Thoughts About Death, Life and Humanity

რადგანაც ქართველები ვართ და ყყველაფერში პირველები და განსაკუთრებულები უნდა ვიყოთ. მეც ჩვენს, ქართულ რელობაზე გავაკეთებ აქცენტს და აღვწერ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას დღევანდელი ქართული მენტალიტეტისა თუ ფსიქოსოციალური ნორმების გათვალისწინებით.
ამას წინათ სასწავლო ფსიქოთერაპიულ ჯგუფს ვუძღვებოდი, სადაც დამწყებ ფსიქოკონსულტანტებს უნდა ესაუბრათ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათი აზრით ხელს შეუშლიდათ კლიენტთან/პაციენტთან მუშაობისას. შეუმჩნევლად საუბრის თემამ ნელ ნელა სექსისკენ და ქალიშვილობის ინსტიტუტისკენ გადაინაცვლა. ჯგუფი ორად გაიყო, ერთნი ამტკიცწებდნენ რომ ქალი უნდა იყოს ქალიწული გათხოვებამდე, რომ დედობა აკისრებს მას ამ მოვალეობას და რომ ქალი მამაკაცს უნდა ემორჩილებოდეს და მიმღები, მეორენი კი, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ, პირიქით თავისუფალ არჩევანსა და სექსუალური ქცევას ქადაგეწბდნენ. დისკუსიის დასასრულს ჩემი რეზიუმე დაახლოებით ასე ჟრერდა: „მესმის თქვენი განცდები“, მივმართე მე თავისუფლების მოყვარულ უმრავლესობას. “შესაძლოა ხვდებით რომ ქა.ლი მიმღები უნდა იყოს, სწორედ ესაა რაც ხდება თუნდაც სექსის დროს – მამაკაცი ბიძგს აძლევს, ხოლო ქალი ღებულობს. მაგრამ ამავე დროს თქვენ ფიქრობთ: ვის უნდა დავემორჩილოთ და ვინ უნდა მივიღოთ?! ეს უქნარა, “ტრიაპკა” და თავის თავზე შეყვარებული კაცები?!” ჩემმა სიტყვებმა ჯგუფში, რომელსაც უპირატესად ქალბატონები შეადგენდნენ შეკავებული სიცილი და ოხვრა გამოიწვია, რამაც დამარწმუნა ჩემი ინტერპრეტაციის სისწორეში.
ვფიქრობ სწორედ ამაშია საქმე: კაცმა კაცური საწყისი დაკარგა, ქალმა კი ქალური. რამდენიმე ხნის წინ წავაწყდი ჯონ გრეის წიგნს სახელწოდებით “კაცები მარსიდან, ქალები ვენერიდან”, მაგრამ ვფიქრობ საქმე დღეს სხვანაირადაა – ქალები არიან მარსიდან, ხოლო კაცები ვენერიდან. ვეცდები აგიხსნათ რასაც ვგულისხმობ. ყველა ქალში არის კაცური საწყისი, ხოლო მამაკაცში ქალური. როდესაც ეს საწყისები აქტიურდება მიზეზთა და გამო. შედეგად ვღებულობთ გამამაკაცებულ ქალებს და გაქალურებულ მამაკაცებს. მოკლედ რომ ვთქვათ იმის გამო რომ დღეს კაცი აღარ კაცობს (ან არ ეძლევა საშუალება იკაცოს) კაცურ ფუნქციებს ქალები ითავსებენ. მინდა გითხრათ რომ არაფერია იმაზე საშინელი ვიდრე გამამაკაცებული ქალი. ის იწყებს მამაკაცის ჩაგვრას, სამაგიეროს გადახდას, საპასუხოდ კი იგივეს ღებულობს და აქ წარმოიქმნება ის კონფლიქტი რომელზედაც ვსაუბრობთ.

საქმეს კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ ქალს გარდა მიღებისა აქვს შთანთქმისკენ მიდრეკილებაც და სწორედ ამის გამოყენებასაც იწყებს. ქალური შურისძიება ალბათ ერთერთი ყველაზე საზარელი რამაა რაც შეიძლება წარმოიდგინოს მამაკაცის გონებამ. რათგან ეს მისთვის კასტრაციისა და შტანთქმის, გაქრობის, ფაქტიურად სიკვდილის შიშთან ასოციირდება. მითუმეტეს ქართველი კაცისთვის რომლისთვისაც საკუთარი ინდივიდუალურობას ერთმნიშვნერლოვნად კაცური ღირსებით განისაზღვრება. ქალის სწორედ ამგვარ ტიპაჟს გამოხატავს ინდუიზმში ქალღმერთი კალი, კისერზე ჩამოკიდებული მამაკაცთა თავებით. ის თავის მორიგ მსხვერპლს დასდგომია თავს ხმლითა და შუბით ხელში.

