთესობისკენაა.. ჩვენი ცხოვრება განსაცდელთა ჯაჭვია, რომლის შედეგიც ბოლოს გაცნობიერებაა. თუ შენ რაღაც გაუგებარი საოცრად ცუდი რამ გემართება, უაზრობაა ისეთი კითხვების დასმა როგორიცაა «რისთვის?», «რა დავაშავე?» რის გამო ? – აი სწორი კითხვა. ნებისმიერი განსაცდელი შენთვის მოცემული შანსია. ღმერთი არ გვსჯის, ის მხოლოდ საშუალებას გვაძლევს ახალი რამ ვისწავლოთ. მაშინ, 1997 წელს, სხვაგვარად რომ მივდგომოდი სიტუაციას მე და თქვენ ეხლა აქ არ ვისაუბრებდით. ნამდვილად გამოუვალი სიტუაცია იყო. ყოველშემთხვევაში, როგორც მოგვიანებით ამიხსნეს, ჩემს გარდა იქედან არავინ გამოუშვიათ ცოცხალი…
არა იმას არ ვამბობ რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოვჩნდი… სხვა რამეს ვამბობ… როდესაც ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა რაღაც ექსტრემალური, რაღაც რაც ითხოვდა ჩემგან სრულ მობილიზაციას აქ და ამჟამად, მთელი ჩემი სულიერი და ფიზიკური ძალების ჩადებას, მე ვმადლობდი ღმერთს, რომ ის არ მტოვებს და მაძლევს საშუალებას ვისწავლო. გადიოდა ერთი, ორი, ზოგჯერ ხუთი… ან თუნდაც შვიდი წელი და მე ვხვდებოდი რისთვის იყო საჭირო ის განსაცდელი. რისთვის გამატარა ღმერთმა ესა თუ ის კრიტიკული სიტუაცია…
თუმცა ვერ ვიტყვი რომ ყოველთვის ჰოლივუდურ გამძლეობას ვიჩენდი. აშკარა სულმოკლეობა ვცდილობდი არ დმეშვა, მაგრამ სასოწარკვეთილებაში კი ვვარდებოდი… როდესაც მივხვდი სადაც მოვხვდი, რომ არავინ არასდროს ამ საკნიდან ცოცხალი არ გასულა, რამდენადმე უჩვეულოდ ვიგრძენი თავი.. ვიფიქრე კიდეც: «ღმერთო, ნუთუ ამჯერად მიმატოვე?» მანამდე რაც გადამხდენოდა – ხერხემლის მოტეხილობა, შხამიანი ობობის ნაკბენი ჯუგლებში, გველის კბენა კალახარის უდაბნოში, ეს ყოველივე გასაგები იყო რისთვისაც, რომ რაღაც გამეცნობიერებინა, რაღაც მესწავლა, მაგრამ სიკვდილმისჯილთა საკანი ირანის უშიშროების სამმართველოს ციხეში?!
ეს არ მესმოდა. გამოსავალი არსად იყო. ახლა საით? ნუთუ იქით?! თუ?.. თუ რა?… ერთი სიტყვით გაურკვევლობაში ვიყავი. იქნებ ჩემი მისიაას ღირსეულად მოვკვდე? იქ ამის გაკეთება არც ისე იოლია. ისინი სიკვდილით დასჯის თორმეტ სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, ერთი მეორეზე «სასიამოვნოს»… თავიდან აცილების არანაირი შანსი არ არსებობს. განსაკუთრებით უცხოელის შემთხვევაში, რომელიც ყველაფერთან ერთად ჯაშუშადაც ითვლება… დამთავრებული საქმეა… ისინი ხომ მე ამერიკელ ჯაშუშად მთვლიდნენ, მთლად ცუდად იყო საქმე. უარესად ვერც კი წარმოიდგენდა კაცი… თავიდან იმის იმედი მაინც მქონდა რომ სიტყვას შემაწევდა ვინმე, დიდხანს და მტკივნეულად რომ არ ვეწამებინე, როგორც ამერიკელ ჯაშუშს შეეფერება. მაგრამ ამის იმედი მალევე დამეკარგა. მოკლედ, საიდან ამეღო ძალები რათა ღირსეულად მოვმკვდარიყავი, ძირითადად ამ ამოცანაზე ვიტეხდი თავს დაკითხვებს შორის… იმიტომ რომ დაკითვებზე მაგის თავი აღარ მქონდა… იცით როგორ მშურდა სტალინურ გულაგებში ნაწვალები ხალხის? ისინი მშობლიურ მიწაზე მაინც აწამეს… ერთმორწმუნეთა შორის. ინდუისტები ან ბუდისტები რომ ყოფილიყვნენ შედარებით ადვილი იქნებოდა, მაგრამ ჩემს გარშემო მხოლოდ მუსულმანები იყვნენ. სრულიად უცხო მსოფმხედველობის მქონე ხალხი. უფრო უცხონი ჩვენთვის, ვიდრე ჩინელები ან კორეელები. მე მომიწია მესწავლა, როგორ მიმეღო ეს ადამიანები, ისეთებად როგორებიც ისინი იყვნენ. მე ხომ სრულიად მარტო ვიყავი. აბსოლუტურ უმრავლესობას ისინი წამოადგენდნენ. არა, ნამდვილად თეთრი შურით მშუირდა იმათი ვინც სტალინის ბანაკებში იჯდა. მათ გარშემო მათი თანამოძმეები იყვნენ, შესაძლოა ეს არც იყო მათთვის დიდი ნუგეში. მე კი ეს დამამშვიდებდა, ცოტათი მაინც… მოკლედ უსუსურ ბავშვად ვგრძნობდი თავს. არა, ფრინველად რომელსაც ფრთები ფესვიანად ამოგლიჯეს…
მაგრამ… თუ ნებისმიერ ბედისწერას ღებულობ და დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერს უკეთესობისკენ მიყავხარ, თუ უმძიმესი სიტუაციის და მიუხედავად არ განიკითხავ ღმერთს, მაშინ ყოვერლთვის იპოვნი სწორ გზას… მთავარია გულის ხმას დაუგდო ყური და მიჰყვე მას. და მაშინ ხდება «ჩვეულებრივი სასწაული». შვიდმა წერლიწადმა განვლო სანამ მივხვდი რისთვისაც ვიჯექი სიკვდილმისჯილთა საკანში და რატომ გამოვედი იქედან ცოცხალი.
– და რატომ ?
– იმისთვის რომ წიგნი დამეწერა. ლამაზი, კეთილი წიგნი სარწმუნოებაზე, სიყვარულზე, სულიერ ძალასა და გულის ხმაზე… სიკვდილ მისჯილის ამბავი, ძირითად ხაზად გასდევს ამ წიგნს, რომლის ფონზეც იშლება მოთხრობა სხვადასხვა ადამიანებისა და მოვლენების შესახებ.
– სახელწოდება თუ მოიფიქრე? თუ ამას შემდეგ აპირებ?
– არა, შემდეგ არა. სათაური უკვე მაქვს. სიზმარში მოვიდა: «სიკვდილმისჯილის აღსარება». ის რასაც ადამიანი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე განიცდის ნამდვილ გულახდილობას წარმოადფგენს. «ყველანი მარტო ვკვდებით..» საკუთარ თავთან განმარტოვებით. ეს სულის დიალოგია ღმერთთან. ყოველდღიური გონი წყნარდება. შინაგანი ფუსფუსი წყდება. რჩება მხოლოდ სულიერი არსი და ღმერთი. სიჩუმეში. უხმო დიალოგი სიცარიელეში. უფრო სწორედ ღმერთის მონოლოგი შენში. სიკვდილმისჯილთა საკანში ყოფნისას თავიდან ვიაზრებდი ჩემს ცხოვრების ყოველ წამს.
მზად ვიყავი წამებით მოვმკვდარიყავი. ვფიქრობდი რომ ესაა იმ მშვენიერი ცხოვრების საზღაური, რომელშიც მე არცერთ დეტალს არ შევცვლიდი. ჩემი სული აღსავსე იყო ღვცთისადმი მადლიერებით, იმისდათვის რომ მან ასეთი მშვენიერი ცხოვრება გამატარა.