ეს არცაა გასაკვირი, წლების განმავლობაში დაგროვილმა ბოღმამ და სიმწარემ სადღაც უნდა ჰპოვოს გამოსავალი. ხოლო ამ ბოღმის დაგროვებას კი ჩვენივე ძვირფასი, მამა-პაპური პატრიარქალური კულტურა უწყობს ხელს. რომელიც დღეს დამახინჯებულია, ვიდრე ოდესმე იყო.
აი მივადექით კიდეც შემდეგი პოსტის სათაურს ამავე თემაზე: “დედიკოს ბიჭები და მამიკოს გოგოები”…
(გაგრძელება იქნება)

Comments on: "ქალები მარსიდან, კაცები ვენერიდან (ნაწილი მეორე)" (12)

  1. საინტერესო ანალიზია ჯოუნს,მწარე-მწარე რეალობები გაქ გაანალიზებული,რაც მომწონს…რაც მეტი ჯანსაღი კრიტიკა იქნება დღევანდელობის მიმართ,ალბათ მეტად მოგვცემს ნაკლოვანებებზე გადახედვის და გამოსწორების საშუალებას. მივესალმები შენს ბლოგს,ხაი 😀 😀

    • მეც მოგესალმები ქეთ 🙂
      მიხარია რომ მოგწონს და გამოძახილს პოულობს შენში
      რამდენიმე ხანში, უახლოეს მომავალში ამ თემას გაგრძელებაც ექნება, სტერეოტიპების და თამაშების ანალიზი, რომლებსაც ვთამაშობთ როგორც კაცები, ასევე ქალები

  2. D@niko said:

    მისტერ სუპერ ფსიქოლოგ!! მომწონს როგორც აზროვნებ!

  3. nini said:

    rogorc yoveltvis arashveulebrivi shtabechileba damrcha 🙂

    • 🙂
      ძალიან სასიამოვნოა 🙂
      მიხარია რომ მოგეწონა!

  4. Perfect, Mr. Johnes, perfect!

  5. ბლოგური სიყრუე მქონდა, რაღაც პერიოდი. ანუ ბლოგებს არ ვკითხულბოდი, ახლა შემოვიხედე.
    ძალიან საინტერესო იყო ბოლო სამი პოსტი 🙂

    კაცმა კაცური საწყისი დაკარგა, ქალმა კი ქალური

    კაცური და ქალური საწყისები, მამაკაცური და ქალური ქცევა..მე მაინც მგონია, რომ ესეც პირობითია და სოციალური. I mean, ჩვენ უბრალოდ მიჩვეულები ვართ იმას, თუ როგორი უნდა იყოს კაცი და როგორი ქალი და იმის მიხედვით ვსაზღვრავთ საწყისებს. სხვა სიტყვით რომ ვთქვა “საიდან ვიცით, რომ ქათამს რომელსაც ვჭამთ, ქათმის გემო აქვს და არა ვთქვათ, თევზის”.

    • პირველ რიგში გილოცავ 8მარტს, შენ და ყველა ქალბატონს :))) ბედნიერებასა და ბევრ ბევრ სიყვარულსა და სიხარულს გისურვებ

      კი, სტერეოტიპი კიდე სხვა რამეა და სოციალური გავლენაც ოხრადაა ამ ყველაფერში, მაგრამ მაინც არის რაღაც “კაცური” და “ქალური” რაღაც რაც კაცებს და ქალებს ასე ვთქვათ ძვალ–რბილში აქვთ გამჯდარი შეილება ითქვას დაბადებიდანვე, ყოველგვარი სოციალური ზეგავლენის გარეშე. ამას იუნგი არქეტიპულ რეალობას უწოდებს, ანუ რაღაც თვისებები რაც გენეტიკურად კაცურია ან ქალური

      შემდეგ პოსტებში მინდა სწორედ ამაზე ვისაუბრო რა არის მითი “კაცურობისა” და “ქალურობის” და რა არის რეალურად ფემინური ან მასკულინური თვისება. ნუ ბუნებრივია რომ მასეთ მკვეთრ ზღვარს ვერ გავავლებთ. არსებობენ ქალები რომლებსაც აქვთ უფრო მამაკაცური თვისებები და პირიქით კაცები, რომლებსაც ქალური, ფემინური თვისებები აქვთ. ეს პრინციპში ინდივიდუალურია.

    • მადლობა მინდა გადაგიხადო ნინო და პროექტს iReporter.ge ჩემი პოსტების განთავსებისთვის პროექტის საიტზე : ) მართლაც რაც უფრო მეტს გავუზიარებთ ერთმანეთს მით უკეთესი იქნმება : )

Leave a comment