– იქნებ მოყვე თანმიმდევრობით, როგორ მოხვდი შენ, მშვიდობიანი მოგზაური, ირანის უშიშროების სამმართველოს ციხეში. თანაც სიკვდილმისჯილთა საკანში, ამერიკელი ჯაშუშის რანგში ?.. როდესმე თუ იყავი მართლაც ამერიკის ჯაშუში ?
– ამერიკის არ ვყოფილვარ. თუმცა არც საბჭოთა არ ვიყავი. უფრო სწორედ საბჭოთა მოქალაქე კი ვიყავი, მაგრამ ჯაშუშობა არ მარგუნა ღმერთმა.. თავიდან რომ დავიწყოპთ, ყველაფერი ისევე იყო, როგორც გველის კბენის შემთხვევაში, ანუ ყველაფერი ცხადი სიზმრიდან დაიწყყო. სიზმარში მომივიდა ინფორმაცია რომ ირანში სიკვდილმისჯილთა საკანში აღმოვჩნდებოდი.
– რა, ესევე დაგესიზმრა, ირანი, ირანელი ხალხი, ციხე, დაკითხვები?
– არა, «ვიდეორიგი» სხვაგვარი იყო, მაგრამ შევძელი გამეშიფრა რასაც მოასწავლებდა ის. და «არსებითმა შინაარსმა» «გამიყვანა» სწორედ ასე სასიხარულო ასოციაციებზე: ირანი, ციხე, სიკვდილმისჯილთა საკანი… სასიამოვნო ასოციაციური ჯაჭვი გამოვიდა, მართალია მეტისმეტად მოკლე გამოდგა, მაგრამ შთაბეჭდილება მაინც მოახდინა ჩემზე.
– და როგორი იყო შენი ცვხადი სიზმრის «ვიდეორიგი»?
– საშინელება იყო. ხის ყუთში ვიწექი და ვხვდებოდი რომ ცოცხლად დამმარხეს. გასაგები იქბნებოდა კუბო რომ ყოფიოლიყო, მაგრამ არა, ყუთი იყო, ყუთიც არა, უფრო უჯრას წაგავდა. კუბოში კიდე ადვილია, დაწექი, ხელები, ფეხები გაშალე და მოკვდი მშვიდად და წყნარად. აქ კიდე მთლად მოხრილი ვიწექი, სამადგადაკეცილი. სხეული მთლად დამიბუჟდა, ვეღარ ვსუნთაქვდი. უკვე ვიხრჩობი, სიზმარში და ვხვდები რომ არანაირი გამოსავალი არაა. ერთადერთი რაც დამრჩენია ესაა ღირსეულად მ,ოვკვდე. ვწევარ და ღმერთს ვევედრები მომცეს ძალა რათა ეს შევძლო. ვიწექი და ვევედრებოდი ღმერთს, სიტყვებს სულის სიღრმეში ვპოულობდი, ძირითადი პრობლემა სულიერ ტანჯვაში იყო და არა ფიზიკურ დისკომფორტში.
ამასთან ერთად კიდე დემონი გამომეცხდა და მეუბნება «მორჩა, გამოგიჭირეთ! ახლა გამუიდმებით უნდა იტანჯო. ეს ჯერ კიდევ არაფერია, აი როდესაც ხელს მოგკიდებთ იქ, სიკვდილის შემდეგ, მერე ნახავ».
და აი მაშინ უკვე მართლა შემეშინდა. ესე არასდროს შემშინებია.. მძინავს და ვგრძნობ შიშს, რომლისგანაც შეიძლება მართლაც სული გააფრთხო. თუმცა უცნაური შიში კი იყო. მეშინოდა არა საკუთრივ ეშმაკისა ან იმ სიტუაციისა რომელშიც აღმოვჩნდი, არამედ საკუთარი სისუსტეების, ჩადენილი ცოდვების და იმ გამოცდებისა, რომლ;ების გავლაც ვერ მოვახერხე.. მაშინ მივხვდი რომ არაფერია ანტისამყაროში მოხვედრაზე უარესი. იქიდან ვერაფრით დააღწევ თავს. იქ სული ვერ იარსებებს. აი ტანჯვა სადაა, თანაც სამარადისო ტყანჯვა.
სიზმარში ვლოცულობდი უფლის წინაშე და ვაღიარებდი ჩემს ცოდვებს. ვიცოდი, მქონდა კიდევ დრო, იმისთვის რომ მეთქვა: «უფალო, ყოველთვის არ მიცხოვრია შენი მცნებებით, ბევრ განსაცდელს ვერ გავუძელი, სუსტი ვარ, და მაპატიე ღმერთო ის უსჯულოებანი, რომლებიც ჩადენილი მაქვს ჩემი ცხოვრების განმავლობაში». ეს იყო სიკვდილმისჯილის აღსაარება.. და სწორედ ამ ათღსარებამ შეიტანა გარდატეხა ჩემს სიზმარში. დემონი გაუჩინარდა, მე კი ძალა ვიგრძენი. თავდაპირველად ჩემს შიგნით.
შემდეგ მოვიდა გარეგანი ძალაც. ვიღაც იყო ჩემს გვერდში და თქვა.. არა კი არ თქვა, გაიფიქრა.. არა არც გაიფიქრა.. მოკლედ ფიქრისა და სიტყვების გარეშეც ყველაფერი გასაგები იყო. შინაარსი კი დაახლოებით ასეთი ჰქონდა: «აი გოლტის, მადლობა შენ სარწმუნოებისთვისა და აღსარებისთვის და თუ შენს ცხოვრებაში იქნება მძიმე განსაცდელები, მადლობდე უფალს, რადგან ეს არსებითად ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტებია». დაახლოებით ასე…
– ანუ თითქოს დაშვება იყო შენზე.. და შემდეგ?
– შემდეგ გამეღვიძა. კარპატებში, სახლში.. მოდით არაფერს გეტყვით არც იმ ადგილზე და არც იმ სახლზე. კარპატებშია ის, ეს საკმარისია..
– რატომ არ იტყვი?
– ჩემთვის ეს ერთერთი მთავარი ძალის ადგილია პლანეტაზე. სამივე ჩვენთაგანისთვის, ვინც ირანის ამბებში ვმონაწილეობდით. ჩვენ შიმშილობის კურსს გავდიოდით მთებში, შემდეგ ჩამოვედით ბარში და ამ სახლს გადავაწყდით შემთხვევით. არა, შემთხვევით ასეთი რამეები არ ხადება. ჩვენ ინტუიტიურად გავედით ამ ადგილზე.. იქ ადამიანები ისევე ცხოვრობენ როგორც სამასი-ოთხასი წლის წინათ. იქ ყველაფერი სრულიად ფანტასტიურია.. მზის ამოსვლა, დილის ბურუსი მთის წყაროზე, ბალახწებისა და ყვავილების მრავალფეროვნება.. როდესაც პირველად დავინახე ეს ადგილი მივხვდი რომ ის „ჩემია“. ისე ერთადეერთი და განუმეორებელი ადგილი, სადაც როდესღაც სამუდამოდ დავრჩები. იმ სიზმრიდან ათი წლის შემდეგ, მეგობრებმა ვიყიდეთ ის ადგილი, ნაკვეთი ძველთა-ძველი სახლის უკან. ასე რომ ის ადგილი ახლა მართლაც ჩვენია. იმედი მაქვს ღმერთი არ დაუშვებს ჩემს სიკვდილს რომელიმე მოგზაურობის დროს სამშობლოდან მოშორებით და ყველაფერი სწორედ ისე გამოვა როგორც მე მაშინ ვნახე, როდესაც პირველად მოვხვდი იქ.. როდესმე მე დავუბრუნდები ჩემს ადგილს და დავრჩები იქ სამუდამოდ.
– ღმერთმა ქნას.. ესე იგი იღვიძებ და?..
– ხო, იმის გამო გამეთღვიძა რომ ბებერი გუცული ხორბლის ღერით მიღიტინებდა ლოყაზე. და მეუბნება“გოლტის, ადექი, მზეს შევეგებოთ, ჩიტები საოცრად ჭიკჭიკებენ, წამოდი მოვუსმინოთ, თორემ მზე რომ ამოვა მერე გაჩუმდებიან.“
გამომეღვიძა, დაინახა ბაბუმ რომ უხასიათოდ ვარ, ბრძენი, ხანდაზმული გუცული იყო, ყველაფერს ხედავდა და გრძნობდა. მეკითხება: „გოლტის, რა გჭირს? რა დაგემართა?“
მოვუყევი მთლიანად სიზმარი და ავუხსენი რას ნიშნავდა იგი: ირანი, ციხე, სიკვდილმისჯილთა საკანი..
ბაბუამ ყურადღებით მომისმინა და მეუბნება: „ღვთის ნებაა ყოველივე. მთავარია, ყველაფერი მთელი შენი გულით და გულის ნებით მიიღო, მაშინ რომც დაიღუპო მაინც ყველაფერი კარგად იქნება.“
იცით, მე გამუიდმებით ვაანალიზებ.. რაც არ უნდა შემემთხვეს, ყოველთვის ვცდილობ გავარკვიო და გავაცნობიერო რისთვის მოხდა ეს.. მოვიტეხე ხერხემალი და ოთხ წელიწადში მივხვდი – ეს იმისთვის რომ შემდეგ საკუთარი რეაბილიტაციისთვის შემუშავებული მეთოდით მემკურნალა ინვალიდ ბავშვებისათვის, რომლებზეც მედიკოსებს დიდი ხანია ჩაქნეული ჰქონდათ ხელი. გველმა მიკბინა, ასევე გასაგებია – იმისტვის რომ მივმხდარიყავი: იქაც კი სადაც არ არის ექიმი, არც უბრალოდ წყალი, შესაძლებელია გადარჩე, თუ კი საკუთარი გულის ხმას ისმენ და დასაპყრობად კი არ მიდიხარ, არამედ შესასწავლად და მისაღებად.. ხო, და ირანული ციხის შემთხვევაში კი არ მესმოდა რისთვის იყო ეს. სანამ არ მომაფიქრდა რომ წიგნი უნდა დავწერო. ძირითადი შინაარსი კი აი ასეთია: არ აქვს მნიშვნელობა შენს კანის ფერს, არც რელიგიას, თუნდაც სრული ათეისტი იყო, მაგრამ მთავარია შენი გულის ხმას მისდიო, ასეთ შემთხვევაში არასდროს დარჩები მარტო. კომუნისტი რომელიც მკერდით სათოფურს გადაეფარა, მუსულმანი, რომელმაც ამერიკელი ჯაშუში დაიჭირა, ბუშმენი, რომელმაც საერთოდ არ იცის რა არის ეკლესია და ვინ არის ღმერთი, ყველანი ერთნაირად ახლოს არიან უფალთან, თუ ისინი ცხოვრობენ ისე, როგორც მათ გული კარნახობთ.
აი შეხედეთ, მე გადავრჩი, მხოლოდ იმიტომ რომ „სამეულს“ (ეს მათთან დაახლოებით ჩვენებური სტალინური სასამართლოს მსგავსია) ჩემი გულიდან მივმართე. მათ მიიღეს ეს ინფორმაცია და არ ჩაიკეტნენ.. არადა შეეძლოთ ხელი ჩაექნიათ ჩემს ნათქვამზე. მათ დიდი ჯილდო ერგებოდათ ჯაშუშის განადგურებისთვის, დააწინაურებდნენ კიდეც. მათი რომ მომისმინეს, და გულით გამიგეს უკვე დიდებული საქციელი იყო! დიდი სულიერი ძალისხმევა დასჭირდათ ამისთვის. მათ შემდეგ მოუწევდათ ხელმძღვანელობისთვის აეხსნათ, რატომ არ დასაჯეს სიკვდილით ჯაშუში, არამედ პირიქით გაათავისუფლეს.. იქ კი სიმკაცრეა, არავინ არავის ხათრს არ გაუწევს, თავისიანსაც კი, თუ დააშავა.. განსაკუთრებით მოსაზღვრე რეგიონებში, იქ გამუდმებით საომარი ვითარებაა.. არ ხარ მართალი – კედელთან მიგაყენებან და დაგხვრეტენ.. სულ ესაა საომარი დროის სასამართლო წესი.. ამის და მიუხედავად ამ ხალხმა გააკეთე თავისი არჩევანი, ერჩივნათ პრობლემები გასჩენოდათ, ოღონდ უდანაშაულო კაცი არ მოეკლათ თუმცა ვიმეორებ, ჩემი სიკვდილით დასჯა მათ ყველა კუთხით წაადგებოდათ.
ხო.. მაგრამ იმ დილით კარპატებში რომ გავიღვიძე ეს ყველაფერი ჯერ არც ვიცოდი. საკუთრივ ამბავი კი იმით დაიწყო რომ მე ჩემ ორ მეგობართან საშა კამაროვსა და საშა ხავრიუზოვს ფრიად მომგებიანი საქმე შემოგვთავაზეს: ჩამოგვეყვანა ომანიდან სამი მსხვილი „ჯიპი.“ სამივენი მოგზაურები ვართ და ასეთი შემოთავაზება ჩვენთვის ოცნებაა. ერთადერთი „მაგრამ“ არსებობდა – ირანი. მოვუყევი ბიჭებს ჩემი სიზმრის შესახებ. „კარგი რა გოლტის,“ მითხრეს. „ნუ წავალთ ირანის გზით სირიისა და იორდანიის გავლით ჩამოვიყვანოთ, იქაც მაგარი ადგილებია ფოტო- და ვიდეოგადაღებისთვის.“ ასეც გადაწყდა. და აი ომანში ჩავედით.
ვიყიდეთ „ჯიპები“, ყველაფერი წესრიგშია, შეგვიძლია ახლა სახლისკენ გავემგზავროთ. ბიჭებმა ტრანზიტული ვიზების გაფორმება დაიწყეს სიირიასა და იორდანიისთვის. იორდანელები დამყოლები აღმოჩდნენ და აი სირიელები კი გაჯიუტდნენ, არფრით არ გვაძლევენ ვიზას. ათასგვარი მიდგომა ვცადეთ, ორი კვირა გავატარეთ უშედეგოდ. სირიისკენ გზა დახშული იყო.
ბოლოს და ბოლოს მე თვითონვე ავდექი და შევთავაზე, ყველაფერზე მიგვეფურთხებინა და ირანით წავსულიყავით. მართლაც და რისთვის უნდა ჩავესვი ციხეში? და მითუმეტეს კიდე სიკვდილმისჯილთა საკანში.. მანქანები ოფიციალუადაა ნაყიდი, დოკუმენტები წესრიგშია, მე თვითონ უაღრესად კანონმორჩილი და პრინციპულად უკონფლიქტო ადამიანი ვარ.. ვფიქრობ, უნდა შევამოწმო მეთქი. იქნებ და სულაც არ იყო ის სიზმარი ცხადი, ან თუ ცხადი იყო, არ მჯერა მე ასეთი აბსოლუტური ბედისწერის. ყოველთვის შეიძლება რაიმეს შეცვლა. ასე ვფიქრობდი მე. ბიჭებმა პირობა ჩამომართვეს არსად, არავითარ შემთხვევაში არ შევსულიყავი კონფლიქტში. საზოგადოებრივი წესრიგი არ დამერღვია და ირანული ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის არანაირი ეჭვის საბაბი არ მიმეცა.. ერთი სიტყვით გავემგზავრეთ ირანში..
ვიყიდეთ ბილეთები ირანულ ბორანზე ჩავტვირთეთ მანქანები და მივცურავთ. თვალში იქავე მომხვდა სააგიტაციო პლაკატი ირანის პრეზიდენტის სიტყვებით: „მოვუწოდებ თვითოეულ ირანელს ებრძოლოს ურწმუნოებს.“ მხიარული დასაწყისია..
(გაგრძელება იქნება…)
Comments on: "გოლტისი – ადამიანი გახსნილი გულით" (1)
‘რაც არ უნდა შემემთხვეს, ყოველთვის ვცდილობ გავარკვიო და გავაცნობიერო რისთვის მოხდა ეს..’ 🙂 მეც ვცდილობ ხოლმე